New York Times: ერდოღანმა გიულენის შესახებ მტკიცებულება ვერ წარადგინა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 19 იანვარი 2017 13:53

ერდოღანმა, 15 ივლისის გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით მოძრაობა ″ჰიზმეთის″ ბრალელუბასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მტკიცებულება ვერ წარადგინა, - ამის შესახხებ ამერიკული პრესტიჟული გაზეთი New York Times-ი წერს.
New York Times-ის სარედაქციო სტატიაში აღნიშნულია, რომ ერდოღანის რეჟიმმა პრესაზე ზეწოლა გააძლიერა და მოძრაობა ″ჰიზმეთის″ მიმართ გაკეთებულ ცილისწამებლურ განცხადებებთან დაკავშირებით ″არანაირი მტკიცებულება″ ვერ იქნა წარმოდგენილი.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ერდოღანი და გიულენი ერთ დროს მოკავშირეები იყვნენ, ეხლა კი მკვეთრად არიან გაყოფილნი. ერდოღანმა, გიულენი 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის მოწყობაში დასდო ბრალი და ეს საკუთარი კონტროლის გასაძლიერებლად გამოიყენა. უფლებამოსილების გასაფართოებლად საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ათასობით ჯარისკაცი დააპატიმრა, ასობით კონფისკაცია მოახდინა და ათასობით საჯარო მოხელე, პოლიციის თანამშრომელი, პედაგოგი, მოსამართლე და პროკურორი სამსახურებიდან გაანთავისუფლა. ამათგან უმრავლესობა გიულენის მიმდევრობაში დაადანაშაულა, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა უმრავლესობა ციხეში ჩასვა.
ერდოღანმა პრესაზე ზეწოლას მოუმატა. გადატრიალების მცდელობიდან დღემდე 120 ჟურნალისტი იქნა დაკავებული და დღესდღეობით თურქეთმა, ჟურნალისტების დაპატიმრებაში მსოფლიოში პირველ ადგილზე მყოფ ჩინეთს გაუსწრო.
წყარო: https://www.nytimes.com/2017/01/14/opinion/sunday/turkeys-relentless-attack-on-the-press.html?smid=tw-share&_r=3

თურქეთში პრესის თავისუფლების შავი წელი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 28 დეკემბერი 2016 18:45

საერთაშორისო მედია ორგანიზაციების თქმით, მსოფლიოს მასშტაბით ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ჟურნალისტია დაპატიმრებული 2 წლის შემდეგ კვლავ თურქეთია. თურქეთში 148 ჟურნალისტი პატიმრობაშია, 170-მდე მედია საშუალება დაიხურა, ათასობით მედიის მუშაკი და ჟურნალისტი უმუშევარია.
″თურქეთში ადრე ჟურნალისტებს კლავდნენ. ეს ხელისუფლება კი საერთოდ ჟურნალისტიკას კლავს.″ ეს სიტყვები, თურქეთის პრესის თავისუფლების შესახებ Human Rights Watch-ის (HRW) მიერ რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ასახული.
საერთაშორისო ორგანიზაციების ″რეპორტიორები საზღვრებს გარეშე″-ს (RSF) და ″ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი″-ს (CPJ) ინფორმაციით, 2016 წელს მსოფლიოს ქვეყნებს შორის პრესაზე ყველაზე მეტი ზეწოლა თურქეთში ხდებოდა. თურქეთში RSF-ს წარმომადგენლის ეროლ ონდეროღლუს თქმით, ″თურქეთი ორი წლის შემდეგ კიდევ ერთხელ მსოფლიოში ყველაზე დიდი ციხეა ჟურნალისტებისათვის.″
საერთაშორისო ორგანიზაცია ″რეპორტიორები საზღვრებს გარეშე″-ს 2016 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, თურქეთი ორი საფეხურით ჩამოქვეითდა და 180 ქვეყანას შორის 151 ადგილზეა. მის წინ ტაჯიკეთი, უკან კი დემოკრატიული კონგოს რესპუბლიკაა.
15 ივლისის სისხლიანი გადატრიალების მცდელობის შემდეგ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში გამოცემული განკარგულებებით, სხვადასხვა სახეობის 170-მდე მედიასაშუალება გაზეთი, ტელევიზია, რადიო, საინფორმაციო სააგენტო, ჟუნალი და გამომცემლობა დაიხურა. დახურვის მიზეზი, გადატრიალების მცდელობაში სავარაუდოდ ბრალდებულ გიულენის მოძრაობასთან სავარაუდო კავშირია. თუმცა, დახურულ მედიასაშუალებებს შორის ქურთების, ალავიტების და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი ძალიან ბევრი მედიასაშუალებაა.
ამ პერიოდში დაახლოებით 2 ათას 500-მდე მედიის მუშაკი და ჟურნალისტი უმუშევარი დარჩა, ასობით ჟურნალისტს პრესის ბარათები გაუუქმდა, გაურკვეველი რაოდენობით ჟურნალისტს პასპორტი გაუუქმდა და პრაქტიკულად საზღვარგარეთ მოგზაურობა აეკრძალათ, ათობით ჟურნალისტს ქონება ჩამოართვეს. ″თურქეთის ჟურნალისტთა კავშირის″ (TGC) მონაცემების მიხედვით, 2016 წლის პირველ 5 თვეში, ანუ 15 ივლისის გადატრიალების მცდელობამდე, ხელისუფლების ზეწოლის შედეგად 900-მდე ჟურნალისტი სამსახურიდან დაითხოვეს.
წყარო: http://www.dw.com/tr/t%C3%BCrkiyede-bas%C4%B1n-%C3%B6zg%C3%BCrl%C3%BC%C4%9F%C3%BCn%C3%BCn-kara-y%C4%B1l%C4%B1/a-36913987

თურქული გაზეთი ბათუმში ახლადგახსნილი თურქული სკოლის დირექტორის შესახებ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 19:14

ბათუმში ახლადგახსნილი თურქული სკოლის დირექტორი თურქეთში მომხდარი სკანდალის პასუხისმგებელი პირია. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ყოველდღიური გაზეთი "ბირგუნი" (Birgün) ავრცელებს.

სათაურით -″გერგერის რაიონში მომხდარი სკანდალის პასუხისმგებელ პირის ახალი მისია: დირექტორი ჯილდოს მსგავს თანამდებობაზე დაინიშნა″- გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ქალაქ ადიამანის გერგერის რაიონის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი სკანდალის პასუხისმგებელი პირი ბათუმში ახლად გახსნილი სკოლის დირექტორია, სადაც სავარაუდოდ 30-ზე მეტი მოსწავლის შეურაცყოფა მოხდა.

ერქ აჯარერის ინფორმაციით, იმ პერიოდში როდესაც აღნიშნულ სკოლაში გაუპატიურების სკანდალი დაფიქსირდა სკოლის დირექტორი მ.კ. იყო. ამჟამად ის, ″მარიფ ფონდის″ მიერ პირველად საზღვარგარეთ, კერძოდ, ბათუმში გახსნილი თურქული სკოლის დირექტორია.

გაზეთი, ბათუმში ახლად გახსნილი თურქული სკოლის შესახებაც წერს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული სკოლის მშენებლობით დაწყებულმა და სასწავლო გეგმით დამთავრებულმა ძალიან ბევრმა პრობლემამ ორ ქვეყანას შორის კრიზისი გამოიწვია.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ გერგერის რაიონში გაუპატიურების დროს სკოლის დირექტორად მომუშავე პირის ისე, რომ ″თითქოს არაფერი მომხდარა″ ბათუმში ახლად გახსნილი სკოლის დირექტორად დანიშვნამ საქართველოში შეშფოთება გამოიწვია, ასევე საინტერესოა სკანდალში გარეული პირის დირექტორად დანიშვნას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები როგორ შეხედავენ.

წყარო: http://www.birgun.net/haber-detay/gerger-deki-skandalin-sorumlusuna-yeni-gorev-mudure-odul-gibi-atama-135586.html

 

გერმანულმა გაზეთმა ბილდმა თურქეთის პრეზიდენტი მკაცრად გააკრიტიკა და მას ″დიქტატორი ერდოღანი″ უწოდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 07 ნოემბერი 2016 17:41

გერმანიის მაღალტირაჟიანმა გაზეთმა ბილდმა სათაურით -″დიქტატორი ერდოღანი? ახლა რისი ჯერია?″- სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ″ოპოზიციური პოლიტიკოსები შუაღამისას დააკავეს. ქუჩებში ისევ აფეთებების ხმები ისმის. თურქეთი სამოქალაქო ომის ზღვარზეა. პრეზიდენტ ერდოღანის დიქტატორული ქმედებები დღითიდღე მატულობს″. გაზეთის მტკიცებით, 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ 36 ათასი ადამიანი დააკავეს, რის შედეგადაც ციხეებში ადგილი აღარ არის.
″ვინც მთავრობას აკრიტიკებს აკავებენ. ახლა ქურთების დრო დადგა. შუაღამისას ქურთული ″სახალხო დემოკრატიული პარტიის″ თანათავმჯდომარეები სელაჰათინ დემირთაში და ფიგენ იუქსექდაღი დააკავეს. დემირთაში და იუქსექდაღი შესაძლოა ანტი-ტერორისტული კანონის ფარგლებში ოცდაათი დღის განმავლობაში ადვოკატებთანაც არ შეახვედრონ. ერდოღანმა ქურთებს ომი გამოუცხადა. ″სახალხო დემოკრატიული პარტია″ პარლამენტში 6 მილიონ ამომრჩეველს წარმოადგენს. ″სახალხო დემოკრატიული პარტიის″ დეპუტატების დაკავების შემდეგ ქალაქ დიარბაქირში აფეთქება მოხდა, სადაც დიდი რაოდენობით ადამიანი დაშავდა და რვა მშვიდობიანი მოქალაქე (ორი პოლიციელი) დაიღუპა. თურქეთი სამოქალაქო ომთან ასე ახლოს არასდროს არ ყოფილა. ევროპამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.″-ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ″გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თურქეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თურქეთის საელჩოს ყველაზე მაღალი რანგის დიპლომატი დაიბარა. ჯერ კიდევ ანკარასა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ერდოღანის დიქტატორული პოლიტიკის წინააღმდეგ წითელი ხაზის გავლების დრო მოვიდა.
ერდოღანის შეიარაღებილ ძალები არა მარტო სირიას, არამედ ჩრდილოეთ ერაყსაც თავს ესხმიან. ერდოღანი ISIS-ის ნაცვლად ქურთებს ეომება. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. დიქტატორის შეჩერება უფრო მნიშვნელოვანია თუ ლტოლვილების შესახებ მიღწეული შეთანხმება?″-წერს გაზეთი სტატიაში.
გაზეთი ერდოღანის დიქტატორული ქმედებების ჩამონათვალსაც უთმობს ადგილს: ″თავისუფალი მედია გააქრო, ოპოზიცია გაანადგურა, საგანგებო მდგომარეობა გააგრძელა, ციხეებში პატიმრებს აწამებენ, 10 ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა და რექტორები უნივერსიტეტებიდან გამოაძევეს.″
გაზეთ ბილდის მიმომხილველის პროფესორი ერნსტ ელიტზის თქმით, ერდოღანმა თავის ქვეყანაში გადატრიალება მოაწყო.
″ერდოღანმა საკუთარ ქვეყანაში დემოკრატიას დარტყმა მიაყენა. ვინც მას აკრიტიკებს ყველა ციხეში მიდის. ერდოღანი ყოველდღე ადამიანის უფლებებს არღვევს. გერმანიას ცილსწამებს. მისი თქმით, გერმანია ტერორისტებს მხარს უჭერს და აქ თურქებს უსამართლოდ ეპყრობიან. სანამ მმართველი ერდოღანი იქნება, ევროკავშირთან მოლაპარაკებები არ უნდა გაგრძელდეს. ეს გერმანიის მთავრობამ მკაფიოდ უნდა აჩვენოს. ადამიანის უფლებები და აზრის გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების მთავარი ქვაკუთხედია. ვინც ამას ომს გამოუცხადებს ტოლერანტობას არ უნდა ელოდოს.″-წერს მიმომხილველი.

წყარო: http://haberdar.com/dunya/alman-bild-gazetesi-diktator-erdogan-mansetiyle-cikarak-erdogan-i-sert-bir-dille-elestirdi-h33415.html

დემოკრატიის დაშლა თურქეთში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 10 მარტი 2016 12:38

თუ კიდევ არსებობს ეჭვი, თუ რატომ დაარბია პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელისუფლებამ გაზეთი „Zaman“(ზამან)-ის რედაქცია გასულ კვირას,გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სარედაქციო უფლებამოსილების ჩამორთმევის შედეგად 48 საათის განმავლობაში პრო-ერდოღანული პროპაგანდული გაზეთი გამოიცა.გაზეთი „Zaman“, თურქეთის ერთ-ერთი ყოველდღიური გამოცემით უმსხვილესი,ქვეყნის რამოდენიმე ოპოზიციური მედია საშუალებებიდან ერთ-ერთია, რომლის შეკრებილი გულშემატკივრები პარასკევს დღეს ლოზუნგით „თავისუფალი პრესა ვერგაჩუმდება“ ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით პოლიციამ დაშალა, ისე როგორც ეს სხვა რედაქციებისა და ოფისების დარბევის დროს გააკეთა. პოლიცია მოქმედებდა ქ.სტამბოლის სასამართლოს დადგენილებით, რომელიც ახსნა-განმარტების გარეშე,ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში არსებულმა მეთვალყურეობის საბჭო დაამტკიცა.„სანამ ეს გადატრიალება დასრულდებოდა, ჟურნალისტებმა მოასწრეს შაბათი დღისგაზეთის გამოშვება სათაურით „კონსტიტუცია შეჩერებულია“, გაზეთის რის შედეგადაც რედაქტორი დაითხოვეს სამსახურიდან და მიმდინარეობს გაზეთის მთელი ონლაინარქივის განადგურება“, იუწყება ახალი ამბები.გაზეთ „Zaman“-ზე თავდასხმა არ არის გასაკვირი, გაზეთი ასოცირდება ფეთჰულაჰგიულენთან, მუსულმანთა სასულიერო პირი, რომელიც ცხოვრობს დევნილობაშიპენსილვანიაში. ბ-ნ გიულენი ერდოღანის მოკავშირე იყო, დაახლოებით 2 წლის წინ, მათშორის განხეთქილების შედეგად მედია ჯგუფი პრო-სამთავრობო სარედაქციოპოლიტიკიდან გადაერთო ანტი-სამთავრობო სარედქციო პოლიტიკაზე.ეს დარბევა ერდოღანის უფრო უკანასკნელი ავტორიტარული ნაბიჯთაგანია, რომელთაშორის იყო კრიტიკოსების დაპატიმრება, სამხედროს ავლით ქურთ სეპარატისტებთანომის გამწვავება. ახლა კი ის აკონტროლებს მედია საშუალებებს და თურქეთი ერთ-ერთიიმ ლიდერ ქვეყნებს შორისაა, სადაც ყველაზე მეტი ჟურნალისტია დაკავებული. მისიკამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა თავისუფალი პრესის დევნას, მისი მთავრობისპროკურორებმა ბოლო 18 თვის განმავლობაში ერდოღანის შეურაცხყოფისთვის თურქიმოქალაქეების წინააღმდეგ 2000 საქმე აღძრეს, რაც დანაშაულია.თურქეთი ადგა იმ გზას, რომ ის უნდა ყოფილიყო მუსულმანური დემოკრატიისმოდელი, თუმცა ახლა, როგორც ჩანს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერდოღანს ოდესმესჯეროდა დემოკრატიული პრინციპების. ის ფაქტი, რომ მას მიჰყავს ქვეყანა უფრო სხვარაკურსით, ბადებს სერიოზულ კითხვებს იმის შესახებ, გააგრძელებს თუ არ თურქეთიNATO-ს სანდო წევრ ქვეყნად ყოფნას, მოგეხსენებათ რომ ალიანსი ეფუძნება საერთოღირებულებებს.შემაშფოთებელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა არ გამოეხმაურა დამორჩილად გამოხატეს რეაქცია თავისუფალი პრესის გათელვის მიმართ. ობამას ადმინისტრაცია ამბობს, რომ „Zaman“-ის წინააღმდეგ ქმედებები შემაშფოთებელია,ხოლო ევროკავშირმა განაცხადა, რომ „თურქეთმა პატივი უნდა სცეს და ხელი შეუწყოსდემოკრატიულ სტანდარტებს, მათ შორის მედია თავისუფლებას".ისინი შეიძლება ჩუმდებოდნენ და არ აკრიტიკებდნენ, ვინაიდან იმედოვნებენ, რომთურქეთი ამ ლტოლვილთა კრიზისს - გადინებას ევროპაში დაეხმარება, ორშაბათს ბ-ნერდოღანმა მათ შესთავაზა ძალზედ რთული პოზიცია, სადაც წარუდგინათანამშრომლობის ახალი მოთხოვნები, მათ შორის დახმარება მილიარდზე მეტი და ევროკავშირში თურქეთის ადრეული გაწევრიანება.ეს არ არის მოკავშირის მიდგომა, და ერდოღანის ავტორიტარიზმისაკენ სვლა არგააძლიერებს თურქეთს NATO-სა და ევროკავშირში.

თურქეთში მთავრობამ ყველაზე მაღალტირაჟიანი გაზეთის მმართველობა უკანონოდ ჩაიბარა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 04 მარტი 2016 23:45

თურქეთში მთავრობამ ერთ-ერთი ყველაზე მაღალტირაჟიან გაზეთ ზამანის(Zaman) მმართველობა უკანონოდ ჩაიბარა. ზამანის გენერალური დირექტორი აბდულჰამით ბილიჯი საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში, კონსტიტუციის დაცვის ქვეშ მყოფი მედია საშუალების მმართველობის უკანონოდ ხელში ჩაგდება, კონსტიტუციის უარყოფის ტოლფასია.
ბილიჯი ″მედიის თავისუფლება კონსტიტუციითა და ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციით (ECHR) გარანტირებულად დაცულ მდგომარეობაშია″-განაცხადა მან.
″ქვეყანაში მთავრობამ, მის მიერ ოპოზიციურად მიჩნეული მედიის გაჩუმების მოტივით 4 თვის წინ მსგავსი ქმედებებით ″კოზა-იფექ″ მედია ჯგუფის მმართველობაც  ჩაიბარა, გასულ დღეებში კი ჰოლდინგის მმართველობაში მყოფი ყველა მედია საშუალება დაიხურა. გონიერ და დემოკრატიული ფასეულობების დამცავ ყველას მედიის თავისუფლების და გაზეთ ზამანის მხარდაჭერისკენ მოვუწოდებ.″-განაცხადა აბდულჰამით ბილიჯიმ.
თურქეთში ბოლო წლებში თავისუფალ მედიაზე და ჟურნალისტებზე ზეწოლა და მედია საშუალებების დახურვები ისევ გრძელდება. გაზეთ ჯუმჰურიეთის მთავარი რედაქტორი ჯან დუნდარი და გაზეთის ანკარის ოფისის ხელმძღვანელი ერდემ გიული თავიანთი გაზეთში გამქვეყნებულ ინფორმაციიც გამო ორი თვის ადრე იყვნენ დაპატიმრებულები. ქვეყნის კონსტიტუციარმა სასამართლომ 3 დღის წინ ჟურნალისტების დაპატიმრება უკანუნოდ ჩათვალა ამ ორ ჟურნალისტი გამოუშვა ციხიდან.  პრესიდენტ ერდოღანი კი უმაღლეს სასამართლოს ამ გადაწყვეთილება სერიოზულად გააკრიტიკა და თქვა რომ მან უმაღლეს სასამართლოს ამ გადაწყვეთილებას არ სცნობს და არც პატივისცემს. მისი ამ სტყვებმა ქვეყანაში დიდი აღელვებას გამოიწვია.
თურქეთში პრეზიდენტ ერდოღანისა და  4 მინისტრის შვილთან ერთად ორგანიზებულ და ქვეყნის ისტორიის ყველაზე გახმაურებულ, ანტიკორუფციულ სპეცოპერაციის სახელით ცნობილ 2013 წლის 17-25 დეკემბრის სპეცოპერაციის შემდეგ, თავისუფალი მედიის გაჩუმების მიზნით ″კოზა-იფექ″ მედია ჯგუფში შემავალი 2 ტელევიზია და 2 გაზეთი, ″სამანიოლუ″ (Samanyolu Group) ჯგუფში შემავალი 11 სატელევიზიო არხი, IMC-ს ტელევიზია და BengiTÜRK-ის ტელევიზია მთავრობის მიერ დაიხურა.
დღეს დღეობით თურქეთში 30 მეტი ჟურნალსიტი ისევ ციხეში იმყოფება.

თურქეთში წინასაარჩევნოდ დამოუკიდებელი ტელევიზიების შემდეგ ორი გაზეთის გამოსვლაც შეაჩერეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 11:21

თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ ტაიპ ერდოღანის მმართველობის მხრიდან თავისუფალ მედიაზე ბოლო წლებში ძალიან მომატებული "ნადირობა" ისევ გრძელდება და უკვე პიკს მიაღწია. ანკარის მე-5 სასამართლოს გადაწყვეთილებით, კერძო კომპანია კოზა-იფექ  ჰოლდინგის მმართველობაში, რომლის შემადგენლობაშია ორი ტელევიზია, ორი გაზეთი და ერთი რადიო, პრეზიდენტ ერდოღანთან და მისი პარტიიდან ხელმძღვანელების დანიშვნიდან ჰოლდინგის მმართველობაში მოსული ახალი ხელმძღვანელობამ გუშინ ორივე ტელევიზიის  მაუწყებლობის გაჩერების შემდეგ, ჰოლდინგის ორი გაზეთის დაბეჭდვა და გავრცელებაც გააჩერა.   

1 ნოემბერის საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყანაში არსებული თავისუფალი მედიიდან ორი ტელევიზიის მაუწყებლობის გაჩერება დღეს გაზეთების Bugün და Millet-ის ბეჭდვის და გავრცელობის შეჩერებით გაგრძელდა. გაზეთები დღეს ინტერნეტ ვერსიებით გამოვიდნენ სათაურებით: "სისხლიანი გადატრიალება" და "წართმევა".  გაზეთები ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე, რომ არჩევნებამდე რამოდენიმე დღით ადრე ჰოლდინგზე სასამართლოს ახალი ხელმძღვანელების დანიშვნის მიზანი სახეზეა, ეს კი არის ზუსტად მედია-საშუალებების გასაჩუმებლად გაკეთებული და ხალხისათვის ობიექტური ინფორმაციის მიღების შეზღუდვის მცდელობა.

აღსანიშნავია რომ ტელევიზიების მაუწებლობის გაჩერებიდან რამოდენიმე საათის შემდეგ, ტელევიზიების ეთერი ჩართეს და გადიოდა ადოლფ ჰიტლერის შესახებ დოკუმენტური ფილმი. კოზა-იფექ ჰოლდინგზე სასამართლოს მმართველის დანიშვნა ნიშნავ ქვეყანაში არსებული მედია საშუალებების უმეტესი ნაწილის ერდოღანისა და მისი პარტიის მხრიდან გაკონტროლებას. უკვე სახაზეა რომ ეს მედიასაშუალებებიც თავისუფალი მედიის პირობებიდან მიკერძოებულ მედიასაშუალებებად გადაკეთდებიან.

ამჟამად თურქეთში ვითარება ძალიან დაძაბულია. თვითონ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ვარაუდობენ, რომ 1 ნოემბრის არჩევნების სამართლიანად ჩატარდება ეჭვქვეშ დადგება.

 

თურქეთის ერთ-ერთი მედია ჯგუფის წინააღმდეგ „ტერორისტული ორგანიზაციის პროპაგანდის„ ბრალდებით გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2015 17:31

თურქეთის უმსხვილესი ოპოზიციური მედია საშუალებებიდან ერთ-ერთის დოღან მედია ჯგუფის მიმართ (CNN Türk ტელევიზია მის დაქვემდებარებაშია) „ტერორისტული ორგანიზაციის პროპაგანდის“ ბრალდებით გამოძიება დაიწყო.

გაზეთი „Hürriyet“-ის ინფორმაციის მიხედვით, ისტანბულის ბაქირქოის გენერალურმა პროკურატურამ, დოღან მედია ორგანოებში გამოქვეყნებული მასალებიდან გამომდინარე მედია საშუალებების ხელმძღვანელების შესახებ „ტერორისტული ორგანიზაციის პროპაგანდის“ ბრალდებით საქმე აღძრა.

დოღან მედია ჯგუფის ფარგლებში CNN Türk-თან ერთად  შედის თურქეთის წამყვანი გაზეთებიდან „Hürriyet“, სატელევიზიო არხი Kanal D და საინფორმაციო სააგენტო DHA. ბოლო პერიოდში, იგივე მედია ჯგუფის გაზეთ „Hürriyet“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო, ახალგაზრდული ორგანიზაციების დაჯგუფება, რომელიც  AKP პარტიას (სამთავრობო პარტია) მიეკუთვნება, ორჯერ თავს დაესხა და შენობის ფანჯრები ჩაამტვრია.

შეგახსენებთ რომ ქვეყანაში არსებული ოპოზიციური მედია ჯგუფიდან  Samanyolu Grup-ის გენერალური დირაქტორი ჰიდაეთ ქარაჯა უკვე ერთი წელია პატიმრობაში იმყოფება. შემდეგ გაზეთ თარაფის ჯურნალისტი მეჰმეთ ბარანსუ ციხეში ჩასვეს. გასულ კვირას პოლიციამ İpek Holding-ის ოფისები დარბია და დღემდე გრძელდება ჩხრეკა. პ-პოლიციამ გუშინწინ კი ჟურნალი Nokta-ს ოფისი დაარბია, რედაქტორი დააკავა და ჟურნალის გავრცელება შეაჩერა.  

ქვეყანაში არსებული მედია საშუალებებზე თანმიმდევრობით განხორციელებული თავდასხმები და დარბევები მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ ჩატარებული ოპერაციები თავისუფალი პრესის გაჩუმების მიზნით არის გამოწვეული.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური