ზაალ ანჯაფარიძე: გვარამიას ყოვლად უმსგავსო და მართლაც ჰომოფობიურ გამოხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკა, მესამე სექტორის დუმილმა გამოიწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 08 ოქტომბერი 2018 22:00

არის თუ არა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება მესამე სექტორის დელეგიტიმაციის მცდელობა, უნდა დაეფიქსირებინათ  თუ არა პოზოცია, არასამთავრობო ორგანიზაციებს  ნიკა გვარამიას განცხადებებზე და რა გავლენა ექნება ხელისუფლებისა და მესამე სექტორის დაპირისპირებას წინასაარჩევნო პროცესზე.  თემაზე ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საუბრობს.

პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულმა ნაწილმა მათი დელეგიტიმაციის მცდელობად შეაფასა.  რა გავლენას იქონიებს ეს წინასაარჩევნო პროცესზე?

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება იყო საკმაოდ ხისტი,   მგალითად,  სიტყვა „ფაშიზმის“ ხმარება, თუმცა ეს იყო მისი პოზიცია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და მის გამოსვლაში არასამთავრობო ორგანიზაციების დელეგიტიმაციის მცდელობა ვერ დავინახე. ასე რომ ყოფილიყო, მაშინ ბ-ნი კობახიძე სხვა რიტორიკით და ტერმინებით ისაუბრებდა. პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკა მესამე სექტორმა იმით გამოიწვია, რომ  არასამთავრობო ორგანიზაციები მყისიერად ეხმაურებიან ხოლმე რომელიმე პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის მიერ საჯაროდ გაკეთებულ ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ განცხადებებს. ამჯერად კი, გვარამიას ყოვლად უმსგავსო და მართლაც ჰომოფობიურ გამოხდომაზე დუმული არჩიეს.  კობახიძეს არ დაუკავშირებია ეს კრიტიკა არასამთავრობების კრიტიკულ განცხადებებთან, რომლებიც ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხებოდა. ამასთან, მინდა ყურადღება მივაქციო არასამთავარობო ორგანიზაციების მიერ დღეს გავრცელებული ერთობლივი განცხადების ერთ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან პასაჟს. როდესაც ისინი საუბრობენ კორუფციაზე, პოლიტიკურ კრიზისსა  და არაფორმალური მმართველობაზე, იყენებენ სიტყვას-  „სავარაუდო“  და სწორადაც იქცევიან, რადგანაც ვიდრე დამაჯერებლად ვიტყოდეთ რომ ეს მართლაც ასეა,  ამ ყველაფერს ჯერ უტყუარი ფაქტებით სჭირდება დამტკიცება.  ნიშანდობლივია ისიც, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას ხელს მხოლოდ რვა ორგანიზაცია აწერს, მაშინ როდესაც საქართველოში რამდენიმე ასეული აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციაა. ვფიქრობ, ეს სიტყვიერი ფარიკაობა ირაკლი კობახიძესა და ენჯეობის ამ მცირე ჯგუფს შორის, ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს საარჩევნო პროცესზე, რომელიც მცირე ინციდენტების მიუხედავად ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. კარგი იქნებოდა, თუ პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ მოხსენიებული ენჯეოები მაგიდასთან დასხდებიან და იქ განიხილავენ  ყველა საკამათო საკითხს, რაც ხელს შეუწყობდა დაძაბულობის და გაუგებრობის განმუხტვას.   

რა შეიძლება გამოიწვიოს არასამთავრობოებისა და ხელისუფლების დაპირისპირებამ.  როგორ ფიქრობთ, არჩევნების შეფასებისას, შესაძლებელია თუ არა მესამე სექტორმა სახელისუფლებო კანდიდატის მიმართ განსაკუთრებული, ხისტი პოზიცია დაიკავოს?

არ მგონია, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციებმა რაღაც კონიუნქტურული ინტერსების და წყენის გამო,   საკუთარ თავს ასეთი დიდი რეპუტაციული ზიანი მიაყენონ. ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს. მათ შორის,   მესამე სექტორის დონორების წინაშე ანგარიშვალდებულება.  თუ ეს მართლაც მოხდა,  ეს კონკრეტული ორგანიზაციები შესაძლო დაპირისპირებაში მხარე აღმოჩნდნენ და საზოგადოებაში ასეთი აღქმა შეიქმნა, სწორედ ეს იქნებოდა მათი დელეგიტიმაციის დასაწყისი. მე არ ვისურვებდი მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარებას.

"გვარამია ხომ არის სიმართლის და ჭეშმარიტების ეტალონი?"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 09 ივნისი 2016 15:42

რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს კიდევ ერთხელ ეხმაურება ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ოპონენტების ბრალდებას, რომ მის ინტერესებში შედის ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები არაადეკვატურს უწოდებს. „მიმაჩნია, რომ არაადეკვატურია მათი განცხადება, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს. მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ შეჩვეულია წლების განმავლობაში, რომ სიცრუეში აცხოვროს საზოგადოება. ასე გრძელდება ახლაც და ამაში საოცრება არაფერია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ როგორც პარტიამ, ძველებმაც და ახლებმაც, კეთილი უნდა ინებონ და პატივი სცენ კანონმდებლობას. ახლა რაღაც კანონი არ მოსწონთ და აირჩიეს ახალი აქცია, სასამართლოს საჯაროდ ტელევიზიით განიხილავენ და ამით მის განადგურებას ცდილობენ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ჟურნალიტისრეპლიკას, რომ ამ საკითხზე ნიკა გვარამია საუბრობს, ბიძინა ივანიშვილი კითხვით პასუხობს „გვარამია ხომ არის სიმართლის და ჭეშმარიტების ეტალონი. „იმედის“ დარბევის დროს, როცა ჟურნალისტები მიწაზე იყვნენ გართხმული, სწორედ ნიკა გვარამია იყო პროკურორის მოადგილე. დღეს გახდა გვარამია ჭეშმარიტების ბოლო სიმბოლო“, - აცხადებს ივანიშვილი.

 

გვარამია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 31 მაისი 2016 11:43

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს. მას მოსამართლე ნათია გუჯაბიძის განცხადებაზე რეპლიკის გაკეთების საშუალება არ მისცეს, შემდეგ კი გააძევეს პროცესიდან.

გვარამიამ მოსამართლეთა კოლეგიას მიმართა და განაცხადა, რომ კოლეგია, თეა წულუკიანი და მთავრობის წევრები ერთიდაიგივე დისკუსიის ნაწილი არიან და "ერთნაირად დაამთავრებენ".

"ბატონო ნიკა წინა სხდომაზე თქვენ თქვით, რომ წულუკიანმა დაგვიწერა გადაწყვეტილება, წაკითხულიც გაქვთ. მე საჯაროდ გთავაზობთ დალუქული პაკეტით მოიტანეს ის გადაწყვეტილება, როცა ჩვენ გამოვაცხადებთ ჩვენსას, ადგილზე გავხსნათ და შევადაროთ. თუ დაემხვევა იმას, რაც ვითომ წულუკიანმა დაგვიწერა, მე გავიხდი მანტიას და წავალ სასამართლოდან", - მიმართა მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ გვარამიას. 

რუსთავი 2-ის დირექტორთან ერთად სასამართლო დარბაზი დამსწრეთა ნაწილმაც დატოვა. 

მანამდე მოსამართლემ სხდომა დაატოვებინა ელისო კილაძეს და ია ფარულავას, რომელთაც შუამდგომლობის გამოცხადებისას გაეცინათ. 

გვარამიას შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 30 მაისი 2016 15:11

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რუსთავი 2-ის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა.

ნიკა გვარამია ითხოვდა, მის მიერ გაჟღერებულ  მოსამართლეთა კოლეგიაზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით დაკითხულიყვნენ: ინფორმაციის პირველი წყარო სასულიერო პირი და ასევე ამ საქმის მოწმეები, ელენე ხოშტარია, დავით ბაქრაძე და ნიკა რურუა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის თქმით, მას მოსამართლეთა კოლეგიაზე ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით სასულიერო პირისგან მიღებული ინფორმაცია სამმა ადამიანმა მიაწოდა.

ნიკა გვარიამიან შუამდგომლობა დააყენა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 30 მაისი 2016 14:00

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რუსთავი 2-ის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა.ნიკა გვარამია ითხოვდა, მის მიერ გაჟღერებულ  მოსამართლეთა კოლეგიაზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით დაკითხულიყვნენ: ინფორმაციის პირველი წყარო სასულიერო პირი და ასევე ამ საქმის მოწმეები, ელენე ხოშტარია, დავით ბაქრაძე და ნიკა რურუა.შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის თქმით, მას მოსამართლეთა კოლეგიაზე ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით სასულიერო პირისგან მიღებული ინფორმაცია სამმა ადამიანმა მიაწოდა

ნიკა გვარამიას კომენტარი

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 27 აპრილი 2016 17:49

რუსთავი 2-ის სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა. ნიკა გვარამიას განცხადებით, ეს კოლეგია არ არის მიუკერძოებელი სასამართლოს შემადგენლობა და ემსახურება სხვა საქმეს და არა მართლმსაჯულებას.

"იყო მიკერძოება, რომელიც გამოხატა მოსამართლემ. ეს არ არის გამოსაცნობი, სავარუდო, თუმცა შუამდგომლობები აცილებზე ვარაუდის შემთხვევაშიც კმაყოფილდება, იმიტომ, რომ ასეთია აცილების საერთაშორისო და შიდა ქართული სტანდარტი. ამ შემთხვევაში ჩვენ კოლეგიაში გვყავს მოსამართლე, რომელიც ერთდერთია ამ ქვეყანაშიც და საერთაშორისო მასშტაბითაც, რომლის ორგანიზაციამ ღიად და დაუფარავად დაიცვა თამაზ ურთმელიძე მის გადაწყვეტილებაში, აგრესიულად მოიხსენია რუსთავი 2-ის და პირადად მეც. თამაზ ურთმელიძე თვითონ არის ამ ორგანიზაციის წევრი და დამფუძნებელი ნათია გუჯაბიძესთან ერთად. ჩვენ არ ვენდობით ასეთი ტიპის მოსამართლეს, ძალიან გამახვილებული გვაქვს მგრძნობელობა სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე ჩვენი მისამართით, ამას მგრძნობელობის გამახვილებაც არ უნდა. ნებისმიერი მიუკერძოებელი და საღ გონებაზე მყოფი დამკვირვებლისთვის ცხადია, რომ მოსამართლე რომელიც მეგობრულ და არამხოლოდ კოლეგიალურ ურთიერთკავშირშია პირველი ინსტანციის მოსამართლესთან, ის მიკერძოებული იქნება მისი გადაწყვეტილების განხილვისას.

ეს იყო ტესტი ჩვენთვის, კოლეგიამ ეს ტესტი ვერ გაიარა ჩვენი შეხედულებით. ამიტომ ამ კოლეგიის გადაწყვეტილებები ჩვენთვის აპრიორი უკვე არასწორი და მიუღებელია. კოლეგია პროცესს არანორმალურად ფორსირებულად იხილავს. პროცესი ჩაინიშნა 13 მაისს, რაც ასევე ძალიან მოკლე დროა ამ სასამართლოსთვის და ქართული მართლმსაჯულებისთვის, რომელიც არათუ 2, არამედ 5 თვეშიც ვერ ეტევა განხილვის ვადებში. რატომღაც რუსთავი 2-ის საქმე ორივე ინსტანციაშიც საგამონაკლისო იყო,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ყადაღასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

"იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენი პროცესები, რომელიც მართლა უზარმაზარი საქმეა მოცულობით, 6 სააპელაციო საჩივარია, კვირაში ერთხელ ინიშნება, სამართლებრივად უმარტივესი, სრულიად აბსურდული და ცარიელი განჩინება ურთმელიძის, რომელიც ჯერ მან არ გადმოაგზავნა სააპელაციო სასამართლოში, სრულიად ყველა საკანონმდებლო მოთხოვნის დარღვევით, შეინახა და გადამალა, მხოლოდ გადაწყვეტილებასთან ერთად გამოგზავნა განჩინება, მიუხედავად იმისა, რომ დაუყოვნებლივ უნდა გადმოეგზავნა სასამართლოში, ახლაც ამ კოლეგიის მიერაც არ იხლება რამდენიმე კვირაა, ეს კოლეგიაც არევს ვადებს,"- განაცხადა გვარამიამ.

 

„თქვენ წყვეტთ 2016 წლის არჩევნების ბედსაც, პატივცემულო მოსამართლეებო"

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 27 აპრილი 2016 13:43

„თქვენ წყვეტთ 2016 წლის არჩევნების ბედსაც პატივცემულო მოსამართლეებო, ამიტომ თქვენი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია,“ - მიმართა რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა მოსამართლეთა კოლეგიას სასამართლო სხდომაზე.

ნიკა გვარამიამ ეს განცახდება მანამდე გააკეთა, ვიდრე სასამართლო კოლეგია მას დარბაზს დაატოვებინებდა. მიზეზად ქიბარ ხალვაშთან მოსამართლე გუჯაბიძის აციოლების თემაზე შეკამათება გახდა.

მანამდე კი არხის გენერალურმა დირექტორმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობის ობიექტური მიზეზები განმარტა.

"ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თქვენ ინტერესი გქონდეთ და ჩვენ უბრალოდ ვერ გენდობით ჩვენთვის ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესში, წვლილი შეიტანოთ კოლეგიის აზრის ჩამოყალიბებაში," - აღნიშნა ნიკა გვარამიამ. 

მან ასევე გაიხსენა წინა სასამართლო პროცესები, რომელსაც საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იხილავდა. ნიკა გვარამიამ ეს მოვლენები უმძიმეს პერიოდად შეაფასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერაზე ისაუბრა.

„ასეთი ერთსულოვანი საერთაშორისო თანამეგობრობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ არ ყოფილა იმ წლებშიც კი, როდესაც ერთსულოვანი იყო საზოგადოება მის შეფასებაში,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

ნიკა გვარამიამ დღესვე გაიხსენა მოსამართლე ურთმელიძის მიმართ მოსამართლეთა ერთობის მიერ გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებები, რომლის თავმჯდომარეც წარსულში ნათია გუჯაბიძე იყო.

„როგორ უნდა მჯეროდეს, რომ ადამიანი, რომელიც რამდენიმე თვის წინ თავს მესხმოდა მისი განცხადებებით, ის გამოიტანს გადაწყვეტილებას და მე მას ჩავთვლი მიუკერძოებლად,“ - აღნიშნა ნიკა გვარამიამ. 

„სასამართლოს დღევანდელი შემადგენლობა ვერ ათვითცნობიერებს რა საქმეს განიხილავს" - გვარამია

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 27 აპრილი 2016 11:26

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე რუსთავი 2-ის პროცესზე ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა წინა სხდომის მისი მონაწილეოის გარეშე ჩატარება გააპროტესტა- „სასამართლოს დღევანდელი შემადგენლობა ვერ ათვითცნობიერებს რა საქმეს განიხილავს. ეს საქმე ეხება ქვეყანაში დემოკრატიის საკითხს. სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს ეს კონტექსტი“, - მიმართა ნიკა გვარამიამ სასამართლოს. გვარამიას თქმით, უცნაურია ის ტემპი, რაც სასამართლოს აქვს აღებული.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, წინა კოლეგიამ გადაწყვიტა, რომ საქმის განიხლვას ხუთი თვე დასჭირდებოდა. თუმცა გვარამიამ აღნიშნა, რომ უცნაურია, თუ რატომ განიხილავს ახალი კოლეგია საქმეს ასეთი ტემპით, როდესაც 3 კვირის ვადაში თითქმის დაასრულა განხილვა.

პროცესის დაწყებამდე ადვოკატებმა უკვე დააყენეს ერთ-ერთი მოსამართლის, ნათია გუჯაბიძის აცილების შუამდგომლობა. ამის საფუძველს, რუსთავი 2-ის ინტერესების დამცველების თქმით, არის ის, რომ გუჯაბიძე არის იმ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი, რომელიც იცავდა თამაზ ურთმელიძის უფლებებს მაშინ, როდესაც მასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა არსებობდა რუსთავის 2-ის პროცესების თაობაზე. უკვე ცნობილია, რომ ქიბარ ხალვაშის მხარე ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმება.

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 22:30

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც შეჩერებულია ნორმა, რის საფუძველზეც რუსთავი 2-ში დროებითი მმართველები დაინიშნენ სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ შეაფასა. "დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მისცა შანსი ქართულ დემოკრატიას, მის ევროატლანტიკურ მომავალს და თავისუფალ მედიას და საქართველოს მთავრობას სახე შეინარჩუნოს და ღირსეულად გავიდეს ამ პროცესებიდან. ჩვენ დღეს გავიმარჯვეთ და ვზეიმობთ ამ გამარჯვებას, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ, რომლის ყველაზე დემოკრატიულმა და ეფექტურმა ისნტიტუტმა საკონსტიტუციო სასამართლომ მოახერხა ის, რომ ჩიხური სიტუციიდან გამოსავალი შესთავაზა ყველა მხარეს, მოახერხა ის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია.-აცხადებს ნიკა გვარამია. გვარამია თავის გამოსვლაში საერთო სასამართლოებს მიმართავს და მოუწოდებს რომ უკანონო დავალებებს და უკანო შეთქმულებეს არ შესწირონ თავიანთი რეპუტაცია

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 22:16

სამდღიანი განხილვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ ტელეკომპანია საქართველოს სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამაუწყებლო კომპანიაში თამაზ ურთმელიძის მიერ დანიშნული დროებითი მმართველობა შეჩერებულია.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გასაჩივრებული ნორმების არაკონსტიტუციურობაზე მსჯელობას საკონსტიტუციო სასამართლო მოგვიანებით დაიწყებს. მანამდე მათი მოქმედება ყველა დონის სასამართლო ინსტანციისთვის შეჩერებულია.გადაწყვეტილების საფუძველზე ტელეკომპანია საქართველოს, გია და ლევან ყარამანიშვილების იურისტებს შესაძლებლობა აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გადააგზავნონ სააპელაციო სასამართლოში, რომელიც კანონით ვალდებულია დააკმაყოფილოს მოთხოვნა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური