თავდაცვის ძალების მეთაური დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 01 აპრილი 2021 13:43

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის და ურთიერთთავსებადობის დირექტორს, გენერალ-მაიორ ბენ კაიტის შეხვდა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ადმინიტრაცია იყწყება.

თავდაცვის ძალების მეთაურმა საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. მან სამხედრო დაზვერვისა და საინფორმაციო ოპერაციების მიმართულებით დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა.

შეხვედრის დასასრულს, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე დაესწრნენ.

გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ვიზიტი პოლონეთში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 11 აპრილი 2016 17:37

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ლატვიის შემდეგ პოლონეთის რესპუბლიკას ესტუმრა. გენერალს პოლონეთის გენერალურ შტაბში ოფიციალური სამხედრო ცერემონიით დახვდნენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ პოლონეთისა და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გენერალ მიაჩესლავ გოცულის პოლონეთის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე პოლონეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ისაუბრეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციისა და ნატოსთან თავსებადობის კუთხით მიღწეული პროგრესი. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებულ მექანიზმებსა და მათ მნიშვნელობაზე ალიანსის წევრობისთვის საქართველოს მოსამზადებლად. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობაზე.

გენერალურ შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვარშავაში სამხედრო პოლიციის სპეციალურ ქვედანაყოფს ესტუმრა. სამხედრო პოლიციაში გამართულ შეხვედრას სამხედრო პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი სერგო ძაგნიძე დაესწრო. 
ვარშავიდან საქართველოს გენერალური შტაბის დელეგაცია კრაკოვში გაემგზავრა, სადაც პოლონეთის სპეციალური ოპერაციების სარდლობა მდებარეობს.

შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

გენერალური შტაბის უფროსის ვიზიტი ავღანეთში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
კვირა, 03 იანვარი 2016 11:21

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართულ ქვედანაყოფებს ახალი წლის მისალოცად საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და გენერალური შტაბის დელეგაცია ეწვია.სტუმრები ქაბულში საქართველოს უფროს სამხედრო წარმომადგენელს, პოლკოვნიკ გიორგი ბლიაძეს შეხვდნენ და მისგან ადგილზე შექმნილი სიტუაციის დეტალური ანალიზი მოისმინეს.

გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე 22-ე ბატალიონისა და ეროვნული გვარდიის ოცეულის შტაბების საინფორმაციო ბრიფინგს დაესწრო, სადაც მისიის ეგიდით ქვედანაყოფებზე დაკისრებული ამოცანების შესრულების ანგარიში მოისმინა.

გენერალური შტაბის უფროსი პირად შემადგენლობასაც შეხვდა, ახალი წელი მიულოცა, ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოში მშვიდობიანი დაბრუნება უსურვა. სამშვიდობოებმა გენერალს პრობლემებიც გაუზიარეს და მისგან შეძლებისდაგვარად დახმარებისპირობა მიიღეს.

საქართვეოს შეიარაღებული ძალების დელეგაცია ბაზაზე მოქმედ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასაც ეწვია, სადაც ქვედანაყოფის მოძღვარს, მამა ავთანდილს შეხვდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური