გამოფენა „ჩეხური სპორტის მარგალიტები"

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 20 მაისი 2016 11:42

საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ქართულ სპორტის მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში  გამოფენა „ჩეხური სპორტის მარგალიტები" მოეწყო. აღნიშნული ღონისძიების საშუალებით საზოგადოება გაეცნო ჩეხოსლოვაკი და ჩეხი სპორტსმენების მიღწევებს  სპორტის სხვადასხვა სახეობაში, დაწყებული 1918 წლიდან.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, პრაღის უნივერსიტეტის ისტორიისა და ხელოვნების პროფესორი მიროსლავ ტირში და სხვა მოწვეული სტუმრები.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სპორტის სხვადასხვა სახეობათა ამსახველი პლაკატები, რომლებშიც ყოფილი ჩეხოსლოვაკიის და ჩეხეთის სპორტსმენებმა უმაღლეს მწვერვალს მიაღწიეს.

ქართული სპორტის მუზეუმი  სპორტული საზოგადოება „შევარდენის"  (ჩეხურად "სოკოლი") ისტორიულ მასალებს ექსპოზიციას შეჰმატებს. ფოტოებზე  ევროპული ტანვარჯიშის სხვადასხვა სახეობა და მძლეოსნობის ზოგირთი დისციპლინის ორიგინალური ვარჯიშებია ასახული. მათი ერთ-ერთი ავტორი პრაღის უნივერსიტეტის ისტორიისა და ხელოვნების პროფესორი მიროსლავ ტირშია. სოკოლის მოძრაობა დიდი პოპულარობით სარგებლობდა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

14 აპრილს EXPOMED BATUMI 2016 გაიხსნება

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 12 აპრილი 2016 14:31
14 აპრილს, 12 საათზე , ქალაქ   ბათუმში, სასტუმრო ,,შერატონში’’ ,,სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის’’ პირველ საერთაშორისო გამოფენა ,,EXPOMED BATUMI  2016 ’’ გაიხსნება.
 
გამოფენა 4–16 აპრილს საგამოფენო კომპანია ,,GEONET EXPO’’-ს ორგანიზებით იმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები, სამედიცინო დაწესებულებები და სასწავლებლები, სტომატოლოგიური კლინიკები, აფთიაქები, წამლის მწარმოებელი კომპანიები, ჰიგიენური და კოსმეტიკური მოვლის თანამედროვე საშუალებები, წამყვანი პლასტიკური ქირურგიის კლინიკები და სამედიცინო ტურიზმში მოღვაწე კომპანიები.
 
საერთაშორისო გამოფენა ,,EXPOMED BATUMI  2016’’  ხელს შეუწყობს რეგიონში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას. მოწვეული იქნება სხვადასხვა  ქვეყნის  წამყვანი სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლები. გამოფენის მსვლელობისას  ჩატარდება პრეზენტაციები, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების წარდგენა,  მომავალი თანამშრომლობის მიზნით გაფორმდება ხელშეკრულებები და მოეწყობა  ორმხრივი შეხვედრები. გამოფენაში მონაწილეობას ღებულობენ კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან : საქართველო, რუსეთი, თურქეთი, უკრაინა, სომხეთი, ირანი,  გერმანია, ამერიკა.                                 
 
,,EXPOMED BATUMI 2016’’ თანაორგანიზატორები არიან: აჭარის ა.რ. მთავრობა,  აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია, მედია მხარდამჭერი -  აჭარის ტელევიზია და ტვ 25,  გაზეთი ,,აჭარა" და  ,,CAUCASUS BUSINESS WEEK’’.

გამოფენა „მომავალი შენია“

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 25 მარტი 2016 10:17

თელავში განათლებისა და დასაქმების მასშტაბური გამოფენა „მომავალი შენია“გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო კახეთის რეგიონში მოქმედი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების პროგრამები და სტუდენტების მიერ წარმოებული პროდუქცია.

გამოფენის მიზანი იყო  ერთიან სივრცეში  თავი მოეყარა თელავის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების, მათი მშობლების, სამუშაოს მაძიებლების, ბიზნესის, დამსაქმებლებისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის, რათა შემდგარიყო დიალოგი მხარეებს შორის და მაქსიმალურად მიეღოთ ინფორმაცია ქვეყანაში პროფესიული განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. ასეთი ღონისძიებების მიზანია  ხელი შუწყოს საჯარო-კერძო პარტნიორობას და დასაქმებას.

განათლებისა და დასაქმების გამოფენის ეს ფორმატი ეხმიანება იმ ახალ გამოწვევას, რომელსაც საქართველოს მთავრობა პროფესიული განათლების რეფორმის სახით საზოგადოებას სთავაზობს და ეხმარება  ყველა დაინტერესებულ მხარეს კოორდინირებული თანამშრომლობის ფარგლებში, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია განათლებისა და  დასაქმების შესაძლებლობებსა და რეგიონში არსებულ შრომის ბაზრის მოთხოვნებზე.

ღონისძიება თელავი-ბიბერახის (გერმანია) პარტნიორობის კომიტეტის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

„ნუმიზმატიკური საგანძურის“ გამოფენა-სიმონ ჯანაშიას მუზეუმში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 10 მარტი 2016 12:46

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მუდმივმოქმედი „ნუმიზმატიკური საგანძურის“გამოფენა გაიხსნა.გამოფენა ლიბერთი ბანკის ხელშეწყობით გაიმართა .  „ნუმიზმატიკური საგანძურის“ ექსპოზიციით საზოგადოებამ გაიცნო საქართველოს ტერიტორიაზე ფულის მომოქცევის ისტორია ძვ.წ VI საუკუნიდან 1834 წლამდე. გამოფენა პრემონეტარული ნივთების გაცნობით დაიწყო, სადაც წარმოდგენილი იყოსხვადასხვა წონისა და ზომის ბრინჯაოს მასიური რგოლები (ძვ.წ. II-I ათასწლეული), კაური(ინდოეთის ოკეანეში გავრცელებული მოლუსკის ნიჟარა) და შრომის სხვადასხვა იარაღი,რომლებიც უძველეს დროში საქონლის ღირებულების საზომად გამოიყენებოდა. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იყო კოლხური თეთრის იშვიათი ნიმუშები, კოლხეთის მეფის აკის სტატერი, ალექსანდრე მაკედონელისა და ლისიმაქეს სტატერების ადგილობრივი მინაბაძები, რომის პირველი იმპერატორის ოქტავიანე ავგუსტუსის დენარებისა და რომაული საიმპერატორო აურეუსების იბერიული იმიტაციები. დამთვალიერებლისათვის პირველად გამოიფინა ქართულ-სასანური იშვიათი დრამები,ჯაფარიანების თბილური დირჰემები, ბაგრატიონების ბიზანტიური ტიტულიანი ვერცხლის ქართული საფასეები, დავით აღმაშენებლის ვერცხლის მონეტა, რუსუდან დედოფლის უნიკალური დრამა, გიორგი IV ლაშას უნიკალური სპილენძის მონეტა, ყვარყვარე ათაბაგის,იმერეთისა და ქართლ-კახეთის მეფეების მონეტები. „საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი მონეტები, რომლებიც 27 საუკუნეს ითვლის,ზუსტად ასახავს ქვეყნის იმდროინდელ კულტურულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურმდგომარეობას, რაც მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროა სახელმწიფოსათვის. გამოფენა გახსნეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ლიბერთი ბანკის ფინანსურმა დირექტორმა დავით მელიქიძემ. ,,ლიბერთი ბანკი“ მუდამ მზადაა, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფოს კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ღონისძიებაში’’ განაცხადა ლიბერთი ბანკის ფინანსურმა დირექტორმა დავით მელიქიძემ. ნუმიზმატიკის კაბინეტი საქართველოში პირველად ეროვნული მუზეუმის ეგიდით სვანეთის მუზეუმში გაიხსნა. ამჯერად კი, ასეთი ფართო მასშტაბით, პირველად წარედგინა საზოგადოებას.

ქართული მევენახეობა-მეღვინებისადმი მიძღვნილი გამოფენა ბორდოში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 12:53

2017 წელს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ღვინის ცივილიზაციისმსოფლიო ცენტრში  ქართული მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა მოეწყობა. ღონისძიება საქართველოს, როგორც ღვინის კულტურისა და უძველესი ცივილიზაციის მქონე ქვეყნის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია,  რომ  საქართველო იქნება პირველი მიწვეული ქვეყანა, რომელიც  ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში  მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილ გამოფენათა ციკლს გახსნის.

ღონისძიების მნიშვნელობიდან გამომდინარე, გამოფენის წარმატებით და მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით, გამოფენის საორგანიზაციო საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია შეიქმნა. კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები შედიან, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია უხელმძღვანელებს.

დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2017 წელს ქალაქ ბორდოში ღვინის ცივილიზაციის ცენტრში გასამართი ქართული მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი გამოფენის ჩატარებისთვის შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრაზე  გამოფენის კონცეფციაზე და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს. კომისიის წევრებმა  ღვინის ცივილიზაციის ცენტრისთვის გადასაცემად საინფორმაციო მასალების და შესაბამისი ლიტერატურის მომზადების და გამოფენაზე წარდსადგენი ღვინის სახეობების შერჩევის  საკითხებიც განიხილეს.

,,დღეს, როდესაც საქართველო ევროპასთან ინეგრაციის გზაზე დგას, ამასთან გაფორმებული გვაქვს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), ქართული პროდუქციის და ზოგადად, საქართველოს პოპულარიზაცია და პოზიციონირება ევროკავშირის ქვეყნებში ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ბორდო წარმოადგენს მეღვინეობის მსოფლიო ცენტრს. შესაბამისად, ბორდოს ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში  საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს წარდგენა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს მასშტაბით. მნიშვნელოვანია, რომ გამოფენაზე საქართველო წარსდგეს არა მხოლოდ ერთი - მეღვინეობის მიმართულებით, არამედ კომპლექსურად - კულტურული, ეთნოგრაფიული, ისტორიული მიმართულებითაც. სწორედ ამიტომ, გამოფენის საორგანიზაციო ჯგუფში ჩართულია სოფლის მეურნეობის, საგარეო საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების, კულტურის და ძეგლთა დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების წარმომადგენლები“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

როგორც შეხვედრაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმაელჩმა საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონემ აღნიშნა,  ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრმა პირველ საპატიო სტუმრად საქართველო როგორც ღვინის სამშობლო, ღვინის ცივილიზაციის აკვანი, მიიწვია. ფაქტი, რომ მეღვინეობის მსოფლიო ცენტრში საქართველო იქნება წარმოდგენილი,  მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს  ქვეყნის პოპულარიზაციას.

სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონე,  ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ასოციაცია ,,ქართული ღვინის“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი, საგარეო საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, ასევე ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქალაქ ბორდოში ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრი 2016 წლის 31 მაისს საზეიმოდ გაიხსნება. მასშტაბური კომპლექსის აშენებაქალაქ ბოროდს მერის, ალან ჟუპეს ინიციატივას წარმოადგენს. ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში ნაკლებად იქნება წარმოდგენილი მუზეუმისთვის დამახასიათებელი არქეოლოგიური ნაწილი. აღნიშნული ცენტრი, რომელიც 14 ათას კვადრატულ მეტრზე იქნება განლაგებული, თანამედროვე არქიტექტურითა და ტექნოლოგიებით იქნება გამორჩეული. ცენტრში წარმოდგენილი იქნება დარგში არსებული უახლესი მიღწევები. 

დალი ხაჭაპურიძის პერსონალური გამოფენა კულტურის ცენტრში

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 29 იანვარი 2016 14:00

ფოლკლორის ცენტრის საგამოფენო დარბაზში დალი ხაჭაპურიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. პროფესიით ქიმიკოსმა, თვითნასწავლმა მხატვარმა ექსპოზიციაზე ქვილთი, ბატიკა, ფერწერული ნამუშევრები და ქარგულობა წარმოადგინა. 

მან სახვით და გამოყენებით  ხელოვნებაში მოღვაწეობა 62 წლის ასაკში დაიწყო. გამოფენა ფოლკლორის ცენტრის საგამოფენო დარბაზში 5 თებერვლამდე გაგრძელდება და მხატვრის დაბადებიდან 75 წლის იუბილეს ეძღვნება . 

კალის ჯარისკაცების გამოფენა

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 25 დეკემბერი 2015 17:51

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმაკოლექციონერ გრიგოლ რობაქიძის კალის ჯარისკაცების გამოფენა დაათვალიერა.

საგამოფენო დარბაზში „იოტა როიალი“ ორი ექსპოზიცია - ზუგდიდის დადიანების სასახლისადა „შატო დე ჰიერფონის“ ისტორიული მაკეტები იყო წარმოდგენილი. ავტორმა დაახლოებითათას ასზე მეტი ჯარისკაცი გამოფინა, დამხმარე მასალებად კი თიხა, ხე და თექა გამოიყენა.

აღნიშნული მაკეტები ათი ოსტატის მიერ დაახლოებით წელიწად ნახევარში დამზადდა. ექსპოზიციის ავტორი გრიგოლ რობაქიძე კალის ჯარისკაცებს 37 წლის განმავლობაში აგროვებდა.

საგამოფენო პროექტები ”ოლესია თავაძე - ჩემი რობერტ ფროსტი” და ”საახალწლო ვარიაციები” დღეს გაიხსნება

გამოქვეყნებულია კულტურა
ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2015 13:59

საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი დღეს, 18 საათზე საგამოფენო პროექტებს ”ოლესია თავაძე - ჩემი რობერტ ფროსტი” და ”საახალწლო ვარიაციები” გამართავს. 

რობერტ ფროსტი (1874-1963) პოეტი-ფილოსოფოსია, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია XX ს-ის ამერიკულ კულტურაში. პოეტის შემოქმედება ადამიანური არსებობის ფუნდამენტურ საკითხებს ეხება და საოცარი სიღრმით გადმოსცემს ინდივიდის მარტოსულობას გარემომცველ სამყაროში. რ.ფროსტი პირველი ამერიკელი პოეტია, რომელიც 1961 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაციის ოფიციალურ ცერემონიაზე იქნა მიწვეული.

საგამოფენო პროექტი “ჩემი რობერტ ფროსტი,“ მნახველს წარუდგენს მხატვარ ოლესია თავაძის არაორდინალურ მხატვრულ ექსპერიმენტს - ჩინური ხელოვნებით ინსპირირებულ გრაფიკულ ნამუშევართა სერიას, რომელიც ვიზუალურ სახეებად ტრანსფორმირებული რ. ფროსტის 36 ლექსისაგან შედგება. თანამედროვე ქართული ხელოვნების ამ ორიგინალური ნამუშევრებით, კიდევ ერთხელ წარმოჩნდება განსხვავებული მხატვრული ტრადიციების მქონე კულტურათა დიალოგის და საქართველოს, როგორც ამ კულტურათა შეხვედრის ადგილის მნიშვნელობა. 
პროექტი განხორციელდა საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრის მიერ. 
პროექტის ხელმძღვანელი - ნინო სიმონიშვილი; ვიდეო-ინსტალაცია - თინათინ ლუტიძე; გრაფიკული დიზაინი - ნინო ჩაჩხიანი; სამეცნიერო ასისტენტი - ელინა ვალაიტე; ტექნიკური დირექტორი - რობერტ მიმინოშვილი. 

შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით კი პატარებისთვის მუზეუმის საგანმანათლებლო გალერეაში გამოფენით: ”საახალწლო ვარიაციები” ოლესია თავაძე დამთვალიერებლის წინაშე წარდგება დეკორატიულ - გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებით:თოჯინებით, აპლიკაციებით, მხატვრის მიერ შექმნილი კოსტუმებითა და ფერწერით. 

 

ათენში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო პალატის ექსპოზიციაა წარმოდგენილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 06 დეკემბერი 2015 20:22

ათენში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა მიმდინარეობს, რომელშიც ერთ–ერთი პავილიონი აფხაზეთს აქვს დათმობილი. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს ექსპოზიციაზე აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო პალატა წარმოადგენს.

აფხაზური საინფორმაციო სააგენტოები გამოფენაში მონაწილეობის ფოტომასალასაც აქვეყნებენ. ღონისძიება საბერძნეთის ტურიზმის სამინისტროს ხელშეწყობით ტარდება და მასში 120–ზე მეტი ტურისტული კომპანია მონაწილეობს.

კულტურის მინისტრს არსებულ ფაქტზე ინფორმაცია აქვს. მისი განცხადებით სამინისტრო მომხდარს რეაგირების გარეშე არ დატოვებს.

„ფაქტის შესახებ ვიცი, თუმცა დეტალები ვის მიერ იყო ორგანიზებული ეს გამოფენა არ ვიცი. ახლა დეტალებს ვარკვევ და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება აუცილებლად იქნება თუ ეს დადასტურდება,“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა-ქეთი მელქაძის ნამუშევრები

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 04 დეკემბერი 2015 14:13

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო დარბაზში მოქანდაკე ქეთი მელქაძის ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. 

ექსპოზიციაზე მოქანდაკის  მიერ მეტალის ბადის გამოყენებით შექმნილი 60-მდე სკულპტურული ნამუშევარია წარმოდგენილი. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა აუტიზმის მქონე ინდვიდების მხარდასაჭერ ღონისძიებებს მოხმარდება. ექსპოზიციას საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუაც დაესწრო. 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური