ფინანსთა მინისტრმა 2016 წლის ბიუჯეტი დეპუტატებს გააცნო

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 15:27

პარლამენტში 10 მილიარდიანი საფინანსო დოკუმენტის მთავარი პარამეტრები ფინანსთა მინისტრმა წარადგინა. 

„შრომის ანაზღაურების ფონდი 2016 წელს ერთი მილიარდ 442.8 მილიონი ლარია, საიდანაც 70 პროცენტი ძალოვანი უწყებებისა და სასამართლო სისტემაში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე მოდის. 2016 წელს 2015 წელთან შედარებით შრომის ანაზღაურების ფონდი 61.9 მილიონი ლარით გაზრდილია,"- განაცხადა ნოდარ ხადურმა. 

ნოდარ ხადურმა შრომის ანაზღაურების ფონდის დაფინანსების გაზრდის მიზეზებზეც ისაუბრა.

ნოდარ ხადურის თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან ფინანსდებოდა, 2016 წლიდან კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 43 მილიონი ლარით დაფინანსდება. მინისტრის განცხადებითვე, 2016 წლის არჩევნების გამო საარჩევნო კომისიების შრომის ანაზღაურება 20 მილიონი ლარით იზრდება. 

საქართველოში მარჯვენა საჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია იკრძალება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2015 10:26

საქართველოში საგზაო ტრანსპროტის უსაფრთხოება და ეკო პოლიტიკა - შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი განიხილეს დღეს მთავრობის წევრებმა სხდომაზე.

მას შემდეგ, რაც მთავრობის წევრები შეთანხმდებიან თარიღზე, საქართველოში აიკრძალება მარჯვენა საჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, ძალიან მძიმეა სტატისტიკა, როგორც ავტო საგზაო შემთხვევების, ასევე საქართველოში მარჯვენა საჭიანი ავტომობილების იმპორტის შესახებ.

გიორგი მღებრიშვილის თქმით, საქართველო მე-3 ქვეყანაა, სადაც 50 პროცენტს აჭარბებს მარჯვენა საჭიანი ავტომობილების იმპორტის ოდენობა.

მინისტრის განმარტებით, რეგულაციები არ შეეხებათ იმ პირებს, ვისაც მარჯვნივ საჭიანი ავტომობილები უკვე რეგისტრირებული ყავთ. 

ანტიდისკრიმინაციულ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას უჩა ნანუაშვილიც დაესწრო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 10:31

ანტიდისკრიმინაციულ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში. სხდომა დახურული იყო. შეხვედრას უჩა ნანუაშვილი დაესწრო.

საკანონმდებლო ინიციატივა სწორედ ომბუდსმენის რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადდა. კომიტეტი კიდევ ორ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობას, რომელიც ასევე ომბუდსმენთან კონსულტაციების შესაბამისად დამუშავდა.

ის სახალხო დამცველის მანდატის გაძლიერებას და საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოებას ისახავს მიზნად.

პარლამენტში საბიუჯეტო ცვლილებებს განიხილავენ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2015 13:33

საკანონმდებლო ორგანო მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების საკომიტეტო განხილვებს ასრულებს. 

საკითხზე დღეს ჯერ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ, რის შემდეგადაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი შემაჯამებელ სხდომას გამართავს. 

მმართველ გუნდში ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილ ცვლილებებს იზიარებენ და აცხადებენ, რომ დოკუმენტს მხარს დაუჭერენ. 

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაზრდამ გამოიწვია. აღნიშნულმა მაჩვენებელმა, 9 თვის მონაცემებით, 2 %-ის ნაცვლად, 2,7%-ს მიაღწია.

"რუსთავი 2"-ის საქმის განხილვა 28 ოქტომბრისთვის გადაიდო

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 18:04

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლო განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 28 ოქტომბერს, 10.00 საათზე განახლდება. 
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისა და მისი მფლობელების მხრიდან ზიანის ანაზღაურების შუამდგომლობა მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ დღეს ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლემ მოპასუხე მხარეს წილების დაყადაღების შემდეგ მოსალოდნელი ზიანის ამსახველი კალკულაციის წარმოდგენა 30 ოქტომბრისთვის მოითხოვა. ამავე დღეს დააფიქსირებენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატები საკუთარ პოზიციას ზიანის ანაზღაურების შესახებ შუამდგომლობის თაობაზე. ამის შემდეგ კი, მოსამართლე განჩინებას გამოაცხადებს. 
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა და მისი მფლობელებმა, ძმებმა ყარამანიშვილებმა სასამართლოს ტელეკომპანიისა და მისი პარტნიორების წილების დაყადაღებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართეს. შუამდგომლობა ერთ ნაწილში, სადაც მოპასუხე მხარე კონკრეტულად 700 ათას და 400 ათასი დოლარის ანაზღაურებას ითხოვდა, არ დაკმაყოფილდა, თუმცა მოსამართლე ზარალის კალკულაციას და გადაწყვეტილების ამის შემდეგ გამოტანას დათანხმდა. 
ყადაღით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ქიბარ ხალვაშისგან "რუსთავი 2"-ის ადვოკატები იმ შემთხვევაში ითხოვენ, თუკი დავა მათ სასარგებლოდ დასრულდება.

ამ წუთებში სასამართლოში "რუსთავი 2"-ის საქმის განხილვა იწყება

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 09:58

ამ წუთებში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ქიბარ ხალვაშის სარჩელის არსებითი განხილვა იწყება საქალაქო სასამართლოში. პროცესი 10 საათზეა ჩანიშნული.

მოპასუხე მხარე ახსნა განმარტებით წარსდგება, რომელიც დაასაბუთებს, რატომ არის ეს სარჩელი უსაფუძვლო და რატომ არ უნდა დაკმაყოფილდეს. სხდომაზე ასვე გადაწყდება დაკმაყოფილდება თუ არა სამაუწყებლო კომპანიის დაცვის მხარის შუამდგომლობა ზიანის უზრუნველყოფის თაობაზე.

არ არის გამორიცხული, რომ ადვოკატები კიდევ ერთი შუამდგომლობით წარდგნენ და ნიკა გვარამიას პროცესზე დაშვება მოითხოვონ.

დღესვე შესაძლოა, მოსარჩელე მხარის ექსპერტი დაიკითხოს, რომელმაც დაადგინა რა ღირებულების იყორუსთავი 2-ის აქციები 2006 წელს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური