დეიმონ ვილსონი გიგი უგულავას საქმეზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 10 ოქტომბერი 2015 11:17

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მიღებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოში წინასწარი პატიმრობის ფართოდ გამოყენებულ პრაქტიკას გმობს, ამერიკელი ექსპერტი ეხმაურება. როგორც ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი დეიმონ ვილსონი "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბარში აცხადებს, თბილისის ყოფილი მერის საქმე კანონის უზენაესობის გამოცდაა. 
"საქართველო ახლა გარდამავალ ეტაპზეა. ის პოსტ-საბჭოთა მემკვიდრეობიდან და თითქმის არშემდგარი სახელმწიფოდან იქცა ქვეყანად, რომელიც დასავლეთის კარებთან დგას, ნატო-ს კარებზე აკაკუნებს და აქვს წარმოუდგენლად მყარი კავშირები ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან. საქართველოში ახლა პოლიტიკური პროცესების და ინსტიტუტების მომწიფების პერიოდია. კანონის უზენაესობას, სასამართლო სისტემის გამართულობას და ინსტიტუტების სწორ მუშაობას საქართველოს დასავლურ საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებისთვის პრინციპული მნიშვნელობა ექნება," – აცხადებს დეიმონ ვილსონი. 
მისივე შეფასებით, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სასამართლო საქმე სწორედ ამ ინსტიტუტების გამართულობის ტესტია.
"მე არ ვიცი საქმის ყველა დეტალი, მაგრამ მნიშნელოვანია საქართველომ ამას თავი ისე გაართვას, რომ შეინარჩუნოს როგორც საერთაშორისო საზოგადოების სანდოობა, რომელიც ვითარებას აკვირდება, ასევე ქართველი ხალხის ნდობა. მწვავე პოლიტიკური დებატები ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში ხდება, მაგრამ არსებობს ხაზი, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება. ამ ხაზის პოვნა გარდამავალი დემოკრატიებისთვის ყველაზე რთული მისიაა. ჩემი აზრით, საქართველოში ახლა სწორედ ამ სირთულის მომსწრენი ვართ," – განმარტავს ამერიკელი ექსპერტი. 
დეიმონ ვისლონის თქმით, სირთულეების მიუხედავად ქართული დემოკრატიის გრძელვადიანი განვითარების სჯერა, თუმცა, მისივე განცხადებით, ამისთვის საჭირო წინაპირობები როგორიცაა კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადობის და პოლიტიკური ოპოზიციის გააზრება ადვილად მისაღწევი არ არის. 

მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 30 სექტემბრიდან იწყება

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 11:50

პედაგოგებისა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია საგნის გამოცდისათვის დღეიდან დაიწყება და 16 ოქტომბერს 18:00 საათამდე გაგრძელდება. 
როგორც "ნიუსდეის" შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, გამოცდას აპლიკანტები იანვარში ჩააბარებენ. გამოცდები ჩატარდება თბილისსა და ქუთაისში. 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს: პრაქტიკის მასწავლებელს; ბაკალავრის, მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული (შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის) აკადემიური ხარისხის მქონე პირს; მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება.
აპლიკანტებს დარეგისტრირების საშუალება აქვთ ელექტრონულად ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge. პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის რეგისტრაცია უფასოა. 
გამოცდები ჩატარდება სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI კლასები); მათემატიკა (I-VI კლასები); ბუნებისმეტყველება (I-VI კლასები); ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები); ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII კლასები); ქართული, როგორც მეორე ენა (I-XII კლასები); მათემატიკა (VII-XII კლასები); ისტორია; გეოგრაფია; სამოქალაქო განათლება; ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია; ინგლისური; გერმანული; ფრანგული; რუსული; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2016 წლიდან პედაგოგებს საგნის გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა წელიწადში ორჯერ - ზამთარსა და ზაფხულში ექნებათ. მუსიკისა და სპორტის მასწავლებლები გამოცდებისათვის რეგისტრაციას გაზაფხულზე შეძლებენ. 

აბიტურიენტები პრემიერის პასუხის მოლოდინში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 07 სექტემბერი 2015 10:45
  პრემიერმინისტრის პასუხს ელოდებიან ის აბიტურიენტები, რომლებიც მეორად ჩარიცხვებს ითხოვენ.    მთავრობის ადმინისტრაციაში წერილი უკვე შეიტანეს.დღეს დილიდან  ისინი უკვე განათლების სამინისტროსთან გადაინაცვლებენ და აქციას გააგრძელებენ. მათ აბიტურიენტთა ის ნაწილი ისევ არ უერთდება, რომელიც მოლაპარაკებების გზით  პრობლემის მოგვარებას ცდილობდა. როგორც აცხადებენ, ისინი მომავალი გამოცდებისთვის მოემზადებიან.უმაღლეს სასწავლებლებში დარჩენილ 18 ათას ვაკანტურ ადგილზე მეორად ჩარიცხვებს 700-მდე აბიტურიენტი ითხოვდა, თუმცა, მეორად ჩარიცხვებს არც რექტორებმა დაუჭირეს მხარი. მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებს არც განათლების სამინისტრო.

დიდი უსამართლობა იქნება ერთი ჯგუფის თხოვნის გათვალისწინება, - მაია მიმინოშვილის პასუხი აბიტურიენტებს

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 02 სექტემბერი 2015 16:34

"იშვიათად ვწერ ხოლმე სოციალურ ქსელში, მაგრამ დღეს აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო აბიტურიენტთა ნაწილის პროტესტს," - გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი სოციალურ ქსელში იმ აბიტურიენტებს პასუხობს, რომლებიც  მეორადი ჩარიცხვის მოთხოვნით აქციას განაგრძობენ.

newsday.ge - მაია მიმინოშვილის პოსტს უცვლელლად გთავაზობთ:

"ყოველთვის მიმაჩნდა - ჯანმრთელობა, ფიზიკური თუ ემოციური, ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, მშობლების უმეტესობა დამეთანხმება. გაუგებარია, როდესაც მშობელი თავად ურჩევს შვილს ჯანმრთელობის დაზიანების ფასად მიიღოს გამონაკლისი. კიდევ უფრო სამწუხარო და მიუღებელია, როდესაც საუბარში პოლიტიკური აქცენტი ჩნდება.

ამ ყველაფრის მიზეზი კი ისაა, რომ გარკვეულ ფაკულტეტებზე სწავლის გაგრძელების სურვილი ამ აბიტურიენტებს მხოლოდ 26 აგვისტოს, პროცესის დასრულების შემდეგ გაუჩნდათ. 
ორი შეხვედრა გვქონდა და ვეცადე განმემარტა, რომ ნებისმიერი სახის გამონაკლისის თუ ცვლილების დაშვებისას მთავარია სამართლიანობის პრინციპის შენარჩუნება. არის აბიტურიენტების კიდევ ერთი ჯგუფი - რომელმაც არ გაითვალისწინა სწავლების საფასური, ძვირადღირებულ სასწავლებელში ჩაირიცხა და სწავლას ვერ აგრძელებს. მათაც ანალოგიური შეცდომა დაუშვეს. დამეთანხმებით, რომ დიდი უსამართლობა იქნება ერთი ჯგუფის თხოვნის გათვალისწინება და მეორის იგნორირება - ანუ ძვირადღირებულ სასწავლებლებში ჩარიცხულებს, რომლებიც სწავლების საფასურს ვერ იხდიან, ასევე უნდა მივცეთ ცვლილების განხორციელების შესაძლებლობა. თუ ასე მოვიქცევით, მათ მიერ გამოთავისუფლებულ ადგილებზე პრეტენზიის მქონეთ, რომლებიც სხვა არჩევანზე ჩაირიცხნენ, რადგან საკონკურსო ქულა არ ეყოთ, მაგრამ ადგილის გათავისუფლების შემდეგ შანსი უჩნდებათ, ვერ ვეტყვით უარს გამოთავისუფლებული ადგილების დაკავებაზე. ეს არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, არამედ ძირითადი წესის დარღვევა იქნება. ეს ყოველივე კი, ალბათ ხვდებით, ჩარიცხვების ხელახლა განხორციელებას გულისხმობს.
პირადად მე მივიჩნევ, რომ არა მხოლოდ საგამოცდო, არამედ ნებისმიერი პროცესის წესების გაცნობა, გათვალისწინება და პატივისცემა ადამიანისა და მთლიანად საზოგადოების უმთავრესი მახასიათებლი უნდა იყოს, თუმცა, თუ ყველა მხარე - ზემდგომი უწყებები, უმაღლესი სასწავლებლები, აბიტურიენტები (ჩარიცხულებიც) და მთლიანად საზოგადოება საჭიროდ მიიჩნევს, მზად ვართ დავიწყოთ ეს პროცესი", - აღნიშნავს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი.

აქციის მონაწილე აბიტურიენტები  გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს უკვე შეხვდნენ, თუმცა ვერ შეთანხმდნენ.

2015 წლის სამაგისტრო გამოცდაზე გამოყენებული ტესტები და პასუხები

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 21 ივლისი 2015 12:18
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2015 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტებსა და სწორ პასუხებს  აქვეყნებს:
 
 
2015 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამოყენებული ტესტები:
 
 
გვერდი 3/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური