აბიტურიენტები დღეს გამოცდას ზოგად უნარებში ჩააბარებენ

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 09:59

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. აბიტურიენტები დღეს გამოცდას ზოგად უნარებში ჩააბარებენ. 

პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა. წელს პირველად აბიტურიენტები გამოცდას ყველა საგანში, ნაწილობრივ, ელექტრონულად აბარებენ.

საგამოცდო პროცესი 22 ივლისამდე გაგრძელდება. 

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 400 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 01 ივლისი 2016 10:17

ამ წუთებში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს.  გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის  მაია მიმინოშვილის განცხადებით,  ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დაახლოებით 400 აბიტურიენტი არ გამოცხადდა. 
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 500-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული.

საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეიძლება

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 20 ივნისი 2016 16:56

2016 წლის გამოცდების მონაწილეებმა საგამოცდო ბარათი პირადი გვერდიდან უნდა ამობეჭდონ (გვერდი, სადაც ირჩევენ გამოცდებს და ა.შ.).

საგამოცდო ბარათების ამოსაბეჭდათ ეწვიეთ ვებგვერდს online.naec.ge

ბარათზე, სხვა ინფორმაციასთან ერთად, მითითებული იქნება მონაწილის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცენტრი, საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დრო.

ეროვნული გამოცდები

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 12 მაისი 2016 11:19

ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად მისულ აბიტურიენტებს მერხებზე წელს მონიტორები დახვდებათ. სიახლის მიხედვით, უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრის მსურველებს ტესტები ელექტრონულად მიეწოდებათ, თუმცა მათ პასუხების დაწერა ფურცლებზე მოუწევთ.აბიტურიენტთა რეგისტრაცია უკვე დასრულებულია, თუმცა ახალგაზრდებს საგნების შეცვლა 1 ივნისამდე შეუძლიათ. გამოცდები კი პირველ ივლისს იწყება.ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელს 41 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.

ღია კარის დღე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 22 აპრილი 2016 10:46

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შესაძლებლობას აძლევს ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და გამოსაშვები გამოცდების მონაწილეებს შეხვდნენ ჩვენი ცენტრის წარმომადგენლებს, საგნობრივი ჯგუფების ექსპერტებს და მათგან მიიღონ ინფორმაცია გამოცდებთან დაკავშირებით. 

ღია კარის დღეზე დასასწრებად მობრძანდით 22 აპრილს, 15:00 საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, მისამართზე: ქ. თბილისი,მინდელის ქ. N 9, V სართული.

 

ექსტერნის გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 16 თებერვალი 2016 13:56
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების პროგრამის დაძლევის მსურველთა რეგისტრაციას 2016 წლის 17 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით.

გამოცდები ჩატარდება 2016 წლის 9 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით. რეგისტრაციის უფლება აქვთ პირებს, რომელთა ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს, თუ მათ დაძლეული აქვთ წინმსწრები კლასის/სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამა.

სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინოს რესურსცენტრში.

ა) ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველი პირი, თუ სწავლობს სკოლაში, მან განაცხადი უნდა წარადგინოს იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;

ბ) თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადების წარდგენა ხდება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.

პირი, რომელიც ექსტერნატის ფორმით წარმატებით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, ვალდებულია წარმატებით ჩააბაროს სკოლის გამოსაშვები გამოცდები.

ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მიზნით რესურსცენტრს უნდა წარედგინოს:

  • ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირის ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც მიეთითება:
  • ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი);
  • ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა ექსტერნატის ფორმით დაძლევა სურს პირს;
  • ენა, რომელზეც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს სურს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური);
  • უცხო ენა/ენები, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
  • ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არჩევითი საგანი/საგნები, რომლის ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს;
  • ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ ზოგადი განათლების იმ კლასის/სემესტრის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისებას, რომელიც წინ უსწრებს ექსტერნატის ფორმით დასაძლევ კლასს/სემესტრს. იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;     
  • საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ პირმა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.

ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება წერითი ფორმით, ტესტირების გზით და მას ატარებს ის სკოლა, რომელშიც სწავლობს მოსწავლე ან პირს სურს რომ გააგრძელოს სწავლა.

მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ჩატარდება ცენტრალიზებულად, ელექტრონული ფორმით 21 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით.

ამასთან გაცნობებთ, რომ პირზე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატი არ გაიცემა.

გამოცდებისთვის რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 09 თებერვალი 2016 15:11

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია იწარმოებს 9 თებერვლის 10:00 საათიდან 15 მარტის 18:00 საათამდე.
რეგისტრაციას აბიტურიენტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლიან (www.naec.gov.ge; online.naec.ge), იქვე იხილავთ ინსტრუქციას და დეტალურ ინფორმაციას.
აბიტურიენტთათვის განკუთვნილი ცნობარი დაიბეჭდება გაზეთში "ახალი განათლება".
რეგისტრაცია
ცნობარი აბიტურიენტთათვის
*სახელმწიფო წელსაც დააფინანსებს ბაკალავრიატის გარკვეულ მიმართულებებს (შესაბამის პროგრამებზე ჩარიცხულები ისწავლიან უფასოდ). სასწავლებლების დამიმართულებების (პროგრამების) ნუსხა გამოქვეყნდება დამტკიცებისთანავე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა(www.mes.gov.ge) და შეფასებისა და გამოცდებისეროვნული ცენტრის (www.naec.gov.ge) ვებგვერდებზე.

2016 წლის გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონულად ჩატარდება

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 08 თებერვალი 2016 15:37

2016 წლის გამოცდებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარებენ:

  • აბიტურიენტები;
  • პედაგოგები (პედაგოგობის მსურველები);
  • სტუდენტები;
  • მაგისტრანტობის კანდიდატები.

 

ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. ახალი ფორმატის დანერგვის შედეგად მონაწილე დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი, ჩვეულებრივ, პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს.

ხვალიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პროცესი იწყება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 08 თებერვალი 2016 13:19

ხვალიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პროცესი იწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს საგამოცდო პროცესში სიახლეა. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ჩასაბარებელი საგნების ცვლილებისთვის აბიტურიენტებს დამატებითი დრო ექნებათ. აღნიშნული ცვლილებებისთვის ვადა წინა წლებში ერთი თვე იყო, ამჯერად კი 3 თვემდე გახანგრძლივდა. სავალდებულო რეგისტრაცია 9 თებერვალს დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება. სიახლეა ისიც, რომ წელს გამოცდის ჩაბარება ნაწილობრივ ელექტრონული ფორმით მოხდება.

ქაღალდის ხელსახოცის გამოყენების არასტანდარტული მეთოდები

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 17:54

ქაღალდის ხელსახოცი – ის ნივთია, რომელიც ყველა სახლში მოიძებნება, მაგრამ ბევრი დიასახლისი ხშირად მაინც ჩვეულ, ქსოვილის ტილოს იყენებს და ქაღალდის ხელსახოცი დამატებით ვარიანტად უდევს თაროზე. 
გთავაზობთ ქაღალდის ხელსახოცის გამოყენების რამდენიმე უჩვეულო, მაგრამ ძალიან გამოსადეგ მეთოდს.

1. იმისათვის, რომ მწვანილი მალე არ დაჭკნეს, გაახვიე ის სველ ხელსახოცში. 

თუკი მწვანილს მაცივარში ინახავ, მაშინ კონტეინერში ჩააფინე მშრალი ხელსახოცი და ისე მოათავსე მასში მწვანილი. ის ზედმეტ სინესტეს შეიწოვს და პროდუქტს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს.

2. ბულიონის თავზე მოკიდებული ცხიმი მადას გიკარგავს? ქაღალდის ხელსახოცი ზუსტად ის არის, რაც ამ შემთხვევაში დაგეხმარება.
აიღე სუფთა ქვაბი და ჩადგი ონკანში. ქვაბში მოათავსე საწური, რომელშიც ქაღალდის ხელსახოცი იქნება ჩაფენილი. გადაწურე მასში ბულიონი, ცხიმი ხელსახოცზე დარჩება.

 

3. პასტელის ფანქრებისგან დარჩენილ ლაქებს ადვილად მოაშორებ, თუკი ზედაპირზე დააფენ ქაღალდის ხელსახოცს და ზემოდან დაბალ ტემპერატურაზე გახურებულ უთოს გადაუსვამ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური