PSP-ს 23-ე გათამაშებაში 10 წლიანი ხელფასი, 25 000 ლარი და ბინა საბურთალოზე გათამაშდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 08 აპრილი 2019 17:38

7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე, რუსთავი 2-ს პირადპირ ეთერში PSP-ს რიგით 23-ე გრანდიოზულ გათამაშებაში გარემონტებიული ბინა საბურთალოზე „დონა პალასში“, 25 000 ლარი და 10 წლის მანძილზე ყოველთვიურად 1000 ლარიან ხელფასი გათამაშდა.

უპრეცედენტო პრიზის „10 წელი 1000 ლარიანი ხელფასი PSP-სგან” უკვე მეორე იღბლიანი მფლობელი ინდირა ქიქავა გახდა. ქალბატონი ინდირას სოხუმში აქვს განათლება მიღებული და პროფესიით აგრობიოლოგია. წლების განმავლობაში მარტვილში პროფსასწავლებელში პედაგოგი იყო, ვიდრე სასწავლებელი არ დაიხურა. 10 წელზე მეტია ქალბატონ ინდირას სამსახური აღარ აქვს, ყოველთვიური ხელფასი მისთვის სწორედ რომ ძალიან აუცილებელი იყო. 1000 ლარიანი ხელფასი ყოველთვე ქალბატონ ინდირას PSP-სგან 10 წლის მანძილზე 2029 წლის აპრილის ჩათვლით ჩაერიცხება.

არანაკლებ სასიხარულო აღმოჩნდა 25000 ლარიანი პრიზი ზუგდიდელი თემურ შამუგიასთვის. მას მეუღლე და ქალიშვილი ჰყავს. ეს თანხა ქალიშვილის უცხოეთში განათლების მისაღებად ზუსტად დროული და საჭირო იყო.

გურამ ცუცქირიძე აქამდე თბილისში, ლოტკინზე ქირით ცხოვრობდა მეუღლესა და 9 თვის შვილთან ერთად. 7 აპრილის PSP-ს გათამაშების შემდეგ იგი თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, საბურთალოზე „დონა პალასში“ მის ოჯახს მხოლოდ პირადი ნივთების გადატანა დასჭირდება, რადგან PSP-სგან მას გარემონტებული ბინა, ჩაშენებული სამზარეულოთი და კეთილმოწყობილი აბაზანით გადაეცემა.

„PSP ლიდერი კომპანიაა და ჩვენთვის მთავარი მომხმარებელზე ზრუნვაა. გათამაშებას უკვე 11 წელია ვატარებთ და ასეულობით ადამიანის სიხარულის ისტორია შევქმენით. ჩვენი გამარჯვებულები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა და რეგიონში არიან. ჩვენ კლვავაც გავაგრძელებთ მომხმარებელზე ორიენტირებული წამახალისებელი ღონისძიებების ორგანიზებას,“- აცხადებენ PSP -ში.

PSP -ს გათამაშებამ უკვე მეორე ათწლეულის ათვლა დაიწყო. 150 იღბლიანი ადამიანის სიხარულის ისტორია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდა: გამოვლინდა 48 ახალთ-ახალი ავტომობილის, 25000 ლარის 4 მფლობელი, მთელი წელი 2000 ლარიანი ხელფასის - 10 და ბინის - 11 იღბლიანი მფლობელი, 153 ოჯახს პსპ-სგან ძვირადღირებული საჩუქრები გადაეცა; 10 წლის მანძილზე ყოველთვიური 1000ლარიანი ხელფასის იღბლიანი პირველი მფლობელი დავით დუმბაძე PSP-სგან ხელფასს 2018 წლის ნოემბრიდან უკვე იღებს 2028 წლის ნოემბრამდე.

PSP-ში გერმანული ბრენდის „სებამედის“ გათამაშება დაიწყო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 11 თებერვალი 2019 16:21

PSP-ში გერმანული კოსმეტიკური ბრენდის „სებამედის“ გათამაშება დაიწყო. ყველა მომხმარებელი, ვინც PSP-ში გერმანული „სებამედის“ ნებისმიერ პროდუქტს შეიძენს, ყოველ 20 ლარზე ერთ ბილეთს მიიღებს. გათამაშებაში ათი ათასამდე პრიზია, მათ შორის: საყოფაცხოვრებო  ტექნიკა, სებამედის პროდუქტები მთელი ოჯახისთვის და სრულად დაფინანსებული მოგზაურობა ბერლინში 2 ადამიანზე.  

„სებამედი“ გერმანული კომპანიის „სებაფარმას“ კოსმეტიკური ხაზია, რომლის ყველა ინგრედიენტიც მხოლოდ გერმანიაში იწარმოება. სებამედის ყველა პროდუქტის  pH 5,5-ია, რაც ჯანსაღი კანის გარანტიაა. „სებამედის“ პროდუქტები ბავშვებისთვის დაბადებიდან, ასევე ზრდასრულთათვის გამოიყენება. „სებამედის“ ქალისა და მამაკაცის კოსმეტიკის ნაკრებები საუკეთესო საჩუქარია მთელი ოჯახისათვის.

საქართველოში „სებამედის“ ექსკლუზიური პარტნიორი სააფთიაქო ქსელი PSP-ა. „სებაფარმამ“ საქართველოში ექსკლუზიურ პარტნიორად ლიდერი ფარმაცევტული კომპანია „PSP“ აირჩია. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ორ კომპანიას შორის 2012  წელს გაფორმდა. ბოლო შვიდი წელია უმაღლესი ხარისხისა და ხელმისაწვდომი ფასის გამო  „სებამედის“ პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს შორის პოპულარობით სარგებლობს.

PSP-ს გრანდიოზული გათამაშების ბილეთების გაცემა დაიწყო

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 26 ნოემბერი 2018 14:32

დღეიდან, 26 ნოემბრიდან PSP-ს გრანდიოზული გათამაშების ბილეთების გაცემა დაიწყო.  გათმაშებაში კვლავ უპრეცედენტო პრიზი  „10 წელი 1000ლარიანი ხელფასი PSP-სგან”, გარემონტებული ბინა თბილისში, საბურთალოზე და 25000 ლარია. გათამაშებაში ჩართვის პირობა კვლავ ძალიან მარტივია: ყოველ 10 ლარიან შენაძენზე მომხმარბელი გათამაშების ერთ ბილეთს იღებს.

საქართველოს გათამაშებების ისტორიაში უპრეცედენტო პრიზის  „10 წელი 1000ლარიანი ხელფასი PSP-სგან” პირველი იღბლიანი მფლობელი PSP-ს  4 ნოემბრის გათამაშებაში უკვე გამოვლინდა.

10 წელია პსპ-ს გათამაშება ასეულობით ადამიანის სიხარულის ისტორიად იქცა. შეუერთდით პეესპეს გამარჯვებულებს! შექმენით თქვენი სიახარულის ისტორია!

„PSP მუდმივად იკვლევს მომხმარებლის ინტერესს, როგორც სააფთიაქო პროდუქციასთან, ასევე პრიზებთან დაკავშირებით, რისი დასტურიც საქართველოს გათამაშების ისტორიაში უპრეცედენტი პრიზი - 10 წელი 1000 ლარიანი ხელფასია. ამიტომ ახალი გათამშების პრიზებში კვლავაც 10 წლის მანძილზე 1000 ლარინაი ხელფასი, გარემონტებული ბინა და 25000ლარიანი პრიზებია. ჩვენ კვლავ ვაგრძლებთ მომხმარებლის ინტერესების შესწავლას და კიდევ ბევრ სასიამოვნო სიახლეს შევთავაზებთ მოამავალში“- აცხადებენ PSP -ში.

PSP -ს გათამაშება უკვე 10 წელია გამარჯვების და სიხარულის ისტორიებს ქმნის: გამოვლინდა 48 ახალთ-ახალი ავტომობილის, მთელი წელი 2000 ლარიანი ხელფასის - 10 და ბინის - 11 იღბლიანი მფლობელი, 149 ოჯახს კი PSP -სგან ძვირადღირებული საჩუქრები გადაეცა.

პსპ-ს საიუბილეო გრანდიოზული გათამაშება უპრეცედენტო პრიზებით დაიწყო

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 10 მაისი 2018 14:15

დღეიდან, 10 მაისიდან პსპ-ს საიუბილეო გრანდიოზული გათამაშება დაიწყო.

საიუბილეო გათამაშების პრიზები უპრეცედენტოა:

10 წლის მანძილზე 1000 ლარიანი ხელფასი! ანუ მომდევნო 10 წლის განმავლობაში 2028 წლის თითქმის ნოემბრის ჩათვლით გამარჯვებულს ყოველ თვეში პსპ-სგან 1000 ლარიანი ხელფასი ჩაერიცხება. 25 000 ლარი და გარემონტებული ბინა თბილისის ცენტრალურ უბანში!

პსპ-ს გათამაშება იუბილარია - წელს მას 10 წელი უსრულდება. პირველი გათამაშება 2008 წლის 1 ივნისს ჩატარდა. მას შემდეგ პეესპემ 20 გათამაშება ჩაატარა და 152 ოჯახს ძვირადღირებული პრიზები გადასცა, მათ შორის 46 ახალთახალი ავტომობილი. პსპ-ს გამარჯვებულებს საქართველოს ყველა კუთხეში შეხვდებით.

ახალ გათამაშებაში ჩართვა მომხმარებელს უკვე დღეიდან შეუძლია. გათამაშების პირობები უცვლელია, პეესპეში ყოველ 10 ლარიან შენაძენზე მომხმარებელი გათამაშების თითო ბილეთს მიიღებს. გათამაშება 4 ნოემბერს გაიმართება.  

10 წელია პსპ-ს გათამაშება ასეულობით ადამიანის სიხარულის ისტორიად იქცა. შეუერთდით პეესპეს გამარჯვებულებს! შექმენით თქვენი სიახარულის ისტორია!

უნიკალური შანსი “ბეკოსგან” - კომპანია 20 წლის იუბილეს გრანდიოზული გათამაშებით აღნიშნავს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 02 მაისი 2017 15:14

უნიკალური შანსი ბეკოსგან, ერთი ბილეთით გათამაშებაში მონაწილეობა 3-ჯერ შეგიძლიათ. ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც „ბეკოს“ მაღაზიათა ქსელში გააკეთებს 100 ლარიან შენაძენს, შესაძლებლობა მიეცემა მოიგოს სხვადასხვა პრიზი მომენტალურად და ჩაერთოს გრანდიოზულ გათამაშებაში. ყოველ გადახდილ 100 ლარზე მიიღებთ ერთ ბილეთს, რომელსაც ადგილზე გაათამაშებთ და სხვადასხვა ტექნიკის მოგების შანსი გაქვთ, მოგების მიუხედავად, თქვენი ბილეთით კვლავ აგრძელებთ გათამაშებაში მონაწილეობას, 20 სექტემბერს გრანდიოზული გათამაშება გაიმართება, ყველა ბილეთი დოლურაში მოთავსდება, გათამაშების მესამე ეტაპი კი 14 იანვარს იგიგმება.

კომპანია "ბეკომ" 20 წლის იუბილის აღვნიშვნა ერთგულ მომხმარებელთან ერთად გადაწყვიტა, სწორედ 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „ბეკო“ მომხმარებელს უამრავ სიურპრიზსა და სიახლეს უმზადებს, მათ შორის მნიშვნელოვანია საიუბილეო გათამაშება, რომელიც მომხმარებელს მთელი წლის განმავლობაში შესაძლებლობას მისცემს გახდეს უამრავი პრიზიდან ერთ-ერთის მფლობელი და მოიგოს 2017 წლის „ტოიოტა კოროლა“.

"ბეკო“ არ შემოიფარგლება მხოლოდ საიუბილეო გათამაშებით, მთელი წლის განმავლობაში ერთგულ მომხმარებლები იხილავენ ახალ პროექტებსა და გამორჩეულ კამპანიებს, რომლებიც გულგრილს არავის დატოვებს.

როგორც 20 წლის განმავლობაში, 2017 წელსაც „ბეკო“ იქნება თქვენი ყოველდღიურობის ოფიციალური პარტნიორი.

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი "ბეკო" 2017 წელს საქართველოში მოღვაწეობის 20 წელს აღნიშნავს.

1997 წლის სექტემბერში, საქართველოს ბაზარზე ერთი მაღაზიით შემოსული ბრენდი, დღეს უკვე საქართველოს მასშტაბით 60 მაღაზიას აერთიანებს.

კომპანია „ბეკო” გამოირჩევა: მომსახურების მაღალი დონით, ინოვაციური ტექნიკით, პროდუქციის ფართო ასორტიმენტით, კადრების პროფესიონალიზმითა და სტრატეგიით - ცვლილება უკეთესობისკენ!

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.beko.com.ge

„ბეკოს“ გრანდიოზული გათამაშება "სტარვიზიის" ეთერში (ვიდეო)

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 16 თებერვალი 2016 22:47

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელმა „ბეკო“ გრანდიოზული გათამაშება მოაწყო. გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული წყვილი, რომლებსაც საჩუქრად ბარსელონას საგზურები გადაეცათ. გამომდინარე იქიდან, რომ „ბეკო“ 2014 წლიდან საფეხბურთო კლუბ ბარსელონას პრემიუმ პარტნიორია, ის გამარჯვებულებს ბარსელონა-ვალენსიას 17 აპრილის საფეხბურთო მატჩზე დასასწრებ ბილეთსაც სთავაზობს. გათამაშება გასული წლის 7 დეკემბერს დაიწყო და 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. გამარჯვებულთა გამოვლენა კი „ისთ - ფოინთში“, „ბეკოს“ ყველაზე დიდ ფილიალში მოხდა.

ნუკი კოშკელიშვილს ამერიკელი ქმარი ყველა ახირებას უსრულებს

გამოქვეყნებულია კულტურა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 11:42

უკვე რამდენიმე თვეა გავიდა მას შემდეგ, რაც მოდელმა და ტელეწამყვანმა ნუკი კოშკელიშვილმა საქართველო დატოვა. გოგონა ამერიკაში გათხოვდა. მისი რჩეული ექიმი გახლავთ. წყვილმა ერთმანეთი სოიალური ქსელის მეშვეობით გაიცნო. მალევე მიხვდნენ, რომ ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილნი და ურთიერთობა ქორწინებით დააგვირგვინეს. ნუკი ოცების მამაკაცთან ერთად ცხოვრობს, რომელიც მზადაა საყვარელი ქალის ნებისმიერი ახირება აასრულოს. ბენი მეორე ნახევარს განსაკუთრებულად უფრთხილდება და ანებივრებს. ნუკი სოციალურ ქსელში უმრავ ფოტოს ავრცელებს და საკუთარი ამერიკული ცხოვრების შესახებაც გვიამბობს. ასე რომ, მისი თაფლობისთვის თანაზიარი მისივე ნებისმიერი "ფეისბუქმეგობარია".

"დილას მომინდა რემონტის გაკეთება, ოღონდ მე თვითონ გავაკეთებ შენ წადი გაისეირნე-თქო... როგორც მიხვდით ბენი აკეთებს, მე სელფის ვიღებ და ვართობ. ცოტა დეკსტერს მაგონებს ოთახი შედეგს გაგიზიარებთ"-წერს ნუკი სოციალურ ქსელში.

მასტერქარდმა 11 ქართველ ბავშვს უნიკალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მისცა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 14 აგვისტო 2015 14:22

2015 წლის მაისის ბოლოს მასტერქარდის მიერ  საქართველოში დაწყებულ ეროვნულ სარეკლამო კამპანიის შედეგებზე დაყრდნობით, 11 ქართველ ბავშვს წილად ხვდა უნიკალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობა - მშობლებთან ერთად 2015 წლის უეფას სუპერ თასის ფინალურ მატჩზე დასწრების და სტადიონზე  მისი ყურების შანსი.
მასტერქარდი აცხადებს, რომ 11 ბავშვი საქართველოდან მიიღებს შანსს დაესწროს უეფას სუპერ თასის ფინალურ მატჩს, რომელიც გაიმართება  11 აგვისტოს თბილისში და მათ მიეცემათ შეუფასებელი შესაძლებლობა მოედანზე დადგნენ ორი ესპანური გუნდის: ბარსელონას და სევილიას 11 საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად. ეს ბავშვები შეირჩნენ  „პირველი 11 იღბლიანი ქართველი 2015 წლის უეფას სუპერ თასზე“ ეროვნული სარეკლამო კამპანიის  შედეგად, რომელიც დაიწყო 2015 წლის 30 მაისს მასტერქარდის მიერ. როგორც უეფას სუპერ თასის საპატიო და ოფიციალური სპონსორი, მასტერქარდი მსგავს კამპანიებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებს, თუმცა ამჯერად ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში მასტერქარდის მფლობელებს  მიეცათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ მსგავს აქციაში.
სარეკლამო კამპანია მიმდინარეობდა 2015 წლის 30 მაისიდან 15 ივლისამდე ყველა სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, სადაც მასტერქარდის მფლობელებს ჰქონდათ შესაძლებლობა გადაეხადათ პოს-ტერმინალის ან ინტერნეტის მეშვეობით. ყოველი ტრანზაქცია ავტომატურად ხდებოდა ლატარიის ბილეთი, რომელიც აძლევდა ბარათის მფლობელს მატჩის ბილეთის მოგების  შეუფასებელ შესაძლებლობას უეფას სუპერ თასის ფინალურ მატჩზე დასასწრებად, მისი ბავშვისთვის კი ეს იყო შანსი მსოფლიოს ცნობილ ფეხბურთელებთან ერთად მოედანზე გამოსულიყვნენ. ლატარიის შედეგად 27 ივლისს გამოვლინდა 11 იღბლიანი გამარჯვებული, რომელთა შვილებს წილად ხვდათ ბედნიერება გამხდარიყვნენ ფეხბურთელების ესკორტი, რათა მოედანზე მათთან ერთად გამოსულიყვნენ. გამარჯვებულთა პაკეტი შეიცავდა 2 ბილეთს უეფას 2015 წლის სუპერ თასის ფინალურ მატჩზე (1 ბილეთი ბარათის მფლობელისათვის და 1 ბილეთი შვილისათვის) და ბავშვისათვის შეუფასებელ გამოცდილებას - თამაშის გახსნის ღონისძიებაზე გასულიყო მოედანზე საფეხბურთო ვარსკვლავებთან ერთად.   
მასტერქარდი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მომავალი თაობისათვის განკუთვნილ პროექტებს და მათი ინიციატივით მსოფლიოს მასშტაბით უამრავმა ბავშვმა უკვე მიიღო შეუფასებელი გამოცდილება გასულიყო მოედანზე საფეხბურთო ვარსკვლავებთან ერთად, თუმცა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველ ბავშვებს მიეცათ შესაძლებლობა გამხდარიყვნენ ფეხბურთელთა თანხმლები პირები.
მასტერქარდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბაზრის რეგიონალური მენეჯერი, ჰაკან აჯარი აცხადებს: „მოხარულები ვართ, განვაცხადოთ, რომ საქართველოში ჩატარებული პირველი ეროვნული სარეკლამო კამპანია  წარმატებული აღმოჩდა და მოსახლეობაში დიდი ინტერესი გამოიწვია. ასევე ძალიან მოხარულები ვართ, როდესაც ვაკვირდებით  ქართველი გამარჯვებულების გამოხატულ ემოციებს მოედანზე; მათთან ერთად ჩვენც ვიზიარებთ ამ შეუფასებელ მომენტებს.“  

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური