გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 17 ივნისი 2020 13:47

გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება. ეს გახლავთ მარკ კლეიტონი. ახალი ელჩს ჰყავს მეუღლე ელენ კინგი და ორი შვილი!

გაერთიანებულ სამეფოს ელჩს საქართველოში ჯასთინ მაქენზი სმითს მარკ კლეიტონი 2020 წლის აგვისტოს თვეში შეცვლის.

 

CURRICULUM VITAE

Full name: Mark Clayton

Married to: Helen King

Children: Two

2018 to present Cabinet Office, Deputy Director, European Security and Defence
2017 to 2018 Moscow, Minister Counsellor (Political), and FCO, Eastern Europe and Central Asia Directorate
2014 to 2017 Dhaka, Deputy High Commissioner
2010 to 2014 FCO, Deputy Head, Counter-Terrorism Department
2008 to 2010 Home Office, Head, International Team, Office for Security and Counter-Terrorism
2005 to 2007 FCO, Head, G8 Team
2004 to 2005 FCO, Head, EU-Former Soviet Union relations Team
2003 to 2004 Kabul, Head, Counter Narcotics Team
1998 to 2002 Moscow, Second Secretary (Foreign Policy)
1997 to 1998 FCO, Desk Officer, Baltic States

პრეს-რელიზი

წყარო: https://www.gov.uk/government/news/change-of-her-majestys-ambassador-to-georgia-august-2020?fbclid=IwAR1AINkWS2fxaj0uBEwrUR2p0d11SVYYEnjBAKa6Cz3ab8818a-8nDYnV8I

შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს ელჩთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 22:34

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო განიხილეს. თამარ ჟვანიამ აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის სამართლიანი, სანდო, გამჭვირვალე არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად.

„გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი პირველად ეწვია ცესკოს. ის სულ რამდენიმე კვირის ჩამოსულია საქართველოში. მას აინტერესებდა არჩევნებთან დაკავშირებული მიმდინარე პროცესები. ასევე გამოხატა ძალიან დიდი მხარდაჭერა საქართველოში არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებისა და ამომრჩეველთა აქტიური მონაწილეობის თვალსაზრისით. შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული და საქმიანი. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მხარდაჭერა, ისე ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის მხარდაჭერა გამჭვირვალობისთვის და რა თქმა უნდა, საარჩევნო პროცესების ხელშეწყობისთვის იქნება მაქსიმალურად დადებითი და პოზიტიური საქართველოს არჩევნებისთვის“, - განუცხადა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ჯასტინ მაკკენზი სმიტმა მედიასთან არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, - „ვფიქრობ, ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის. იმედი მაქვს, რომ საარჩევნო გარემო დარჩება მშვიდობიანი და რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე“, - განაცხადა ჯასტინ მაკკენზი სმიტმა.

თავდაცვის მინისტრი გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 15:03

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლს შეხვდა. შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური მრჩეველი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ალექსანდრა ლუის პოლი დაესწრო, რომელიც თავდაცვის სამინისტროში სამ წელს დაჰყოფს. 

შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. საუბარი შეეხო 2016 წლის ვარშავის სამიტზე საქართველოს მხარდაჭერის საკითხებს, განიხილეს სხვადასხვა დონის ორმხრივი შეხვედრები, ასევე, ისაუბრეს  ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართული ქვედანაყოფების მონაწილეობის საკითხზე.

თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2015 12:02

საქართველოს თავდაცვის მინისტრის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტი თადაცვის უსაფრთხოების საერთაშორისო გამოფენაში (DSEI 2015) მონაწილეობით გრძელდება. თინათინ ხიდაშელი გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობისა და ინვესტირების სამსახურის მიერ ორგანიზებული გამოფენის ფაგრლებში კომპანია AIRBUS-ისა და THALES-ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ მზად არიან უპასუხონ ქართული მხარის მოთხოვნებს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი გამოფენის ფარგლებში გამართული შეხვედრების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ემბარგოს რეჟიმი, პრაქტიკულად, არცერთ ქვეყანას აღარ აქვს.

„სამხედრო აღჭურვილობის გამოფენა საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ფრანგებთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დიდი იმედი გვაქვს, რომ ემბარგო დასრულდება და ბევრი ქვეყანა გასცემს საქართველოზე ლიცენზიას. კომპანიები, რომლებსაც ვესაუბრებოდით, რომლებთანაც შეხვედრის შესაძლებლობა მოგვეცა, მნიშვნელოვანი საშუალებაა იმისათვის, რომ მივიღოთ პასუხები ევროპის ნატოს წევრი ქვეყნებისგან, ფრანგული ხელშეკრულება მხოლოდ ერთჯერადი ქმედებაა, თუ არის გაგრძელების შესაძლებლობა. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინვესტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მან დაგვიდასტურა, რომ დიდი ბრიტანეთის მხრიდან არავითარ ემბარგოზე და პრობლემებზე საუბარი აღარ არის. ამიტომ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს ეტაპი საქართველოსთვის უკვე დასრულებულია და ჩვენ თავისუფალ რეჟიმში ვართ ყველა ქვეყანასთან“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს თანამშრომლობას დადებითად აფასებს და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე საუბრობს გამოფენის პრესოფიცერი ადამ თომასი.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს გამოფენას ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაცია ესტუმრა. ეს ადასტურებს, რომ საქართველო ვიზიტის გარდა კომპანიებთან შეხვედრითაცაა დაინტერესებული. ვიმედოვნებთ, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და ჩვენი შეიარაღებული ძალები კიდევ უფრო დაახლოვდებიან. მოგვეცა შესაძლებლობა, გავიგოთ, თუ რა საჭიროებები აქვს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რა მიმართულებით შეუძლია დახმარება გაერთიანებული სამეფოს და რა საშუალებები არსებობს, რომ ორივე ქვეყნის კომპანიებმა ითანამშრომლონ და საქართველოს საუკეთესო აღჭურვილობა მიაწოდონ“, - განაცხადა  ადამ თომასმა.

DSEI წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვანი სამი სამხედრო მიმართულების - სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სამსახურების  ერთობლივ გამოფენას და იძლევა შესაძლებლობას, ხაზი გაუსვას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორების მიღწევებს; მხარს უჭერს გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობასა და ინვესტირებას, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში წარმოებული ტექნოლოგიების ექსპორტს.  აღნიშნული გამოფენა საშუალებას აძლევს კომპანიებს, წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები, ტექნიკა და მომსახურება, რომელსაც მხარს უჭერს გაერთიანებული სამეფო.  

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური