უბედური შემთვევა რუსთავში

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 09 მარტი 2016 13:11

 რუსთავში უბედური შემთვევა მოხდა. როგორც ცნობილია ფალიაშვილის ქუჩაზე, ბუნებრივი აირისის ნამწვით, ინტოქსიკაციის შედეგად 33 წლის ქალი თურან საფაროვა გარდაიცვალა. მისი მცირეწლოვანი შვილები რუსთავის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში არიან გადაიყვანილი.ექიმის თქმით, თავდაპირვლად, ბავშვების მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.ოჯახის წევრების განცხადებით, ახალგაზრდა ქალი აბაზანაში შხაპის მიღების დროს შეუძლოდ გახდა, რა დროსაც დასახმარებლად ბავშვებს უხმო, თუმცა სამივემ გონება დაკარგა.

Socar-ი საქართველოს გაზის დამატებით მოცულობას მიაწვდის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 მარტი 2016 13:06

Socar-ი საქართველოს გაზის დამატებით მოცულობას მიაწვდის.განცხადებას  Socar-ის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი აკეთებს. მისი ცნობით, დაგეგმილია გაზის მოცულობის გაზრდა 500 მილიონ კუბური მეტრით.

"ადრე "შაჰ დენიზიდან" საქართველოს წელიწადში 800 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს ვაწვდიდით, ახლა შევძელით ამ ხაზით მიწოდების მოცულობის 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდას. ასევე 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე მოცულობის გაზრდას გაზსადენით, რომელიც ორ ქვეყანას აზერბაიჯანის გაზახის რაიონში აერთიანებს", - განაცხადა აბდულაევმა

მისი თქმით, აზერბაიჯანს აქვს შესაძლებლობა, "შაჰ დენიზიდან" დამატებით 500-700 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღოს, რომლის ნაწილის ექსპორტი საქართველოსა და თურქეთში განხორციელდება. ამ თემაზე Socar-ის პრეზიდენტმა აზერბაიჯანულ მედიასთან ისაუბრა. 

 

21 მარტიდან ირანული გაზი შემოვა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 18 თებერვალი 2016 10:13

საქართველომ გაზის დანაკლისი შესაძლოა ირანიდან შეავსოს. ირანული გაზი საქართველოში სავარაუდოდ 21 მარტიდან შემოვა. თეირანში კახი კალაძისა და ირანის ენერგეტიკის მინისტრის მოლაპარაკების შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ირანის გაზის ექსპორტის კომპანიის დირექტორი, ალირეზა ქამელი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საუბარია, საქრთველოსთვის 200 მილიონი კუბური მეტრი აირის მოწოდებაზე. ჯერჯერობით უცნობია შეთანხმების დეტალები და გაზის ტრანსპორტირების მარშრუტი. არ არის გამორიცხული საქართველოში გაზი სომხეთის გავლით შემოვიდეს.ირანის გაზის კომპანიის მენეჯერის მიერ ნახსენბემა სომხურმა მარშრუტმა უკვე გამოიწვია შეშფოთება ბაქოში. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანი და საქართველო აზერბაიჯანის წინაარმდეგ მოქმედებენ. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ირანული გაზის ტრანსპორტირების მარშრუტი გარკვეული არ არის.

თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 25 იანვარი 2016 11:29

უბედური შემთხვევა თბილისში - ბუნებრივი აირის გაჟონვას ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. შემთხვევა ქუთაისის ქუჩაზე მოხდა. გარდაცვლილები მოგვიანებით მამამ იპოვა. წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივმა აირმა გაზის გამათბობლიდან გაჟონა. შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ცხედრები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური