PSP სუპერლიგის გამარჯვებული მეოთხედ გახდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 01 ივლისი 2019 17:01

30 ივნისს სუპერლიგის 2018-19 წლების სეზონის ფინალში ერთმანეთს PSP და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვებული ძალიან დაძაბულ თამაშში გამოვლინდა და ზედიზედ უკვე მეოთხედ გამარჯვებული PSP გახდა.

PSP მატჩის დასაწყისშივე დაწინაურდა, თუმცა მოწინააღმდეგე გუნდმა რამდენჯერმე გაათანაბრა ანგარიში. საბოლოოდ კი, ანგარიშით 5:4 გამარჯვებული PSP-ს გუნდი გახდა. თამაში უხვგოლიანი და ძალიან დაძაბული იყო, რადგან PSP-სა და GFF-ს გუნდები უკვე მესამედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

„ჩვენთვის, PSP-სთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენიმე წელია, რაც სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვიღებთ მონაწილეობას და გამარჯვებასაც ვაღწევთ. ასეთ გამოცდილ გუნდთან უპირატესობას გუნდურობა გვაძლევს. ჩვენი მოწინააღმდეგე უმაღლეს ლიგებში თამაშობდა და ძალიან რთულია მათთან დაპირისპირება. ფინალში კარგად ორგანიზებულნი ვიყავით; გუნდის თითოეულმა წევრმა და მწვრთნელებმა მთელი წლის განმავლობაში დიდი შრომა ჩავდეთ, რამაც დღევანდელ გამარჯვებამდე მოგვიყვანა.

ჩვენი გამარჯვება მთელი PSP-ს გულშემატკივრობის დამსახურებაცაა. PSP ყოველთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერია, ასევე ძალიან ბევრი პროექტის, რომელიც სპორტსა და ჯანსაღ ცხოვრებას უწევს პოპულარიზაციას“ - აცახდებენ PSP-ში.

ქართველი სუმოისტი იმპერატორის თასის გამარჯვებულია

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 27 იანვარი 2018 13:14

ქართველი სუმოისტი, ლევან გორგოძე ჰაცუ ბაშუს გამარჯვებულია. გორგოძე, რომელიც ტოჩინოშინის წოდებას ატარებს კარიერაში პირველად დაეუფლა იმპერატორის თასს.

ბაშოს მე-14 დღეს გორგოძეს 13 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს - ბაშოს დასრულებამდე 1 დღე რჩება და ის კონკურენტებისთვის მიუწვდომელია.

ლევან გორგოძე გახდა მესამე ევროპელი, რომელმაც ტოკიოში ტრიუმფი მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მომავალი ბაშოსთვის დაწინაურდება და სეკივაკეს წოდებას მიიღებს. 

ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის მორიგი ეტაპის გამარჯვებულია

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 26 ივლისი 2017 11:40

საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრების წევრი, ირმა ხეცურიანი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის მორიგი ეტაპის გამარჯვებული გახდა.
ხეცურიანმა მსოფლიო თასის ფინალში, ტაილანდელი პარასპორტსმენი 15:8-ით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ვულოცავთ ირმას ამ გამარჯვებას.

გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის კონკურსის გამარჯვებული

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 16 თებერვალი 2016 14:57

თბილისში გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის შესარჩევი კონკურსის გამარჯვებულად  ნიკოლოზ გურაბანიძე დასახელდა. 
აღნიშნულის თაობაზე განცხადება 
 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც ლია ჯახველაძემ აღნიშნა,  
ძველ უბნებისთვის იერსახის შენარჩუნების მიზნით,  კონკურსის პირობებში   შესაფერისი აბრების დიზაინის მოთხოვნა იყო გათვალისწინებული.
კონკურსის ჩატარების აუცილებლობა 
დედაქალაქში  ამ მიმართულებით არსებულმაგარკვეული სახის პრობლემებმა გამოიწვია.
დეპუტატის თქმით, 
ქალაქის უმეტეს ნაწილში ქუჩების აღმნიშვნელი აბრები არაადამონტაჟებული, რიგ შემთხვევებში კი არაერთი ბეჭდვური შედომაა დაშვებული.
,,ბოლო პერიოდის განმავლობაში, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა პრობლემისმოგვარების, კერძოდ, გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელები აბრების დიზაინისშემუშავების თაობაზე.
საკითხის დეტალურად შესწავლის მიზნით, გავეცანით საერთაშორისო გამოცდილება,რადგან ვფიქრობთ, რომ თბილისმა ისტორიული ფასეულობების გათვალისწინებით,ევროპულ ქალაქებში ამ მიმართულებით არსებულ ტენდენციებს უნდა უპასუხოს’’,-აღნიშნა ლია ჯახველაძემ.
კომისიის ინიციატივით, დედაქალაქისა და ასევე საკრებულოს არსებობის ისტორიაში დიზანის შესარჩევი კონკურსი  პირველად  გამოცხადდა და შემოსული განცხადებების გადარჩევის საფუძველზე შერჩეული 6 კონკურსანტის ესკიზებიდან გამარჯვებულად ნიკოლოზ გურაბანიძის  ნამუშევარი დასახელდა.   
 ლია ჯახველაძის განცხადებით,   
გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელი აბრების დიზაინისკონკურსი  2015 წლის 6 ივლისს  გამოცხადდა  და მასში მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულმა პირმა შეძლო.

საქართველო გუგლის შეჯიბრში ჩაერთო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 11:42
კომპიუტერული პროგრამირების კონკურსში, გუგლ ჰეშ კოდი, რომელიც სან დიეგოს სახელმწიფო უნვერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა, საქართველოდან 100 მონაწილე დარეგისტრირდა. 93 ქვეყნის 17 ათასმა მონაწილემ გუგლის პარიზის ოფისიდან დავალება ერთდროულად მიიღო. კომპიუტერულ ინჟინერიაში ლოგიკური ამოცანის გადასაჭრელად კონკურსანტებს 4 საათი ჰქონდათ გამოყოფილი. 15 თებერვალს გაირკვევა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც საკვალიფიკაციო ეტაპს გადალახავენ. გუგლ ჰეშ კოდის ფინალი მარტში - პარიზში გაიმართება.

ამირან პაპინაშვილი აბუ-დაბის გრან სლემის გამარჯვებული გახდა

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 10:27

ამირან პაპინაშვილი არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოს საერთაშორისო ტურნირის - გრან სლემის გამარჯვებული გახდა. 60 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე პაპინაშვილმა 5 მეტოქე დაამარცხა. ფინალში 27 წლის ქართველმა ძიუდოისტმა მონღოლეთის წარმომადგენელ ცენდოჩირ ცოგტბაატარს სძლია. 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს აბუ დაბიში საქართველოს ნაკრების სხვა წევრებიც იჭიდავებენ. მათ შორის არიან ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი და მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ადამ ოქრუაშვილი.

აბუ-დაბის ტურნირში მონაწილეობს მსოფლიოს 88 ქვეყნის 489 სპორტსმენი.
აბუ დაბის "გრანდ სლემზე"  მედლებისათვის საქართველოს 12 წარმომადგენელი იბრძოლებს - 11 ვაჟი და 1 ქალი.

ტურნირი სამდღიანია.

30 ოქტომბერი

ვაჟები (60,66)
ქალები (48, 52, 57)

31 ოქტომბერი

ვაჟები (73, 81)
ქალები (63, 70)

1 ნოემბერი


ვაჟები (90, 100, + 100)
ქალები (78, + 78)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

-60კგ - პაპინაშვილი ამირან, ჩხვიმიანი ლუხუმ
-66კგ - მარგველაშვილი ვაჟა
-73კგ - შავდათუაშვილი ლაშა
-81კგ - მარგიანი უშანგი
-100კგ - მსხალაძე ალექსანდრე
+100კგ - მატიაშვილი ლევან
-70კგ - ესტერ სტამი

იხილეთ პირდაპირი რეპორტაჟი - www.ippon.tv
იხილეთ შედეგები - www.ippon.org

„მის პლანეტა 2015”-ის გამარჯვებული თინათინ ბაბლუანი გახდა

გამოქვეყნებულია კულტურა
კვირა, 13 სექტემბერი 2015 13:48

სილამაზის საერთაშორისო კონკურსის „მის პლანეტა 2015”-ის გამარჯვებული ქართველი ლამაზმანი, 18 წლის თინათინ ბაბლუანი გახდა. გამარჯვებულს ორგანიზატორებმა ექსკლუზიური ოქროს გვირგვინი გადასცეს.

პირველი, მეორე  და მესამე ,,ვიცე-მის პლანეტა 2015”-ის, ტიტულები შვეციის, ლატვიის და რუსეთის წარმომადგენლებს ერგოთ.

სილამაზის კონკურსის ფინალური ეტაპი თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა და მასში მსოფლიოს 26 ქვეყნის ლამაზმანი მონაწილეობდა. კონკურსის ჟიური 20 სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტისაგან იყო დაკომპლექტებული.

შეგახსენებთ, რომ სილამაზის მსოფლიო კონკურსი ნაციონალური კონკურსის ტურით სასტუმრო „რედისონში“ გაიხსნა. ცხრა სექტემბერს კი  კონკურსანტებს „ვიაიპი“ კლუბმა და ევრო პარკმა უმასპინძლა, სადაც კონკურსანტები სხვადასხვა კომპანიებმა დაასაჩუქრეს. 

სილამაზის საერთაშორისო კონკურსი "მის პლანეტა 2015" საქართველოში პირველად ჩატარდა. კონკურსის ორგანიოზატორი სამოდელო სააგენტო „კატრინი“ იყო.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური