ამერიკელი ადმირალი გარდაცვლილი იპოვეს
აშშ-ს, ბაჰრეინის მეხუთე ფლოტს ხელმძღვანელი ადმირალი სკოტ სტერნი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციას, პენტაგონი სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში ავრცელებს. ამის შესახებ ინფორმაციას TRT-ქართული აქვეყნებს.
განცხადებაში ნათქვამია: „ამერიკელი ადმირალი სკოტ სტერნი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის საზღვაო სამხედრო ძალებს მეთაურობდა, ბაჰრეინში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.“ პენტაგონის განცხადებაში მისი გარდაცვალების მიზეზის შესახებ სხვა განცხადება არ გავრცელებულა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
წყარო: http://www.trt.net.tr/georgian/msop-lio/2018/12/02/amerikeli-admirali-gardac-vlili-ipoves-1098728
„მკვლელი მარილის“ კიდევ ერთი მსხვერპლი - გარდაცვლილია 21 წლის გოგონა
„მკვლელი მარილის“ კიდევ ერთი მსხვერპლი - გავრცელებული ინფორმაციით, ახალი თაობის ნარკოტიკ „მეფედრონს“ 21 წლის გოგონას სიცოცხლე შეეწირა.
შემთხვევა გუშინ, გვიან საღამოს მოხდა. გარდაცვლილის ახლობლების მონაყოლის თანახმად, კლუბიდან დაბრუნებული ახალგაზრდა ძილში გარდაიცვალა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაშია კიდევ 8 ადამიანი - ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოებში გადაიყვანა, აქიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ფლობენ „თეთრ ხმაურში“, თუმცა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, დაუდგენელია, გარდაცვალების მიზეზი „მეფედრონი“ გახდა თუ სხვა ნარკოტიკული საშუალება.
წყარო: newposts.ge
აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი ზუკა ფაღავა გარდაიცვალა
26 წლის ასაკში, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი ზუკა ფაღავა გულის შეტევით გარდაიცვალა.
ის მაუწყებელში ბოლო ერთი წელი „დილის ტალღაში“ მემონტაჟის პოზიციაზე მუშაობდა.
თანამშრომლის გარდაცვალების გამო, დღეს ეთერში არ გავიდა გადაცემა „დილის ტალღა“.
51-ე სკოლის დაჭრილი მეორე მოსწავლე გარდაიცვალა
51-ე საჯარო სკოლის მეორე მოსწავლე გარდაიცვალა. ამის შესახებ ცნობილი, რამდენიმე წუთის წინ გახდა. მე-11 კლასის მოსწავლე საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მანამდე კი ამავე სკოლის დაჭრილი მოსწავლე კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
თბილისში 2 მოსწავლე დაჭრეს. შელაპარაკება ბავშვებს შორის 51-ე საჯარო სკოლასთან დაიწყო, რის გამოც სავარაუდოდ, მანდატურმა მათ შენიშვნა მისცა, რის შემდეგაც მათ ხორავას N4-ში გადაინაცვლეს და ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
ლიკა ქავჟარაძე გარდაცვლილი იპოვეს
ცნობილი ქართველი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, უწყების ინფორმაციით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
გლდანში გარდაცვლილილ და-ძმას ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ
გლდანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სადაც ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი დაახლოებით 60 წლისაა, მისი ძმა კი 70-ის.
შსს-ში აცხადებენ, რომ პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.
გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება, რასაც მეზობლების ნაწილი გამორიცხავს.
ფეხი ვკარი და ცხედარი აღმოჩნდა - თბილისში გარდაცვლილი ქალი იპოვეს (ვიდეო
წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფში 60 წალმდე ასაკის ქალის ცხედარი იპოვეს.
პირველადი დათვალიერებით, ქალი სავარაუდოდ ერთი კვირის წინაა გარდაცვლილი. მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
როგორც შს სამინისტროს პრესცენტრში განაცხადეს, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თურქეთში გარდაცვლილი ქალბატონი საქართველოში გადმოასვენეს
თურქეთში გარდაცვლილი ქართველი ქალბატონი საქართველოში უკვე გადმოასვენეს. როგორც მისმა ახლობლებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, ქალბატონი სასტიკად არის ნაწამები. მათი ინფორმაციით, თურქეთში მეზობელმა მამაკაცმა ქალბატონი გაიტაცა, სკამზე დააბა და აწამა. ახლობლების თქმით, წამების შემდეგ ბრალდებულმა ცხედარი გაძარცვა და პარკში მოათავსა. ეჭმიტანილი ცხედარს გადაგდებას აპირებდა. მოგვიანებით, გარდაცვლილის გოგონას ცხედარი მეზობლებმა იპოვეს.
თურქეთში 34 წლის ქართველი ქალი მოკლული იპოვეს. თურქული მედიის ინფორმაციით, იგი ფაცის რაიონში ყელგამოჭრილი ნახეს, ხოლო დანაშაულში ეჭვმიტანილი ტრაპზონში დააკავეს.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, საქართველოს საკონსულოში შესულია შეტყობინება თურქეთის პოლიციის მხრიდან. შესაბამისად, საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფება როგორც მოკლულის ოჯახის წევრებთან, ისე ადგილობრივ სამართალდამცველებთან.
ველისციხეში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
66 წლის თემურ ფერიშვილს ოჯახი მთელი ღამის განამვლობაში ეძებდა. დაკარგულის კვალს ამ დილით მიაკვლიეს.თანასოფლელების ინფორმაციით, მამაკაცი გუშინ, საკუთარ ვენახში სამუშაოდ წავიდა. საღამოდან კი მისი ოჯახის წევრებმა ძებნა დაიწყეს. სამძებრო სამუშაოებში სოფელთან ერთად, კახეთის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებიც იყვნენ ჩართული.ფერიშვილის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა, რადგან, მათივე თქმით, ის ბოლო წლებში ხშირად ავადმყოფობდა.
უბედური შემთხვევა შიდა ქართლში გარდაცვლილია 21 წლის ახალგაზრდა
უბედური შემთხვევა შიდა ქართლში , სანადიროდ წასული 21 წლის ახალგაზრდა დამხრჩვალი იპოვეს. სამძებრო სამუშაოები სოფელ ძევერას ტბაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ახალგაზრდა მამაკაცი ტბაში გუშინ საღამოს ჩავარდა და მისი დახმარება ვერც მეგობრებმა და ვერც მაშველებმა ვერ შეძლეს. როგორც ადგილობრივები ყვებიან გარდაცვლილი სანადიროდ იმყოფებოდა. ის ტბის მახლობლად იდგა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და წყალში ჩავარდა.