არასამთავრობოები"რუსთავი 2"-თან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გაავრცელებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 10:44

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი რუსთავი 2-ის ირგვლივ ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დღეს საგანგებო განცხადებას გაავრცელებს.

ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ ტელეკომპანიის დროებით მმართველებს შეხვდნენ.

სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ სწორედ დავით დვალსა და რევაზ საყევარიშვილს ეკისრებათ პასუხისმგებლობა და მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ, იმისთვის, რომ არ მოხდეს არხის მუშაობის შეზღუდვა ან შეჩერება.

არასამთავრობოები პროცესების ჩიხიდან გამოსაყვანად მხარეებს საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, კითხვები ასევე გააჩნიათ დროებით მმართველებსაც.

„არის შესაძლებლობები, რომ ეს პრობლემები გადავჭრათ, მაგალითად, მათ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ უსთავი 2-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა. 

 

ნიკა გვარამია საჯარო რეესტრზე გაკეთებულ განცხადებაზე ბოდიშს იხდის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2015 18:04

ნიკა გვარამია რამდენიმე საათის წინ მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებებს აკეთებს. გვარამია ამბობს, რომ ის დაეყრდნო რევაზ საყევარიშვილისა და დავით დვალის განცხადებებს და ამის საფუძველზე განაცხადა, რომ საჯარო რეესტრმა უკანონოდ დაარეგისტრირა დვალისა და საყევარიშვილის დოკუმენტაცია. 

"მე მინდა განვმარტო ჩემი პოზიცია რეესტრთან დაკავშირებით, ბოდიში მოვიხადო და უკან წავიღო ჩემი სიტყვები. დროის სიმცირის გამო ვერ მოვახერხეთ გადამოწმება რეგისტრირებული იყო ეს ყველაფერი თუ არა. ყოველ შემთხვევაში საიტზე არ ჩანს. იმედს ვიტოვებ, რომ არ ჩანს იმიტომ, რომ ის არ არის რეგისტრირებული. 
ჯერჯერობით არ არის რეგისტრირებული და იმედია არც მოხდება. კიდევ ერთხელ უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები და ეს ობიექტური მიზეზებით იყო გამოწვეული,"- განაცხადა გვარამიამ. 

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის დროებითმა მმართველებმა დღეს პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ დოკუმენტაცია ნოტარიუსმა დაამოწმა და ის უკვე დარეგისტრიტებული იყო საჯარო რეესტრში. 

შეგახსენებთ, რომ ამის შემდეგ ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ის არ არის თანახმა შეთავაზებაზე და მოუწოდა დროებით მმართველებს ნაკისრი ვალდებულებები თუნდაც დისტანციურად შეასრულონ. 

"ახალი მემარჯვენეები" პრეზიდენტის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2015 17:12

ახალი მემარჯვენეები ვაცხადებთ, რომ არ მივცემთ უფლებას არც მოქალაქე ივანიშვილს და არც სხვას, დააკნინოს, ავტორიტეტი შეულახოს და ხელი შეუშალოს პრეზიდენტის ინსტიტუტს, როგორც ხელისუფლების მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ შტოს, რომლის არსებობა უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე, “ - ნათქვამია ახალი მემარჯვენეების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც პარტიამ დღეს გამოაქვეყნა და პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადა.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტი არის ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, ერთიანობის და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი და კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია გაუთავებელი საუბარი და მუქარა პრეზიდენტის სასახლიდან მისი გამოსახლების შესახებ.

ფაქტია, რომ ამ გზით ივანიშვილი ცდილობს დააკნინოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც ერთადერთი ინსტიტუციაა საქართველოში, რომელიც არ მოექცა მისი გავლენის ქვეშ.

მით უმეტეს მიუღებელი და ცინიკურია, როდესაც ეს კეთდება ბიუჯეტის ხარჯების შემცირების და ხალხზე ზრუნვის საბაბით იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც 400 მილიონი ლარით გაზარდა ქვეყნის ბიუჯეტში სახელმწიფო მოხელეთა სახელფასო ანაზღაურების ხარჯები. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ 2016 წელს 1 მლრდ. 500 მლნ. ლარია გათვალისწინებული მხოლოდ სახელმწიფო მოხელეთა ხელფასებისთვის და ამაში არ შედის მათი შენახვისთვის საჭირო სხვა თანხები, როგორიცაა საწვავი, საკომუნიკაციო ხარჯები და სხვ., ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების და ე.წ. აიპ-ების ხარჯები, რომლებშიც ძირითადად "ქართული ოცნების" აქტივისტები და ადგილობრივი წარმომადგენლების ნათესავ- მეგობრები არიან დასაქმებული.

"ახალი მემარჯვენეები" ვთვლით, რომ პრეზიდენტის სასახლე გარკვეული სიმბოლური დატვირთვის მატარებელია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ, საქართველოშიც, სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების მსგავსად დამკვიდრდეს ტრადიცია პრეზიდენტის სასახლე იყოს ყოფილი, ამჟამინდელი და მომავალი პრეზიდენტების სამუშაო ადგილი და არავის ჰქონდეს უფლება მანიპულირების იარაღად გამოიყენოს ეს თემა,“ - აღნიშნულია ახალი მემარჯვენეების განცხადებაში.საუბარია პრეზიდენტის რეზიდენციიდან გადასვლის მოთხოვნაზე . 

საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2015 14:48

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, „შპს ტელეკომპანია საქართველოს“ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად , აღნიშნულ საქმეზე მოპასუხე მხარეს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტი."ნიუსდეი"განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის, 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის პირველი წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე, 24-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლი ითვალისწინებს სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლოს იმ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესაძლებლობას, რომელიც არ არის გადაცემული დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლიის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებამოსილებას, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით დაავალდებულოს მოპასუხე მის მფლობელობაში არსებული ნივთი გადასცეს აღმასრულებელს სეკვესტრის (ქონების იძულებითი მართვა) სახით, ხოლო მე-3 ნაწილის პირველი წინადადება კი განსაზრღვრავს, რომ გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილი ღონისძიებებისა, სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები ბუნდოვანია და არ აკმაყოფილებს კანონის განსაზღვრულობის პრინციპს. მათ საფუძველზე შეიძლება გამოყენებული იქნეს ისეთი უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის არც სახე, არც ინტენსივობა და არც შინაარსი კანონით პირდაპირ არ არის განსაზღვრული. მათ შორის, სადავო ნორმები ქმნის შესაძლებლობას მოსამართლემ მესაკუთრეს ჩამოართვას ქონებაზე მფლობელობა დავის დასრულებამდე, ისე რომ ჯერ კიდევ ძალაში არ იყოს შესულა სასამართლოს გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების მოქმედებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლება, გამოხატვის თავისუფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება.

N681 კონსტიტუციურ სარჩელს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია. საქმის განხილვაში მონაწილეობენ მოსარჩელის, „შპს ტელეკომპანია საქართველოს“ წარმომადგენლები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი და მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი თამარ მესხია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 10 ნოემბერი 2015 15:43

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის სასამართლო დავასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცახდებას ავრცელებს.

ამ განცხადების საფუძვლად საბჭო ამ საქმის ირგვლივ მაღალ საზოგადებრივ ინტერესსა და რეზონანსულობას ასახელებს. 

"ყველას აქვს უფლება გამოხატოს, მათ შორის, კრიტიკული მოსაზრება, სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუმცა იუსტიციის უმაღლეს საბჭო ყოვლად დაუშვებელად მიიჩნევს სასამართლო კორპუსისა და კონკრეტულ მოსამართლეთა მისამართით ნებისმიერ ისეთ საჯარო განცხადებას, რომელიც აშკარად შეურაცხყოფს სასამართლოს პრესტიჟსა და ავტორიტეტს და შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლოს ან/და მოსამართლის დაშინების, ზეწოლის ან, მათზე რაიმე ფორმით გავლენის მოხდენის მცდელობა. ასეთმა განცხადებამ, შეიძლება ასევე დააზარალოს ზემდგომ, სააპელაციო თუ საკასაციო ინსტანციებში საქმის დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და შინაგანი რწმენის საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანა და მართლმსაჯულების აღსრულება.

"საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის, ასევე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში არის დამოუკიდებელი, ხოლო მე-8 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, დაწესებულებას, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ გაერთიანებას, თანამდებობის პირს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს ეკრძალებათ სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა. მოსამართლეზე რაიმე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.

"სასამართლოს გადაწყვეტილებები ემყარება კანონსა და მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც მოსამართლის მიერ შეფასებულია შინაგანი რწმენის საფუძველზე და ამასთან, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის უმთავრესი პრინციპის განუხრელი დაცვით.

"საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოუწოდებს სახელისუფლო თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო სექტორს, ინტერესთა ჯგუფებს, ისევე მასმედიას, გამოხატვის თავისუფლების განხორციელებისას თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისაგან, რომლებიც ზიანს აყენებს სასამართლოს ავტორიტეტსა და პრესტიჟს და იწვევს სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის დაკარგვას," - ნათქვამია იუსტიციის უმაღელსი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გია ყარამანიშვილი ახალ განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 09:50

"რუსთავი 2"-ის 91%-იანი წილის მფლობელის გია ყარამანაშვილის თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ტელეკომპანიის დათმობას სთხოვდნენ.

"მრავალჯერ მიმიღია სხვადასხვა ტიპის სხვადასხვა კონფიგურაციის შემოთავაზება წილების დათმობის შესახებ, მაგრამ არც ერთი ყიდვის შესახებ. ეს ხდებოდა არჩევნების მერე. პირველი დღეებიდანვე. თითქმის წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში. იყო რამდენიმე შეთავაზება, რომ "რუსთავი 2" გადამეცა მმართველობაში რაღაც სპეციალურად შექმნილი საბჭოსთვის, რაც სრულიად ნათელია როგორ და რისთვის კეთდებოდა, ამაზე მე თავიდანვე უარი განვაცხადე", - განაცხადა გია ყარამანიშვილმა.

სამშაბათს "რუსთავი 2-ის" შესახებ ბიძინა ივანიშვილი განცხადებას გააკეთებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 08 ნოემბერი 2015 15:09

საგურამოში მყოფმა ბიძინა ივანიშვილმა, რუსთავი 2-ის შესახებ საუბარი არ ისურვა.მან განაცხადა, რომ რუსთავი2-ის შესახებ სამშაბათს ისაუბრებს. რა ფორმით აპირებს ივანიშვილი სამაუწყებლო კომპანიის შესახებ საუბარს ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

 შეგახსენებთ,რომ საგურამოში ილიაობას აღნიშნავენ , სადაც მთავრობის წევრებიც არიან შეკრებილები. 

ლევან და გია ყარამანიშვილები განცხადებას ავრცელებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 08 ნოემბერი 2015 09:57

არც დვალთან და არც საყევარიშვილთან არაფერი გვაქვს სალაპარაკო, - აცხადებენ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის 91 პროცენტიანი წილის მფლობელები. ამ თემაზე ლევან და გია ყარამანიშვილებმა განცხადება გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"გუშინ, 6 ნოემბერს, ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის უპრეცენდენტო რეაქციის ფონზე, კონსტიტუციური სივრციდან მთლიანად გასულმა ივანიშვილის ხელისუფლებამ დროებით უკან დაიხია და მესამე პირების სახელით შემოგვთავაზა დაგვესახელებინა ჩვენთვის მისაღები კანდიდატი, რომელსაც ე.წ. "დროებითი მმართველები" მიანიჭებდნენ "სრულ უფლებამოსილებას" ტელეკომპანიის მართვასთან დაკავშირებით. ამ შემოთავაზებაში ისევე, როგორც "რუსთავი 2"-ის ხელში ჩასაგდებად მიმდინარე შეტევის ყველა სხვა დეტალში, ნათლად ჩანს რუსული პოლიტიკური მენტალობისთვის დამახასიათებელი ცინიზმი, როცა მხარე, რომელიც თავად არის პრობლემის ერთადერთი წყარო, გამოხატავს, ვითომდა, დახმარების სურვილს ამ პრობლემის მოგვარების მიზნით. ჩვენი ხალხი არაერთხელ გამხდარა ასეთი ცინიზმის მსხვერპლი, თუნდაც ჩვენ მშობლიურ აფხაზეთში.
ბუნებრივია, არ ვაპირებთ ხელისუფლების მიერ საქართველოს კონსტიტუციის გვერდის ავლით დანიშნული პოლიტიკური ცენზორების ლეგიტიმაციას მათთან თანამშრომლობით. მათი დანიშვნა იმთავითვე ანტიკონსტიტუციურია. არც დვალთან (რომლის გარიგება ხელისუფლებასთან ამ შეტევის დაწყებისთანავე აშკარა იყო) და არც საყევარიშვილთან (რომელიც ხელისუფლებამ 3 წლის წინ მიავლინა ტელეკომპანია "იმედში" სრული საკადრო წმენდის ჩასატარებლად) არაფერი გვაქვს სალაპარაკო.
სურვილის შემთხვევაში, საქართველო ხელისუფლებას გააჩნია ყველა კანონიერი საშუალება, "რუსთავი 2"-ს მოუხსნას ის პრობლემა, რომელიც მან თავად შექმნა. ჩვენ კი ვაგრძელებთ ბრძოლას ქართულ საზოგადოებასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ჩვენს ხელთ არსებული ყველა კანონიერი, სამართლებრივი გზით", - ნათქვამია განცხადებაში.

გოგი თოფაძე პარლამენტს ტოვებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 18:24

ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარე გოგი თოფაძე პარლამენტს ტოვებს.აღნიშნულთან დაკავშირებით თოფაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"კოალიცია "ქართული ოცნება" ერთი ნიშნით ჩამოყალიბდა: თავიდანვე არავისთვის ყოფილა საიდუმლო, რომ მასში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ერთნაირი ხედვა არ გააჩნდათ, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებდა მთავარი - კოალიციის შემქმნელის ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის დიდი იმედი, რწმენა, რომ სნორედ მისი თავკაცობით და მასთან ერთად მოვახერხებდით იმჟამინდელი ხელისუფლების მოცილებას პოლიტიკური ასპარეზიდან, რაც ქვეყნის გადარჩენის ტოლფასად მიგვაჩნდა და მიგვაჩნია კიდეც. ჩვენ გვაერთიანებდა უპირობო მზადყოფნა, ქვეყანაში არსებული, უკვე სრულიად აუტანელი არაადამიანური, შეიძლება ითქვას საკუთარი მოსახლეობისადმი მტრობით გაჟღენთილი ვითარება ერთხელ და სამუდამოდ შეგვეცვალა და მე, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, კვლავაც ამ მზადყოფნის ერთგული ვრჩები. არც დავმალავ, რომ აზრთა გარკვეული სხვადასხვაობა ჩემსა და ჩემს კოლეგებს შორის კოალიციაში, შეიძლება დღესაც არსებობდეს, მაგრამ ეს სხვადასხვაობა არასოდეს შეხებია ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ამოცანას თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოების ევროპულ ოჯახში გაწევრიანების თაობაზე.
პოლიტიკაში ყოფნა თუ პარლამენტის წევრობა, ჩემთვის არასდროს ყოფილა თვითმიზანი და მხოლოდ იმიტომ ვარჩიე ეს ასპარეზი, წარსულში ნათლად რომ ვხედავდი ქვეყნის განვითარების არასწორ, არამართებულ გეზს. არაერთხელ საჯაროდ განმიცხადებია, რა უიმედო პერსპექტივას უქმნიდა ქვეყანას წინა ხელისუფლებების მანკიერი, მავნებლური სტრატეგია და სამწუხაროდ, ბევრი ჩემი და ჩვენი პარტიის (თანამოაზრეების) პროგნოზი არაერთხელ გამართლდა კიდეც.
დღეს ბევრად უფრო იმედიანად ვუყურებ მომავალს და ჩემს უპირველეს მოვალეობად გულწრფელად მიმაჩნია, ნებსით თუ უნებლიედ არანაირი დისონანსი არ შევიტანო კოალიციის ერთობაში. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ხელისუფლება უთუოდ უკეთესობისაკენ წაიყვანს ქვეყანას და მეც, სადაც არ უნდა ვიმყოფებოდე, მხოლოდ მხარში დავუდგები და შეძლებისდაგვარად შევეხიდები ამ უაღრესად საშურ საქმეში.
ვფიქრობ, ამ ეტაპზე სადეპუტატო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდეც დავტოვო პარლამენტი, რათა ჩემი აზრი ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, დაბრკოლება არ აღმოჩნდეს კოალიციის, მათ შორის, ჩვენი პარტიის მიზანმიმართულ ქმედებისთვის, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დაამყაროს ნორმალური, მშვიდი ვითარება. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ მივიღებ, როცა დასრულდება ჩვენი ფრაქციის მრავალწლიანი მუშაობა საქართველოს მოსახლეობისთვის უაღრესად მნიშვნელოვან კანონპროექტზე. ეს კანონპროექტი გულისხმობს ჩვენი ბუნებრივი ბიომრავალფეროვნების დაცვას, რამაც საბოლოოდ უნდა დაუსვას წერტილი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ინტროდუქციას" - აცხადებს თოფაძე.

„ქართულ ოცნებას“ სერიოზულად უჭირს“-ხუხაშვილის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 16:31

ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ სერიოზულად უჭირს.

„მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ერთადერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა,  ხელისუფლებას დასჭირდა უზარმაზარი ძალისხმევა, მათ შორის - რბილად რომ ვთქვათ, ადმინისტრაციული რესურსის ძალიან ინტენსიური გამოყენება, იმისათვის, რომ ეს არჩევნები მოეგო. ჯამში, ხელისუფლების რეიტინგი, ადმინისტრაციული რესურსის ჩათვლით, 15%-ით გაიზომა. ეს სურათი გვაქვს დღეს და ბუნებრივია, რომ კოალიციას სერიოზულად უჭირს“,-აღნიშნა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, შუალედურ არჩევნებზე  ამომრჩეველთა 70% არ მივიდა, ხოლო ხელისუფლების კანდიდატს ხმა ადმინისტრაციული რესურსის ფონზე მისულმა, ამომრჩევლის  ნახევარმა მისცა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საგარეჯოში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, თამარ ხიდაშელმა ხმათა 49,5% მიიღო და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატ ირმა ინაშვილს 3,67%–ით აჯობა. 

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური