კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის ტარიფი შეუმცირა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
შაბათი, 18 აპრილი 2020 12:31

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან კოორდინაციით, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“, რომელიც საქართველოში ბუნებრივი აირის მიმწოდებელი ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიაა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და მის ქსელში ჩართულ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის სამომხმარებლო ტარიფი 10 თეთრით შეუმცირა.

აღნიშნული უწყების ცნობით, მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში ყველა ეს ობიექტები ერთ კუბურ მეტრ გაზში 86 თეთრის ნაცვლად 76 თეთრს გადაიხდიან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პურის ქარხნებსა და საცხობებს მისცემს შესაძლებლობას, შეინარჩუნონ პურის ფასი, რაც დღეისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობისთვის.

ეკონომიკის მინისტრმა გულითადი მადლობა გადაუხადა კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ ხელმძღვანელობას მიღებული გადაწყვეტილებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ასეთი სახის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

გაზზე ტარიფი გაიზარდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 18 ივლისი 2017 13:48

ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიის გადაწყვეტილებით ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი საშუალოდ ნახევარი თეთრით გაიზარდა.

სემეკმა შესაბამისი მონაცემი „ყაზტრანსგაზის“ გაზის განცხადების საფუძველზე დაადგინა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

ამ წუთებში „სოკარისა“ და „საქორ-გაზის“ განაცხადების განხილვა მიმდინარეობს. კომპანიები გაზზე ტარიფის გაზრდის და მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების კომპონენტების ხელახალ გადაანგარიშებას ითხოვენ.

გუშინ "სემეკმა" გაზის ტრანსპორტირების ტარიფი ნახევარი თეთრით გაზარდა.

სენაკში"ნაცმოძრაობა"გაზის ტარიფის მომატებას აპროტესტებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 07 აპრილი 2016 12:20

ნაციონალურ მოძრაობაში გაზის ტარიფის მომატებას აპროტესტებენ,  პარტიის წევრის, თენგიზ გუნავას თქმით, სენაკში ერთი თვის განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას 12 თეთრით გაძვირებული ტარიფის გადახდა მოუწია, რასაც საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

პროტესტის შემდეგ კი, გუნავას თქმით, ბუნებრივი აირის გადასახადი კვლავ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. პარტიაში ამბობენ, რომ ფასის მომატება წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოხდა.

ისინი გაზმომარაგების ადგილობრივ კომპანიას ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებენ. თენგიზ გუნავას მტკიცებით მსგავსი პრობლემებია თელავშიც.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური