„მთავრობის ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედებები გაურკვევლობას იწვევს“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 03 დეკემბერი 2016 20:40

„იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ის თანხა, რაც მოგების გადასახადით უნდა ამოსულიყო ბიუჯეტში, ჩატოვონ ეკონომიკაში და ამით სტიმული მისცენ ეკონომიკის განვითარებას. თითქოს, იდეა კარგია, მაგრამ შეეშინდათ, რომ ეს ბიუჯეტში პრობლემებს გამოიწვევს და მეორე ხელით ადგნენ და აქციზების მომატებაზე ისაუბრეს. ერთი მხრივ ამბობენ, რომ სურთ ეკონომიკაში ფული ჩადონ, რათა განვითარდეს და მეორე ხელით იგივე თანხა (ან უფრო მეტი) ისევ ამოიღეს ეკონომიკიდან. ეს ურთიერთსაწინააღმდეგო ეკლექტური მოქმედებები, ბუნებრივია, გაურკვევლობას იწვევს“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ზვიად ხორგუაშვილი პასუხობს.

„ბუნდოვანი დარჩა, არის თუ არა პრემიერი გადაწყვეტილების მიღების უნარიანი“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 26 ნოემბერი 2016 18:38

„გამომდინარე იქიდან, რომ ძალოვან სისტემას გიორგი კვირიკაშილი არ შეხებია და ძალოვანი სისტემის მინისტრები მის გუნდად არ მოიაზრებიან, ბუნდოვანება დარჩა იმის შესახებ, თუ სად არის ძალის ცენტრი, სად მიიღება გადაწყვეტილებები, პრემიერ-მინისტრი არის თუ არა გადაწყვეტილების მიღების უნარიანი და შესაბამისად, არის თუ არა პროცესებზე პასუხისმგებელი.“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გია ხუხაშვილი პასუხობს.

„ზოგიერთმა ხელი ჩაიქნია და ხელისუფლებას ეპრანჭება, იქნებ სადმე დანიშნოს“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 05 ნოემბერი 2016 15:09

„ის პოლიტიკური ელიტა, რომელიც ავსებდა პოლიტიკურ მოზაიკას საქართველოში, სრულიად გაკოტრებული იყო. მას შემდეგ, რაც პოსტსაარჩევნო პერიოდში თამაშგარე დარჩენილმა პარტიებმა კიდევ ერთი სტრესი მიიღეს, ისინი ახლა ცდილობენ, რომ გადაჯგუფდნენ რამენაირად, მოახდინონ რებრენდინგი, იფიქრონ ახალ პოლიტიკურ სტარტზე., ვიღაცამ საერთოდ ჩაიქნია ხელი და ხელისუფლებას ეპრანჭება, იქნებ სადმე დანიშნოს...ეს ჩვეულებრივი პროცესია პოსტსაარჩევნო პერიოდისთვის.“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ დაუსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გია ხუხაშვილი პასუხობს.

„პარლამენტში რეალური პოლიტიკოსების დეფიციტი გვექნება“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 29 ოქტომბერი 2016 15:42

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ რამე შეიცვალოს არჩევნების მეორე ტურში. საკმაოდ ადვილად პროგნოზირებადია მეორე ტური გამომდინარე იქიდან, თუ რა ხდებოდა აქამდე. გარდა იმისა, რომ სახელისუფლებო კანდიდატებს პირველ ტურებში ჰქონდათ საკმაოდ დიდი უპირატესობა, მეორე ტურებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული რესურსი. გარდა ამისა, მეორე პოლუსზე რომ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობაა დარჩენილი, ესეც გარკვეულ უპირატესობას აძლევს ხელისუფლებას იმიტომ, რომ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის ჯერ კიდევ არის ქართული ოცნების სასარგებლოდ." - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "სტარვიზიის" ეთერში. უყურეთ "სტარვიზიაზე" და უსმინეთ რადიო star fm-ზე, "აქტუალური თემის" შეკითხვებს გია ხუხაშვილი პასუხობს.

„ქართულმა ოცნებამ თავისი გაიტანა“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 15 ოქტომბერი 2016 17:41

„მიუხედავად სხვადასხვა მხრიდან მცდელობებისა, კრიზისის ფორმირება არ მოხდა. შეიძლება ითქვას, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ უკვე დალაგდა მეტ-ნაკლებად პოლიტიკური მოზაიკა. ფაქტობრივად პირდაპირ თუ ირიბად ყველამ აღიარა ის ვითარება, რაც შეიქმნა პოლიტიკურ ველზე.  „ქართულმა ოცნებამ“ თავისი გაიტანა. მათი წინასაარჩევნო კონცეფცია ძირითადად აგებული იყო ორპოლუსიანობაზე, ანუ „კეთილი ძალა ვარ მე და ბოროტი ძალა არის ნაციონალური მოძრაობა“. ეს გააძლიერა შეთქმულების თეორიითა და ჩანაწერებით, რითაც ამომრჩეველი დატოვა ფაქტობრივად მესამე არჩევანის გარეშე.“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გია ხუხაშვილი პასუხობს.“

„წინააღმდეგობაში მოდის ხელისუფლების გზავნილი საზოგადოებაზე და უცხოელების შეფასება“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 01 ოქტომბერი 2016 10:55

„ამერიკის ელჩის და იგივე ევროპელების შეფასება გასაგებია იმიტომ, რომ ისინი უფრო გარეგანი ფაქტორებით აფასებენ ამას ყველაფერს. ხედავენ, რომ არც კარვებია ქალაქში, არც ქუჩის აქციები და გამოსვლებია, ყველაფერი არის პოლემიკაში და მედიასივრცეში ჩაკეტილი. მით უმეტეს, იმის ფონზე, რაც ამერიკის ელჩი ხედავს რა ხდება ამერიკაში ტრამპსა და კლინტონს შორის, ბუნებრივია, ეს პოზიტიური კონტრასტია ჩვენთვის. თუმცა პარალელურად ხდება ის, რომ ყოველ დღე გველაპარაკებიან სახელწმიფო გადატრიალებაზე, იარაღის საწყობების აღმოჩენაზე და ხელისუფლებაც აპოკალიპტურ სურათს გვიხატავს, ეს სიმშვიდის საფუძველს არ უნდა გვაძლევდეს. რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაში მოდის ხელისუფლების ეს გზავნილი საზოგადოებაზე და უცხოელების შეფასება - ცხოვრება მშვენიერია და ყველაფერი წყნარად მიდის.“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გია ხუხაშვილი პასუხობს.

"აქტუალური თემა"-ანონსი

გამოქვეყნებულია ანონსი
პარასკევი, 16 სექტემბერი 2016 18:44

შესთავაზა თუ არა დავით უსუფაშვილს ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობა და რა ინფორმაციის გახმოვანებას აპირებენ რესპუბლიკელები? დაპირისპირება ექსპრემიერსა და რესპუბლიკელებს შორის გრძელდება. "აქტუალური თემის" ტუმარი იქნება რესპუბლიკური პარტიის წევრი, პარლამენტარი თამარ კორძაია.
გრძელდება თუ არა ისევ თავლთალი და მიყურადება, ვინ დგას ბურჭულაძე-გვარამიას ფარული ჩანაწერების უკან და რატომ ტოვებენ ბურჭულაძის პარტიას მისი ახლა უკვე  ყოფილი თანააგუნდელები. "აქტუალური თემის" შეკითხვებს „ბუჭულაძე- სახლემწიფო ხალხისთვის“ პარტიის წევრი. გიორგი პაპავა და პარტიის ერთ- ერთი ყოფილი ლიდერი, გიორგი რუხაძე უპასუხებენ.
უყურეთ "სტარვიზიაზე" და უსმიენთ რადიო სტარეფემზე, დღეს 16 სექტემბერს, 21 საათსა და 30 წუთზე. 

„ ივანიშვილის აგრესია უსუფაშვილზე ნოსტალგიით არის გამოწვეული“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 10 სექტემბერი 2016 10:59

„ რესპუბლიკელები და ქართული ოცნება - ეს არის ის კლასიკური შემთხვევა, როდესაც ორივე მხარე ლაპარაკობს ცივილიზებულ გაყრაზე,  ვერ ახერხებენ ამას და სკანდალით მთავრდება ყველაფერი. ...გამომდონარე იქიდან, რომ უსუფაშვილი ივანიშვილისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, ის უქმნიდა გარკვეულ კომფორტს ივანიშვილს და ის ძალიან მოაკლდა.   ამიტომ, მისი აგრესია ვფიქრობ, ნოსტალგიით არის გამოწვეული“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიასთან“ ინტერვიუში. უყურეთ „სტარვიზიის“ ეთერში და უსმინეთ რადიო „სტარეფემზე“, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გია ხუხაშვილი  პასუხობს.

„თუ მზად ხარ ნებისმიერთან მოაწერო ხელი კონტრაქტს, მაშინ ფასეულობებსა და 9 წელზე ნუ მელაპარაკები“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 20 აგვისტო 2016 12:41
„ქართული ოცცნების კონცეფცია არის სრულიად გაუგებარი. მათ დაიწყეს ერთით და განავიტარეს სრულიად საწინააღმდეგო პროცესი. ჩვენ გვახსოვს ის პომპეზური წარდგენა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, როდესაც ძირითადი აქცენტები გააკეთეს ახალ სახეებზე, ჰარვარდში განათლებამიღებულებზე, სუფთა ბიოგრაფიაზე, პროფესიულ წარსულზე და ა.შ. იქვე იყო ნათქვამი, რომ სპორტსმენები და მსახიობები აღარ იქნებოდნენ აღარსად და უფრო პროფესიული იქნებოდა მომავალი პარლამენტი. ამის შემდეგ დაიწყო უცნაურობები - მაჟორიტარების წარდგენა. ჯერ ვიხილეთ ე.წ. მიგრანტი დეპუტატობის კანდიდატები, რომლებიც პარტიიდან პარტიაში მიგრირებენ მუდმივად, იმის მიხედვით, ვინ არის ხელისუფლებაში. ეს ყველაფერი შეუსაბამო იყო თვითონ ქართული ოცნების განაცხადისგან. რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მარჯვენა ხელმა არ იცის, რას აკეთებს მარცხენა. სპორტსმენები, მსახიობები და ა.ს. რა თქმა უნდა, უნდა იყვნენ რეალიზებულნი, მაგრამ თავის სფეროში. მე არ მესმის, რატომ უნდათ იმ სფეროში ყოფნა, რაც მათი არ არის.“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ სტარვიზიაზე და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ვლადიმერ ბედუკაძე პასუხობს.

„ქორწინების საკითხის ინიციატორებს პირველ რიგში თავიანთ ორიენტაციაში ეპარებათ ეჭვი“ -გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 13 აგვისტო 2016 14:11

„იმაზე ყვირილი, რომ თუ კონსტიტუციაში არ ჩაიწერება ეს ცვლილება, ე.ი. რაღაც საშინელება მოხდება ქვეყანაში და ჩვენ ლამის ტოტალურად გავხდებით ერთსქესიანთა ქორწინების მოწმეები - ეს პირველ რიგში, შეურაცხმყოფელია ხალხისთვის. ეს ნიშნავს, რომ შენ გაქვს კომპლექსი, რომ შენთვითონ შეიძლება ორიენტაცია შეიცვალო. სხვანაირად არ მესმის. შენ თუ დარწმუნებული ხარ საკუთარ სიჯანსაღესა და ტრადიციების სიმყარეში, მაშინ რატომ გჭირდება ამის კონსტიტუციით გამაგრება. ე.ი. საკუთარ თავში გეპარება ეჭვი და ამიტომ გინდა, რომ საკუთარი თავი შეზღუდო. შესაბამისად, ამ საკითხის ინიციატორები ჩემთვის არა ტრადიციების დამცველები, არამედ არიან ღრმად დაკომპლექსებული ადამიანები, რომლებსაც თავიანთ ორიენტაციაში ეპარებათ ეჭვი პირველ რიგში“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გია ხუხაშვილი პასუხობს.

გვერდი 1/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური