სასურსათო პაკეტები მოწყვლადი კატეგორიის რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ოჯახებისთვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 12 აპრილი 2020 10:53

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს, კომპანია ,,სოკარისა“ და საქართველოში მოღვაწე აზერბაიჯანელი ბიზნესმენების ასოციაციის ერთობლივი ოგანიზებით, რუსთავისა და გარდაბნის  მუნიციპალიტეტებს, მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის სასურსათო პაკეტები გადაეცათ. შემოწირულობები უკვე მიიღეს ქვემო ქართლის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებმაც.

ღონისძიებას აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ გასანოვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, კომპანია ,,სოკარის“ პრეზიდენტი საქართველში მახირ მამედოვი და რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა დიპლომატიური კორპუსისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, მადლობა გადაუხადა, რეგიონში კოვიდ19-ის წინააღმდეგ მიმდინარე პრევენციულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის. 

ინფორმაცია გარდაბნის საუბნო საარჩევნო კომისიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 23 სექტემბერი 2017 12:00

გარდაბანში, სოფ.ლემშვენიერას #31 საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში ჩამსხვრეულია ფანჯარა, ჩამოხეულია ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია (კედლის სია) და კომისიის განკარგულება. შემთხვევა დაახლოებით 18:30 წთ-ზე მოხდა. გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნულის შესახებ უკვე მიაწოდა ინფორმაცია საპატრულო პოლიციას და შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.

საარჩევნო ადმინისტრაცია გმობს ნებისმიერი სახის ძალადობრივ ქმედებას და იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი შემთხვევა არ განმეორდება. 

ზემოაღნიშნული ფაქტის მიუხედავად, #31 საუბნო საარჩევნო კომისია ხვალ დილიდან განაგრძობს საკუთარ საქმიანობას, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსიის ხელახლა განთავსებას კომისიაში და მოქალაქეები შეუფერხებლად შეძლებენ საკუთარი მონაცემების გადამოწმებას.

 

ახალი საწარმო გარდაბანში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 23 აგვისტო 2016 09:49
სახელმწიფო პროგრამა აწარმოე საქართველოს ფარგლებში გარდაბანში პლასტმასის მწარმოებელი საწარმო აშენდა. განხორციელებული ინვესტიცია შეადგენს 602 480 ლარს, საქარმოში 12 ადამიანი დასაქმდა. საწარმოს შესაქმნელად შპს „ნეო-პლასტიკს" სახელმწიფოსგან 12 167 კვ.მ. უძრავი ქონება და შენობა ნაგებობა საინვესტიციო ვალდებულებებით გადაეცა.

გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 05 თებერვალი 2016 13:17

გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიამ, 28 იანვარს გამართული გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა. 

გამარჯვება გაგებლობის "ქართული ოცნების" კანდიდატმა  გოჩა ჯამარაულმა მოიპოვა. მას ამომრჩეველთა 70 მთელმა 57 მეასედმა პროცენტმა მისცა ხმა, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ბესიკ კახაბრიშვილს ხმების 29 მთელი 43 მეასედი პროცენტი ერგო. 

გარდაბნის მე-2 საარჩევნო უბანთან მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 29 იანვარი 2016 16:17

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარდაბნის მე-2 საარჩევნო უბანთან მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე 239-ე მუხლითაა აღძრული, რაც ხულიგნობას გულისხმობს. საქმეზე დაკავებულები არ არიან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ხმაური და დაპირისპირება იყო გარდაბანში -ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და ის ნიღბიანი პირები დაუპირისპირდნენ, რომლებიც ნაციონალების განცხადებით ნომერ მე-2 საარჩევნო უბანთან მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ და ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენდნენ. 

ამ ინციდენტის შემდეგ პროცესში საპატრულო პოლიცია ჩაერთო, რომელიც ადგილზე მანამდეც იმყოფებოდა, თუმცა ნაციონალური მოძრაობის განცხადებით ნიღბიანების მიერ განხორციელებული ზეწოლისა და შემურაცხმყოფელი საქციელის მიუხედავად რეაგირებას არ ახდენდა. 

ნაციონალური მოძრაობა ასევე განმარტავს, რომ ტერიტორიაზე შეიარაღებული პირებიც მოძრაობდნენ. 

უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია ჩავატაროთ მართლაც სამართლიანი არჩევნები-კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 იანვარი 2016 12:42

ვიღაცას შესაძლოა აწყობდეს გარკვეული არეულობა, მაგრამ ჩვენ, მმართველ ძალას გვაქვს უფრო მეტი პასუხისმგებლობა და უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია ჩავატაროთ მართლაც სამართლიანი არჩევნები, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

გიორგი კვირიკაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამართულ არჩევნებს გამოეხმაურა და პოლიტიკურ ძალებს მეტი თავშეკავებისკენ მოუწოდა. პრემიერის თქმით, წინ საპარლამენტო არჩევნებია და საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ არის ევროპული და მაღალი კულტურის ქვეყანა.

„გუშინ ჩატარდა არჩევნები გარდაბანში, მინდა ყველა დამკვირვებელს და არასამთავრობო ორგანიზაციას ვუთხრა მადლობა. მინდა გამარჯვებულს მივულოცო. ძალიან კარგია, რაც მან განაცხადა, რომ ის იქნება ყველას გამგებელი და ეს მისასალმებელი განცხადებაა. არჩევნების დროს იყო გარკვეული დაძაბულობა საარჩევნო უბნების გარეთ. მოვუწოდებ ყველა მხარეს, მათ შორის მმართველი ძალის მხარდამჭერებსაც, რომ მაქსიმალურად დავწიოთ ტემპერატურა. ჩვენ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ოქტომბერში. მთელი მსოფლიო საქართველოს უყურებს განსაკუთრებული ყურადღებით და ჩვენთვის ეს არჩევნები იქნება უმნიშვნელოვანესი არჩევნები, რომელმაც საქართველოს პოზიცია, როგორც ევროპული ქვეყნის, კიდევ უფრო უნდა განამტკიცოს. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ვართ მართლაც ევროპული ქვეყანა, ვართ მაღალი კულტურის ქვეყანა. მიუხედავად ყველანაირი პროვოკაციისა, რაც შესაძლოა მოხდეს, ვიღაცას შესაძლოა აწყობდეს გარკვეული არეულობა, ჩვენ, მმართველ ძალას გვაქვს უფრო მეტი პასუხისმგებლობა და უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია და ძალგვიძს ჩავატაროთ მართლაც სამართლიანი არჩევნები,“ – აღნიშნა პრემიერმა.

საია გარდაბნის რიგგარეშე არჩევნებს აფასებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 იანვარი 2016 12:33

გარდაბნის რიგგარეშე არჩვენების მეორე დღეს პირველი შეფასებები იმ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა გააკეთეს, რომლებიც გუშინ არჩევნების პროცესს აკვირდებოდნენ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (საია) აცხადებენ, რომ არჩევნებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაცია მოუმზადებელი იყო და ეს პროცესი ფაქტობრივად კომპეტენტურმა დამკვირვებლებმა ჩაატარეს.

ზოგიერთმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა საჩივრები დაწერეს საოლქო კომისიისთვის. ისინი ამბობენ, რომ ხარვეზები არა მარტო საარჩევნო უბნებზე, არამედ უბნების მიმდებარე ტერიტორიაზეც იყო.

საოლქო კომისიაში ამ დროისათვის 13 საჩივარია შესული.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე განმარტავს, რომ ეს არის უმნიშვნელო, პროცედურული დარღვევები, რაც მნიშვნელოვან გავლენას არჩევნების შედეგებზე არ იქონიებს.

საარჩევნო კომისია კი წინასწარ მონაცემებტან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

„ამომრჩეველთა აქტივობის წინასწარმა მაჩვენებელმა, საღამოს 8 საათზე, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33,13-მა პროცენტმა შეადგინა. ბესიკ კახაბრიშვილმა მიიღო ხმების 29,85 %, რაც რაოდენობრივად არის 6851 ამომრჩეველი. გოჩა ჯამარაულმა მიიღო ხმების 70,15%, რაც რაოდენობრივად არის 16104 ამომრჩეველი. შესულია 13 საჩივარი, რომლებიც ძირითადად პროცედურულ საკითებს ეხება და მათი განხილვა მოხდება კანონით დადგენილ ვადებში,“ - განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ.

გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში გოჩა ჯამარაულმა გაიმარჯვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 იანვარი 2016 10:36

ცესკოს საბოლოო მონაცემებით, გარდაბნის გამგებლის არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატმა, გოჩა ჯამარაულმა გაიმარჯვა. ცესკომ 64-ვე უბანზე მონაცემების დათვლა უკვე დაასრულა.
ოფიციალური ინფორმაციით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა გოჩა ჯამარაულმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 70,15%-ი მიიღო, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ბესიკ კახაბრიშვილმა – 29.85 %-ის. შესაბამისად, ჯამარაულმა 16 104 ხმა მიიღო, ხოლო კახაბრიშვილმა – 6851.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა აქტივობამ 33,13 % შეადგინა.

გარდაბანში შაშკინი უმრავლესობის წევრებს დაუპირისპირდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 18:59

რამდენიმე წუთის წინ ხმაური იყო 62-ე საარჩევნო უბანზე, სადაც დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებიან  როგორც ნაციონალური მოძრაობის, ასევე ქართული ოცნების წარმომადგენლები.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ უბნის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პირები, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ და ისინი გარკვეული სახის ზეწოლას ახდენდნენ ტერიტორიაზე მყოფ ამომრჩევლებზე.

ამ საკითხთან დაკავშირებით, დაპირისპირება მოხდა უმრავლესობის წარმომადგენლებსა და დიმიტრი შაშკინს შორის.

„05:00 საათამდე ამ უბანზე ტარდებოდა, მშვიდი, სამართლიანი არჩევნები. 05:00 საათზე, აქ გამოჩნდა დაახლოებით 40 ნიღბიანი ადამიანი, რომლებმაც ალყა შემოარტყეს ამ უბანს. ეს არის იგივე ხალხი, რომელიც დაუპირისპირდა გიგია ბოკერიას. ალყა შემოარტყეს უბანს, შეურაცხყოფას აყენებდნენ შემომსვლელ ამომრჩევლებს. გამოვიძახეთ პოლიცია, რომელიც არ მოვიდა,“ - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა. 

თავად ნიღბიანი პირები კი, რომლების მიმართაც შაშკინს პრეტენზია ჰქონდა, აცხადებენ, რომ ისინი მეგობართან სტუმარად იმყოფებიან. თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად , მათი ჯგუფის ნაწილი ქართული ოცნების ოფისში მივიდა.

ვიცეპრემიერი კახა კალაძე,გარდაბანში იმყოფება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 17:08

ვიცეპრემიერი კახა კალაძე, რომელიც გარდაბანში იმყოფება ქართული ოცნების მხარდამჭერებს სიმშვიდის შენარჩუნებიკენ მოუწოდებს.

"მოვუწოდებ ქართული ოცნების მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ, არ აყვნენ არანაირ პროვოკაციებს, რომელიც ოპოზიციის მხრიდან მიზანმიმართულად მიმდინარეობს"- განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

კახა კალაძის შეფასებით, სხვა მიმართულებით არჩევნებიმშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს .

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კანდიდატი, გოჩა ჯამარაული გახდება ამ ქალაქის, გარდაბნის გამგებელი", - განაცხადა კალაძე.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური