სოლიკო ვირსალაძის ნამუშევრების გამოფენა ბათუმში

გამოქვეყნებულია კულტურა
შაბათი, 26 სექტემბერი 2015 16:25

ბათუმის  ხელოვნების მუზეუმში სოლიკო ვირსალაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო  სცენოგრაფის მიერ სუხიშვილების ანსამბლისთვის სხვადასხვა დროს შექმნილი ესკიზები და კოსტიუმები.  

ერთი კვირის განმავლობაში დამთვალიერებელს საშუალება ექნება, ექსპონატებთან ერთად, სოლიკო ვირსალაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას გაეცნოს.   

ქართველი მხატვრის ნამუშევარი სოთბის აუქციონზე მოხვდა

გამოქვეყნებულია კულტურა
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2015 14:30

23 წლის ქართველი მხატვრის ლევან სონღულაშვილის ნამუშევარი სოთბის აუქციონზე მოხვდა. მისი ნამუშევრები უდიდესი პოპულარობით სარგებლობს საზღვარგარეთ. მისი ნახატები მსოფლიოში ცნობილი ადამიანების კერძო კოლექციებშია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ამ ეტაპზე მსოფლიოს წამყვანი სოთბის არტ აუქციონია. ამ აუქციონისთვის მისმა ორგანიზატორებმა აირჩიეს ლევან სონღულაშვილის ნამუშევარი სახელწოდებით “მედუზა”, რომელიც ოქტომბერში ნიუ-იორკში გამოიფინება.

 

 

გამოფენა „გზა გერმანიის გაერთიანებისკენ“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2015 15:26

2015 წელს 25 წელი სრულდება გერმანიის გაერთიანებიდან. 1990 წლის 3 ოქტომბერს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შეუერთდა. ამით დასრულდა გერმანიის 40 წლიანი გაყოფის პერიოდი. ამ თარიღთან დაკავშირებით გერმანიის სოციალისტური ერთიანობის პარტიის დიქტატურის შეფასების ფედერალურმა ფონდმა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნეს გამოფენა, რომლის ნახვაც შესაძლებელი იქნება 18-დან 22 სექტემბრამდე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (გუდიაშვილის ქ. 7). გერმანიის საელჩო თბილისში წარმოგიდგენთ გამოფენის ქართულ ვერსის.

 გამოფენის „გზა გერმანიის გაერთიანებისკენ“ ტექსტები და 150-ზე მეტი ფოტო და ფაქსიმილია აღწერენ, თუ როგორ მოულოდნელად დადგა გერმანიის გაერთიანების საკითხი გერმანიისა და საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში გდრ-ში მშვიდობიანი რევოლუციის შედეგად 1989 წელს. გამოფენა ასახავს გერმანიის შიდა მოვლენების განვითარებასა და დიპლომატიურ მოლაპარაკებებს, რამაც 1990 წელს შესაძლებელი გახადა გერმანიის გაერთიანება.

 თვითმხილველები 1990 წელს იხსენებენ. მათი მოსმენა შეგიძლიათ 18 ვიდეოჩანაწერში, რომლებსაც ინტერნეტში გამოიძახებთ საგამოფენო პლაკატებზე გამოსახული QR-კოდების მეშვეობით. კოდები მოგვაწოდა პროექტმა „Gedächtnis der Nation“.

 18 სექტემბერს 19.00 საათზე გამოფენას გახსნის გერმანიის ელჩი საქართველოში, ქალბატონი ბეტინა კადენბახი გამოფენის ავტორთან და კურატორთან, დოქტორ ულრიხ მელერტთან ერთად, რომელიც დიქტატურის შეფასების ფედერალური ფონდის მეცნიერებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილებას ხელმძღვანელობს.

ტიანძინის საერთაშორისო გამოფენაზე მძიმე ვერტმფრენის თანამედროვე მოდელი წარმოადგინეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 10 სექტემბერი 2015 12:59

ჩინეთისა და რუსეთის ავიაკონსტრუქტორების მიერ ეთობლივად წაროებული მძიმე ვერტმფრენის თანამედროვე მოდელი პირველად წარმოადგინეს ტიანძინის საერთაშორისო ვერტმფრენების გამოფენაზე. ამის თაობაზე საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.

ჩინეთის საავიაციო გაერთიანების მთავარი ინჟინერის მოადგილის ხუან ჩუანიუეს თქმით, ახალი ვერტმფრენი შემუშავებულია ჩინეთის გეოგრაფიული რელიეფის გათვალისწინებით და მას კარგად შეუძლია მუშაობა უამინდობისა და მაღალი ტემპერატურის პირობებში.

თანამედროვე მძიმე ვერტმფრენის მოდელის წონა 38,2 ტონას შეადგენს. მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ საათში. ფრენის მაქსიმალური სიშორე - 630 კმ. ფრენის მაქსიმალური სიმაღლე - 5700 მ. ვერტმფრენს შეუძლია კონტეინერებისა და მძიმე ექსკავატორების გადაზიდვა.

„ჩინეთს სჭირდება ასეთი სახის ტექნიკა, რათა მან შესძლოს სტიქიური უბედურებების დროს მოსახლეობისათვის დახმარების ოპერატიულად გაწევა, როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაზე“, - დასძინა ხუან ჩუანიუემ.

თბილისში WinExpo Georgia 2015 მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 06 ივნისი 2015 11:12

თბილისში, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-8 საერთაშორისო გამოფენა - WinExpo Georgia 2015 - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ გახსნა.

”ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ საქართველოში მეღვინეობა-მევენახეობის შემდგომ განვითარებას. დღევანდელი ღონისძიება, ისევე როგორც სხვა მსგავსი საერთაშორისო გამოფენები მნიშვნელოვანია დარგის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციის თვალსაზრისით. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო და ვიამაყოთ ჩვენი ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

გამოფენაში მონაწილეობას 100-მდე კომპანია იღებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, გერმანიიდან, უკრაინიდან, პორტუგალიიდან, მოლდოვადან, იტალიიდან. 

გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები, ასევე შესაფუთი მასალები, მანქანა-დანადგარები, გადამამუშავებელი ხაზები, მინის ტარისა და საცობების მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიები. დამთვალიერებელს შეუძლია დააგემოვნოს სხვადასხვა კომპანიის პროდუქცია, ქვევრის ღვინო, ქართული ტრადიციებით დამზადებული ყველი. წელს გამოფენაზე ღვინის ცნობილ მწარმოებლებთან ერთად წარმოდგენილი იქნება მცირე და ოჯახური მარნების პროდუქცია.

გამოფენის ფარგლებში, 5 და 6 ივნისს, ღვინისა და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაციის OIV-ის ოფიციალური პატრონაჟით ღვინის მე-7 საერთაშორისო კონკურსი “International Wine Competition” ჩატარდება. კონკურსის ჟიურის წევრები საერთაშორისო ექსპერტები, ენოლოგები და ღვინის ცნობილი ჟურნალისტები არიან. კონკურსში მონაწილეობას  80-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია და მცირე მარანი იღებს.

კონკურსში გამარჯვებული კომპანიების დაჯილდოების ცერემონია 7 ივნისს გაიმართება.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-8 საერთაშორისო გამოფენის - WinExpo Georgia 2015 მხარდამჭერები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტოა. გამოფენა  საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ ორგანიზებით ტარდება.

გვერდი 5/ 5-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური