უკრაინა მზად არ არის: ჩერნობილის ხანძრის გაკვეთილები

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 19 მაისი 2020 13:21

ბოლო რამ, რაც 2020 წლის აპრილშის აჭირო იყო მტანჯველი ომით და პანდემიით შეპყრობილ უკრაინაში, - იყო ახალი დრამა. სამწუხაროდ, ზუსტად ასეც მოხდა.

თვის უმეტესი პერიოდის განმავლობაში, კორონავირუსის კრიზისი და რუსეთთან მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი დროებით უკანა პლანზე გადავიდა ჩერნობილის ზონაში გაჩენილი ხანძრების გამო. ამიტომ უკრაინულ პრესაში მაშინვე გამოჩნდა კრიტიკული წერილებიც. ამ ხანძარმა აჩვენა უკრაინის მოუმზადებლობა ასეთი საგანგებო სიტუაციების დროს და გახდა ერთგვარი გაფრთხილება, რაც იმაზე მიუთითებდა, თუ რა შეიძლება მოსალოდნელი ყოფილიყო ზაფხულის ცხელი თვეების განმავლობაში ქვეყანაში არსებული მაღალი ტემპერატურის შენარჩუნების შემთხვევაში.

ჩერნობილის ზონაში ტყის ხანძრების გაჩენის შესახებ ახალი ამბები პრესაში პირველად 4 აპრილს გამოჩნდა, მაგრამ ამას ერთ კვირაზე მეტი დასჭირდა, სანამ ისინი უკრაინულ სოციალურ ქსელებში გახდებოდნენ განხილვის ცხელი თემა. როდესაც უკრაინელთა უმეტესობამ მეოთხე კვირა სახლში კოროვირუსულ კარანტინში გაატარა, მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდა ტყის ხანძრების ფოტოები სატელიტურ რუქებთან ერთად. ახლომდებარე კიევის მაცხოვრებლებმა ეს სურათები 1986 წლის ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფას შეადარეს და მათ ახალი ბირთვული საფრთხის შიში გაუჩნდათ, რადგან იწვოდა რადიოაქტიური ტყეების მასივები.

როდესაც ქარმა მიმართულება შეიცვალა და კიევისკენ დაუბერა, დედაქალაქის თავზე ჰაერის სქელი მასა ჩამოწვა. შავი იუმორის მოყვარულმა ზოგიერთმა უკრაინელმა იგი შეადარა იმ პირქუშ სცენებს ბიბლიური "ეგვიპტური სიბნელის" დაწყებასთან დაკავშირებით და იკითხა, თუ როდის შეიღებებოდა მდინარე დნეპრის წყლები წითელი ფერის სისხლით. მიუხედავად ამისა, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო და აპრილის შუა რიცხვებამდე, კიევმა პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ქალაქების სიაში - IQAir- ის ჰაერის დაბინძურების გლობალურ რეიტინგის მიხედვით.

”დაბინძურების მაჩვენებელმა კიევში 16–17 აპრილს  380–429 ან მეტს მიაღწია, რაც ორჯერ მეტია ვიდრე ინდოეთის დედაქალაქ დელიში და სხვა ქალაქებში, სადაც ტრადიციულად დაბალი ხარისხის ჰაერია.”

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ მაშინვე უპასუხა ამ მოვლენას და  მოსახლეობას სახლში დარჩენისაკენ მოუწოდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ისედაც სახლებში იყვნენ გამოკეტილნი. მაგრამ ხელისუფლებამ სწრაფად მოაგვარა რადიაციული საფრთხის შესახებ შეშფოთება. უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა დაარწმუნეს ყველა, რომ გამოსხივების დონე ყველგან ნორმის პირობებში რჩებოდა, გარდა ჩერნობილის ზონის შიგნით, ხანძრების მახლობლად. ეს განცხადებები დაადასტურეს მრავალმა დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა, რომლებიც აკვირდებოდნენ სიტუაციას. მათ შორისაა „ჩერნობილის ტურის“ მეგზურმა კატერინა ასლამოვამ, რომელიც 15 აპრილს, ტყის ხანძრის პერიოდში კიევის შემოგარენში ახორციელებდა დაკვირვებას. 

უკრაინელებმა შეაქეს ჩერნობილის ზონაში მომუშავე მეხანძრე-მაშველების ძალისხმევა, მაგრამ ისინი შეშფოთებულნი მაინც იყვნენ მუშახელის და ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის აშკარა ნაკლებობით. ტყის ხანძრების გაჩენისთანავე, „ჩერნობილის ტურის“ ხელმძღვანელის იაროსლავ ემელიანენკოს ინიციატივით გავრცელდა მოწოდება ხელისუფლების მიმართ, უფრო გადამწყვეტი ზომები მიეღოთ ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩერნობილის ტურ-ოპერატორების ასოციაციასთან ერთად, მან ასევე მონაწილეობა მიიღო მოხალისეობრივ კამპანიაში, რათა მეხანძრეებისთვის მიეწოდებინათ საჭირო დამცავი ტექნიკა და ძირითადი საჭიროებები. ემელიანენკოს თქმით, 2020 წლის აპრილის თვის ხანძარი ყველაზე მასშტაბური მოვლენა გახდა ჩერნობილის ზონის ისტორიაში. ხანძრების მასშტაბები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებამ განსაკუთრებულ რადიკალურ ზომებს უნდა მიმართოს.

”ამჟამად, ჩერნობილი აგრძელებს მსოფლიო პოპულარულობის გამოყენებას საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებში, რაც ნიშნავს, იმას, რომ აპრილის ხანძარი ფართოდ იყო გაშუქებული საერთაშორისო მედიაში. თუმცაღა, უნდა ითქვას, რომ უკრაინის ხელმძღვანელობამ გარკვეულწილად დააგვიანა ამ ფაქტზე რეაგირება”.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განცხადება  მხოლოდ ხანძრის გაჩენის მეათე დღეს გააკეთა, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცეცხლი სწრაფად უახლოვდებოდა ყოფილ ატომურ ელექტროსადგურს. ამავე დროს, უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ჯარიმების მნიშვნელოვან ზრდას, ვინც ტყეში ბალახს წვავდა, ან არღვევდა ტყეში ხანძარსაწინააღმდეგო წესებს. იმავდროულად, ხანძრის დაწყებიდან თექვსმეტი დღის შემდეგ, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა გამოაცხადა რეგიონის ტყეებში ხანძრის გაჩენის საწინააღმდეგოდ ოპერაციის დაწყების შესახებ.

ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზები ჯერ გაურკვეველია. ზოგიერთმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ხანძარი გააჩინეს სპეციალურად რათა ახალი ფრონტი შეექმნათ რუსეთის მონაწილეობით უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდულ ომში და ქვეყანაში ვითარების კიდევ უფრო დესტაბილიზაცია მოეხდინათ. სხვები უფრო პროზაულ მიზეზებზე მიუთითებდნენ: ბალახების და სხვა მცენარეულობის დაწვის გავრცელებული პრაქტიკა ხანძრის სავარაუდო მიზეზი შეიძლება გამხდარიყო.

სანამ დისკუსია ხანძრის მიზეზების შესახებ გრძელდება, მათი შედეგები უკვე აშკარაა. იაროსლავ ემელიანენკოს თქმით, ბოლოდროინდელი ხანძრების შედეგები დამღუპველია ბუნებისთვის, ისტორიისთვის და ტურიზმისთვის. სამივე კი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. მას შემდეგ, რაც ჩერნობილის ზონა ძირითადად მიტოვებულ იქნა 1986 წლის აპრილში ბირთვული კატასტროფის შემდეგ, 34 წლის განმავლობაში აქ შეიქმნა ველური ფლორისა და ფაუნის მდიდარი ეკოსისტემა. ამჟამად, ეს აყვავებული და უნიკალური ეკოსისტემა სერიოზულ საფრთხეშია.

დენის ვიშნევსკი ჩერნობილის ბიოსფერული ნაკრძალიდან ამბობს, რომ ძვირფასი მცენარეული სახეობები და მრავალი ცხოველის პატარა სახეობები შეიძლება დაიკარგოს სამუდამოდ ბოლოდროინდელი ხანძრის შედეგად, რამაც გამოიწვია ტყის დიდი ზონების განადგურება.

”ხანძრების შემდეგ არსებული სიტუაციის ფონზე ბუნება იძლევა იმის იმედს, რომ ზოგიერთი ცხოველი შესაძლებელია გადარჩა, ხოლო უფრო დიდმა სახეობებმა, მათ შორის ზონის იშვიათმა მოსახლემ - პრჟევალსკის გარეულმა ცხენებმა, ისევე როგორც მგლებმა და დათვებმა, არ არის გამორიცხული გაქცევა მოახერხეს.”

ეკოლოგები ირწმუნებიან, რომ ხანძარი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ამ ზონის მომავლისთვის და არა მხოლოდ მიყენებულ ფიზიკური ზიანის, არამედ რადიაციის დონის შესაძლო გაზრდის გამოც.

ჩერნობილის უნიკალური ბუნების გამოუსწორებელი დანაკლისის გარდა, ხანძარმა გაანადგურა აგრეთვე არაერთი ისტორიული ნაგებობა და სოფელი. ”ჯამში ხანძრის შედეგად 12 სოფელი დაიწვა, მათ შორის ცნობილი ტურისტული ნაგებობები”, - დაადასტურა ი. ემელიანენკომ. ”ზოგადად, ჩერნობილის ტურიზმის ინდუსტრიამ დაკარგა თავისი მდებარეობების დაახლოებით მესამედი, რომელთა უმეტესი ნაწილი იუნესკო-ს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესვლის პროცესში იყო”.

ჩერნობილის ტურ-ოპერატორთა ასოციაცია ახლა აგროვებს ფულს მეხანძრეებისთვის და სტიქიის ზონის მოსახლეობისა და მეზობელი რაიონების მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც ხანძრის შემდეგ საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ. ჩერნობილის ტურიზმისადმი საერთაშორისო ინტერესი ახლა რეკორდულად მაღალია, რასაც ხელი შეუწყო 2019 წლის HBO სატელევიზიო არხზე გასულმა მინი-სერიალმა. ამ სერიალმა ჩერნობილის თემას მსოფლიო წარმატება მოუტანა. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ეს მარშრუტები შეიძლება ადაპტირებული გახდეს და აღდგენილ იქნას. შესაბამისად, ეს ყველაფერი ბოლოდროინდელი დაზიანების მიუხედავად, ალბათ უზრუნველყოფს ადგილობრივი ტურიზმის შემდგომ გაფართოებას.

მიუხედავად ამისა, ცხადია, რომ ჯერჯერობით უკრაინა ცუდად არის აღჭურვილი ფართომასშტაბიანი ტყის ხანძრების წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს განსაკუთრებით საგანგაშოა იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან მშრალი ამინდის პირობებია მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელი. უკრაინის ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს აპრილის ჩერნობილის ხანძრის გაკვეთილები და მოემზადოს მომავლისთვის უკეთესად. მთავრობის წარმომადგენლებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ ევროკავშირის ბოლოდროინდელი წინადადებები საერთაშორისო დახმარების გაწევის თაობაზე, რათა მომავალში თავიდან აიცილონ ხანძრების გაჩენა სიტუაციის გართულება.

 

აღნიშნული სტატია პირველად გამოქვეყნდა საიტებზე «Atlantic Council» და «UkraineWorld».

ავტორი: ირინა მატვიიშინა

ჟურნალისტი და ანალიტიკოსი UkraineWorld- ში «Интерньюз-Украина»- ში.

ევროკავშირის პროგრამა ქართულ აუდიტორიას უფასო ონლაინ-გაკვეთილებს სთავაზობს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 24 ოქტომბერი 2017 12:47

 ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინტერნეტპროგრამა "კულტურა და შემოქმედებითობა" ქართველ მომხმარებელს ახალ უფასო ონლაინ-კურსებს სთავაზობს.

მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტებისა და ექსპერტების ინტერაქტიული გაკვეთილები დღეისათვის ყველაზე აქტუალურ და მნიშვნელოვან მიმართულებებს ეხება. კურსების გავლა დაგეხმარებათ შეისწავლოთ, როგორ მიიზიდოთ ფულადი სახსრები და რესურსები საკუთარი პროექტების განსახორციელებლად, როგორ განავითაროთ კულტურული ინიციატივები და მოახდინოთ მათი რეალიზება ბიზნესში, როგორ განათავსოთ მედიასა და სოციალურ ქსელებში ინფორმაცია სწორად და თქვენთვის ხელსაყრელად, და ბევრი სხვა.

 

თითოეულ კურსში მრავლადაა მოყვანილი ამა თუ იმ იდეის რეალიზების მაგალითი, დამატებითი ინფორმაცია, ცხრილები და განმარტებები. ყველას, ვინც გაივლის და წარმატებით დაასრულებს ონლაინ-კურსებს, ევროკავშირის პროგრამის სერტიფიკატები გადაეცემა. ეს ხელს შეუწყობს როგორც ახალგაზრდა კანდიდატებს, რომლებიც მხოლოდ ახლა იწყებენ კარიერას და სურთ რეზიუმე გაიუმჯობესონ, ისე იმ სპეციალისტებსაც, რომლებიც უკვე მუშაობენ კულტურულ მენეჯმენტში.

კურსი "DIGITAL-კომუნიკაციები"

კურსის განმავლობაში შეისწავლით, როგორ ჩამოაყალიბოთ და წარმატებით განახორციელოთ ონლაინ-კომუნიკაციის სტრატეგია. ამ კურსის ლექტორია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის "კულტურა და შემოქმედებითობა" სპეციალისტი ანასტასია ნურჟინსკაია. ის უკვე 15 წელია ატარებს მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიებს კულტურული ინდუსტრიების განვითარების, რეფორმების განხორციელებისა და სოციალური ცვლილებების მიმართულებით. ექსპერტი სამი ლექციის განმავლობაში მოგითხრობთ ვებსაიტების მენეჯმენტზე, სოციალური ქსელების ეფექტურად გამოყენებაზე; შეგასწავლით, როგორ შეიძლება გახადოთ კონტენტი მიმზიდველი და სასარგებლო ინტერნეტაუდიტორიისთვის.

DIGITAL-კომუნიკაციების კურსის დაწყება: https://www.culturepartnership.eu/publishing/digital-communication

კურსი "კულტურულისტრატეგიები"

ეს კურსი ოთხი ლექციისგან შედგება. მისი გავლა დაგეხმარებათ აითვისოთ, როგორ იქმნება სტრატეგია კულტურული ორგანიზაციისთვის, როგორ დგება დოკუმენტაცია, რომელიც რეალურ ეფექტს იძლევა. კურსს უძღვება ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის "კულტურა და შემოქმედებითობა" სპეციალისტი რანგარ სიილი. ის ათ წელზე მეტია მუშაობს სახელმწიფო, არაკომერციულ და ბიზნესორგანიზაციებთან. ლექციებზე სპეციალისტი მოგითხრობთ ორგანიზაციის საქმიანობის ანალიზის, მათი პოტენციალის გაზომვისა და მუშაობის ეფექტურობის ახალ მეთოდებზე.

"კულტურული სტრატეგიების" კურსის დაწყება: https://www.culturepartnership.eu/publishing/cultural-strategy

კურსიფინანსებისმოსაზიდად "ფანდრაიზინგისსტრატეგიები"

როგორ უნდა მოძებნოთ ფინანსური დონორები საკუთარი პროექტების განსახორციელებლად კულტურის სფეროში და როგორ უნდა დაამყაროთ მათთან ხანგრძლივი თანამშრომლობა — ამის თაობაზე ოთხი ლექციის განმავლობაში გესაუბრებათ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის "კულტურა და შემოქმედებითობა" ხელმძღვანელი ტიმ უილიამსი. ის უკვე 20 წელზე მეტია ხელმძღვანელობს საერთაშორისო პროექტებს კულტურულ სექტორში. ექსპერტი გიამბობთ დაფინანსების მოძიებისა და მიზიდვის ძირითად ეტაპებზე, დაწყებული კვლევებითა და აუცილებელი დონორების შერჩევით, დასრულებული პირადი კონტაქტების დამყარებით.

"ფანდრაიზინგის სტრატეგიების" კურსის დაწყება: https://www.culturepartnership.eu/publishing/fundraising-strategy

კურსი "შემოქმედებითეკონომიკაშიფასეულობებისშექმნა"

კურსის მსმენელებს შემოთავაზებული ექვსი ლექცია შესაძლებლობას მისცემს გაერკვნენ კრეატიული ეკონომიკის ძირითად ელემენტებში და ასევე შეისწავლონ, თუ რა არის მნიშვნელოვანი კულტურული პროექტის ჩამოსაყალიბებლად. კურსის ლექტორია ვლადიმირ ვორობეი, სააგენტო PPV Knowledge Networks-ის ეკონომიკური განვითარების დირექტორი. ექპერტი გიამბობთ, როგორ უნდა შეფასდეს ბაზარი და შეირჩეს ნიშა, გასწავლით კლიენტის პროფილის შედგენასა და უნიკალური კონკურენტული შეთავაზების ფორმულირებას.

"შემოქმედებით ეკონომიკაში ფასეულობების შექმნის" კურსის დაწყება: https://www.culturepartnership.eu/publishing/creating-value-in-creative-economy

კურსი "კულტურულიჟურნალისტიკა"

ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და კრიტიკოსი მაია ჯაგი, რომელიც უკვე 25 წელია თანამშრომლობს The Guardian-თან, Financial Times-თან, Economist-თან და სხვა მსოფლიო სახელის მქონე გამოცემებთან, საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებთ. მისი ოთხი ლექცია დაგეხმარებათ გაერკვეთ, რა არის კრიტიკული წერილის საფუძვლები, როგორ უნდა მოემზადოთ ავტორებთან, მხატვრებთან და შემოქმედებითი პროფესიების წარმომადგენლებთან ინტერვიუსთვის; ისწავლით ტექსტის სწორად გაფორმებას და აუდიტორიის დაინტერესებას. ჟურნალისტი მაია ჯაგი ცნობილია იმით, რომ ლიტერატურაში ნობელის პრემიის 12 ლაურეატთან აქვს ჩაწერილი ინტერვიუ.

"კულტურული ჟურნალისტიკის" კურსის დაწყება: https://www.culturepartnership.eu/publishing/cultural-journalism-course

კურსი "კომუნიკაციები

ამ კურსის ხუთი ლექცია დაგეხმარებათ ისწავლოთ, თუ როგორ უნდა შეუწყოთ ხელი უფრო ეფექტურად თქვენი პროექტის წინ წაწევას. ევროკავშირის პროგრამის ექსპერტი კომუნიკაციების განხრით ანდრეი კულაკოვი იმ ძირითად წესებსა და რეკომენდაციებზე გიამბობთ, რომლებიც მედიასთან და სხვა მიზნობრივ ჯგუფებთან სამუშაოდაა საჭირო. მისი ლექციები გაგარკვევთ საკომუნიკაციო სტრატეგიების ძირითად ელემენტებში და შეგასწავლით, როგორ უნდა შეარჩიოთ შესაბამისი შეტყობინებები და არხები და მიუსადაგოთ ისინი მიზნობრივ აუდიტორიას.

"კომუნიკაციების" კურსის დაწყება: https://www.culturepartnership.eu/publishing/communication-course

"ჩინური კულტურის დღე სკოლაში"

გამოქვეყნებულია განათლება
შაბათი, 03 ოქტომბერი 2015 22:56

"ჩინური კულტურის დღე სკოლაში" - თავისუფალი უნივერსიტეტის “კონფუცის ინსტიტუტის დღეების” სერიიდან.

1 ოქტომბერს, ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, თბილისის ევროპულ სკოლაში წარმატებით ჩატარდა თავისუფალი უნივერსიტეტის "კონფუცის ინსტიტუტის დღეების" რიგითი ღონისძიება  "ჩინური კულტურის დღე სკოლაში".

მარაო, ჩინური კვანძი, წითელი ფარნები, გრაგნილები და კალიგრაფია, საყვარელი პანდები, პეკინის ოპერის ნიღბები, ტრადიციული ჩინური ფერწერა “კუოხუა”, ქაღალდის ჭრა და ჩაის ცერემონია ამშვენებდა ღონისძიებას.

ღონისძიების დაწყებისთანავე ადგილზე უამრავი მოსწავლე შეიკრიბა, მათი ჟრიამული არ წყდებოდა.  ბავშვების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ჩინურმა კალიგრაფიამ, რომლის წერაში ისინიც ჩაერთნენ. მათ ასევე მიეცათ ჩინური კვანძის მომზადების და ქაღალდის ჭრის საშუალება. “ჩხირებით მიწისთხილის აღება” ამ თამაშის მეშვეობით ბავშვები სწავლობდნენ ჩხირების გამოყენებას, და ეზიარებოდნენ ჩინური სამზარეულოს კულტურას. რადგან შუა შემოდგომის ფესტივალმა ახლახან ჩაიარა, კონფუცის ინსტიტუტის პედაგოგებმა სპეციალურად მოამზადეს ჩინური მთვარის ნამცხვრები.

თბილისის ევროპული სკოლის ხელმძღვანელობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინური ენის გაკვეთილებს, და უზრუნველყოფს სრულ მხარდაჭერას ღონისძიებისადმი. სკოლის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ  კონფუცის ინსტიტუტის კულტურული საქმიანობის ეფექტით ძალიან კმაყოფილია, და აქტიურად ხელს უწყობს კონფუცის ინსტიტუტთან თანამშრომლობას.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტი

ანა გოგუაძე

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური