გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობას 2018 წ. ანგარიში და 2019 წ. პრიორიტეტები წარუდგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 01 მაისი 2019 15:38

ოთხშაბათს, 1 მაისს,  გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამართა შეხვედრა 2016-2020 წწ. სტრატეგიის ,,პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის” განხორციელებისას   2018 წელს მიღწეული შედეგებისა  და  2019 წლის პრიორიტეტების განსახილველად.  ეს სტრატეგიული დოკუმენტი ასახავს გაეროს მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, რაც თანხვედრაშია ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებსა და მდგრადი განვითარების მიზნებთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-საქართველოს მთავრობის ერთობლივი მმართველი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას  ხაზი გაუსვა გაეროსა და მის 16 სააგენტოსთან სხვადასხვა სფეროში ეფექტიან თანამშრომლობას და განაცხადა, რომ ორგანიზაციის მხარდაჭერამ და ჩართულობამ საქართველოს წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

 „საქართველო დღესაც ერთგულია გაეროსა და მისი საქმიანობისადმი. გაეროსა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებული ერთობლივი სტრატეგია „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის“ მოიცავს ხუთ პრიორიტეტულ სფეროს: დემოკრატიული მმართველობა; სამუშაო ადგილები, საცხოვრებელი პირობები და სოციალური დაცვა; განათლება, ჯანდაცვა; მოქალაქეთა უსაფრთხოება და დაცვა და ეს სტრატეგია სრულ თანხმობაშია ჩვენი მთავრობის ვალდებულებებსა და ღირებულებებთან. გარდა ამისა, ერთობლივი სტრატეგიის ფარგლებში ჩამოყალიბებული 2019-2020 წლების პრიორიტეტები ეხმიანება ჩემი მთავრობის სექტორული პოლიტიკის და მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის მიზნებს, რაც საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ რეფორმების ეფექტიანად განხორციელებაში და დაპირებების პირნათლად შესრულებაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა ,,პარტნიორობა მდგრადი განვითარების” სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების გზაზე 2018 წელს მიღწეული ედეგები შეაფასა. მან აღნიშნა, რომ გაეროს 16 სააგენტომ სტრატეგიული დოკუმენტის განსახორციელებლად 2018 წელს   41.6 მილიონი აშშ დოლარი გამოყო, ხოლო 2019- 2020 წწ. იგეგმება 100 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა.  მან მადლობა გადაუხადა დონორებს დახმარებისთვის.

შეხვედრაზე განიხილეს გასულ წელს მიღწეული  შედეგები ხუთ პრიორიტეტულ მიმართულებაში:  დემოკრატიული მმართველობა; დასაქმება, საარსებო პირობები და სოციალური დაცვა; განათლება; ჯანდაცვა;  საზოგადოების უსაფრთხოება და მდგრადი განვითარება. თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითად  დასახელდა:  

  • პარლამენტის საკანონმდებლო ღიაობის გაზრდის, კანონშემოქმედებითი საქმიანობის გაუმჯობესებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების მხარდაჭერა; 
  • შრომის უსაფრთხოების კანონის მიღება;
  • იურიდიული დახმარების სამსახურის ინსტიტუციური და ტექნიკური  მხარდაჭერა, რომელიც  ყოველწლიურად   50 ათასზე მეტ ადამიანს ეხმარება იურიდიული დახმარების მიღებაში, ასევე კომერციულ დავებში მედიაციისა და არბიტრაჟის გამოყენების ხელშეწყობა;
  • საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონის ამოქმედება;
  • 70 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება  მრავალმხრივი საფრთხეების ადრეულიშეტყობინების სისტემის განვითარებისათვის, და სხვ.

შეხვედრას, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოში გაეროს სააგენტოების მიერ,   ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო სექტორის, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გაეროს ეზოში ქართული ქვევრი განთავსდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 მარტი 2016 11:56

 ქალაქ ჟენევაში,გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად, გაერო-ს ოფისის ეზოში ქართული ქვევრი განთავსდება. 

ორგანიზაციის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველო ჟენევის ოფისს საჩუქრად იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ ქართულ ქვევრს აჩუქებს. გაერო-ში ქვევრის დადგმის ოფიციალური ცერემონია  დღეს გაიმართება. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და გაერო-ს ოფისის გენერალური დირექტორი. ღონისძიების ფარგლებში გაიხსნება მემორიალური დაფა. გაიმართება ქართული ღვინის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ქართული ღვინის დეგუსტაცია. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური