ბიზნესმენ თემურ უგულავას მეუღლე უპირისპირდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 13:39

ბიზნესმენ უგულავას ოფიციალური მეუღლე და მისი ადვოკატები დღეს ბრიფინგს გამართავენ. საქმე ეხება სასამართლო დავას, რომელიც მიმდინარეობს ბაია დავითაიასა და ბიზნესმენ თემურ უგულავას შორის, რომლებიც 2002 წლიდან იმყოფებიან ქორწინებაში. ეს დავა ცდება საოჯახო დავას, რადგან იგი ქმნის სახიფათო პრეცენდენტს ქართულ მართლმსაჯულებაში და ასევე უხეშად არღვევს ქალთა უფლებებს - აცხადებენ დავითაიას უფლებადამცველები. მათივე თქმით სამოქალაქო სასამართლომ ბაია დავითაიას სასარგებლოდ არ დააკმაყოფილა არცერთი მისი სასარჩელო მოთხოვნა. მოსამართლე გიორგი ებანოიძემ გადაწყვიტა, რომ ქორწინების პერიოდში შექმნილი, შეძენილი და ღირებულება-გაზრდილი ქონებიდან ბაია დავითაიას არაფერი არ ეკუთვნის, რაც მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევაა.

დავითაიას ადვოკატები საქმის დეტალებზე განცხადებასაც ავრცელებენ, რომელსაც "ნიუსდეი" უცვლელად გთავაზობთ:

ბაიადავითაიამოსამართლესკორუფციაშიბრალსდებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი ებანოიძის 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ბაია დავითაიას არც ერთი სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ბაია დავითაია და თემურ უგულავა 2002 წლიდან თანაცხოვრობდნენ ერთ ოჯახად, ხოლო აქედან 8 წლის მანძილზე (ფორმალურად, დღემდე) იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ამ პერიოდის განმავლობაში, თემურ უგულავა გადაიქცა ერთი ყველასათვის უცნობი ბიზნესმენიდან ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად საქართველოში, რომელსაც აქვს უმსხვილესი სათამაშო, სასტუმრო და სხვა ბიზნესები.

ქალთა უფლებები

ამპირობებში, მოსამართლეგიორგიებანოიძემგადაწყვიტა, რომქორწინებისპერიოდშიშექმნილი, შეძენილიდაღირებულება-გაზრდილიქონებიდანბაიადავითაიასარეკუთვნისარაფერი!

სამოქალაქო კოდექსის 1158-მუხლის შესაბამისად, ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. განქორწინების შემთხვევაში ასეთი ქონება მეუღლეთა შორის იყოფა თანაბარწილად, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1163-მუხლის მიხედვით, ერთ-ერთი მეუღლის ქორწინებამდე არსებული ქონება შესაძლოა გადაიქცეს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად, მისი ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ბავშვთა უფლებები

დამატებით, სასამართლომ, თემურ უგულავას, როგორც აუტისტური სპექტრის მქონე არასრულწლოვანი ბავშვის მამას, 25 % -ით შეუმცირა ხარჯები, რომელსაც წლების მანძილზე მამა უხდიდა შვილს მისი დიაგნოზიდან გამომდინარე მკურნალობა/რეაბილიტაციისთვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. აღნიშნული ვალდებულებები მოიცავს როგორც მატერიალურ უზრუნველყოფას, ასევე მორალურ სულიერ მხარდაჭერას, რაც აღზრდის მთავარი და აუცილებელი პირობაა. მოცემულ შემთხვევაში, ბაია დავითაია, როგორც დედა წლებია ასრულებს ორივე მშობლის ვალდებულებას აღზარდოს შვილი, ხოლო მამა მხოლოდ ფინანსური უზრუნველყოფით გამოხატავს მამობრივ ვალდებულებას, შვილის სულიერი აღზრდის მიმართულებით კი მისი მონაწილეობა ნულის ტოლია, ის არათუ ყოველდღიურად ზრუნავს შვილზე, არამედ ურთიერთობაც კი არა აქვს თვეების მანძილზე შვილთან, რაც აზიანებს ბავშვის ინტერესებს და ყოვლად უსამართლოა ქალის მიმართ, რომელიც წლების მანძილზე მარტო ასრულებს მამის და დედის ვალდებულებას ერთდროულად. მიუხედავად ამისა, სასამართლო არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, რათა სამართლიანი სასამართლოს პირობებში ემსჯელა საქმეზე ქალთა და დედათა უფლებების ჭრილში, რითაც მართლმსაჯულებას გახდიდა ქალთათვის ხელმისაწვდომს. ამის მაგივრად სასამართლომ მამის მხრიდან მშობლის მოვალეობის შესრულების მატერიალური ნაწილიც კი შეამცირა, რითაც რისკის წინაშე დააყენა განსაკუთრებული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანის ფიზიკური და გონებრივი განვითარება.

სასამართლოს მიდგომით, აუტისტური სპექტრის მქონე შვილის მკურნალობა და მასზე ზრუნვაზე ცხოვრების დიდი დროის დახარჯვა თურმე აბრკოლებს ქორწინების პერიოდში შექმნილი მატრიალური სიკეთის თანასაკუთრებად ქცევას (ქონების გაყოფაზე უარის საფუძვლად სასამართლო უთითებს, რომ ბაია დავითაია აქტიურ მონაწილეობას ვერ იღებდა ქონების ღირებულებს ზრდაში, ვინაიდან შვილის მკურნალობის მიზნით იმყოფებოდა საზღვარგარეთ). ამგვარი მიდგომა ბავშვის უფლებების საწინააღმდეგო სტანდარტის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს, რაც მომავალში შეიძლება გამოიხატოს მშობლობის დიდი ტვირთის ნიველირებით და არჩევანის წინაშე დაყენებით - იზრუნოს შვილზე ქალმა თუ შეეცადოს ბავშვის იგნორირების ხარჯზე აქტიური მონაწილეობა მიიღოს თანასაკუთრებაში არსებული ქონების ღირებულების ზრდაში.

ასეთი ლოგიკა ცალსახად დისკრიმინაციულია ქალისა და ბავშვის მიმართ, განსაკუთრებით იმ ფონზე რომ მამა საერთოდ არ მონაწილეობს შვილის აღზრდის ვალდებულების შესრულებაში. შედეგად კი ირღვევა როგორც ბავშვის უფლება სათანადო ზრუნვაზე ორივე მშობლის მხრიდან, ასევე ქალისთვის სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობა თავისი საკუთრების უფლების რეალიზების და ბავშვის დაცვის უფლების მიმართულებით.

საფუძვლიანი ეჭვი მოსამართლის კორუფციულ გარიგებაზე

სასამართლოს წარედგინა სპეციალური ანგარიში, რომელიც ადგენს ქორწინების პერიოდში გაწეული ხარჯების მოცულობას, ასევე ქონების ღირებულების ზრდას. დადგინდა ,,აჭარა +“-ის (სასტუმრო ,,Holiday Inn“) საბაზრო ღირებულების 4-ჯერ ზრდა, ხოლო ხარჯების მოცულობამ 2-ჯერ გადააჭარბა ქორწინების მომენტისათვის კომპანიის საბაზრო ღირებულებას. თეიმურაზ უგულავას კიდევ ერთი კომპანიის (,,ქროსვეისის“) შემთხვევაში, ქორწინების პერიოდში გაწეული ხარჯები დაახლოებით 300-ჯერ აღემატებოდა ქორწინების მომენტისათვის კომპანიის ღირებულებას, რამაც განაპირობა კომპანიის საბაზრო ღირებულების 550-ჯერ(!) ზრდა. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ უარი განაცხადა აღნიშნული ქონების თანასაკუთრებად მიჩნევაზე. მეტიც, სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე თანასაკუთრებად არ ჩათვალა ქორწინების პერიოდში შეძენილი/შექმნილი ახალი აქტივები. როგორც ჩანს, მოსამართლე ებანოიძეს იმდენად გაუჭირდა გადაწყვეტილების ამ ნაწილის თუნდაც აბსურდული დასაბუთება, რომ მან ამჯობინა საერთოდ არ მიეთითებინა სამართლებრივი საფუძვლები!

მოსამართლე ებანოიძის მიკერძოება აშკარად იყო გამოკვეთილი სასამართლო პროცესის მსვლელობის ყველა ეტაპზე. კერძოდ, ეჭვს აღძრავდა მისი შემდეგი ქმედებები:

გ. ებანოიძემ დაუსაბუთებელი უარი განაცხადა სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დანიშვნაზე, რომელსაც უნდა დაედგინა საქმისათვის საკვანძო საკითხები;

როცა ექსპერტიზა ჩვენმა მხარემ თავისი ინიციატივით ჩაატარა, მან მთლიანად უგულებელყო ბაია დავითაიას მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა;

გ.ებანოიძემ არაერთგზის და სრულიად აბსურდული მიზეზებით უარი განაცხადა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის გამოთხოვაზე თემურ უგულავას კომპანიებიდან, მათ შორის ერთხელ წინასწარ (მტკიცებულებათა გამოკვლევამდე!) განაცხადა, რომ საქმეში უკვე იყო ,,საკმარისი“ მტკიცებულებები;

მიუხედავად ამისა, ებანოიძის გადაწყვეტილებაში სრულიად უგულებელყოფილი და იგნორირებულია მის მიერვე ,,საკმარისად“ მიჩნეული მტიცებულებები - არც ერთი იმ მრავალი ტომი მტკიცებულებიდან, რომელიც ჩვენმა მხარემ მოიპოვა და წარადგინა!

თემურ უგულავას მიერ კონკრეტული სახელშეკრულებო ვალდებულებების აშკარა შეუსრულებლობის მიუხედავად, მოსამართლე ებანოიძემ ჩათვალა, რომ მას საქორწინო ხელშეკრულება საერთოდ არ დაურღვევია. აქაც, გიორგი ებანოიძემ გამოიყენა თავისი აპრობირებული მეთოდი და არც კი შეეცადა ამ აბსრუდის დასაბუთებას.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულია მეუღლეთა თანასწორობა და ქორწინებისას შეძენილი ქონება ითვლება თანასაკუთრებად, რეალურ ცხოვრებაში, ჩვენი სამართლებრივი სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამ თანასწორობის განხორციელებას. ბაია დავითაიას შემთხვევა არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ ირღვევა ქალთა ქონებრივი უფლებები განქორწინების დროს. დღეს საქართველოში ქალებს არ აქვთ იმის გარანტია, რომ განქორწინების შემთხვევაში, ისინი მიიღებენ კანონიერ წილს მეუღლეთა საერთო საკუთრებიდან.

დასკვნა

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის ქალის პირდაპირი დისკრიმინაცია, ქვეყანაში არსებული სამართლებრივი ნორმის განხორციელების შეზღუდვა სქესის ნიშნით.

მოსამართლე ებანოიძის აშკარად გამოხატულად მიკერძოებული, არაობიექტური და დისკრიმინაციული მიდგომა წარმოშობს სერიოზულ ეჭვს, რომ ადგილი ჰქონდა მოსამართლესთან კორუფციულ გარიგებას, რადგან სხვა ვარაუდისათვის ადგილი უბრალოდ აღარ რჩება. იმედია, სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები უზრუნველყოფენ ქალების მართლმსაჯულებამდე კანონიერ წვდომას, სათანადო რეაგირებას მოახდენენ აღნიშნულ საკითხზე და მომავალში გამორიცხავენ მსგავს ფაქტებს,“ - ნათქვამია განცხადებაში

 

უჩა ნანუაშვილის სპეციალური განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 12:11

ქუთაისში "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს უჩა ნანუაშვილი. სახალხო დამცველი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სასამართლოს განჩინება, რომლითაც იზღუდება პირის თავისუფლება, უნდა იყოს სანიმუშოდ დასაბუთებული, ასევე ომბუდსმენი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ბოლო წლებში მომხდარი მსგავსი შემთხვევების დროს, პატიმრობა გამოყენებული არ ყოფილა.

"სახალხო დამცველის შეფასებით, ქუთაისში, პარლამენტთან გამართული აქციის მონაწილეებისათვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებელია და აჩენს შერჩევითი მართლმსაჯულების შესახებ ეჭვებს.

გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტია. სახელმწიფოს ვალდებულებაა შექმნას ეფექტური მექანიზმები ამ უფლებათა უზრუნველსაყოფად და ყველას მიეცეს აზრის თავისუფლად გამოთქმის შესაძლებლობა.

სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ასევე, უზრუნველყოს იმ საპროტესტო აქციაში მონაწილე პირთა უსაფრთხოება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის დაცვით მიმდინარეობს; დაიცვას ძალადობისგან აქციის მონაწილეებიც და პროტესტის ადრესატებიც. ამავე დროს, შეუძლებელია, ძალადობის ნებისმიერი გამოვლინების გამოხატვის თავისუფლებითა თუ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაცვით გამართლება. დაუშვებელია, სახელმწიფომ კანონის შესაბამისი კვალიფიკაცია არ მისცეს სამართლებრივი სივრცის მიღმა დარჩენილ ფაქტებს.

ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლენის პროცესში აუცილებელია, სახელმწიფომ გაატაროს ადეკვატური სამართლებრივი ზომები, რომელიც არ იქნება შერჩევითი და ყველა მსგავს შემთხვევაზე საგამოძიებო ორგანოების მოქმედებები, ისევე როგორც დაკისრებული პასუხისმგებლობა, იქნება ერთგვაროვანი. საგამოძიებო ორგანოებთან, უპირველეს ყოვლისა საქართველოს პროკურატურასთან ერთად, პასუხისმგებლობა ეკისრება საერთო სასამართლოებს, რომელიც თითოეულ ფაქტზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს, ადგენს ზღვარს გამოხატვის თავისუფლებასა და ძალადობის გამოვლინებას შორის. პასუხისმგებლობის განსაზღვრა თითოეული შემთხვევისათვის, უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს, რისი მიღწევაც მიღებული გადაწყვეტილების ყოველმხრივი და დამაჯერებელი დასაბუთების გარეშე შეუძლებელია. დასაბუთების ნაკლებობა კი ეჭვის ქვეშ აყენებს სასამართლოს სამართლიანობას.

სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულებაა. სასამართლოს მიერ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება ადამიანის უფლებების დაცვაზე უარის თქმას ნიშნავს, ხოლო სახელმწიფო, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული არ არის, განწირულია მუდმივი სამართლებრივი კრიზისისა და ეკონომიკური სისუსტისათვის.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ოქტომბერს განჩინება, რომლითაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ საქართველოს პარლამენტთან გამართული აქციის მონაწილეებს მირიან დეისაძეს, კახაბერ გაბუნიას და ნიკოლოზ ნარსიას, სახალხო დამცველის შეფასებით, ვერ პასუხობს დასაბუთებული გადაწყვეტილების სტანდარტს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის საქმიანობას, ასაკს, ჯანმრთელობას, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, ადრე შეფარდებული რომელიმე აღკვეთის ღონისძიების დარღვევის ფაქტს და სხვა გარემოებებს.

სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება არ შეიცავს მსჯელობას ამ საკითხებთან დაკავშირებით. განჩინების თანახმად, სასამართლო ეთანხმება ბრალდების მხარის არგუმენტს, რომ მოსალოდნელია ახალი დანაშაულის ჩადენა, თუმცა, აღნიშნული არგუმენტი გამყარებულია ბრალდებულთა მიერ წარსულში ჩადენილი ადმინისტრაციული გადაცდომებით, რაც თავისთავად არ წამოადგენს არც დანაშაულს და არც დანაშაულის ჩადენის წინაპირობას. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების დასასაბუთებლად, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ბრალდების დადასტურების შიში გაუჩენს ბრალდებულებს მიმალვის სურვილს. ბუნებრივია, მსგავსი მოტივით პატიმრობის შეფარდება ყოველგვარ აზრს უკარგავს სხვა სახის აღკვეთის ღონისძიების არსებობასაც კი. ამგვარი მიდგომით ნებისმიერი პირის მიმართ ბრალის წაყენება პატიმრობის შეფარდების ავტომატური საფუძველი ხდება, რაც ადამიანის უფლებების ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში მომხდარი იდენტური შემთხვევების დროს, მათ შორის საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე, რომლებიც დეტალურადაა განხილული სახალხო დამცველის 2012, 2013 და 2014 წლების საპარლამენტო ანგარიშებში, აქციის მონაწილეთა მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით ბრალის წაყენების შემთხვევები ფიქსირდება, თუმცა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოყენებული როგორც წესი, არ ყოფილა. აღნიშნული კი აჩენს შერჩევითი მართლმსაჯულების ეჭვს და არ აძლიერებს ნდობას საქართველოს პროკურატურისა და მართლმსაჯულების სისტემის მიმართ.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გამოხატავს სასამართლო ხელისუფლებისადმი სრულ პატივისცემას, მის საქმიანობაში ჩაურევლობის მნიშვნელობას. ამასთან, სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია, რომ სასამართლოს განჩინება, რომლითაც იზღუდება პირის თავისუფლება, იყოს სანიმუშოდ დასაბუთებული, არ აჩენდეს პასუხგაუცემელ კითხვებს და შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს სტანდარტს." ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 10:29

სასაჯელაღსულებისა და პრობაციის სამინისტრო სახალხო დამცველის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პატიმართა შორის დაფიქსირებულ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

რაც შეეხება მსჯავრდებულების რისკ-ფაქტორების მიხედვით გადანაწილებას, აღნიშნული პროცესი პენიტენციურ დაწესებულებებში უკვე დაწყებულია და ის 2017 წლის დასაწყისში დასრულდება.

N2 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლმებთან დაკავშირებით კი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განმარტავს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ყველა არსებული პრობლემა ეტაპობივად გადაიჭრება.

სასჯელაღსრულების სამინისტრო არ იზარებს N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა აქტივობასთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებს და განმარტავს, რომ დაწესებულება პასუხობს ყველა სტანდარტსა და მოთხოვნას, რასაც კანონი ითვალისწინებს შესაბამისი რეჟიმის დაწესებულებისთვის. ასევე, უკვე აღმოფხვრილია N2 დაწესებულების მაღაზიის სათანადო პროდუქტებით მომარაგების პრობლემაც.

სახალხო დამცველის ანგარიშში N2 დაწესებულებაში სამედიცინო სერვისის კუთხით გამოთქმულ შენიშვნასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტრო განმარტავს, რომ დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში ექიმის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად ოქტომბერში კონკურსის გამოცხადება იგეგმება. ამასთან, მსჯავრდებულებს საჭიროებისმებრ უტარდებათ ადეკვატური სამედიცინო

მომსახურება, მათ შორის, გენდერულად სპეციფიკური საჭიროების შემთხვევაში სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.

N2 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებობს ექიმ-ფსიქიატრის საშტატო ერთეული და კვალიფიციური სპეციალისტის მიერ, ყველა მსჯავრდებული/ბრალდებული საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილია შესაბამისი და დროული ფსიქიატრიული მომსახურებით.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის განმავლობაში N2 პენიტენციურ დაწესებულებიდან სამოქალაქო სეტორის კლინიკებში სამედიცინო მომსახურება 552 მსჯავრდებულს/ბრალდებულს ჩაუტარდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება შპს "ტელეკომპანია საქართველოს" შესახებ

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 17:52

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს  შპს "ტელეკომპანია   საქართველოს" შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც newsday.ge უცვლელად გთავზობთ:

"საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ მისი, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის საქმიანობას და თავი შეიკავონ უსაფუძვლო განცხადებების ანდა ფაქტობრივად არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან.

სიმართლეს არ შეეფერება ინფორმაცია, თითქოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დღემდე არ მიუღია გადაწყვეტილება შპს "ტელეკომპანია საქართველოს" შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს“ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადების წარმოდგენის დღესვე, 29 სექტემბერს (ხელმისაწვდომია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.napr.gov.ge).

გადაწყვეტილება მდგომარეობდა იმაში, რომ შპს "ტელეკომპანია საქართველოს" პარტნიორების კუთვნილი წილის გასხვისების რეგისტრაციის მოთხოვნას გააჩნდა სამართლებრივი ხარვეზი - შემძენი მხარის წარმომადგენელს მინიჭებული ჰქონდა შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს’’ საკუთრებაში არსებული წილების შეძენის უფლებამოსილება და არა - შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს’’კაპიტალში პარტნიორთა წილების შეძენის უფლება.

ამ მომენტისათვის სააგენტოში არ არის წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტი, რომელიც გამოასწორებს მინდობილობისთვის კანონმდებლობით დადგენილ ხარვეზს. ამგვარი დოკუმენტის წარმოდგენისთანავე, სარეგისტრაციო წარმოება განახლდება, როგორც ეს ხდება ნებისმიერ სხვა საქმეზე, და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდება ტელეკომპანიისა და შემძენი მხარისათვის სასურველი რეგისტრაცია.

აქვე შევახსენებთ დაინტერესებულ მხარეებსა და სხვადასხვა განცხადების ავტორებს, რომ კანონმდებლობის თანახმად (,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი, 2009 წლის 30 დეკემბერი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241ბრძანება) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეწარმეო რეესტრში წარდგენილი განცხადება და თანდართული ნებისმიერი დოკუმენტი საჯაროა, ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, განაცხადის წარდგენის პირველივე წუთიდან. ამგვარი საჯაროობა და გამჭვირვალობა ემსახურება ყველა მხარის ინტერესს, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ბიზნესსა და სამეწარმეო საქმიანობას," - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

 

 

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება სეპარატისტულ რეგიონში - აფხაზეთში ელჩის დასახელებასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2015 16:04

საქართველოში ევროკავშირის სახელმწიფოთა წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით ევროკავშირის წარმომადგენლობა
საქართველოში აკეთებს შემდეგ განცხადებას:
"ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აღიარებულს საერთაშორისო სამართლითა და უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციებით, გაეროს წესდებისა და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ჰელსინკის კონფერენციის დასკვნითი აქტის შესაბამისად.
ჩვენი აზრით, სეპარატისტული რეგიონების ნებისმიერი აღიარება საზიანოა სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის და არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, მათ შორის 2008 წლის გაეროს უშიშროების საბჭოს 1808-ე რეზოლუციას.
აღიარება ასევე საფრთხეს უქმნის კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით მიმდინარე საერთაშორისო ძალისხმევებს, კერძოდ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რომლებშიც ევროკავშირი წამყვან როლს ასრულებს, როგორც მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე გაეროსა და "ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან" ერთად.
აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა გამოვხატოთ ძლიერი სინანული ვენესუელას მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონში - აფხაზეთშიელჩის დასახელებასა და ვენესუელასა და ხსენებულ რეგიონს შორის უვიზო რეჟიმის შემოღების განხილვასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 21 სექტემბერი 2015 18:28

ვალუტის კურსიდან გამომდინარე, საზოგადოების შემდგომი დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკისა და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს კოორდინირებული მუშაობისაკენ მოუწოდებს.
„საქართველოს პრეზიდენტმა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა  გააკეთეს მაქსიმუმი, რათა კონსტიტუციური ინსტიტუტის - ეროვნული ბანკის დასუსტება და დანაწევრება არ მომხდარიყო.
ვინაიდან აღნიშნული, მცდარი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია,  საჭიროა, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ახლადშექმნილი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს კოორდინირებული მუშაობა, რათა საზოგადოებამ თავიდან აიცილოს ვალუტის კურსიდან გამომდინარე შემდგომი დანაკარგები.
საგულისხმოა, რომ ვეტოს დაძლევის შემდგეგ სულ უფრო ხშირად ისმის განცხადებები,  მმართველი გუნდის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, რომ ზედამხედველობის სააგენტოს  ეროვნული ბანკიდან გამოყოფის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება არასწორია.
ნათელია, რომ მიღებულ კანონთან და ვეტოსთან დაკავშირებით დარჩა ერთადერთი მოტივი, რაც პრეზიდენტთან დაკავშირებული კონსტიტუციური ინსტიტუტების ფუნქციების შესუსტებას უკავშირდება და სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი კეთდება ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკის ქვეშ დაყენების ხარჯზე.
მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა, პირველ რიგში სავალდებულოა  გათვალისწინებულ იქნას  მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შესაბამის ინსტიტუტებს კოორდინერებული მუშაობისა და საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებისაკენ“, - აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 19 სექტემბერი 2015 14:35

თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ: "თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ განაჩენი დაადგინა ბრალდებულების გიორგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის მიმართ. დავით კეზერაშვილს ბრალად ედებოდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში წაქეზება, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში. (სსკ-ის 25,182 მუხ. II ნაწ. „დ“ ქ/პ და III ნაწ. „ბ“ ქ/პ)

მასვე, ბრალად ედებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების დამალვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. (სსკ-ის 194 მუხ. III ნაწ. „გ“ ქ/პ). გიორგი უგულავას ბრალად ედებოდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში (ე.წ. რიყის ეპიზოდი - სსკ-ის 182 მუხ. II ნაწ. „დ“ ქ/პ და III ნაწ. „ბ“ ქ/პ).

გიორგი უგულავას ბრალად ედებოდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში (ე.წ. „თბილსერვის ჯგუფის“ ეპიზოდი - სსკ-ის 182 მუხ. II ნაწ. „დ“ ქ/პ და III ნაწ. „ბ“ ქ/პ).

ღია სასამართლო სხდომებზე სასამართლომ განიხილა მოწმეთა ჩვენებები, გამოიკვლია წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ ე.წ. ,,რიყის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ეპიზოდის” განხილვისას ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა პირთა დამნაშავედ ცნობისათვის, შესაბამისად, აღნიშნულ ბრალდებებში გიორგი უგულავა და დავით კეზერაშვილი გამართლდნენ. რაც შეეხება, ე.წ. ,,თბილსერვის ჯგუფის ეპიზოდს” სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით გიორგი უგულავა დამნაშავედ სცნო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისათვის და 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გიორგი უგულავას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 6 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით", - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბიზნესომბუდსმენის აპარატი განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 09 სექტემბერი 2015 14:36

ბიზნესომბუდსმენის აპარატი განცხადებას ავრცელებს, რომელიც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე განხილულ საკითხს ეხება.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბიზნესომბუდსმენის აპარატს, უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის ადმინისტრაციული (არასასამართლო) წესის გაუქმებასთან დაკავშირებით, პოზიცია არ შეუცვლია და საკანონმდებლო პაკეტის წარმოდგენილი სახით მიღება გაუმართლებლად მიაჩნია. 
"ამასთან, აღნიშნული საკითხის თაობაზე, ბიზნესომბუდსმენის აპარატს სურს, დამატებით რამდენიმე საკითხი განმარტოს.
ცხადია, ვიზიარებთ იმ პოზიციას, რომ სასამართლო წესით უფლების დაცვა უფრო მაღალი სტანდარტია, ადმინისტრაციულ წესთან შედარებით, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტა მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას დავუქვემდებაროთ.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის (საკუთრების უფლება) შინაარსიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ვალდებულება შექმნას ისეთი საკანონმდებლო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრების უფლების სწრაფ და ეფექტურ დაცვას. შესაბამისად, კონსტიტუციით, საკუთრების უფლების დაცვის ექსკლუზიური უფლების მქონედ მხოლოდ სასამართლო არ მიიჩნევა.
ამასთან, გასათვალისწინებელია სასამართლო სისტემაში დღეს არსებული ვითარება - საქმეთა სიმრავლის გამო, საქმის განხილვის დროში გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საკუთრების უფლების დაცვის ამ მექანიზმის ეფექტურობას.
შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე (სასამართლოში საქმეთა განხილვის გახანგრძლივების რისკის აღმოფხვრამდე) არანაკლებ 3-5 წლის განმავლობაში, უნდა შენარჩუნდეს საკუთრების უფლების დაცვის არსებული სტანდარტი, როგორც საკუთრების უფლების დაცვის ეფექტური საშუალება, რაც გულისხმობს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ადმინისტრაციული წესით (საპოლიციო და სააღსრულებო წესით) აღკვეთის შესაძლებლობას. 
ამასთანავე, მიმდინარე ეტაპზე, ალტერნატივის სახით უნდა შეიქმნას ამ კატეგორიის დავებზე სასამართლო წესით უფლების დაცვის უფრო ეფექტური საპროცესო მექანიზმი, რაც საქმის განხილვის დასრულებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, საქმის განხილვის ვადის 1 თვემდე შემცირებას, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის დადგენისა და სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობას გულისხმობს.
ამდენად, მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული წინადადებების (რაზეც გუშინდელი შეხვედრის მონაწილეებმაც ისაუბრეს) გაზიარება, მოცემულ სიტუაციაში, საუკეთესო გამოსავალია", -ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 08 სექტემბერი 2015 12:41
  ვენესუელასა და საოკუპაცუო რეჟიმს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 2009 წლის სექტემბერში ვენესუელამ, რუსეთის მხრიდან განხორიელებული ზეწოლის შედეგად, აღიარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა, რითიც უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. შესაბამისად, კარაკასსა და სოხუმს შორის ნებისმიერი შეთანხმება, იქნება ეს ვენესუელაში „აფხაზეთის საელჩოს“ გახსნა, „აფხაზეთში ვენესუელის ელჩის“ დანიშვნა და რწმუნებათა სიგელების გადაცემა, ე.წ. „უვიზო რეჟიმის“ შემოღება თუ სხვა, იმთავითვე უკანონოა და, საერთაშორისო სამართლის თანახმად, იურიდიულ შედეგებს არ წარმოშობს. სამწუხაროა, რომ ვენესუელა, რუსეთის კვალდაკვალ, აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას და უგულებელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.   

დღეს 30 აგვისტოა - გამარჯვების დღე

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 30 აგვისტო 2015 21:06

დღეს თურქეთის განთავისუფლების 93-ე წლისთავია. გამარჯვებისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით თურქეთში, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ სახელმწიფოსა და საგარეო წარმომადგენლობებში ღონისძიებები იმართება. ამის შესახებ TRT-ქართული იუწყება.

ღონისძიებები ანკარაში სახელმწიფოს ლიდერების, პოლიტიკური პარტიებისა და სამხედრო ძალთა სარდლების ათათურქის მავზოლეუმის მონახულებით დაიწყო.

30 აგვისტოსთან დაკავშირებით პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა და პრემიერმა აჰმედ დავუთოღლუმ განცხადებები გაავრცელეს.

განცხადებაში ერდოღანმა გახშირებულ ტერაქტებზე და .ე .წ პარალელური სახელმწიფოს სტრუქტურაზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა: „ათას წელიწადში ამ მიწაზე ჩვენმა ერმა მრავალი მტერი დაამარცხა, მრავალი მოღალატე დაჯგუფება გაანადგურა. რა თქმა უნდა, სეპარატისტულ ტერორგანიზაციას და მის მაშად ქცეულ პარალელური სტრუქტურასაც დაამარცხებს“.

პრემიერმა აჰმედ დავუთოღოუმ კი აღნიშნა, რიომ ძალები, რომლებიც ბინძური თამაშებით, ტერორით თურქეთის დასუსტებას ცდილობენ, მიზანს ვერ მიაღწევენ.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური