"გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია"- ნიკა გვარამია

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 18 ივლისი 2019 18:04

"რუსთავი 2"-ის დირექტორი ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ევროსასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად სკანდალურია. ნიკა გვარამიამ გადაწყვეტილებას შოკისმომგვრელი უწოდა. მისი განცხადებით, კომპანია გასაჩივრების უფლებას გამოიყენებს. 

"რუსთავი 2"-ის ეთერში ვართ და არ ვაპირებთ, არყოფნას. უნდა გითხრათ, რომ არ ვთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და აბსოლუტურად წარმოუდგენელია, არ ვიქნები მართალი. იურისტი ვარ, ყველაფერთან ერთად, შეიძლება დაგავიწყდათ, მაგრამ ვარ და არც თუ ისე ცუდი, ვფიქრობ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, რა სასამართლოც არ უნდა იყოს, კრიტიკის უფლება მაქვს, გადაწყვეტილება სრულიად წარმოუდგენელია. სამწუხაროდ, ყველაფერთან ერთად, მოთხოვნების არდაკმაყოფილებასთან ერთად, მძიმეა ის გარემოება, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვა სასამართლომ გასაჩივრების უფლება. ამ უფლებას გამოვიყენებ, დანარჩენ შემთხვევებში, სამწუხაროდ, გასაჩივრების უფლებებიც კი ჩაკეტა. მე კონსპირაციების მომხრე არ ვარ, მე ეჭვს ვერ შევიტან მიუკერძოებლობაში, უბრალოდ უნდა მივაწეროთ ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, აბსოლუტურად არასწორ ინტერპრეტაციას. კრიტიკის უფლება მაქვს. არ ვეთანხმები ამ გადაწყვტილებას სრულად, თუმცა გასაჩივრების შესაძლებლობა გვაქვს ერთ შემთხვევაში, მაგრამ ეს შემთხვევა არის უმნიშვნელოვანესი, ეს არის დასაშვებად ცნობა მოსამართლე ურთმელიძის, მზია თოდუას და სააპელაციო სასამართლოს ერთი მოსამართლის, ჩვენ ვაპირებთ ამის გასაჩივრებას," - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის თქმით, დროებითი ღონისძიების გაუქმება არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ძალაში შევიდა. 

„დროებითი ღონისძიების გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა. დროებითი ღონისძიება გაუქმდა იმიტომ, რომ ის წაბმული იყო „რუსთავი 2"-ის მოთხოვნაზე, რომელიც სრულიად გაურკვევლად ჩვენთვის დაუშვებლად იქნა ცნობილი, მე ვიტყოდი, რომ სამართლებრივად სკანდალურიც არის ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ იგივე სასამართლოს მეორე კოლეგიამ „რუსთავი 2“-ის მოთხოვნას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ უპასუხა რევოლუციური გადაწყვეტილებით, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ პირველად ისტორიაში თქვა, რომ ვიღებ დროებით ღონისძიებას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იმიტომ, რომ ვხედავ დასაბუთებულ შეზღუდვას გამოხატვის თავისუფლების. ეს თქვა ერთმა პალატამ და მეორე პალატამ თქვა, რომ ეს პალატა ნულოვანი კვალიფიკაციისა იმიტომ, რომ ამ საკითხს საერთოდ არ ვიხილავ და ეს საკითხი არის ღიად დაუსაბუთებულიო, მე ვიტყოდი, რომ სკანდალურიც არის ეს გადაწყვეტილება, შიგნით სასამართლოს ურთიერთმიმართების კუთხით, თუმცა ეს არ არის ჩემი კომპეტენციის საკითხი, მე შემიძლია მხოლოდ შევაფასო ეს საკითხი და ცხადია, რომ არ დავეთანხმო მეორე პალატის გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია იუსტიციის მინისტრს მიმართავს და ამბობს, რომ მან ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებით არასწორი ინტერპრეტაცია გააკეთა.

„მე მივმართავ იუსტიციის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს, მისი ინტერპრეტაცია ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლასთან დაკავშირებით და იმის თქმა, რომ ქიბარ ხალვაშს შეუძლია მივიდეს სადღაც და სახელმწიფო დაურეგისტრირებს იმიტომ, რომ ეს ასეა, არასწორი ინტერპრეტაციაა სამართლებრივად და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თუ არა დანაშაულებრივი მითვისება მედიის, რომელიც ჯერ კიდევ, მიუხედავად უმძიმესი გადაწყვეტილებისა სტრასბურგის სასამართლოსი, ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანს, რომ ეს გადაწყვეტილება სრულიად შეცვალოს,“ - ამბობს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამია ასევე საუბრობს იმ მუხლზე, რომლის გასაჩივრებაც სამაუწყებლო კომპანიას შეუძლია. ნიკა გვარამია ამბობს, რომ თუ დიდი პალატა სამაუწყებლო კომპანიის საჩივარს დააკმაყოფილებს, საქმე „დაინგრევა“.

ნიკა გვარამიას თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო, რის თქმაც არ შეუძლია სამთავრობო გუნდზე, რომლებიც სამი თვეა, მსგავსი გადაწყვეტილების მოლოდინში იყვნენ.

„იმ შემთხვევაში თუ დიდი პალატა მიიღებს ამ ერთ საკითხზე გასაჩივრებას და ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე გასაჩივრებას წარმოებაში, იმ შემთხვევაში, რომ წარმოებაში მიიღებს, განიხილავს და დაადგენს, რომ მაგალითად, პირველი ინსტანციის მოსამართლე ურთმელიძე განსხვავებით ამ პალატისგან ჩათვლის, რომ იყო მიკერძოებული, საქმე ინგრევა სრულად და ამ შემთხვევაში, თუ დარეგისტრირებული იქნება ქიბარ ხალვაში, თან უკანონოდ, საქმის შეტრიალება იქნება შეუძლებელი. ამიტომ, ახლა ქიბარ ხალვაშის კანონსაწინააღმდეგო დარეგისტრირება იქნება საქართველოს კონსტიტუციის, ასევე ევროპული კონვენციის დარღვევა და ჩემი შეფასებით და შესაძლოა, არა მარტო ჩემი შეფასებით, ოდესღაც სხვა ხელისუფლების შეფასებითაც, იყოს თანამდებობრივი დანაშაული. ამიტომ, მე მოვუწოდებ არა იმისკენ, რომ თვითონ ჩათვალოს, ჩემს ინტერპრეტაციას დაეთანხმოს, მე მოვუწოდებ ღია ადმინისტრაციული წარმოებისკენ ამ საკითხზე, იმიტომ, რომ ეს არ არის უბრალო საკითხი, სადაც ერთი ადამიანის თავი, როგორც უნდა დისკრეციულად მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს არის ძალიან სენსიტიური და ქვეყნის დემოკრატიისთვის გადამწყვეტი საკითხი, ზუსტად ამიტომ ვარ ყველაზე მეტად გაოგნებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და მოულოდნელი იყო ეს ჩვენთვის ძალიან. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მთავრობისთვის არ იყო, იმიტომ, რომ ბოლო სამი თვეა, ჩვენ გვესმის, რომ ზუსტად ასეთი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ეს აჩენს რა თქმა უნდა, შეკითხვებს, განსაკუთრებით ეროვნული მოსამართლის მიმართ, რომლის აცილებაც არ დააკმაყოფილა ამ სასამართლომ სრული დაუსაბუთებლობის გამო. ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ, რომ არ იქნეს ჩადენილი დანაშაული, არ იქნეს გადაფორმებული ქიბარ ხალვაშზე კანონის დარღვევით და არასწორი ინტერპრეტაციით მხოლოდ ერთი ადამიანის, ჩვენ ამას ჩავთვლით დანაშაულებრივ ქმედებად და რუსთავი 2-ის მითვისებად. ჩვენ გვაქვს უფლება გასაჩივრების, გასაჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს საქმის სრულ დასმას და ამ უფლების რეალურად გაუქმება იუსტიციის მინისტრის მიერ, არის კანონდარღვევა და თანამდებობრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

www.rustavi2.ge

საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადება გადადგომის შესახებ

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 31 მაისი 2018 18:53
პირველ რიგში საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება იყო სასამართლოს მხოლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება; სამართლებრივი პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. ამისთვის ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ - საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს.
ჩემთვის, როგორც საქართველოს მთავარი პროკურორისთვის, უმნიშვნელოვანესია თითოეული მოქალაქის ნდობა ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით კი მართლმსაჯულების  მნიშვნელოვანი რგოლის - პროკურატურის მიმართ. ამ სისტემაში მუშაობის ყოველ მომენტში, მთელი ჩემი შრომა მიმართული იყო კანონის უზენაესობის დამკვიდრებისკენ და მინდა ვირწმუნო, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ დავამკვიდროთ კანონის უზენაესობა ჩვენს ქვეყანაში.
ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამართლიანი მართლმსაჯულება მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე არასრულწლოვნების მკვლელობას ეხება. 
დღეს, პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ჩემი აზრით, უზრუნველყოფდა საქმეზე სამართლიანი განაჩენის დადგომას.  პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად არ გაიზიარა ეს მტკიცებულებები და ამ ძალიან მძიმე საქმეზე სამართლიანი შედეგი ამ ეტაპზე ვერ დადგა. თუმცა, ეს პროცესი გაგრძელდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში და ვფიქრობ, ყველა დამნაშავე სათანადოდ აგებს პასუხს კანონის წინაშე.
ერთია სამართლებრივი მხარე, მაგრამ მეორეა ადამიანური დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ.
მინდა პირადად მივმართო ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს: მე ვიყავი და ვარ თქვენს გვერდით.  როგორც ქვეყნის მთავარ პროკურორს და როგორც მამას, არც თანამდებობა მიღირს თქვენი შვილის სიცოცხლედ და არც არაფერი სხვა. მინდა, იცოდეთ, რომ ყველაფერი გავაკეთე, რათა დამნაშავეებს პასუხი ეგოთ. მჯერა, ამ ნაბიჯით მაინც დარწმუნდებით, რომ  ბევრი უსაფუძვლო, ბინძური ბრალდება, რაც ჩემს მიმართ ისმოდა, მიზნად ისახავდა ჩემს მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას იმის გამო, რომ ჩემი ხელმძღვანელობით საქართველოს პროკურატურამ ბევრ ყოფილ თანამდებობის პირს, რომელთაც ჩვენს ქვეყანაში დაამკვიდრეს სისტემური უსამართლობა, პასუხი ვაგებინეთ კანონის წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება და ბოლომდე მივა.
რადგან მინდა გჯეროდეთ იმისა, რასაც ვამბობ, დღეს ვტოვებ ჩემს თანამდებობას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად აღსრულდება.
აქვე მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, ვისაც სურს  გაუბედურებულ მშობლებს გვერდით დაუდგეს, ყველაფერი გააკეთოს გამოძიების დასახმარებლად და ითანამშრომლოს მასთან. 
ბოლოს, მსურს მადლობა გადავუხადო პროკურატურის ყველა თანამშრომელს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში გვერდში მედგნენ და რომლებიც, საკუთარი უსაფრთხოების ფასად, ყოველდღიურ რეჟიმში  მუხლჩაუხრელად შრომობენ მართლმსაჯულების აღსასრულებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უწყება გააგრძელებს განვითარებას და უდიდეს როლს შეასრულებს განვითარებული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე. 

მამუკა მდინარაძე - მე და ჩემი მეგობრები მრავალი წლის განმავლობაში ვიამაყებთ დღევანდელი გადაწყვეტილებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 სექტემბერი 2017 13:48

მრავალი წლის განმავლობაში, მე და ჩემი მეგობრები ვიამაყებთ დღევანდელი გადაწყვეტილებით, რადგან საქართველოს დღეიდან ექნება ევროპული ტიპის, ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული კონსტიტუცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, კონსტიტუციური პროექტი, რომელსაც პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით მიიღებს, უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. 

„დარწმუნებული ვარ, რომ მრავალი წლის განმავლობაში, მე და ჩემი მეგობრები ვიამაყებთ დღევანდელი გადაწყვეტილებით, რადგან საქართველოს დღეიდან ექნება ევროპული ტიპის, ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული კონსტიტუცია, რომელიც მართლაც უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“, -განაცხადა მდინარაძემ. 

ჟურნალისტის კითხვაზე, ელოდება თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს, მამუკა მდინარაძის თქმით, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუმცა უმრავლესობა მზადაა, ეს ვეტოც დაძლიოს. 

„ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია და ბუნებრივია, ვერ მივუთითებთ მას, მაგრამ რადგან ვიცით, რომ ეს ეროვნულ ინტერესებზე მორგებული, ევროპული ტიპის კონსტიტუციაა, ნებისმიერ შემთხვევაში დავძლევთ ვეტოს და უზრუნველვყოფთ, რომ კონსტიტუციამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში წარმატებით იმუშაოს“,  -განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე კონსტიტუციურ პროექტს მესამე მოსმენით დაამტკიცებენ.

ევროკომისიის გადაწყვეტილების - პოლიტიკური შეფასებები

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 10 მარტი 2016 11:04

ევროკომისარმა ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის წინადადებით მიმართა.

„ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისაკენ გადადგმული ნაბიჯი“, - ასე აფასებენ ევროკომისიის გადაწყვეტილებას ქართველი კანონმდებლები. 

მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ ევროპარლამენტისა და ევროპულის საბჭოს საბოლოო დასკვნა დადებითი იქნება და საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლა რაც შეიძლება მალე შეეძლებათ. 

ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობენ საპარლამენტო ოპოზიციაში. უმცირესობაში აცხადებენ, რომ ხელისუფლების სწორი ნაბიჯების შემთხვევაში, პროცესი დადებითად დასრულდება.

საბერძნეთი ევროკავშირის გადაწყვეტილებების დაბლოკვით იმუქრება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 16:33

მიგრაციული კრიზისის ფონზე, საბერძნეთი ევროკავშირის გადაწყვეტილებების დაბლოკვით იმუქრება. 

როგორც ქვეყნის პრემიერმინისტრი აცხადებს, ათენი არ დაუჭერს მხარს ევროკავშირის არცერთ შეთანხმებას მანამდე, ვიდრე პასუხისმგებლობა მიგრაციული კრიზისისთვის ევროკავშირის ყველა ქვეყანაზე თანაბრად არ გადანაწილდება. 

ეს განცხადება ალექსის ციპრასმა საბერძნეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა და დასძინა, რომ მთავრობა საბერძნეთის ბუფერულ ზონად გადაქცევას არ დაუშვებს.

ბაია გადაბაძე საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას აფასებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2016 13:04

საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას ბაია გადაბაძე წარმატების პირველ ნაბიჯად აფასებს. 

როგორც გადაბაძემ აღნიშნა, ბრძოლა გრძელდება. 

"ეს არის წარმატების პირველი ნაბიჯი და თუ კიდევ არსებობს გაგრილებული თავები ხელისუფლებაში, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, კარგია, რადგან მედიის წინააღმდეგ ყველა ბრძოლა დამარცხებულია. თუ ამას დროულად მიხვდებოდნენ, აქამდეც არ მოვიდოდა საქმე, თუმცა ახლაც რომ მიხვდნენ, კარგია", - განაცხადა ბაია გადაბაძემ. 

მისი თქმით, მისი ყველა განცხადება ძალაში რჩება და გაასაჩივრებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებდა "მაესტროს" პარტნიორთა კრების ოქმის მოქმედების დღესვე შეჩერებას, რომლის მიხედვით მათ უფლებამოსილება შეუწყდა და ლევან გაჩეჩილაძე დირექტორად იქნა არჩეული. ბაია გადაბაძემ აღნიშნა, რომ გასაჩივრების შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებას სავარაუდოდ ერთი თვე დასჭირდება. 

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძის "მაესტროს" დირექტორად დაარეგისტრირების საკითხი დროებით შეაჩერა.

ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოს ახალ გადაწყვეტილებას ეხმაურება

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 16:01

ეს გადაწყვეტილება უღრანი ტყის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ურთმელიძემ შექმნა, ფსევდომართლმსაჯულებით – ასე გამოეხმაურა ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოს გადაწვყეტილებას, რომლის თანახმადაც მას უფლებამოსილება აღუდგა.
გვარამიასთვის გაუგებარია, რატომ გახდა აუცილებელი აღნიშნული გადაწყვეტილების საჩქაროდ მიღება, მაშინ, როცა საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობის შესახებ მჯსელობს.
“ეს გადაწყვეტილება უღრანი ტყის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ურთმელიძემ შექმნა, ფესვდომართლმსაჯულებით. ჯერ ერთი, რა საჩქარო იყო ამ გადაწყვეტილების მიღება მაშინ, როცა საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობის შესახებ მსჯელობს.
მე გეტყვით, ეს რატომაც არის საჩქარო. ამ გადაწყვეტილებისთვის მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლოზე გაჟღერდეს, რომ უკვე აღარ არის ზიანის საფრთხე და, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამარლოს დაუსაბუთონ, რომ ნორმები არ უნდა შეჩერდეს იმიტომ, რომ პრობლემა ამოწურულია. სინამდვილეში ცხადია, რომ პრობლემა ამოწურული არ არის. ამ განჩინებით დვალი განარიდეს პროცესებს. ვულოცავ, იქნება გადარჩეს. დატოვეს საყევარიშვილი, რომელსაც არანაკლებ საფუძველი აქვს, რომ იყოს მიკერძოებული. იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი კონკურენტის წარმომადგენელია და რამდენიმე დღით ადრე გადადგა დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან. დღემდე ხედავენ „იმედში“. აქ სხვა ხერხს მიმართა, ურთმელიძემ არა, ვინც ამაზე მუშაობს, იმან თქვა, რომ დვალი განვარიდოთ და მოდი, შეუჩერდეს საყევარიშვილს უფლებამოსილება, ვიდრე სააპელაციო სასამართლო არ გამოიტანს გადაწყვეტილებას არა საქმესთან, არამედ დროებით მმართველობასთან დაკავშირებით.
ვიდრე სააპელაციო სასამართლო ამ დროებითი მმართველობის შესახებ გადაწყვეტილებას არ გამოიტანს. ეს არაფერს ნიშნავს. ეს განჩინება ისევ ურთმელიძესთან საჩივრდება. შეიძლება ხვალ გაასაჩივრონ. რასაც ურთმელიძე და სასამართლო სისტემა აკეთებს, სრული სამართლებრივი დომხალია. მე მოვუწოდებ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს გადაწყვეტილება არის ფიქცია და შექცევადია ხვალვე და ამაზე დაყრდნობით არ შეიძლება იმ ნორმების შეჩერებაზე უარის თქმა, რასაც ჩვენ ვითხოვთ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება აღუდგათ.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე პირველ განმარტებას აკეთებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 00:46

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ რამდენიმე საათის წინ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე პირველ კომენტარს აკეთებს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია. მისი განმარტებით ოფიციალური განცხადება სამაუწყებლო კომპანიაში დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ ხვალ გაკეთდება. 

"საჯარო რეესტრში წარდგენილია სასამართლო განჩინება და დარეგისტრირდება სავარაუდოდ თუ დღეს უკვე არ დარეგისტრირდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლების საფუძველზე მოვითხოვეთ ამის უზრუნველყოფა. არ მაქვს უფლებამოსილება ამაზე მეტი გითხრათ,"-აცხადებს პაატა სალია. 

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებით რამდენიმე საათის წინ რუსთავი 2-ისდროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ. 

ვაშაძე ურთმელიძის გადაწყვეტილებას ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 18:46

დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში შავი ლაქაა- ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ რუსთავის 2 ის საქმეზე მიღებული განაჩენი, მისი განცხადებით , მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ დღეს თავისუფალი მედიის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო.

„ურთმელიძეს მიაღებინებს ის გადაწყვეტილება, რაც თვითონ უნდოდათ. ძალიან კარგია, რომ ხელისუფლებას არ აქვს საშუალება აღასრულოს დაუყოვნებლივ ეს საქმე, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ ამ ნორმის მოქმედება შეაჩერა. ვფიქრობ, რომ თვითონ გადაწყვეტილება არაფერს ეფუძვნება. ამ გადაწყვეტილებით დაინგრა სამოქალაქო სამართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რასაც ჰქვია კეთილსინდისიერი შემძენის პრინციპი, რადგან არანაირი კავშირი ხალვაშს არ ჰქონია „რუსთავი 2“-ის დღევანდელ მფლობელებთან. შემდგომი გაგრძელება ალბათ იქნება სააპელაციო სასამართლო, უზენაესი სასამართლო და სტრასბურგი. მთავარი ის არის, რომ ჩვენ მოვიგეთ გარკვეული დრო იმისთვის, რომ საქართველოში თავისუფალი მედია არსებობდეს. ყველა მედიასაშუალებას უნდა ესმოდეს, რომ ეს დაიწყებოდა „რუსთავი 2“-ით და გაგრძელდება სხვა მედიასაშუალებებით. ამით არ დაკმაყოფილდება არც ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნება“. ყველაფერი გრძელდება იმისთვის, რომ მშვიდობიანად მოხდეს „ქართული ოცნების“ ქვეყნიდან გასტუმრება. დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში შავი ლაქაა, რადგან მოსამართლემ მიიღო თავისუფალი მედიის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა ვაშაძემ.

პრეზიდენტი მოუწოდებს მოსამართლეს არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 12:37

პრეზიდენტი მოსამართლე ურთმელიძეს მოუწოდებს, ხისტი და ნაჩქარევი გადაწყვეტილებისგან თავი შეიკაოს.

ამის შესახებ გიორგი მარგველაშილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„მოვუწოდებ მოსამართლეს, რომ არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც უფრო დაძაბავს სიტუაციას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. როგორც ტელეკომპანიაში აცხადებენ, მოსამართლე ურთმელიძე დღეს ქიბარ ხალვაშის სარჩელს დააკმაყოფილებს.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური