ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცი გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 13 ივნისი 2019 14:30
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ მამუკა ხარაზიშვილის (11.02. 1989) გარდაცვალების გამო.
 
სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ვაზიანის პოლიგონზე გეგმიურ სწავლებებს გადიოდა. კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გამთენიისას შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის მე-4 ბრიგადის ლაზარეთში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ლაზარეთში შესვლისას გულის გაჩერება დაფიქსირდა. სამხედრო მოსამსახურეს გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარდა, თუმცა კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გარდაიცვალა.
 
ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები და ექსპერტიზა. გამოძიება 116-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო.
 
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

რა გახდა ქარელის რაიონში 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 29 მარტი 2019 13:36

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში ორი წლის ბავშვი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მცირეწლოვან ბავშვს კრუპი დაემართა და გაიგუდა.

შსს ცნობით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 31 იანვარი 2019 14:05

თბილისში, ქეთევან წამებულის 67 ნომერში, გაზის გაჟონვის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.  ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შვიდივე გარდაცვლილი მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები.

წინასწარი ინფორმაციით, თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე გაზის ნამწვით გარდაცვლილთა შორის მამა-შვილიც არის. ამასთან, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის იყვნენ ძმებიც. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა ერთმანეთის ნათესავები იყვნენ და ბინა ერთად ჰქონდათ ნაქირავები.

ამასთანავე, თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სადაც ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვებას მსხვერპლი მოჰყვა, ღიაკამერიანი, აკრძალული გამათბობელი იყო დამონტაჟებული. ამის შესახებ „ყაზტრანსგაზ თბილისში“ განაცხადეს.

ადგილზე მისული სპეციალისტების განცხადებით, გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.

მათივე ცნობით, კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობელი ცოტა ხნის წინ „ყაზტრანსგაზმა“ ჩაჭრა, მაგრამ  გამათბობელი თვითნებურად აღადგინეს.

მომღერალი გიო ხუციშვილი გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 11 ივნისი 2018 02:16

 

სოციალურ ქსელში ინფორმაცია გავრცელდა, რომ მძიმე ავადმყოფობის შედეგად მომღერალი გიო ხუციშვილი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ამის შესახებ ცნობა გურამ შეროზიას ბლოგზე გამოჩნდა.

მომღერალი სიმსივნეს ებრძოდა.
რამდენიმე კვირის წინ მას ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.

ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 28 თებერვალი 2018 19:26

ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული 14 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის ექიმმა განუცხადა. 

მისი თქმით, მოზარდს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა.

ბარათაშვილის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ, შენობიდან ფანჯრის შუშა ჩამოვარდა. შედეგად ჯამში 6 ბავშვი დაშავდა. დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია.

გერმანიაში ქუთაისელი სტუდენტი გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 05 ოქტომბერი 2017 15:40

გერმანიაში ქუთაისელი სტუდენტი გარდაიცვალა. 19 წლის ბახვა იმედაძე გერმანიაში გარდაცვლილი ორშაბათს დილით იპოვეს. ის გერმანიაში სასწავლო კურსით იმყოფებოდა. გამგზავრებამდე ბახვა იმედაძე წერეთლის უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის სტუდენტი იყო, თუმცა გაცვლითი სასწავლო კურსის გამო სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა.
"ფაქტი ნამდვილად მოხდა, მაგრამ რა მიზეზით, არ ვიცით. ის იყო ჩვენი სტუდენტი, მაგრამ გაცვლითი პროგრამის გამო შეიჩერა სტატუსი და წავიდა. მომხდარის გამო მწუხარებას გამოვთქვამთ", - განაცხადა წერეთლის უნივერსიტეტის პრორექტორმა შალვა კირთაძემ.
ქართველი სტუდენტის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

შარტავას ქუჩაზე დაჭრილი შსს-ს მომსახურების სააგენტოს მაღალჩინოსანი ზურაბ ტაკიძე გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 04 ოქტომბერი 2017 23:53

რამდენიმე დღის წინ შარტავას ქუჩაზე თვითმკვლელობის მცდელობის დროს დაჭრილი შსს-ს მომსახურების სააგენტოს მაღალჩინოსანი ზურაბ ტაკიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ზურაბ ტაკიძე 25 სექტემბერს საკუთარი სახლის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მეზობელმა იპოვა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამარათლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

,,ესე უნდა ავდგე და გავაგრძელო მე მის გარეშე ცხოვრებაა ?!” - რას წერს GEM FEST-ზე გარდაცვლილი გოგონას და

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 05 აგვისტო 2017 14:18

,,აი ეს გოგო ეს ძალიან ლამაზი და ჭკვიანი გოგო არის ჩემი და ჩემი იმედი. ესე უნდა ავდგე და გავაგრძელო მე მის გარეშე ცხოვრებაა ?!!!!!!!!!!!!!!!!!!!!“ - ამ სიტყვებს წერს GEM FEST-ზე გარდაცვლილი 22 წლის ნ. თავართქილაძის და.

როგორც ცნობილია, GEM FEST-ზე ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა. სავარაუდო მიზეზი კლუბური ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზა გახდა. გოგონა ცუდად გახდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

 გოგონა თბილისიდან იყო GEM FEST-ზე ჩასული, ის 22 წლის ნ. თავართქილაძეა. ის თიბისი ბანკის თანამშრომელია.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა ქალი, დიდი ოდენობით უცხო ნივთიერების მიღებით გამოწვეული ინტოქსიკაციის დიაგნოზით შეიყვანეს.

ექიმის თქმით, მიყვანის დროს მას სასიცოცხლო ფუნქციები არ აღენიშნებოდა.

რა ნივთიერებამ გამოიწვია ინტოქსიკაცია, ექიმების თქმით, ექსპერტიზა დაადგენს.

ამასთან, როგორც  ცნობილი ხდება სავადმყოფოში "GEM FEST"-ზე, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებით მოწამლული ორი ახალგაზრდაც არის მოთავსებული. ერთ-ერთი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება115-ე მუხლით მიმდინარეობს.

"საკუთარი ოჯახი არ ჰყავს, წინა დღეს დედას ამშვიდებდა"- ზესატაფონში ავღანეთში გადრადცვლილ ქართველი სამხედროს გლოვობენ

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 04 აგვისტო 2017 15:23

ავღანეთში დაღუპულ 25 წლის ახალგაზრდას ბეგლარ ბებიაშვილს მეზობლები დადებითად ახასითებენ. ქართველი სამხედრო, ზესტაფონის ერთ-ერთ სოფელში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა

სოფელ მარტოთუბანში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ბებიაშვილი ავღანეთში მისიით მესამედ იმყოფებოდა.

„უწესიერესი ახალგაზრდა დააკლდა ქვეყანას. როგორც ჩვენთვის ცნობილია, აფეთქება შემოვლის დროს მოხდა. ბიჭი ადგილზე დაუღუპა სამი ქართველი კი დაიჭრა. კონტარქი ოქტომბერში ეწურებოდა და ოჯახს ძალიან უხაროდა. მომხდარის წინა დღეს ესაუბრა დედას და უთხრა, რომ მშვიდად ყოფილიყო. საკუთარი ოჯახი არ ჰყავს…“- აცხადებენ ჯარისკაცის ახლობლები.

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს სავარაუდოდ, კვირას ჩამოასვენებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ნიუპოსტს“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

რაც შეეხება დაჭრილების მდგომარეობას, უწყების ცნობით ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმა განხორციელდა. შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი მდინარი საბას ძე ბებიაშვილი (23.10.1991) გარდაიცვალა. უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ის ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ - 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა. მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“.

მომხდარი თავდასხმისას ასევე, დაშავდა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე. მათგან ერთის, კაპიტან მიხეილ ამირანის ძე გვირჯიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დანარჩენი ორის - უფროსი ლეიტენანტ გიგა დავითის ძე ხახუტაშვილის და კაპრალ გეგა ელვარდის ძე ხარშილაძის - დამაკმაყოფილებელი. სამივე მათგანი ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალშია მოთავსებული და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.

წყარო: newposts.ge

ავარია კახეთში - შემთხვევას სამი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 26 ივლისი 2017 19:13

კახეთში ავტოავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ყვარლის რაიონის სოფელ გავაზთან მოხდა. გზის ცენტრალურ მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც ხუთი ახალგაზრდა მიემგზავრებოდა, ხეს შეეჯახა და რამდენჯერმე ამობრუნდა.

სამი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ორი კი მძიმე ტრავმებით ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდები სოფელ გავაზიდან არიან. ადგილზე სამაშველო ჯგუფები და პოლიცია იყო მობილიზებული.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური