სენაკში"ნაცმოძრაობა"გაზის ტარიფის მომატებას აპროტესტებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 07 აპრილი 2016 12:20

ნაციონალურ მოძრაობაში გაზის ტარიფის მომატებას აპროტესტებენ,  პარტიის წევრის, თენგიზ გუნავას თქმით, სენაკში ერთი თვის განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას 12 თეთრით გაძვირებული ტარიფის გადახდა მოუწია, რასაც საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

პროტესტის შემდეგ კი, გუნავას თქმით, ბუნებრივი აირის გადასახადი კვლავ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. პარტიაში ამბობენ, რომ ფასის მომატება წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოხდა.

ისინი გაზმომარაგების ადგილობრივ კომპანიას ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებენ. თენგიზ გუნავას მტკიცებით მსგავსი პრობლემებია თელავშიც.

ქობულეთს, ბათუმსა და ხელვაჩაურს ბუნებრივი აირის მიწოდება 6 დღის განმავლობაში შეუწყდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 მარტი 2016 13:44

ქობულეთის შემოვლითი გზის ჩქაროსნულ მაგისტალზე მიმდინარე სამუშაოების  გამო 29 მარტიდა 6 დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის  მიწოდება  შეუწყდება ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს. 

პროექტის ფარგლებში, 4-კილომეტრიან მონაკვეთზე ბუნებრივი აირის ცენტრალური მილების გადატანა ერთდროულად 6 პუნქტზე განხორციელდება. 

აჭარის მთავრობამ სტრატეგიული ობიექტების მფლობელებს ალტერნატიული ენერგიის საშუალებების მომარაგებისკენ, მოსახლეობას კი უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდა. გაზის მიწოდება რეგიონს სრულად სამ აპრილს აღუდგება.  

კომპანია სოკარმა რუთავის "აზოტს" გაზის ახალი ტარიფი შესთავაზა-ნაციონალური მოძრაობა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 04 მარტი 2016 17:58

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას აკეთებს ,მათი თქმით კომპანია სოკარმა რუთავის "აზოტს" გაზის ახალი ტარიფი შესთავაზა, თუმცა, მათი თქმით, შეთავაზებას ამ დრომდე მთავრობა არ ეთანხმება. 

დავით კირკიტაძის თქმით, მთავრობის ინტერესებში "გაზპრომთან" ხელშეკრულების გაფორმებაა და ამ მიზეზით აჭიანურებს "სოკარის" ახალი პირობების მიღებას. 

განცხადებას გამოეხმაურა დღეს  ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძის განცხადებით,  კომპანია "სოკარის" ხელმძღვანელებსა რუსთავის "აზოტის" წარმომადგენლებს შორის გარკვეული შეთანხმება მიღწეულია, ალბათ უახლოეს დღეებში ხელშეკრულება გაფორმდება და პრობლემა მოიხსნება.

Socar-ი საქართველოს გაზის დამატებით მოცულობას მიაწვდის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 მარტი 2016 13:06

Socar-ი საქართველოს გაზის დამატებით მოცულობას მიაწვდის.განცხადებას  Socar-ის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი აკეთებს. მისი ცნობით, დაგეგმილია გაზის მოცულობის გაზრდა 500 მილიონ კუბური მეტრით.

"ადრე "შაჰ დენიზიდან" საქართველოს წელიწადში 800 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს ვაწვდიდით, ახლა შევძელით ამ ხაზით მიწოდების მოცულობის 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდას. ასევე 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე მოცულობის გაზრდას გაზსადენით, რომელიც ორ ქვეყანას აზერბაიჯანის გაზახის რაიონში აერთიანებს", - განაცხადა აბდულაევმა

მისი თქმით, აზერბაიჯანს აქვს შესაძლებლობა, "შაჰ დენიზიდან" დამატებით 500-700 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღოს, რომლის ნაწილის ექსპორტი საქართველოსა და თურქეთში განხორციელდება. ამ თემაზე Socar-ის პრეზიდენტმა აზერბაიჯანულ მედიასთან ისაუბრა. 

 

21 მუნიციპალიტეტის 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირება იგეგმება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 11:30

სულ მალე 8000-მდე აბონენტი ბუნებრივ აირს მიიღებს.

21 მუნიციპალიტეტის 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარის გამოიყოფა, – აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ისაუბრა.

„საქმე ეხება, ისეთ სოფლებს, როგორებიცაა ცაიში, გელათი, მოწამეთა, ომალო, აბასთუმანი...ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პროექტები, დაახლოებით 8000-მდე აბონენტს ექნება ბუნებრივი აირი,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტი ასევე განიხილავს სამ პროექტს – პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსდება თხილის გადამამუშავებელი საწარმო, ჩაის საწარმო და რძის გადამამუშავებელი კომბინატი.

გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთი სიახლის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, იგეგმება სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომელიც კურორტ ბახმაროს განვითარების კომპლექსურ ღონისძიებებს დასახავს მიზნად და განახორციელებს. პრემიერი მიიჩნევს, რომ ბახმაროს დიდი პოტენციალი გააჩნია, ხოლო ტურიზმი ქვეყნის ერთ-ერთი სტრატეგიული დარგია.

თელავში გაზის ტარიფი 11 თეთრით ძვირდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 14 თებერვალი 2016 16:00

თელავში გაზის ტარიფის ზრდის შეჩერების მოთხოვნით ნაციონალურმა მოძრაობამხელმოწერების შეგროვება სოფელ აკურადან დაიწყო. პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები ადგილობრივებს შეხვდნენ. მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლებას დანაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გაზრდილი გადასახადის გადახდას ვერ შეძლებს. დაახლოებით 7 ათასამდე აბონენტს აპირილიდან ტარიფი 11 თეთრით უძვირდება.

“ენერგეტიკის მინისტრი არ აპირებს იმ გადაწყვეტილების შეცვლას, რა გადაწყვეტილებაც მიიღო კომპანია ვისოლთან ერთად და თელავის მოსახლეობას გაზს გაუძვირებს 11 თეთრით. ჩვენ დღეს დავიწყეთ სოფელ აკურაში ხელმოწერების შეგროვება, დღევანდელი დღიდან მოვედებით მთლიანად მთელს რაიონს, ქალაქ თელავს და ამ ხალხის პროტესტს მივიტანთ საქართველოს მთავრობამდე რადგან შეწყვიტონ ეს გადაწყვეტილება“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ბოტკოველმა.

ენერგეტიკის სამინისტროში ირანულ გაზთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 06 იანვარი 2016 17:43

ირანულ გაზთან დაკავშირებით ენერგეტიკის სამინისტრო კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს. ილია ელოშვილის ინფორმაციით, გაზის შემოტანის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსური ვალდებულებები "გაზპრომთან" ექნება. 

მისი განმარტებით, ირანული გაზის შემოტანა მხოლოდ სომხეთის გავლით არის შესაძლებელი, სადაც მილსადენს "გაზპრომის" შვილობილი კომპანია ფლობს. 

მინისტრს მოადგილე ამბობს, რომ ქვეყანას ენერგომომარაგების სამი წყარო აქვს, ყველაზე მისაღები ვარიანტი უნდა გამოიყენოს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას კი პოლიტიკურ მდგომარეობას გაითვალისწინებენ.

დიმიტრი ქუმსიშვილი: "გაზპრომთან" მოლაპარაკებებში ივანიშვილის ფაქტორი გამორიცხულია“

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 09 ოქტომბერი 2015 15:59

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ქვეყნისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია იყოს დივერსიფიკაცია როგორც ექსპორტში, ასევე იმპორტში.

„გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ დეტალებზე კომენტარებს ენერგეტიკის სამინისტრო გააკეთებს. ჩემი მიმართულებით შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყნისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია იყოს დივერსიფიკაცია როგორც ექსპორტში, ასევე იმპორტში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ეს ურთიერთობა უკავშირდებოდეს ბიძინა ივანიშვილის წილებს "გაზპრომში“, ქუმსიშვილმა თქვა, რომ „ეს გამორიცხულია“.

"გაზპრომი" უკვე არის საქართველოში, ჩვენ ბუნებრივ აირს რუსეთიდან წლებია ვიღებთ"

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 09 ოქტომბერი 2015 15:53

ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით,  „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა იგეგმება, თუმცა კონკრეტულ დროს ცნობილი არ არის.

„გაზპრომი“ უკვე არის საქართველოში. ჩვენ ვიღებთ ბუნებრივ აირს რუსეთიდან. ეს წლებია ასეა. ვფიქრობ, ეს ურთიერთობები მომავალში გაგრძელდება, რადგან საკუთარი ბუნებრივი აირი არ გვაქვს. ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია, თუმცა ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა ფიქრობს ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცირებაზე. აქ მხოლოდ დამატებითი მოცულობების რუსეთიდან შემოტანა საუბარი არ არის. აქტიურად ვმუშაობთ ასევე აქტიურად ვმუშაობთ ირანთან მიმართებაში. თუ კომერციულ კომპანიებს ექნებათ სურვილი და შესაძლებლობა მათ შეუძლიათ ბუნებრივი აირი წამოიღონ რუსეთიდან“, - აცხადებს ენერგიტიკის მინისტრი და ვიცეპრემიერი კახი კალაძე.

კიევი და მოსკოვი ზამთრის პერიოდში უკრაინისთვის გაზის მიწოდებაზე შეთანხმდნენ.

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 26 სექტემბერი 2015 10:50

კიევი და მოსკოვი ზამთრის პერიოდში უკრაინისთვის გაზის მიწოდებაზე შეთანხმდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას  BBC ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინისთვის გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით ბრიუსელში ევროკავშირს, უკრაინასა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა.

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრ ნოვაკის ინფორმაციით, 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 31 მარტამდე უკრაინა რუსულ გაზს შეღავათიან ფასად მიიღებს.

მიღწეული შეთანხმებით, კიევი ათას კუბურ მეტრზე 232 დოლარს გადაიხდის, რაც საწყის ფასზე 20 დოლარით ნაკლებია.

გარდა ამისა, ევროკავშირი უკრაინულ მიწისქვეშა გაზსაცავებში გაზის ჩატუმბვის მიზნით, დაახლოებით 500 მილიონ დოლარს გამოყოფს.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური