თბილისის მერიის განცხადება მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 15:37

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური დ.სარაჯიშვილის გამზირიდან დ.გურამიშვილის გამზირის მიმართულებით არსებულ ხიდზე (გზაგამტარი N1) დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერების შეცვლას იწყებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე სამშაბათს, 8 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას აკეთებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 10:00

პატრიარქის მიერ პატიმრების შეწყალების ინიციატივასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განმარტებას აკეთებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქო  განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ”ნიუსდეი” უცვლელად გთავაზობთ: "ა.წ. 5 დეკემბერს რუსთაველის თეატრში შედგა სპექტაკლი პატიმარი ქალების მონაწილეობით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო თეატრის სცენა და დარბაზი მჯავრდებულებს დაეთმო. წარმოდგენაც და შექმნილი გარემოც მეტად ემოციური იყო; მისმა უწმინდესობამ სწორედ ამ ფონზე ბრძანა, რომ კარგი იქნებოდა, პატრიარქსაც ჰქონოდა პატიმრების შეწყალების უფლება. 
ეს იყო მათდამი სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე ამ წინადადების განხილვისა", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ქუმსიშვილის განცხადება მეზობელი ქვეყნების ურთიერთობაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2015 11:30

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს მეზობლებს შორის ურთიერთობა არ იყოს დაძაბული, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა "როსსელხოზნადზორის" ოფიციალური წარმომადგენლის ალექსეი ალექსეენკოს განცხადების კომენტირებისას განაცხადა. 
დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ალექსეი ალექსეენკოს განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, თურქეთიდან ხილისა და ბოსტნეულის აკრძალვის ინფორმაციამ რუსეთის მეზობლები გაახარა. 
"მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს მეზობლებს შორის ურთიერთობა არ იყოს დაძაბული, არ მოხდეს ესკალაცია და პირიქით, რაც შეიძლება მალე ამოიწუროს კონფლიქტი", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 
რუსეთში თურქეთიდან ხილისა და ბოსტნეულის შეტანა აიკრძალება. ეს აკრძალვა ძალაში რამდენიმე კვირაში შევა. "როსსელხოზნადზორის" ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსეი ალექსეენკომ განაცხადა, რომ რუსეთის მოსახლეობას ამ მხრივ უკმარისობა არ ექნება. მისი თქმით, რუსეთი ასეთ პროდუქტებზე ძლიერად არ არის დამოკიდებული, რადგან ქვეყანამ მისი წარმოება ჩრდილოეთ კავკასიაში, კუბანზე, სტავროპოლში, როსტოვისა და ვოლგოგრადის ოლქებში გაზარდა. 
"ამ ინფორმაციამ ხილისა და ბოსტნეულის შესახებ აშკარად გაახარა ჩვენი სხვა მეზობლები: იმიერკავკასია, სომხეთი. ეს ინფორმაცია ძალიან პოზიტიურად აღიქვა საქართველომ და აზერბაიჯანმა და ისინი არსებითად გაზრდიან თავისი პროდუქციის მიწოდებას. განსაკუთრებით ხარისხიანი პროდუქციის მოწოდებისთვის მზადაა ირანი", - განაცხადა ალექსეენკომ.
მისივე თქმით, სომხეთი უკვე მზადაა დაიკავოს ეს ნიშა და გაზარდოს ხილისა და ბოსტნეულის წარმოება კონკრეტულად რუსეთის ბაზრის დასაკავებლად.

თბილისის საკრებულო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 29 ნოემბერი 2015 09:56
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახური გამნცხადებას ავრცელებს.  "ნიუსდეი" მას უცვლელად შემოგთავაზებთ
“გუშინ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი და მასზე დაყრდნობით, რიგ მედიასაშუალებებში გავრცელდა დამახინჯებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის საკრებულოს წევრმა რიმა ბერაძემ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველ ბენეფიციართათვის საკვებად დღეში 1 ლარი და 18 თეთრი საკმარისია. გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს არის აბსოლუტური სიცრუე.
გვსურს აღვნიშნოთ, რომ ბენეფიციართა კვება წლების განმავლობაში რეგულირდება „დედაქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფასო სასადილოებით მომსახურეობის შესყიდვის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის N 33.46 დადგენილებით, სადაც კვების რაციონი ექსპერტთა მიერაა განსაზღვრული.
რიმა ბერაძე ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-თან ინტერვიუში სოციალურად დაუცველ ბენეფიციართათვის განკუთვნილი უფასო სასადილოების მუშაობაზე, ბენეფიციართა კვებაზე, კალორიულობაზე, მონიტორინგზე და სატენდერო პირობებზე საუბრობდა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტთან საუბარში, საკრებულოს დეპუტატის რიმა ბერაძის მიერ ნათქვამი ფრაზა: „ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით ჩვენ შენიშვნები არ გაგვაჩნია“ – საკვების კალორიულობასა და სერვისის მონიტორინგს ეხებოდა.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, უფასო სასადილოების მომსახურებისთვის გამოყოფილი თანხა 3 940 000 ლარით გაიზარდა.
სამწუხაროა, რომ რიგმა მედიასაშუალებებმა არასწორი ინფორმაციის ტირაჟირებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს.
აქვე, მადლობა გვინდა გადავუხადოთ იმ მედიასაშუალებებს, რომლებმაც ფრაგმენტულად ამოღებული ინფორმაციის ტირაჟირება არ მოახდინეს და ინფორმაციის დასაზუსტებლად, ჟურნალისტიკის მაღალი სტანდარტების შესაბამისად, თბილისის საკრებულოს შესაბამის სამსახურს მიმართეს”, – ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 28 ნოემბერი 2015 13:12

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლაა, რაც თავის მხრივ სხვა, კიდევ უფრო მძიმე დანაშაულის პრევენციის მთავარ პირობას წარმოადგენს.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ბოლო 2 თვის მანძილზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 47 პირი.

ავტომანქანების, საცხოვრებელი ბინების, ასევე, პირადი ჩხრეკისას ამოვიღეთ 50 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, აქედან - 31 პისტოლეტი, 10 ავტომატი, 3 რევოლვერი, 3 შაშხანა, 3 გადაჭრილი სანადირო თოფი, 2 ხელყუმბარა და სხვადასხვა კალიბრის 1016 ცალი საბრძოლო ვაზნა.

კომპლექსური ღონისძიებები მიზნად ისახავს დანაშაულის გამოვლენას, სხვა კიდევ უფრო მძიმე დანაშაულის პრევენციასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ბრუნვიდან ამოღებას.

ღონისძიებების მიმდინარეობისას სამართალდამცველებმა პრევენციულად აღკვეთეს მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა: მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, სხეულის მძიმე დაზიანება და სხვ.

ამასთან, გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, კანონის თანახმად, პირი, რომელიც პოლიციას არარეგისტრირებულ ცეცხლსასროლ იარაღს ნებაყოფლობით ჩააბარებს, თავისუფლდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავაც აქტიურად გააგრძელებს ბრძოლას იარაღის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ.

ცისკარიშვილი რაფალიანცის საქმეზე სკანდალურ განცხადებას აკეთებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2015 17:55

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და მთავარი პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს შორის შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.  შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმეზეც ისაუბრეს.

პეტრე ცისკარიშვილმა შოთაძეს ლალი ბიწოშვილის განცხადება შეახსენა, სადაც ის ქართულ ოცნებას რაფალიანცის მკვლელობის ორგანიზებაში ადანაშაულებდა. 

"თქვენ ორი ასეთი სპეცოპერაცია დადგით: პირველი ციხის კადრები, მეორე ეს ბავშვის საზარელი მკვლელობა იმიტომ, რომ არჩევნებში გაგემარჯვათ. ვერ დადგინდა სიმართლე, ვერ იძიებთ ამ საქმეს. თავისთავად ეს არის არაკვალიფიცირებული პასუხი და აჩენს ეჭვებს, რომ ივანიშვილის ქართული ოცნების ორგანიზებით მოხდა ეს საზარელი დანაშაული და არ გინდათ, რომ სიმართლე დადგინდეს,"- განაცხადა დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა. 

მთავარი პროკურორობის კანდიდატმა კი აღნიშნა, რომ ის საქმეს არ იცობს. მაგრამ შოთაძე ამბობს, რომ თუ ის გახდება მთავარი პროკურორი, მთელ ძალისხმევას მიმართავს რაფალიანცის საქმის გამოძიების დასრულებისკენ. 

"ეს არის უმნიშვნელოვანესი საქმე, რომელიც გამოძიებული უნდა იქნეს და საბოლოოდ უნდა გაეცეს კითხვებს პასუხი ვინ ჩაიდინა ეს საზარელი ქმედება. მე ამ საქმესთან არ მქონია შეხება. მე თუ ამირჩევენ მთავარ პროკურორად მთელ ძალისხმევას მივმართავს იმისკენ, რომ ეს საქმე გაიხსნას,"- განაცხადა ირაკლი შოთაძემ. 

განცხადება დავით ბორჩაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავსირებით

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2015 16:15

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული დავით ბორჩაშვილისთვის, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს: 

"თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა  საქართველოს მთავარმა  პროკურატურამ, ბრალდებულ დავით ბორჩაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების  შესახებ.

დავით ბორჩაშვილს ბრალად ედება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა და აღნიშნული ორგანიზაციის სახელით მისი საქმიანობის ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით ოპერაციების განხორციელება. 

ვინაიდან სასამართლოში ბრალდებულის წარმოუდგენლობის მიზეზი  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო და არა სურვილი არგამოცხადების, სასამართლომ გასვლითი სხდომა სს აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გამართა.

სასამართლომ დახურულ  სხდომაზე განიხილა და  დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართაღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობის შეფარდების შესახებ, ვინაიდან  დ. ბორჩაშვილს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12-15 წლამდე  წლამდე  ვადით. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებულის თავისუფლებაში დატოვების შემთხვევაში ის შესაძლოა მიემალოს  გამოძიებასა და სასამართლოს, განაგრძოს დანაშაულებრივი საქმიანობა და ხელი შეუშალოსსაქმეზე მტკიცებულებების მოპოვებას,"- ნათქვამია განცხადებაში. 


აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 13 იანვარს 15:00 საათზე  გაიმართება.

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი პრემიერის განცხადებას პასუხობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2015 14:13

არაადეკვატური შეფასებები - ასე გამოეხმაურა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ლაშა თორდიამ დღეს კონკრეტული ფაქტები დაასახელა და ხელისუფლებას გარკვეული რეკომენდაციები მისცა.

"ჩვენი პრობლემა წარმოადგენს იმას, რომ დანამატები არ შეიძლება წინასწარ განსაზღვრული იყოს ყველა საჯარო მოხელისთვის იმ უწყებებში, სადაც ასე მკვეთრად იზრდება დანამატის ხარჯები. 31 მილიონი ლარით შემცირდა პრემიების რაოდენობა, ხოლო 45 მილიონით გაიზარდა დანამატების რაოდენობა. ეს ის ციფრებია, რომელიც ბიუჯეტში დევს,“ - განმარტავს ლაშა თორდია. 

როგორც ცნობილია, დანამატებისა და გაზრდილი პრემიების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაცია უწოდა პრემიერმა.

დღესვე, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, განცხადებები სახელფასო დანამტებსა და პრემიებზე გააკეთეს მინისტრებმა. 

ისინი გამოეხმაურნენ აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ 45 მილიონი ლარით არის გაზრდილი სახელმწიფო უწყებებში სახელფასო დანამატები.

აუდიტის სამსახურის  მონაცემებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდიოდა კულტურის სამინისტროზე. ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა კულტურის მინისტრმა. მიხეილ გიორგაძის შეფასებით, აუდიტის სამსახურის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

იან კელი საქართველოზე განცხადებებს ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 10:18

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი ,საქართველოს მთავრობის რეინტეგრაციის პოლიტიკას დადებითად აფასებს, ამერიკელი დიპლომატი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის როლთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას პასუხობს და ხაზს უსვამს, რომ პრიორიტეტს წარმოადგენს რუსული ჯარი დაბრუნდეს კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე.აშშ-ის ელჩი ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე დასახლებული პუნქტებიდან ქართველების გატაცების გახშირებულ ფაქტებზეც საუბრობს და მას "საზარელ მოვლენას" უწოდებს.აშშ-ის ელჩი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ჩანაწერების შესახებაც საუბრობს და განმარტავს, რომ "ამ ამაზრზენი დანაშაულის გამო" ვინც უნდა იყოს, ყველა პასუხისგებაში უნდა მიეცეს.

არასამთავრობოები"რუსთავი 2"-თან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გაავრცელებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 10:44

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი რუსთავი 2-ის ირგვლივ ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დღეს საგანგებო განცხადებას გაავრცელებს.

ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ ტელეკომპანიის დროებით მმართველებს შეხვდნენ.

სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ სწორედ დავით დვალსა და რევაზ საყევარიშვილს ეკისრებათ პასუხისმგებლობა და მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ, იმისთვის, რომ არ მოხდეს არხის მუშაობის შეზღუდვა ან შეჩერება.

არასამთავრობოები პროცესების ჩიხიდან გამოსაყვანად მხარეებს საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, კითხვები ასევე გააჩნიათ დროებით მმართველებსაც.

„არის შესაძლებლობები, რომ ეს პრობლემები გადავჭრათ, მაგალითად, მათ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ უსთავი 2-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა. 

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური