ფრანკოფონიის კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 21 მარტი 2019 15:10

ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში, ფრანკოფონია 2019-ის კონკურსების გამარჯვებული მოსწავლეების, სტუდენტებისა და პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ, ბელგიისა და მოლდოვას ელჩებმა საქართველოსა და აზერბაიჯანში ბერტ შჰოფსიმ და გეორგე ლეუკამ, შვეიცარიის საელჩოს პირველმა მრჩეველმა ალვარო ბორგიმ დააჯილდოვეს.

ფრანკოფონია 2019-ის ფარგლებში, საქართველოს ფრანგულმა ინსტიტუტმა საქართველოს სკოლების მოსწავლეების, სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის რამდენიმე ფრანგულენოვანი კონკურსი ჩაატარა, კერძოდ: კალიგრამების შექმნა ფრანკოფონიის 10 სიტყვიდან ერთის გამოყენებით; ვიდეორგოლის შექმნა ფრანკოფონიის 10 სიტყვიდან ერთის გამოყენებით; სლამის (მუსიკალური ტექსტი) შექმნა ფრანკოფონიის 10 სიტყვიდან მინიმუმ ხუთის გამოყენებით; მჭერმეტყველების კონკურსი სტუდენტებისთვის. ასევე ჩატარდა კონკურსი ფრანგული ენის პედაგოგთა შორის, რომლის გამარჯვებულებიც ორკვირიან პედაგოგიურ სტაჟირებას საფრანგეთში, კერძოდ ნიცაში გაივლიან.

კონკურსის - „ჯილდო ცოდნისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 23 იანვარი 2019 16:19

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ კონკურსის - „ჯილდო ცოდნისთვის” გამარჯვებულები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა დააჯილდოვა.

ღონისძიებაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ პროექტი - „ჯილდო ცოდნისთვის“ 2019 წელსაც გაგრძელდება და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

კონკურსში მონაწილეობა მიიღო 3655 მოქალაქემ, რომელთაგან 50 გამარჯვებული გამოვლინდა. ყველა გამარჯვებულს თავდაცვის სამინისტროსგან სამხედრო თემატიკის წიგნები, ხოლო პირველ საპრემიო ადგილებზე გასულ კონკურსანტებს - ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

თავდაცვის სამინისტროს ონლაინ-ტესტირების კონკურსი სამხედრო ისტორიის, საერთაშორისო ურთიერთობების, სამხედრო-პოლიტიკურ, ასევე უსაფრთხოების საკითხებს მოიცავდა და 2018 წლის 7 ნოემბერიდან 28 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

კონკურსი მიზნად თავდაცვის ძალებისა და სამხედრო ისტორიის პოპულარიზაციას, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავდა.

პროექტი - „ჯილდო ცოდნისთვის“ შეიქმნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტების მიერ, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით.

სტუდენტთა ოლიმპიადის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 22 ივლისი 2016 11:29

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საზოგადოებრივ კოლეჯში პროფესიულ სტუდენტთა ოლიმპიადა სამ პროფესიულ პროგრამაზე გაიმართა: 

  • ვებ პროგრამირება;
  • კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება;
  • სამგანზომილებიანი გრაფიკა 3D MAX.

სულ 10 გამარჯვებული სტუდენტი  გამოვლინდა, მათგან 3 ვებ პროგრამირების, 3 სამგანზომილებიანი გრაფიკა 3D MAX-ის და 4 კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირების მიმართულებით. გამარჯვებული სტუდენტები განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსმა ლაშა ვერულავამ, უფროსის მოადგილემ მამუკა ჯანჯალიამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების საინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინა წეროძემ დააჯილდოვეს. ოლიმპიადის ჩატარების მიზანი იყო მართვის სისტემის სასწავლო პროცესის სტიმულირება, ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით ნიჭიერი პროფესიული სტუდენტის გამოვლენა და წახალისება.

2016 წლის ოლიმპიადაში გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასულები დაჯილდოვდნენ კომპიუტერული ტექნიკის და აქსესუარების სასაჩუქრე ვაუჩერებით და სამახსოვრო სიგელებით.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური