საქართველო ევროკავშირის მხარდაჭერით ბუნებრივი გაზის შენახვის ახალ მეთოდოლოგიაზე მუშაობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 15 მარტი 2019 11:14

6 მარტს ენერგეტიკული გაერთიანების ექსპერტებმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (GNERC) და საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციასთან (GOGC) თანამშრომლობით დაიწყეს ქვეყნის სატარიფო მეთოდოლოგიის შემუშავება ბუნებრივი გაზის შენახვისათვის.
აღნიშნულის მთავარი მიზანია საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება, ბუნებრივი გაზის უწყვეტი მოწოდების უზრუნველყოფა ნებისმიერი დროებითი დარღვევის შემთხვევაში და საქართველოს ბუნებრივი გაზის ბაზრის საკანონმდებლო და მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა.

თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 31 იანვარი 2019 14:05

თბილისში, ქეთევან წამებულის 67 ნომერში, გაზის გაჟონვის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.  ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შვიდივე გარდაცვლილი მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები.

წინასწარი ინფორმაციით, თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე გაზის ნამწვით გარდაცვლილთა შორის მამა-შვილიც არის. ამასთან, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის იყვნენ ძმებიც. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა ერთმანეთის ნათესავები იყვნენ და ბინა ერთად ჰქონდათ ნაქირავები.

ამასთანავე, თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სადაც ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვებას მსხვერპლი მოჰყვა, ღიაკამერიანი, აკრძალული გამათბობელი იყო დამონტაჟებული. ამის შესახებ „ყაზტრანსგაზ თბილისში“ განაცხადეს.

ადგილზე მისული სპეციალისტების განცხადებით, გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.

მათივე ცნობით, კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობელი ცოტა ხნის წინ „ყაზტრანსგაზმა“ ჩაჭრა, მაგრამ  გამათბობელი თვითნებურად აღადგინეს.

პროექტი „ევროკავშირი ენერგეტიკისათვის მმართველობა": მაღალი დონის პოლიტიკური დისკუსია ბუნებრივი გაზის ბაზრის რეფორმირების საკითხებზე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 05 ოქტომბერი 2018 16:45

მაღალი დონის პოლიტიკური დისკუსია გაზის ბაზრის რეგულირების თაობაზე და შესაძლებლობების განხილვა თუ როგორ ვუზრუნველყოთ საქართველოს მოსახლეობისა და ბიზნესისთვის რეფორმირების შედეგად მაქსიმალური სარგებელის მოტანა

ენერგეტიკული გაერთიანების პროტოკოლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად საქართველომ აიღო ვალდებულება შემდგომი ორი წლის განმავლობაში ევროკავშირის კანონმდებლობის განხორციელებაზე ბუნებრივი გაზის სექტორში.

ევროკავშირის ეგრედწოდებული „მესამე ენერგეტიკული პაკეტის“ დანერგვა ითვალისწინებს ბუნებრივი გაზის სექტორის რესტრუქტურიზაციას და კონკურენციისთვის გახსნას, ასევე მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი სარგებელის უზრუნველყოფას. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბაზრის ახალ მოდელზე უმტკივნეულოდ გადასვლის პროცესი საჭიროებს სექტორის მონაწილეთა ეფექტურ და აქტიურ ჩართულობას, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ განხორციელებული EU4Energy Governance Project (ევროკავშირი ენერგეტიკისთვის მმართველობა) პროექტის ფარგლებში გაიმართა ორ დღიანი ღონისძიება, რომელიც ეთმობა საქართველოში ბუნებრივი გაზის ბაზრის რეფორმირების პროცესის განხილვას. აღნიშნულ შეხვედრაზე მაღალი დონის პოლიტიკურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ როგორც მთავრობის წარმომადგენლები, ასევე ბუნებრივი გაზის სექტორის მონაწილეები და სამოქალაქო საზოგადოება.

აღიარებს რა გაზის სფეროში არსებული დაინტერესებული პირების შეკრების აუცილებლობას, EU4Georgia მმართველობის პროექტის ფარგლებში, ენერგეტიკული გაერთანების სამდივნო, აწყობს მაღალი დონის ღონისძიებას ბუნებრივი გაზის ბაზრის კონცეფციის შემუშავების საკითხებზე მესამე ენერგო პაკეტის უმტკივნეულოდ და წარმატებით განხორციელების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკის კანონის დროული მიღება კვლავაც პრიორიტეტად რჩება, ბუნებრივი გაზის ბაზრის სათანადო მოდელის შემუშავება არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან იგი უზრუნველყოფს რეფორმის შედეგად საქართველოს მოსახლეობისა და ბიზნესისთვის მაქსიმალური სარგებელის მოტანას. 

ღონისძიების მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ :„საქართველო კვლავაც ინარჩუნებს დასახულ მიზანს დაუახლოვოს მისი სამართლებრივი და მარეგულირებელი ნორმები ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკას. ძალზედ ვაფასებთ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ EU4Energy Governance Project (ევროკავშირი ენერგეტიკისთვის მმართველობა) პროექტის ფარგლებში გაწეულ დახმარებას განხორციელდეს ბუნებრივი გაზის სექტორის სამართლებრივი ბაზის დახვეწა ისე, რომ გათვალისწინებული იყოს საქრთველოს სპეციფიური გარემოებები და მახასიათებლები.

რეფორმები სიკეთეს მოუტანს თანაბრად როგორც კომერციულ სექტორს, ასევე მოსახლეობას. აღნიშნული პროცესი წარმოადგენს ჩვენი ბუნებრივი გაზის სექტორის მოდერნიზების და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების საშუალებას და უფრო დაგვაახლოვებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან.“

ღონისძიების გახსნისას, პრედრაგ გრუიჩიჩმა, ენერგეტიკული გაერთანების სამდივნოს გაზის განყოფილების უფროსმა, განაცხადა: „დღევანდელი ღონისძიება საფუძველს შეუქმნის საქართველოში მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბებას უსაფრთხო და ხელსაყრელი გაზმომარაგების უზრუნველსაყოფად. მხოლოდ საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული სტრუქტურა, რომელიც შედეგად მოიტანს უფრო მაღალი დონის კონკურენციას, ენერგო უსაფრთხოებას, ენერგო მომხმარებლებისთვის მომსახურების გაუმჯობესებას და აგრეთვე, შექმნის ენერგიის დაზოგვის უფრო მეტ შესაძლებლობას“.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ბატონმა კარლო ნატალემ განაცხადა: „საქართველოში გამართულად ფუნქციონირებადი გაზის ბაზრის განვითარება არ არის მხოლოდ სამართლებრივი ნორმა, არამედ წარმოადგენს აუცილებლობას საქართველოში გაზის მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველსაყოფად. საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს რიგი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებაზე და მე მათ მოვუწოდებ შეინარჩუნონ ასეთივე ამბიცია და ჩართულობა გაზის სექტორის გარდაქმნის პროცესის სისრულეში მოსაყვანად.“

ორდღიანი ღონისძიება ეძღვნება სექტორის მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებას და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას იმ საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა ბუნებრივი გაზის ბაზრის რეგულირება, ორგანიზება, ოპერირება და.ღონისძიებაზე განიხილება გაზის სექტორის რეფორმის ძირითადი პოლიტიკური და ტექნიკური ასპექტები, და ასევე საქართველოში ბუნებრივი გაზის ბაზრის წარმატებულად გახსნის განმაპირობებელი გარემოებები.

როგორც აღნიშნულია ენერგეტიკული გაერთანების ხელშეკრულებაზე მიერთების ოქმში, საქართველომ აიღო ვალდებულება დანერგოს ევროკავშირის კანონმდებლობა

ბუნებრივი გაზის სფეროში 2020 წლის დასრულებამდე. ე.წ. „ევროკავშირის მესამე ენერგო პაკეტის“ დანერგვა შეეგად მოიტანს ქვეყნის გაზის სექტორის რესტრუქტურიზაციას, ბაზარი გაიხსნება კონკურენციისთვის და უზრუნველყოფს მომხმარებლების მიერ შესაბამისი სარგებელის მიღებას.

*EU4Energy ინიციატივა მოიცავს ევროკავშირის ყველა დახმარებას, რომელიც ითვალისწინებს ენერგომომარაგების, უსაფრთხოებისა და კავშირის გაუმჯობესებას; ასევე ენერგოეფექტურობის ხელშეწყობას და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას აღმოსავლეთ პარტიორობის ქვეყნებში, კერძოდ, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთ, ბელორუსი, მოლდავეთი და უკრაინა. აღნიშნულს ინიციატივა ახორციელებს პროექტებისა და პროგრამების დაფინანსების გზით, რომლებიც ეხმარება ენერგობაზრების რეფორმირებასა და ენერგეტიკული დამოკიდებულებისა და მოხმარების შემცირებაში. გძელვადიან პერსპექტივაში, ეს პროცესი ენერგომომარაგებას გახდის უფრო საიმედოს, გამჭვირვალეს და ხელმისაწვდომს, რითაც შემცირდება

ენერგეტიკული სიღარიბე და ენერგიაზე გადასახადი როგროც მოქალაქეებისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის.

ნავთობისა და გაზის კორპორაცია ჩინელ პარტნიორებთან ერთად საქართველოში ბუნებრივ აირზე დამყარებული პეტროქიმიის შესაძლებლობებს შეისწავლის

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 31 მაისი 2018 16:32

“ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, ნავთობისა და გაზის კორპორაცია და ჩინური კორპორაცია „China Tianchen Engineering Corporation” საქართველოში ბუნებრივ აირზე დამყარებული პეტროქიმიის შესაძლებლობებს შეისწავლიან. შესწავლის ბოლოს, ჩვენ პოზიტიურ შედეგს მივიღებთ, რაც მოგვცემს ახალი საწარმოო მიმართულებების განვითარების შესაძლებლობას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ - ასე შეაფასა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მემორანდუმი, რომელსაც დღეს, 30 მაისს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა და CHINA TIANCHEN ENGINEERING CORPORATION (CNCEC)-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ დაი ჰეგენმა მოაწერეს ხელი. 

მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოში ქიმიური საწარმოს მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით მხარეები განაგრძობენ საქართველოში სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების ქარხნის პროექტთან დაკავშირებული თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლას. ჩინურმა კორპორაციამ მზადყოფნა გამოთქვა, დეტალურად განიხილოს და მხარი დაუჭიროს ამგვარ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ იგეგმება.

„SPUTNIK.მნენია“: ევროპელები აშშ-ის ახალ სანქციებს მიუღებლად მიიჩნევენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 25 იანვარი 2018 13:33

თბილისი, 25 იანვარი, Sputnik-ის პრესსამსახური – ფრანგებისა და გერმანელების უმრავლესობას (65% და 61% შესაბამისად) მიუღებლად მიაჩნია აშშ-ის მიერიმ ევროპული კომპანიებისთვის სანქციების დაწესება, რომლებიც რუსეთთან ერთად მონაწილეობენ გაზის პროექტებში. მსგავს მოსაზრებაზეა დიდი ბრიტანეთისმოსახლეობის თითქმის ნახევარიც (47%) და პოლონეთის მოსახლეობის 37%-იც.

გამოკითხვა პროექტ „Sputnik.მნენიას“ ფარგლებში კომპანია Ifop-მა ჩაატარა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ისთვის.

საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა:

საფრანგეთში რესპონდენტების 14%-მა

გერმანიაში რესპონდენტების 20%-მა

დიდ ბრიტანეთში რესპონდენტების 21%-მა.

პოლონეთში გამოკითხულთა 39%-ს მიაჩნია, რომ აშშ-ის სანქციები მისაღებია, თუნდაც ამით ევროპულ კომპანიებს ზარალი მიადგეს.

საფრანგეთსა და გერმანიაში სანქციების მოწინააღმდეგეთა შორის უფრო მეტი მამაკაცია. ამასთან, ყველა ქვეყანაში, სადაც გამოკითხვა ჩატარდა, უმაღლესიგანათლების მქონე რესპონდენტები უფრო ხშირად შეზღუდვების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

ფრანგი მემარჯვენეები, პოლონელი მემარცხენეები და ბრიტანელი ლიბერალ-დემოკრატები უფრო მეტად ემხრობიან მოსაზრებას, რომ ამერიკული სანქციებიმიუღებელია.

გამოკითხვა საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა უძველესმა ფრანგულმა კომპანია IFop-მა ჩაატარა 2017 წლის 20-27 სექტემბერს. მასში 3228 რესპონდენტმამიიღო მონაწილეობა, რომელთა ასაკი 18 წელს ზემოთ იყო. შერჩევა მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოადგენს. მაქსიმალური ცდომილებაქვეყანაში 3,1%-ს შეადგენს სანდოობის 95%-იანი ალბათობით.

ცნობა პროექტ Sputnik.მნენიას შესახებ

საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა საერთაშორისო პროექტმა 2015 წლის იანვარში დაიწყო მუშაობა. პროექტი პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითიკომპანიები: Populus, Ifop და forsa. „Sputnik.მნენიას“ ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში აქტუალური სოციალურიდა პოლიტიკური საკითხების გარშემო.

„Sputnik-საქართველომ" ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. სააგენტოს აქტივები მოიცავს საინფორმაციო პორტალებს ქართულ და რუსულენებზე და ასევე მულტიმედიურ პრეს-ცენტრს. „Sputnik-საქართველო" არის ათობით ქვეყანაში მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბების მქონესაერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს ნაწილი.

Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურქსელებში. მისი ახალი ამბები ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით გადაიცემა ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.

ტექნიკური სამუშაოების მიზნით, 21 ივნისს ვაკის, ბაგების და წყნეთის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 20 ივნისი 2017 16:11

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ოთხშაბათს, 21 ივნისს, 10:00 საათიდან ვაკის რაიონს, ბაგებს, წყნეთის გზატკეცილზე №21, №24, №25-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე ირაკლი უჩანეიშვილის II ჩიხის, წყნეთის გზატკეცილის I, II, III, IV ჩიხის, I, II გასასვლელსა და I, II შესახვევში მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს გაზმომარაგება შეუწყდება.

როგორც  "ყაზტრანსგაზ-თბილისში” განაცხადეს, გაზის მიწოდება აღდგება 18:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე. 

„შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, - აცხადებენ კომპანიაში.

გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი?

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 02 ივნისი 2017 11:46

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებთან დაკავშირებით სემეკის გადაწყვეტილება ივნისის შუა რიცხვებში იქნება მიღებული.

ირინა მილორავა არ პასუხობს კითხვას გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი.

“კომისიის აპარატმა თითქმის დაასრულა მუშაობა ბუნებრივი გაზის ტარიფებზე, რაც წარმოდგენილი იყო 4 კომპანიის მიერ - ეს არის განაწილების 3 ლიცენზიანტი კომპანია „ყაზტრანსგაზი", „საქორგაზი" და „სოკარ ჯორჯია გაზი", ასევე ტრანსპორტირების ლიცენზიანტის - „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ წარმოდგენლი სატარიფო განაცხადი. ჩვენ ველოდებით, რომ უახლოესი 2 კვირის განმავლობაში დავნიშნავთ საჯარო სხდომებს... არის კიდევ რაღაც დეტალები დასაზუსტებელი, მათ შორის, საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტების ნაწილში. ამდენად, საჯარო სხდომებზე გვექნება უკვე სრულყოფილი, ამომწურავი, დასაბუთებული ინფორმაცია ყველა იმ კომპონენტზე, რომლის გათვალისწინებაც მოხდება ტარიფში", - განაცხადა მილორავამ.

დღეს გაირკვა, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფებთან დაკავშირებით კომისიის გადაწყვეტილება იქნება ივნისის შუა რიცხვებში, თუმცა ძალაში შესვლის თარიღი სემეკის გადაწყვეტილებით განისაზღვრება.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას ხვალ გაზის მიწოდება შეუწყდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 17 მაისი 2017 13:05

თბილისის ზოგიერთ ქუჩას ხვალ გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება. როგორც შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისში“ განაცხადეს, აღნიშნულის მიზეზი ტექნიკური სამუშაოების ჩატარებაა.

კომპანიის ინფორმაციით, ხვალ, 12:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება გლდანის რაიონში, ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის II შესახვევის და II ჩიხის, ვარდევანის, უწერის, ვასილ ყუშიტაშვილის, ჭრებალოს და გიგო ხეჩუაშვილის ქუჩების ტერიტორიაზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. 

გაზის მიწოდება 17:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება. 

„შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, - ნათქვამია განცხადებაში. 

რუსთავში 85 წლის ქალბატონი გარდაცვლილი იპოვეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 07 მარტი 2017 12:32
რუსთავში 85 წლის ქალბატონი აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა გაზის გაჟონვას უკავშირდება. შეუძლოდაა გარდაცვლილის შვილიც, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 23 თებერვალი 2017 10:25
ისნის რაიონში საექიმოს გასასვლელში მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება.ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 23 თებერვალს, 12:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისნის რაიონში, საექიმოს გასასვლელი №8, №9, №32/33, №37, №38, 4-ბარაკში არსებული საცხოვრებელი კორპუსების და კერძო სექტორის მოსახლეობას. როგორც ”ყაზტრანსგაზ-თბილისში” აცხადებენ, გაზის მიწოდება აღდგება 15:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. 
”შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის”, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 

 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური