"მთავრობის ადმინისტრაცია გაეროს კონვენციით განსაზღვრული საკოორდინაციო მექანიზმის შექმნაზე მუშაობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 03 დეკემბერი 2019 14:08

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო.

ნათია მეზვრიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ისაუბრა იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რაც შშმ პირთა უფლებების დაცვას და მათთვის ღირსეული გარემოს შექმნას უკავშირდება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, მთავრობის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს გაეროს კონვენციით განსაზღვრული საკოორდინაციო მექანიზმის შექმნაზე და საკითხზე მუშაობა დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.

„ჩვენ კარგად ვიაზრებთ ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს და იმას, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში თემის წევრები აწყდებიან. მე არ ვისაუბრებ იმ პროგრესზე, რომლის მისაღწევადაც უწყებები და საქართველოს მთავრობა, ცალკეული სამინისტროების სახით მათ შორის და პარლამენტი ყოველდღიურად მუშაობდნენ. პროგრესის პარალელურად გვაქვს გამოწვევები, რომელიც დასაძლევია. კარგად ვაცნობიერებთ, რომ საკითხი იმდენად კომპლექსურია, ბუნებრივია, ამ ყველაფერს სჭირდება დრო, თუმცა, იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ეს დრო უნდა იყოს გონივრული და ძალიან დიდხანს ამ მიმართულებით ვერ დავიცდით. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს, ახლა, ამ ეტაპზე გაეროს კონვენციით განსაზღვრული საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის საკითხზე. ჩვენ, ალბათ უკვე წლის ბოლომდე, დეკემბრის ბოლომდე დავასრულებთ ამ საკითხზე მუშაობას. არსებობს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, სად უნდა იყოს მექანიზმი სტრუქტურულად, როგორი უნდა იყოს მისი ფუნქცია, როგორ უნდა იყოს ეს ყველაფერი მოწყობილი იმისთვის, რომ კოორდინაცია იყოს ეფექტური, თუმცა, გადაწყვეტილება იქნება მიღებული ბუნებრივია კონსესუსის შედეგად და ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველა მხარისთვის და ამ პროცესში ჩართული პირებისთვის იქნება მისაღები და რაც მთავარია, ეს მექანიზმი იქნება შედეგზე ორიენტირებული. ეს იქნება მთავრობის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტი. 

ასევე აქტიურად ვმუშაობთ დამატებითი ოქმის რატიფიცირების საკითხზე და მთავრობის პრიორიტეტი გახლავთ ესეც, რომ ამ საკითხზე მუშაობა დროულად დავასრულოთ. გვესმის, რომ ეს ვალდებულებაა, თუმცა, გარკვეულ ლოგიკურ დასასრულამდე ეს პროცესი უნდა მივიყვანოთ, რა თქმა უნდა, თქვენთან თანამშრომლობით", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა 

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას და პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებს ამ მიმართულებით მთავრობისთვის წლების განმავლობაში გაწეული დახმარებისა და ძალისხმევისთვის. 

კონფერენცია სახელწოდებით „დაინახე, გაიგონე, გადადგი ნაბიჯი" გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივით გაიმართა. კონფერენციაზე იმსჯელეს შშმ პირთა ცხოვრების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებისათვის აუცილებელ ცვლილებებზე, ასევე შშმ პირების უფლებების დაცვისთვის კონკრეტული მექანიზმების შექმნაზე.

სასტუმრო „რედისონში" გამართულ კონფერენციას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ლელა აქიაშვილი, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გაეროს კომიტეტი რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებზე განიხილავს საქართველოს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 27 აპრილი 2016 16:03

ჟენევა (27 აპრილი 2016) – ამა წლის 2 და 3 მაისს, გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხებზე მომუშავე კომიტეტი განიხილავს საქართველოს წინსვლას რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს კონვენციის განხორციელების სფეროში. განხილვები ჩატარდება პირდაპირი ვებქასთის მეშვეობით. საქართველო ერთერთია იმ 177 ქვეყნას შორის, რომელმაც მოახდინა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირება. ამის საფუძველზე ქვეყანა ექვემდებარება რეგულარულ განხილვას კომიტეტის მიერ, რომელიც 18 დამოუკიდებელი ექსპერტისაგან შედგება.

ქვემოთ მოყვანილია იმ საკითხთა ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება გახდეს განხილვის საგანი კომიტეტის წევრებსა და საქართველოს მთავრობის დელეგაციას შორის:
• რასობრივი დისკრიმინაციის ხელშემწყობი ორგანიზაციების აკრძალვა;
• დემოგრაფიული მონაცემები მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის შესახებ;
• ეთნო-რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებული ვითარება. არატოლერანტული გამონათქვამებისა და დისკრიმინაციული ქმედების შესაძლო ზრდა;
• ბოშების მდგომარეობა;
• მოქალაქეობის არმქონე პირთა მდგომარეობა. მოქალაქეობის მისაღებად უფასო იურიდიული დახმარებისა და წარმომადგენლობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ზომების გატარება;
• განახლებული ინფორმაცია საბჭოთა კავშირის მიერ 1944 წელს დეპორტირებული პირების მდგომარეობას შესახებ.

განხილვა გაიმართება ჟენევაში, პელეი ვილსონში, 2 მაისს 15:00 – 18:00 საათზე (17:00 – 20:00 თბილისის დროით ) და 3 მაისს 10:00 – 13:00 საათზე (12:00 – 15:00 თბილისის დროით), და პირდაპირ გადაიცემა ვებქასთის მეშვეობით შემდეგ ვებ გვერდზე: www.treatybodywebcast.org. კომიტეტი ასევე მოისმენს ალტერნატიულ ანგარიშს გაეროს სხვა ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან.
მეტი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებ გვერდზე: http://tbinternet.ohchr.org/_layouts/treatybodyexternal/SessionDetails1.aspx?SessionID=977&Lang=en

კომიტეტის დასკვნები საქართველოსთან და ასევე კომიტეტის მიერ განხილულ სხვა ქვეყნებთან (ესპანეთი, ომანი, რუანდა, აზერბაიჯანი და ნამიბია) დაკავშირებით გამოქვეყნდება 13 მაისს შემდეგ ბმულზე: http://tbinternet.ohchr.org/_layouts/treatybodyexternal/SessionDetails1.aspx?SessionID=1072&Lang=en

<დასასრული>

საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისათვის: ლიზ თროსელი +41 22 917 9466 / JLIB_HTML_CLOAKING

დამატებითი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ:
კომიტეტის წევრები არიან მსოფლიოს მაშტაბით შერჩეული დამოუკიდებელი ექსპერტები ადამიანის უფლებების საკითხებში, რომლებიც მოქმედებენ როგორც დამოუკიდებელი პირები და არა როგორც გაეროს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები. კომიტეტის დასკვნები წარმოადგენს წევრი სახელმწიფოს კონკრეტულ სახელშეკრულებო ორგანოსთან მიერთების შედეგად ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების შეფასებას. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებ გვერდს: http://www.ohchr.org/en/hrbodies/cerd/pages/cerdindex.aspx

საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ მიღებულ იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1965 წლის 21 დეკემბერს. მეტი ინფორმაციa კონვენციის 50 წლისთავის შესახებ იხილეთ შემდეგ მბულზე: http://www.ohchr.org/EN/HRBodies/CERD/50/Pages/Icerd50.aspx

ინფორმაცია სოციალური მედიისა და საინფორმაციო ინტერნეტ რესურსებისათვის: ჩვენს პრეს რელიზებთან დაკავშირებული მულტიმედიური კონტენტი და ძირითადი შეტყობინებები ხელმისაწვდომია გაეროს ადამიანის უფლებათა სოციალური მედიის არხებზე:
Twitter: @UNHumanRights
Facebook: unitednationshumanrights
Instagram: unitednationshumanrights
Google+: unitednationshumanrights
Youtube: unohchr

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური