უნგრეთში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 17 აპრილი 2019 13:00

დედაენის დღესთან დაკავშირებით ბუდაპეშტისეოტვოშლორანდი სსახელობის უნივერსიტეტში გაიმართა გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ და უნგრელი ქართველოლოგის მარტონ იშტვანოვიჩის სახელობის ქართული ბიბლიოთეკის ოფიციალური გახსნის ცერემონია. ღონისძიება ეძღვენობდა დედაენის დღესა და 1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავს.
 
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაალ გოგსაძემ, უნივერსიტეტის რექტორმა ლასლო ბორჰიმ, ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა გაბორ შონკოიმ და ქართული ენის კურსის ხელმძღვანელმა ბენედეკ ჟიგმონდმა. გამოსვლელებმა ისაუბრეს ქართულ-უნგრულ ლიტერატურულ კავშირებზე, ქართული დამწერლობის უნიკალურობასა და უნგრელი ქართველოლოგის მ.იშტვანოვიჩის წვლილზე ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარების კონტექსტში.
 
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა დედაენის დღის ისტორიულ როლს, რამაც კიდევ უფრო გააღვივა საქართველოში ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობა და ქართველი ხალხის მშვიდობიანი ბრძოლა თავისუფლებისათვის, მან ასევე ისაუბრა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებზე და მათ ისტორიულ მნიშვნელობაზე.
 
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ელჩმა უნგრელი ქართველოლოგის მარტონ იშტვანოვიჩის ქალიშვილს ესტერ იშტვანოვიჩს გადასცა მადლობის სიგელი.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ უნგრეთის პოლიტიკური, კულტურული, ლიტერატურული და სამეცნიერო-აკადემიური წრეების, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები და ქართველი სტუდენტები.
 
ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართა მიღება, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო და მრავალფეროვანი ქართული კერძები.

ახალი მეტროსადგური "უნივერსიტეტი" ოფიციალურად გაიხსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 16 ოქტომბერი 2017 13:14

თბილისის მეტროპოლიტენის ახალი, რიგით 23-ე სადგური "უნივერსიტეტი" ოფიციალურად გაიხსნა. მგზავრები ახალი მეტროსადგურით სარგებლობას დღეს, დღის მეორე ნახევრიდან შეძლებენ.

სადგურის გახსნას მთავრობის წევრები და დედაქალაქის მერი ესწრებოდნენ. პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მეტროსადგურის მშენებლობის პროცესში 2 ათასზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. მისი თქმით, სადგური თანამედროვე სტანდარტებით არის მოწყობილი. 

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, მეტროსადგური ყოველდღიუარდ 15 ათასამდე ადამიანს მოემსახურება. 

სადგურის გახსნის ოფიციალური ცერემონიის პარალელურად, ინციდენტი მოხდა. არასამთავრობო ორგანიზაცია "ინკლუზიური საზოგადოება საქართველოს" წარმომადგენელი აცხადებდა, რომ სადგური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის ადაპტირებული არ არის. 

მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორიის გახსნა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 20 იანვარი 2017 13:00

ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ ტომაშ პერნიცკიმ ოფიცილურად გახსნა ახალი მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორია, რომელიც დაარსდა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს განვითარების და მხარდაჭერით პროექტის - “ახალი გამოწვევები პედიატრიული ონკო/ჰემატოლოგიუტი დაავადებების დიაგნოსტიკაში საქართველოში’’ - ფარგლებში. პროექტი განხორციელდა ‘’ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაციაციის’’ მიერ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ლაბორატორიის შექმნაში ასევე გარკვეული წვლილი შეიტანა საქველმოქმედო ორგანიზაციამ - ‘საქართველოს ამერიკელი მეგობრები’ და ს/ს თელასმა.
პირველად საქართველოში, აღნიშნულ ლაბორატორიაში შესაძლებელი იქნება ლეიკემიითა და ლიმფომით დაავადებული ბავშვებისათვის მოლეკულურ-გენეტიკური დიაგნოსტიკურ კვლვების ჩატარება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მკურნალობის სტანდარტებს, შესაძლებელს გახდის სამკურნალო პროტოკოლების განახლებას და პაციენტებზე ზუსტად მორგებული ქიმიოთერაპიის შერჩევას.
ლაბორატორია იფუნქციონირებს ‘‘ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაციაციის’’ და მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში.
სამუშაო პროცესი წარიმართება მოტოლის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის (პრაღა, ჩეხეთი) ზედამხედველობით. 2017 წელს დაგეგმილია უცხოელი სპეციალისტების ვიზიტი და ლაბორატორიის პერსონალის ტრეინინგი მოტოლის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში.

„კოსმო+“-მა ახალი ფილიალი გახსნა

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
პარასკევი, 28 ოქტომბერი 2016 19:43

კოსმეტიკურ-პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „კოსმო+“-ის ახალი - რიგით მესამე ფილიალი სავაჭრო ცენტრ „სითი მოლი - გლდანში“ გაიხსნა. სავაჭრო ობიექტში თავის მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი.

„კოსმო+“ მომხმარებელს განსხვავებულ პროდუქციასა და მომსახურებას სთავაზობს. ქსელის მაღაზიებში წარმოდგენილია პოლონური და უკრაინული წარმოების, თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესატყვისი კოსმეტიკური საშუალებები, რომელიც ქალბატონებს (და არა მხოლოდ მათ) სილამაზის შენარჩუნებასა და თავის მოვლაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ „კოსმო+“-ში წარმოდგენილი პრეპარატები უმთავრესად ბუნებრივ კომპონენტებზეა დამზადებული, არ შეიცავს პარაბენებს და ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს. სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ მომხმარებელს მისთვის საინტერესო პრეპარატის მოსინჯვის საშუალებაც აქვს, რაც კოსმეტიკური საშუალების სწორად შერჩევას საგრძნობლად აადვილებს.

კომპანიის დამფუძნებლის, რევაზ ამირეზაშვილის განმარტებით, „კოსმო+“-ის მაღაზიებში წარმოდგენილი პრეპარატები საშუალო სეგმენტზეა გათვლილი და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა, თუმცა, განსაკუთრებული მოთხოვნების მქონე მომხმარებელს ქსელის სავაჭრო ობიექტებში პროფესიონალური კოსმეტიკის შეძენაც შეუძლია. ერთი სიტყვით, ქსელი ყველანაირი შემოსავლის მქონე მომხმარებელს შესაბამის პროდუქციას სთავაზობს.

„კოსმო+“-ში მუდმივად ზრუნავენ პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე, კონსულტანტებს სისტემატურად უტარდება ტრეინინგები, ცოდნის დონე და ხარისხი კი ტესტირების მეშვეობით მოწმდება. შესაბამისად, მომხმარებელი კოსმეტიკურ პრეპარატზე ამომწურავ ინფორმაციას იღებს, სახის, ტანისა თუ თმის მოვლის კუთხით კი - ინდივიდუალურ კონსულტაციას.
საგულისხმოა, რომ მომავალ თვეში გაიხსნება „კოსმო+“-ის კიდევ ერთი ახალი ფილიალი „ისანი მოლში“, „ვარკეთილის“ მეტროს სადგურთან მდებარე სავაჭრო ცენტრში კი ამოქმედდება კომპლექსი, რომელიც კოსმეტიკურ-პარფიუმერულ სუპერმარკეტს, სილამაზის სალონს, კოსმეტიკურ კაბინეტს და სილამაზის ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულების ობიექტებს მოიცავს.

კომპანია საქართველოში პოლონური მარკების „Bielenda”-ს, “Farmona”-ს, “Lirene”-სა და უკრაინული სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ბიოკონის“ ოფიციალური დისტრიბუტორია.

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 02 თებერვალი 2016 14:34

საგაზაფხულო სესია ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გაიხსნა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, „საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, თებერვლის პირველ სამშაბათს პარლამენტი იწყებს მუშაობას საგაზაფხულო სესიის რეჟიმში.“

ბიუროს წევრებმა მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგით გათვალისწინებულისაკითხები განიხილეს. დავით უსუფაშვილის განცხადებით, 3 თებერვალს დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. „რეგლამენტი აზუსტებს ამ საკითხის გამართვის პროცედურებს, მათ შორის იმას, რომ საკითხი იხილება საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე, როგორც წესი. წინა შემთხვევებში, სამწუხაროდ, ეს არ იყო ხოლმე დაცული. ამჯერად კი მოხერხდა პარლამენტის, პრეზიდენტის, საქმეში ჩართული სხვა პირებისა და ორგანოების მონდომებით“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ დეპუტატების გამოსვლების ფორმატზე. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ მოსაზრებით, ფორმატი პოლიტიკური დებატების ფორმატით უნდა გაგრძელდეს. გიორგი გაბაშვილს მიაჩნია, რომ იმ დეპუტატებსაც უნდა მიეცეთ გამოსვლის საშუალება, რომლებიც გაერთიანებული არ არიან რომელიმე ფრაქციაში.

უმრავლესობის წევრების მოსაზრებით, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ სხდომა ფრაქციების ხელმძღვანელების გამოსვლის ფორმატით უნდა გაგრძელდეს. „შარშან და შარშანწინ ფრაქციების გამოსვლის რეჟიმში მოვუსმინეთ ჩვენ პრეზიდენტის მოხსენებას. გთავაზობთ, ისევ იმავე რეჟიმში მოვუსმინოთ პრეზიდენტს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა.

ბიუროს წევრებმა კენჭი უყარეს გამოსვლების ფორმატის თაობაზე უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ დასმულ ორი წინადადებას. ბიუროს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, საპარლამენტო განხილვა ფრაქციების ხელმძღვანელების გამოსვლის რეჟიმში გაგრძელდება. ასევე გადაწყდა, რომ თითოეული ფრაქციის გამოსვლის ხანგრძლივობა იქნება 15 წუთი. 
პარლამენტის სხდომა ხვალ, 3 თებერვალს, 14 სთ-ზე დაიწყება. „გთხოვთ, მივიღოთ ზომები იმისათვის, რომ პარლამენტი იყოს შეკრებილი ამ დროისთვის და სათანადოდ დავხვდეთ პრეზიდენტს და სხვა სტუმრებს, ვინც მობრძანებას გადაწყვეტს“, - მიმართა დეპუტატებს დავით უსუფაშვილმა.

დღესვე ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს ოთხშაბათის ტრადიციული განცხადებების ნაწილის გამართვის თაობაზე. იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტი 1 თვის განმავლობაში არ შეკრებილა და განცხადებების გასაკეთებლად საკითხები დაგროვდა, დავით უსუფაშვილმა ბიუროს წევრებს შესთავაზა, ნაცვლად ოთხშაბათისა, განცხადებების ნაწილი პარასკევს, 5 თებერვლის პლენარულ სხდომაზე ნახევარსაათიან რეჟიმში გაიმართოს.

ბიუროს სხომაზე იმსჯელეს, აგრეთვე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ კანონპროექტებზე. დავით უსუფაშვილის თქმით, პარლამენტი დეკემბრის ბოლოდან პლენარულ სხდომებზე არ შეკრებილა, რის გამოც პლენარულ სხდომაზე განსახილველი ბევრი საკითხი დაგროვდა. მისი განცხადებით, მიმდინარე კვირაში კენჭს უყრიან იმ საკითხებსაც, რომელთა კენჭისყრა დეკემბრის თვეში ვერ მოესწრო.

დავით უსუფაშვილმა დეპუტატებს შესთავაზა ერთი ბიუროს სხდომა საპარლამენტო დელეგაციების ანგარიშებისა და გეგმების მოსასმენად შეიკრიბოს. „საპარლამენტო ასამბლეებში ჩვენი დელეგაციების საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის ნაკლებობა არ არის, რადგან შუქდება ეს ყველაფერი, მაგრამ ამ თემას, იქნებ, ბიუროს ერთი სხდომა დავუთმოთ და მოვისმინოთ არა მხოლოდ ანგარიშები, არამედ გეგმები. მოვისმინოთ, პარლამენტის ამ მოწვევის დარჩენილ ვადაში რა პრიორიტეტები გვაქვს ამა თუ იმ დელეგაციებს სხვადასხვა მიმართულებით. მოვიფიქროთ ფორმატი“, - მიმართა ბიუროს წევრებს დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ოთხშაბათს, 3 თებერვალს პარლამენტი მუშაობას პლენარული სხდომით დაიწყებს, ხუთშაბათს, 4 თებერვალს საკომიტეტო მოსმენები გაიმართება, ხოლო პარასკევს 5 თებერვალს, დილით ჩატარდება ბიურო, რომელზეც დაზუსტდება პარასკევის პლენარული სხდომის დღის წესრიგი.

შსს-მ „პროკრედიტ ბანკის“ ყაჩაღობა გახსნა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 10:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული გიორგი ბ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 ნოემბერს ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღა, საიდანაც 15 000-ლარამდე ფული გაიტაცა. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში დააკავეს, დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

შს მინისტრის მოადგილე ტრენინგის გახსნას დაესწრო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 18:13

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილესთან, ნიკოლას ბერლინერთან ერთად სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) მიერ ორგანიზებული სასწავლო პროგრამის – „ქალთა ლიდერობის განვითარება“ – გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
როგორც “ნიუსდეის” შს სამინისტროდან აცნობეს, პროგრამაში, რომელიც 26-30 ოქტომბერს ჩატარდება, სხვადასხვა რეგიონიდან შს სამინისტროს რამდენიმე დანაყოფის 15 ქალი პოლიციელი მონაწილეობს. კურსი მიზნად ისახავს მონაწილეთათვის გუნდური მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების, კომუნიკაციის, სწავლებისა და ლიდერობის უნარ-ჩვევების განვითარებას.

დავით ბაქრაძემ ნატოს კვირეულის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 17:49

“ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სწორედ მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა განაპირობებს იმ დიდ ინტერესს, რომელთან დაკავშირებითაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს საინფორმაციო ცენტრი მის ყოველდღიურ საქმიანობაში. ძალიან მნიშვნელოვანია გაცნობიერებული და მყარი მხარდაჭერის უზრუნველყოფა იმ საკითხებისადმი, რასაც ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფება ქვია. წელს მასშტაბურად აღინიშნება ნატოს კვირეული. იგეგმება საინფორმაციო ცენტრის კიდევ ერთი რეგიონული ფილიალის გახსნა ქალაქ გორში.გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, კონკურსები, შეჯიბრებები, რაც ემსახურება ერთის მხრივ ნატოს შესახებ საინფორმაციო საზოგადოების ინფორმირებას ამ პროცესში. მინდა, მადლობა გადავუხადო სამოქალაქო სექტორს, რომელიც აქტიურადაა ჩართული და ჩვენთან თანამშრომლობით არაერთ პროექტს ახორციელებს. მადლობას ვუხდი დიპლომატიურ კორპუსს, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის რეგიონებში ამ მიმართულებით ჩვენი დასავლური, ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზების კუთხით, საინფორმაციო კამპანიის განხორციელებაში. ყველა ის სახელმწიფო, რომელიც გახდა ევროატლანტიკური ალიანსის წევრი, გახდა ნატოს წევრი, ამ ნაბიჯით მოხდა თითოეულ ამ სახელმწიფოში მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოების დამკვიდრება. ამიტომაა ნატო ჩვენი არჩევანი და საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმ რეფორმებს, იმ ძალისხმევას, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობამდე.”-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ნატოს კვირეულის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე.

„ალი და ნინოს“ ქანდაკება ოფიციალურად გაიხსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 12 სექტემბერი 2015 16:59

„ალი და ნინოს“  ქანდაკება  ბათუმის ბულვარში  ე.წ „პანორამული ბორბლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს  ძეგლის ავტორი, უცხოეთში მოღვაწე  ქართველი მოქანდაკე  თამარ კვესიტაძე დაესწრო.

რკინის კონსტრუქციის ახალ ტერიტორიაზე გადატანის სარეაბილიტაციო  სამუშაოები რამდენიმე ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.  ქანდაკების საყრდენი ფილის ირგვლივ  მინის გამჭვირვალე მოაჯირი მოეწყო, მთლიანი კვარცხლბეკი გრანიტის ფილებით მოპირკეთდა და  ირგვლივ ხის ძელსკამები დამონტაჟდა.

მოძრავი რკინის ქანდაკებამ სატესტო ეტაპი წარმატებით გაიარა და დღეიდან ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

„ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ქანდაკების  გადაადგილება დასრულდა  ძალიან კარგად, რაშიც ეჭვი არ მეპარებოდა.   სასიამოვნო იყო,   რომ გავიგე  რამდენად ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა ამ ნამუშევარს. რაც შეეხება ადგილს, ნამდვილად კარგია, ერთადერთი რასაც ვფიქრობ, არის ის, რომ  ეშმაკის ბორბალთან ერთადშეიძლება ვერ გაიგოს  მნახველმა ეს ატრაქციონია, თუ არა. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ოდესმე ეს ორი ობიექტი ერთმანეთს დაცილდება  „-განუცხადა თამარ კვესიტაძემ ჟურნალისტებს.

თამარ კვესიტაძის ნამუშევარის ადგილმონაცვლეობისთვის ბიუჯეტიდან 185 550 ლარი გამოიყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „არნაბი 21“ ასრულებდა.

სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოები 15 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო.

ბათუმში საქართველოს სანაპირო დაცვის ახალი ნავმისადგომი გაიხსნა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 04 სექტემბერი 2015 14:12

აშშ-საქართველოს მრავალმხრივი ურთიერთობების კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი: დღეს ბათუმში საქართველოს სანაპირო დაცვის ახალი ნავმისადგომი გაიხსნა. მის ასაშენებლად აშშ-ის მთავრობამ 14 მილიონი დოლარი გაიღო. ახალი ნავმისადგომი, სადაც 15 გემი ეტევა, საქართველოს სანაპირო დაცვის მნიშვნელოვანი საოპერაციო ცენტრი გახდება.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური