გია ვოლსკი NDI-ის გამოკითხვის შედეგებთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 11 აპრილი 2016 12:41

”NDI-ის მოყვება შლეიფი უნდობლობის. რაც შეეხება სოციალურ თემებს, ნებისმიერი გამოკითხვის გარეშე შემიძლია პირველი ხუთეული დაგისახელოთ, რომელიც ჩამოყალიბებულია და  პირობები ყველას გაუუარესდა. საკმაოდ გართულდა მდგომარეობა, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. დასაქმების ზრდა არის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი - რთულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე ვითარებამ შექმნა ასეთი რთული სოციალური ფონი, მათ შორის საქართველოში," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ  NDI -ის კვლევების შედეგების კომენტირებისას. 

„თქვენი გამოკითხვები ხშირ შემთხვევაში რეალობას აცდენილია“ -ოგბაიძემ “ NDI” გამოკითხვების პრეზენტაცია პროტესტის ნიშნად დატოვა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 16:29

ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“  წევრმა შალვა ოგბაიძემ,  ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის „ NDI” გამოკითხვების პრეზენტაცია  თბილისის საკრებულოში , პროტესტის ნიშნად დატოვა.  მანამდე კი საკრებულოს დეპუტატმა  ორგანიზაციას და მის ხელმძღვანელს ლორა თორნტონს კრიტიკული  გამოსვლა   მიუძღვნა.

„მინდა გადმოგცეთ  და გაგიზიაროთ ჩემი ამომრჩევლის  მოსაზრება თქვენი გამოკითხვების შესახებ.  ა.შ.შ. არასამთავრობო ორგანიზაციის “NDI” საქართველოს ფილიალზე,  სახალხო გამოკითხვის შედეგად 82 % ამბობს , რომ ეს არის მატყუარა ორგანიზაცია, 13 % თვლის, რომ ეს არის  ნახევრად მატყუარა ორგანიზაცია,  მხოლოდ 2 % ამბობს, რომ თქვენი პირიდან ჭეშმარიტება ღაღადებს.

ასევე მინდა გადმომეცა თქვენთვის  ძველი ქართული ანდაზა, „არამკითხე მოამბეო მიტყიპეს და მიადგესო“ . ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას ნიუიორკის მერიაში არავინ მისცემს უფლებას ჩაატაროს პრეზენტაცია განწყობების და არჩევნების წინ რეიტინგების შესახებ. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ,  რომ თქვენი გამოკითხვა ხშირ შემთხვევაში არა ზუსტია და ის  მოსახლეობის   გარკვეული აზრის ზომბირების ერთ ერთი  ფორმაა.

„თქვენს ორგანიზაციას არ ჰქონია კითხვა 7 ნოემბრის, 6 მაისის, 15 ივლისის, 26 მაისის მოვლენების შემდეგ, არ გამოუთქვამს სურვილი გამოეკითხა მოსახლეობის აზრი, თუნდაც გუშინ გავრცელებულ შემზარავ კადრებზე. არასოდეს მომისმენია თქვენი მოსაზრება და მაინტერესებს, თუ როგორ მოიქცეოდა რიგითი ამერიკელი თუ მის შვილებს სასტიკად აწამებდდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მამას განსხვავებული პოლიტიკური ხედვა აქვს?  ან რას იტყოდა რიგითი ამერიკელი თუ მას, ქონებას წაართმევდნენ ან დაუყადაღებდნენ, მხოლოდ თავისუფალად გამოთქმული აზრის გამო?  დამერწმუნეთ, თქვენი განცხადებები ხშირ შემთხვევაში რეალობას აცდენილია,  ეს ჩემი მხრიდან გამოთქმული ყველაზე რბილი შეფასებაა,  ვისურვებდი, რომ ამ რეალობას დაბრუნებოდით.

და ბოლოს გადაეცით  ლუის ნავაროს ის უსინდისო  კაცია. “- განაცხადა შეხვედრაზე შალვა ოგბაიძემ. 

 

გამოკითხულთა პასუხები პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2015 12:38

გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველოს პარლამენტი თბილისში უნდა იყოს. აღნიშნული შედეგი NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევამ აჩვენა. 
გამოკითხულთა მხოლოდ 20% მიიჩნევს, რომ პარლამენტი უნდა მდებარეობდეს ქუთაისში; 71%-ისთვის საკანონმდებლო ორგანოს ადგილი არის თბილისი; 1% აცხადებს, რომ სადმე სხვაგან, ხოლო გამოკითხულთა 8%-მა არ იცის, თუ სად უნდა მდებარეობდეს საქართველოს პარლამენტი. 
NDI-ის კვლევების საველე სამუშაოები მიმდინარე წლის 8 აგვისტოდან 11 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა, გამოიკითხა 4 448 ადამიანი წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილების საშუალო პლუს-მინუს 3,01%-ია. 

NDI-ის კვლევის პასუხები

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2015 11:19

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ 2014 წლის ივნისის შემდეგ ქალაქსა, თუ სოფელში საცხოვრებელი პირობები იგივე დარჩა. 
გამოკითხულთა 9% აცხადებს, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, 2014 წლის ივნისის შემდეგ საცხოვრებელი პირობები მის ქალაქში/სოფელში გაუმჯობესდა, 47% - იგივე დარჩა, 43% - გაუარესდა. 
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 4 448 ადამიანი, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა. 
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და CRRC-საქართველო ატარებს.
აღნიშნული კვლევა ძირითადად, ადგილობრივ თვითმმართველობების საკითხებზეა ორიენტირებული. კვლევის მეორე ნაწილი კი, რომელიც პოლიტიკურ რეიტინგებს და საგარეო ურთიერთობების საკითხებს მოიცავს, ხუთშაბათს გამოქვეყნდება.

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური