“სამართლიანობა ხოჯალოს” საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში თბილისში, აზერბაიჯანელი მხატვრების გამოფენა გაიხსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 19 თებერვალი 2020 12:27

თბილისში, მირზა ფათალი ახუნდოვის კულტურის ცენტრში, აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერით, “სამართლიანობა ხოჯალოს” საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში აზერბაიჯანელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.

გამოფენა ეძღვნება „ხოჯალოს“ ტრაგედიის 28 წლისთავს. ღონისძიების მიზანს წარმოადგენს აღნიშნული გამოფენის დახმარებით  „ხოჯალოს“ ტრაგედიის შესახებ მწარე სიმართლე მსოფლიოს თანამეგობრობის ყურამდე მიიტანოს.

აზერბაიჯანის საელჩოსთან ერთად, გამოფენის ორგანიზატორია აზერბაიჯანული E-MEDIA GROUP. გამოფენაზე წარმოდგენილია აზერბაიჯანელი პროფესიონალი მხატვრების მიერ შესრულებული 50-მდე ნამუშევარი, რომლებიც „ხოჯალოს“ ტრაგიკულ მოვლენებს ასახავს.

ღონისძიება წუთიერი დუმილით დაიწყო, რომელიც დაღუპულების ხსოვნას მიეძღვნა. მოგვიანებით ნაჩვენები იქნა აზერბაიჯანული E-MEDIA GROUP-ის მიერ მომზადებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც „ხოჯალოს“ ტრაგიკულ მოვლენებს მიეძღვნა. 

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა, რომელმაც ანიშნა, რომ „ხოჯალოს“ ტრაგედია წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან დანაშაულს ჩადენილს მსოფლიოს წინაშე. “სამართლიანობა ხოჯალოს” საერთაშორისო კამპანიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და მსოფლიოს თანამეგობრობას სამართლიანი ინფორმაცია მიაწოდა „ხოჯალოს“ ტრაგედიის შესახებ“, - აღნიშნა აზერბაიჯანელმა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, რომ ღონისძიება სახელწოდებით „ხოჯალოს ისტორიის სისხლიანი მოგონებები“ დაიწყო აზერბაიჯანში მიმდინარე წლის 2 თებერვალს. ანალოგიური ღონისძიებები ჩატარდა გუბასა და გიანჯაში. 

ასეთივე გამოფენა უახლოეს დღეებში სტამბულში, ანკარასა და იზმირში გაიხსნება.

ავთანდილ ოთინაშვილი

 

ევროსაბჭოში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო-გამოფენა გაიხსნა

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 28 იანვარი 2020 14:29

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო-გამოფენა სახელწოდებით „ზამთარი საქართველოში“ (Georgia in Winter) გახსნა. 

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეული პრეზიდენტი ჰენრიკ დაემსი, ასევე საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაცია.

დავით ზალკალიანმა მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ვრცლად ისაუბრა საქართველოში ზამთრის ტურიზმის მზარდ პოტენციალზე.

„ზამთარი საქართველოში ვიზიტორებს დასვენების მრავალ სპექტრს სთავაზობს, იქნება ეს ულამაზესი ლანდშაფტები, ველური ბუნება, მაღალი მთები, განვითარებული სათხილამურო ინფრასტრუქტურა, ქართული სტუმართმოყვარეობა თუ სხვა”,- განაცხადა მინისტრმა.

გამოფენა, რომელიც ორგანიზებულია ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ, ევროპის საბჭოს შენობაში რამდენიმე თვეს გასტანს.

გარდა ამისა, დღეს გაიმართება ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის, ქეთი ჩხიკვაძის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება.

როგორც ცნობილია  სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციაც მონაწილეობს. საპარლამენტო დელეგაციას სწორედ ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტარები საბჭოს 47 ქვეყნის ეროვნული პარლამენტების წევრები არიან. ისინი იკრიბებიან წელიწადში ოთხჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად და მოითხოვენ ევროპის ქვეყნების მთავრობებისაგან ინიციატივასა და გამოხმაურებას. ეს პარლამენტარები თავიანთი ამომრჩევლის - 800 მილიონი ევროპელის - სათქმელს ახმოვანებენ და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, ამრიგად ევროპული ქვეყნების მთავრობები, რომლებიც ევროპის საბჭოში მინისტრთა კომიტეტის სახით არიან წარმოდგენილები, ვალდებულნი არიან, გამოეხმაურონ ასამბლეას.

 

თბილისში ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

გამოქვეყნებულია კულტურა
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი 2019 10:20

11 ნოემბერს, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩომ თბილისში, სლოვაკეთის საელჩოსთან ერთად გამართა ხავერდოვანი რევოლუციის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სურათების გამოფენა „ხავერდოვანი რევოლუცია, ტოტალიტარული რეჟიმის დასასრული ჩეხოსლოვაკიაში“.

ჩეხეთისა და სლოვაკეთის ელჩებმა სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას და გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გარდა ამისა მათ გაიხსენეს იმდროინდელი მნიშვნელოვანი მოვლენები და აღნიშნეს, რომ ხავერდოვანმა რევოლუციამ შესაძლებლობა მისცა ორივე ქვეყანას დემოკრატიული განვითარების ახალ ეტაპზე გადასულიყვნენ.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩომ თბილისში ასევე გამართა ხავერდოვანი რევოლუციის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თანამედროვე ცნობილმა ჩეხმა მუსიკოსებმა, ბატონმა იაროსლავ სვეჩენმა (ვიოლინო) და ქალბატონმა ლუცი ტოზიმ (როიალი). მუსიკოსებმა ვირტუოზულად შეასრულეს ბეთხოვენის, დვორჟაკის, რახმანინოვის და სმეტანას კლასიკური ნაწარმოებები და მათ მსმენელების მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურეს.

ავთანდილ ოთინაშვილი

ტალინის მუზეუმი - „მიკელი“ ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

გამოქვეყნებულია კულტურა
ორშაბათი, 25 მარტი 2019 16:13

ტალინის მუზეუმი - „მიკელი“ ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიცია ეროვნული სააგენტოს მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის მუზეუმში დაცულ სრულ კოლექციასა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კუთვნილ 3 ფერწერულ ტილოს მოიცავს.

გამოფენის პარალელურად, მუზეუმის საგამოფენო სივრცე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებსაც ეთმობა, სადაც სააგენტოს თანამშრომლები ესტონეთში მცხოვრები ქართულენოვანი სათვისტომოსა და ესტონელი მოქალაქეებისთვის პროგრამას - „ვხატავთ ფიროსმანს“ წარმოადგენენ.

გამოფენა, რომელიც ოფიციალურად 23 მარტს გაიხსნა და 5 თვეს გასტანს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ესტონეთის ეროვნული მუზეუმისა და ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება.

ქართული პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი ჩინეთის ბაზარზე პირველად შევა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 14 იანვარი 2019 14:13

გასულ კვირას, სასტუმრო "რედისონში" პრეს-კონფერენცია და "სარტყლისა და გზის" საქართველოს ბიზნეს-სახლის ქართული პროდუქციის გამოფენა ჩატარდა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ქ-ნი ნინო ჩიქოვანი და და ამავე პალატის ოფიციალური წარმომადგენელი ჩინეთში, გუანდუნის პროვინციაში ბ-ნი ბექარ მიქაბერიძე შეხვდნენ ქართული კომპანიის წარმომადგენლებს, რომელთა პროდუქციაც ჩინეთში, იანვარში გახსნილ სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლში გაიყიდება. იანვრის თვეში, თხუთმეტი კომპანიის პროდუქცია კონტეინერით გავა ბათუმის პორტიდან ჩინეთის მიმართულებით. ეს კომპანიები არიან: ქართული ნაციონალური პროდუქტი, კახური ტრადიციული მეღვინეობა "ნენა", ნუგბარი, ქარელის ხილი, მინერალური წყალი, ქართული ზეთისხილის ზეთი, თაფლის ჭაჭა, შპს დეზი, ზეარისი, ქართული ლეგენდა "რირავო", ქართული ლიმონათი და სხვა.

აღნიშნულ პრესკონფერენციაზე განიხილა სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის როლი საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებაში. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. განიხილეს ქართული თაფლის, ყველისა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტის ჩინეთის ბაზარზე შესვლისთვის საჭირო რთული რეგულაციების პრობლემა.

აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა იმ თვალსაზრისით, რომ ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქცია თავისი მრავალფეროვანი ასორტიმენტით პირველად წარდგება.

წყარო: https://4u.ge/ka/qartuli-produqtsiis-mravalferovani-asortimenti-chinetis-bazarze-pirvelad-sheva?fbclid=IwAR1SdBsMwzXYpU2UR0ODJ6OACEpbjwvOSUjDWVKtAq09eex0MBsLiHxwZZQ 

 
 

„ოქროდ ქცეული სიბრძნე“ გამოფენის გახსნა

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 06 დეკემბერი 2018 17:08

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩინეთის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 16 ნოემბერი 2018 15:54

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ახლად დანიშნულმა მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ძი იენჩისთან (Ji Yanchi).
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის აქტუალური თემები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ა.წ. 3-5 დეკემბერს ქ. პეკინში დაგეგმილ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების რიგით მე-7 რაუნდის მნიშვნელობას.  საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის პერსპექტივებს. 
აღინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ მამუკა ბახტაძის ა.წ. 4-6 ნოემბრის ქ. შანხაიში ვიზიტის მნიშვნელობა, რომლის დროსაც მან გამართა ხანმოკლე შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტთან ბატონ სი ძინპინთან და მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საიმპორტო გამოფენაში (China International Import Expo). ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა მომავალში მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის შემდეგომ განვითარებას.  
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლიერება გამოხატა ჩინეთის მიმართ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის გამო და, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება „ერთი ჩინეთის“ პრინციპისადმი (one-China Principle).
ძი იენჩიმ ალექსანდრე ხვთისიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების დიდი იმედი გამოთქვა.

ქართული ღვინის კომპანიები შანხაიში საერთაშიროსო გამოფენაში მონაწილეობენ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 14 ნოემბერი 2018 10:18
ქართული ღვინის მწარმოებელი 30-მდე კომპანია ჩინეთის ქალაქ შანხაიში მიმდინარე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „Prowine China-2018“ მონაწილეობს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართულ ღვინის კომპანიებს უკვე მესამედ ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინონ „Prowein China“-ზე, რომელსაც ტრადიციულად 100 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის, დისტრიბუტორი, იმპორტიორი და ღვინის პროფესიონალი ესწრება.
გამოფენა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენად აზიის რეგიონში. მასში წარმოდგენილია მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის 700-მდე კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები. 
საერთაშორისო გამოფენის მიზანია ჩინეთის ბაზარზე საერთაშორისო მწარმოებლების წარდგენა, რათა ადგილობრივ დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა მიეცეთ გაეცნონ თანამედროვე ღვინის ინდუსტრიას. 
ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე-3 ადგილს იკავებს. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 5,4 მლნ ბოთლი ღვინო.

შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა გაიხსნა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 06 ნოემბერი 2018 14:22

შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა გაიხსნა, რომელშიც 50-ზე მეტი ქართული კომპანია მონაწილეობს. 
გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო, რომელსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა უმასპინძლა. პრემიერმა, ჩინეთის პრეზიდენტსა და გამოფენაში მონაწილე ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებთან ერთად საგამოფენო სივრცე დაათვალიერა.

მთავრობის მეთაური ასევე იმყოფებოდა საერთაშორისო გამოფენის ქართულ პავილიონში, სადაც ქართულ კომპანიებთან ერთად წარმოდგენილია სააგენტოს "აწარმოე საქართველოში", ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს რკინიგზის სტენდები. ისინი დამთვალიერებელს საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და ბიზნესის ხელშემწყობ პროგრამებთან ერთად, ქვეყანაში განხორციელებულ და დაგეგმილ ინოვაციურ რეფორმებს აცნობს. ქართულ პავილიონში თავიანთი პროდუქცია ასევე წარმოდგენილი აქვთ დამწყები ბიზნესის წარმომადგენლებს, ე.წ სტარტაპერებს.

პრემიერ-მინისტრთან ერთად შანხაიში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმყოფებიან.

პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური

გამოფენა „დიახ, მასარიკი“

გამოქვეყნებულია კულტურა
ორშაბათი, 29 ოქტომბერი 2018 14:08

გამოფენა „დიახ, მასარიკი“ წარმოადგენს ჩეხოსლოვაკიის პირველ პრეზიდენტ ტომაშ გარიგ მასარიკს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დამოუკიდებელი ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოს დაარსებაში 1918 წელს. ტომაშ გარიგ მასარიკი არა მარტო  დიდი პოლიტიკოსი და ჩეხოსლოვაკიის დამაარსებელი არამედ აგრეთვე ფილოსოფოსი და მწერალიც იყო.

გამოფენა კონცენტრირებულია იმ იდეაზე რომლის პოპულარიზაციასაც ტ. გ. მასარიკი მთელი სიცოცხლის მანძილზე ახდენდა. მისი ეპოქის ფოტოგრაფების მიერ 20 პანელი წარმოადგენს მასარიკის ფიქრებსა და გამონათქვამებს დაკავშირებულს პოლიტიკასთან, დემოკრატიასთან ან უბრალოდ ადამიანის ყოფით ცხოვრებასთან.

დამატებითი ინფორმაცია წარმოდგენილია როგორც მისი ცხოვრების შესახებ ასევე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და დამოუკიდებელი ჩეხოსლოვაკიის არსებობის პერიოდში ქართულ-ჩეხური პოლიტიკური ურთიერთობების შესახებაც.

ექსპოზიცია წარმოდგენილია ქართულ და ინგლისურ ენაზე.

გამოფენა გაიხსნება ორშაბათს, 2018 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო ბიბლიოთეკაში, სადაც ის განთავსდება 2018 წლის 31 ოქტომბრამდე.

 

შემდეგ ექსპოზიცია გადატანილი იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში  2018 წლის 9 ნოემბრამდე.

გამოფენა მომზადებული იქნა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ ჩეხოსლოვაკიის დაარსების 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად. 

გვერდი 1/ 5-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური