გემი „TCG SANCAKTAR (L-403)“, 9-12 სექტემბერს ეწვევა საქართველოს ბათუმის ნავსადგურს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2019 18:30

თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო საზღვაო სკოლის პირველი კურსის კურსანტების სანაოსნო პირობებთან შეჩვევის, პროფესიული ცოდნის ამაღლების, მისი პრაქტიკაში გამოყენების, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ არსებულ ნავსადგურებში ვიზიტებთან დაკავშირებული ცოდნისა და გამოცდილების დაგროვებისა და წარმომადგენლობითი თვისებების განვითარების მიზნით 2019 წლის 02-21 სეტემბერს იგეგმება საზღვაო სწავლებების ჩატარება. აქედან გამომდინარე, მოეწყობა ვიზიტები თურქეთის ერეღლის,  საქართველოს ბათუმის, რუმინეთის კონსტანტასა და ბულგარეთის ვარნას  ნავსადგურებში.

კურსანტები საზღვაო სწავლების ფარგლებში გაივლიან მომზადებას სამეზღვაურო, საკრუიზო, ტაქტიკური მანევრების, ტექნიკური, სახანძრო და გემის დაზიანებისაგან დაცვის სფეროებში.  

სასწავლო ფლოტილიის მეთაურის, პირველი რანგის კაპიტნის ეროლ ქუჩუქის მეთაურობით გემი „TCG SANCAKTAR (L-403)263 კურსანტთან  ერთად, 2019 წლის 09-12 სექტემბერს, ეწვევა საქართველოს ბათუმის ნავსადგურს.  ვიზიტის პერიოდში მოეწყობა ექსკურსიები ისტორიულ და ტურისტულ ადგილებში. 

გემი „SANCAKTAR (L-403) ბათუმის ნავსადგურში ვიზიტისას, 2019 წლის 10 სექტემბერს, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე  მიიღებს დამთვალიერებლებს.

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს პრესრელიზი

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კონგოს ტერიტორიულ წყლებში შვიდი დღის წინ გაუჩინარებულ გემთან, PANTELENA-სთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 24 აგვისტო 2018 16:28

მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, კონგოს ტერიტორიულ წყლებში დაფიქსირდა 7 დღის წინ გაუჩინარებული გემი PANTELENA, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება. ამ დროისათვის გემი მიემართება ლომეს პორტში (ტოგოს რესპუბლიკა). მიღებული ინფორმაციით, მეზღვაურების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩაატარეს კოორდინირებული სამუშაო სხვადასხვა მიმართულებით და უზრუნველჰყვეს ყველა მხარის  ჩართულობა მოძიების პროცესში. ამოქმედებული იქნა ყველა დარგობრივი და დიპლომატიური ბერკეტი, როგორც დასავლეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნები, ასევე საზღვაო და რეგიონული ორგანიზაციები.
ინტენსიურ კონტაქტზე ვიმყოფებით გემთმფლობელ კომპანიასთან, რათა ეკიპაჟი  უზრუნველყოფილი იქნას  პირველადი  საჭიროებებით (სასმელი წყალი, საკვები და სხვა).
შექმნილი სიტუაციის პირველი წუთებიდანვე სააგენტო აქტიურ კავშირზეა გემის დროშის სახელმწიფოსთან - პანამა, ასევე ნიგერიაში მოქმედ საზღვაო უშიშროების ჯგუფებთან, რომლებთან უშუალო კოორდინაციითაც ხორციელდება ღონისძიებები მეზღვაურების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას და მედიას მიეწოდება მისიის სრულ ამოწურვამდე, როდესაც გემი შევა უსაფრთხო წყლებში.

23 აგვისტოს იტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სასწავლო-საწრთვნელი გემი "Palinuro" ბათუმის პორტში შემოვა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 21 აგვისტო 2018 16:00

იტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტი: სასწავლო-საწრთვნელი გემი "Palinuro" ქ. ბათუმის პორტში (23 აგვისტოდან 26 აგვისტომდე).

გრძელდება 2018 წლის საგანმანათლებლო-საწრთვნელი კამპანია იტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შხუნა-ბარკზე კურსის “Kratos”-ის 33 კურსანტისთვის

23 აგვისტოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის სასწავლო-საწრთვნელი გემი "Palinuro" ჩამოდგება ქ. ბათუმის (საქართველო) პორტში, სადაც 26 აგვისტომდე გაჩერდება.

გემი "Palinuro" ჩართულია 54-ე საწრთვნელ კამპანიაში და ამჟამად მასზე სწავლებას გადის ტარანტოს საზღვაო უნტერ-ოფიცერთა სკოლის კურსის “Kratos”-ის 33 კურსანტი, რომლებიც შეისწავლიან საზღვაო-სანაოსნო მეცნიერებებს და იძენენ უშუალო გამოცდილებასა და საზღვაო სფეროს სპეციალისტების შემდგომი დასაქმებისათვის აუცილებელ და სათანადო პროფესიულ ჩვევებს.

გემი ტარანტოს პორტიდან 23 ივლისს გამოვიდა და კოსის, სტამბულისა და კოსტანცას ნავსადგურებში გაჩერების შემდეგ, შემოვა ბათუმში, საიდანაც გაემგზავრება კეფალონიაზე და ამის შემდეგ დაბრუნდება იტალიაში, ჯერ რეჯო კალაბრიაში, შემდგომ კი ლივორნოში, სადაც დასრულდება კურსანტების საწრთვნელი კამპანია.

2018 წლის საწრთვნელი კამპანიის განმავლობაში გემზე "Palinuro" აღმართულია ქ. გენუის გასლინის პედიატრიული ინსტიტუტის დროშა, რომელიც ინსტიტუტის დაარსების 80 წლისთავთან დაკავშირებით, ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გემს ქ. სპეციაში 17 მაისს საჩუქრად გადასცა.

ბათუმში გემის "Palinuro" ჩამოსვლასთან დაკავშირებით, 2018 წლის 23 აგვისტოს, 10:00 საათზე, გემის მეთაური ჩაატარებს პრესკონფერენციას, რომელზეც გაიმართება გემისა და 2018 წლის საწრთვნელი კამპანიის პრეზენტაცია.

გემი "Palinuro" მნახველთათვის ღია იქნება შემდეგ დღეებსა და საათებში:

  • 23 აგვისტო: 16:00 საათიდან 19:00 საათამდე
  • 24 აგვისტო: 09:00 საათიდან 12:00 საათამდე და16:00 საათიდან 18:30 საათამდე
  • 25 აგვისტო: 09:00 საათიდან 12:00 საათამდე და16:00 საათიდან 19:00 საათამდე

იხილეთ სამხედრო-საზღვაო ფლოტის #MarinaMilitare სიახლეები Twitter-ის გვერდზე: @ItalianNavy #ProfessionistiDelMare #ilTuoFuturoèilMare

 

ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტებით სავსე გემის ჩაძირვის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 24 მაისი 2017 21:09

ლიბიის აკვატორიაში, ხმელთაშუა ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 30 მიგრანტი დაიხრჩო, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იტალიის სახმელეთო დაცვა ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, გემზე 500 მიგრანტი იმყოფებოდა, როდესაც იგი მოულოდნელად გადატრიალდა. წყალში 200-მდე ადამიანი ჩაცვივდა.

მაშველებმა სამაშველო ოპერაცია მომხდარიდან მალევე დაიწყეს. ამ დროისთვის სულ მცირე 30 დაღუპულზე ვრცელდება ინფორმაცია.

მიმდინარე წელს ამ გზით იტალიაში 50 ათასზე მეტი მიგრანტი შევიდა.

ინდონეზიაში სამგზავრო გემი ჩაიძირა-არიან გარდაცვლილები

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 20 დეკემბერი 2015 13:46

ინდონეზიის კუნძულ სულავესის სანაპიროსთან სამგზავრო გემმა კატასტროფა განიცადა. უამინდობისა და დიდი ტალღების გამო სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე მისვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ჯერჯერობით მათ მხოლოდ 23 გადარჩენილი და ორი ცხედარი იპოვეს. ორივე გარდაცვლილი მცირეწლოვანი ბავშვია.

გავრცელებული ცნობით, გემის ბორტზე 108 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა.

ქართველი გემის კაპიტნის დაკავებას საგარეო უწყება ეხმაურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2015 11:56

საფრანგეთში საქართველოს საელჩო მოლდოვას დროშის ქვეშ მცურავი გემის ქართველი კაპიტნის, ბადრი ბერიძის დაკავებასთან დაკავშირებით ადგილობრივ სამართალდამცავებთან მუდმივ კონტაქტზეა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ , სამართალდამცავები დაკავებულ ბადრი ბერიძესთან არიან კომუნიკაციაში. 
საფრანგეთის საზღვარზე მოლდოვას დროშის ქვეშ მცურავი გემის ქართველი კაპიტანი ბადრი ბერიძე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებისას გემზე 2,4 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს.
როგორც "საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პირველი მოადგილე აცხადებს, დაკავების მიზეზებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. 
რაც შეეხება გემზე ნარკოტიკული ნივთიერების აღმოჩენას, მისი განმარტებით, ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტში, იმ ვებ-გვერდზე გაეცნო, სადაც საზღვაო საკითხების შესახებ წერენ. 
ზაზა მახარაძის თქმით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დახმარების თხოვნით დაკავებული კაპიტნის ოჯახმა უკვე მიმართა. 

კოლუმბიაში 3 მილიარდი დოლარის ძვირფასეულობით დატვირთული 300 წლის წინ ჩაძირული გემი აღმოაჩინეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 06 დეკემბერი 2015 13:17

კოლუმბიის სანაპიროსთან 300 წლის წინ ჩაძირული ესპანური ხომალდი აღმოაჩინეს, რომლის ბორტზეც 3 მილიარდი დოლარის ოდენობის ძვირფასეულობა იყო. ფრაგმენტები საპორტო ქალაქ კარტახენას მახლობლად იპოვეს.

გემი სამხრეთ ამერიკის კოლონიებში მოგროვებული ოქროთი, ვერცხლით, ძვირფასი ქვებითა და სამკაულებით იყო დატვირთული და ის ესპანეთის მეფეს ბრიტანეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომის დასაფინანსებლად უნდა გამოეყენებინა, თუმცა ხომალდზე ბრიტანეთის ძალებმა იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ის ჩაიძირა.

გავრცელებული ცნობით, ეს იყო ყველაზე დიდი რაოდენობის ძვირფასეულობა, რომელიც ზღვაში დაიკარგა.

 

 
 

ზღვის დაბინძურებისთვის გემი დააჯარიმეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 13:30

სამართალდამცველებმა პანამის დროშით მცურავი გემი დააჯარიმეს. 

ხომალდმა საქართველოს ტერიტორიული წყლები დააბინძურა. სამართალდამრღვევს 65 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

უბედური შემთხვევა კანადაში,საკრუიზო გემის ჩაძირვას,5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 12:47

კანადაში, საკრუიზო გემის ჩაძირვას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა .  საკრუიზო გემი MV Leviathan II ვანკუვერის კუნძულთან, ქალაქ ტოფინოს სიახლოვეს ჩაიძირა. მაშვლებმა ბორტზე მყოფი 27 ადამიანიდან , 18-ის გადარჩენა მოახერხეს. გემის ჩაძირვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. საკრუიზო გემი კომპანია Jamie's Whale Watching-ს ეკუთვნის, რომელიც მსურველთათვის ვეშაპების დათვალიერების მიზნით საზღვაო კრუიზებს აწყობს.

ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ სწავლებას „საზღვაო თანამშრომლობა 2015/2“ ჩაატარებენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 19 აგვისტო 2015 12:23

20-28 აგვისტოს განმავლობაში ჩინეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ჩაატარებენ ერთობლივ სწავლებას, რომლის კოდური სახელწოდებაა „საზღვაო თანამშრომლობა 2015/2“. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იტყობინება.

ჩინეთ-რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთობლივი სწავლების ჩაატარების მიზანს საზღვაო კომუნიკაციების დაცვის, აგრეთვე დესანტის გადმოსხმის ვარჯიშების გამართვა წარმოადგენს.

სამხედრო მანევრები გაიმართება პეტრე დიდის და კლერკის ყურეებში,  ასევე იაპონიის ზღვის საზღვაო აკვატორიაში.

ჩინეთის მხრიდან სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ: 7 სამხედრო გემი, 6 ვერტმფრენი, 5 თვითმფრინავი, 21 ერთეული სადესანტო ტექნიკა და 200 საზღვაო ქვეითი.

რუსეთის მხრიდან მანევრებში მონაწილეობენ: 16 გემი, 2 წყალქვეშა გემი, 10 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი, 9 ერთეული სადესანტო ტექნიკა, და 200 საზღვაო ქვეითი.

სამხედრო მანევრების ხელმძღვანელობის თქმით, ჩინეთ-რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთობლივი სწავლება ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას და იგი არ არის მიმართული რომელიმე მესამე ქვეყნის წინააღმდეგ.

ჩინეთის გემები ვლადივასტოკში 20 აგვისტოს შევლენ და მსრველებს საშუალება ექნებათ მათი დათვალიერების.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთ-რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთობლივი სწავლება „საზღვაო თანამშრომლობა 2015/1“ მიმდინარე წლის 11-21 მაისს ხმელთაშუა ზღვაში გაიმართა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური