თბილისის აბანოს თანამშრომელები გამაფრთხილებელ აქციას მართავენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 24 მარტი 2016 12:01

თბილისის აბანოების თანამშრომლები წყლის საფასურის მატებას აპროტესტებენ ,მათ ორთაჭალაში გზა  გადაკეტეს.შესაბამისად აბანოებიც დახურულია .  აბანოს თანამშრომლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს ,მათთან მოლაპარაკებაზე ჯერ ჯერობით არავინ მისულა. 

ტყიბულში მაღაროელები გაიფიცნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 12:01

ტყიბულში, მინდელისა და ძიძიგურის სახელობის მაღაროებში დასაქმებული 1 000-მდე მაღაროელი გაიფიცა.მაღაროელები ხელფასის გაზრდას მოითხოვენ.
გაფიცულები აღნიშნული მოთხოვნით ამ წუთებში საპროტესტი აქციას ძიძიგურის სახელობის მაღაროს შესასვლელთან მართავენ. 
მაღაროელებთან ცოტა ხნის წინ ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი მივიდა. 

ქუთაისში საბავშვო ბაღის თანამშრომლები გაიფიცნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 11:32

ქუთაისში დღეს დილიდან საბავშვო ბაღებმა ბავშვები არ მიიღეს. ქალაქში 35 ბაღიდან, თითქმის, ყველა გაფიცულია. მიზეზი კი დაბალი ანაზღაურება და პერსონალის არასაკმარისი რაოდენობაა.

ბაღების თანამშრომლებმა გუშინ ქალაქის მერიასთან გამაფრთხილებელი აქციაც გამართეს და მერს და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს შეხვდნენ, მაგრამ როგორც, თავად აცხადებე,ნ არასაკმარისი დაპირებები მიიღეს.

ბაღების თანამშრომლების თქმით ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ ტექნიკურ პერსონალს ხელფასის 24 ლარით გაზრდის პირობას იძლევა.

სოფელ ჯანდარაში "ბი-პის" კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები გაიფიცვას აგრძელებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 04 დეკემბერი 2015 12:31

უკვე მესამე დღეა გაფიცვა გრძელდება სამხრეთკავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის სამშენებლო სამუშაოებზე, გარდაბნის რაიონის  სოფელ ჯანდარაში. 400-მდე თანამშრომელი დღეს ისევ არ გამოცხადდა სამსახურში, ისინი "ბი-პის" კონტრაქტორ კომპანიას ჰყავს დასაქმებული. 

გაფიცულები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები უცვლელია და ითხოვენ პირობების გაუმჯობესებას. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ კომპანიის ხელმძღვანელობა არ შეხვედრია. პროტესტი გრძელდება ვალეშიც. 

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური