ბათუმის პორტში აშშ-ის სამხედრო ხომალდი Ross (DDG 71) შემოვიდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 22 აპრილი 2019 16:58

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი USS Ross (DDG 71) ბათუმის ნავსადგურს 21 აპრილს ესტუმრება. ვიზიტი ემსახურება აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობით. ეს, გემის პირველი ვიზიტი იქნება საქართველოში.

USS Ross (DDG 71) არის Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი. ხომალდს აქვს ტექნიკური მონაცემები მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები. USS Ross-ის ვიზიტი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულებას ნატოს მოკავშირეებისა მიმართ, პარტნიორებთან კავშირის გაძლიერებითა და რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობით.

USS Ross-ის ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი მეზღვაურები მოინახულებენ ისტორიულ ადგილებს და გააღრმავებენ პარტნიორობას ქართველ კოლეგებთან. ისინი გამართავენ ამხანაგურ საფეხბურთო მატჩს საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან, საკალათბურთო მატჩს ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან და შეხვდებიან ახალგაზრდებს ბათუმის ამერიკულ კუთხეში.

„შავი ზღვის რეგიონში ჩვენი მოკავშირეები ევროპაში უსაფრთხოების შენარჩუნებაში კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ“ – განაცხადა ხომალდის მეთაურმა კაპიტანმა Dave Coles-მა, „ეკიპაჟი და მე მოუთმენლად ველით დინამიურ პირობებში სამხედრო თავსებადობის გაუმჯობესებას და ამ რეგიონის მდიდარი ისტორიისა და კულტურის გაცნობას.“

ხომალდი USS Ross წარმოადგენს ესპანეთის როტის ნაწილს და აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში მონაწილეობას იღებს მრავალმხრივ მისიებში, ხელს უწყობს რა რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას შავი ზღვის რეგიონში. აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდები ხშირად ოპერირებენ შავ ზღვაში მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო კანონების შესაბამისად.

USS Ross-ის მეთაურია კაპიტანი David Coles. ხომალდის ზომებია: სიგრძე – 154 მეტრი,
სიგანე – 20 მეტრი, წყალწყვა – 9.4 მეტრი.

მეხუთე თაობის გამანადგურებლები ევროპაში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 25 აგვისტო 2015 17:22

მეხუთე თაობის გამანადგურებლები ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მიერ განთავსდება. ინფორმაციას ამის თაობაზე ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების მინისტრი, დებორა ლი ჯეიმსი ავრცელებს. მისი თქმით, ფ-22  ტიპის გამანადგურებლების განთავსების მიზანი ნატოს მოკავშირეების გაძლიერებაა. მინისტრს არ დაუდასუტრებია, თუ რამდენი გამანადგურებელი განტავსდება ევროპაში და არც ინიციატივის თარიღი დაუკონკრეტებია, თუმცა მან აღნიშნა, რომ იდეა ძალიან მალე განხორციელდება.

გადაწყვეტილება  ძალების განმტკიცების პროგრამის ფარგლებში  ხორციელდება, რომელიც ნატოს იმ მოკავშირე ქვეყნების მხარდაჭერისთვის ხორციელდები, რომლებიც რუსეთისგან მომავალ საფრთხეს გრძნობენ.  

არიჰაში გამანადგურებელი ჩამოვარდა და შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 04 აგვისტო 2015 13:52

სირიის ჩრდილო აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ არიჰაში გამანადგურებელი ჩამოვარდა და შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორნაციას ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო "სინხუა" ავრცელებს.

სირიის ჩრდილო აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ არიჰაში საბრძოლო გამანადგურებელი ჩამოვარდა, რომელიც მაისის თვის აქეთ "ისლამური სახელმწიფოს" კონტროლის ქვეშაა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნამ 25 კაცი იმსხვერპლა. როგორც "სინხუა" იტყობინება საბრძოლო გამანადგურებელი ქალაქზე თავდასხმის დროს ჩამოვარდა.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური