საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება გადადგომის შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 02 აგვისტო 2018 11:59

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქალბატონი ნინო გვენეტაძე ავრცელებს განცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც მოითხოვს რამდენიმეთვიან მკურნალობას საზღვარგარეთ.

ამასთან, მოკლედ მიმოიხილავს 2015 წლის 20 მარტიდან დღემდე მისი ხელმძღვანელობით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაეს სასამართლოსა და საერთო სასამართლოების სისტემაში გატარებულ სარეფორმო ღონისძიებებს:

1. მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის წარმატებით განხორციელება, რაც გულისხმობს საერთო სასამართლოების სისტემაში შემოსულ საქმეთა შემთხვევითი, ელექტრონული წესით განაწილების დანერგვას და მის წარმატებით ამუშავებას; თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე თანამედროვე დატა ცენტრის გამართვას, რომელიც ემსახურება საქმეთა ელექტრონულ განაწილებას. დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნას და მის ეფექტურ ფუნქციონირებას; სასამართლო გადაწყვეტილებათა გამოქვეყნების წესის ეტაპობრივ დანერგვას.

2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მართლმსაჯულების ხუთწლიანი სტრატეგიისა  და ორწლიანი სამოქმედო გეგმის მიღებას; წარმატებული ერთწლიანი პერიოდის - ანგარიშის პრეზენტაციას ფართო საზოგადოების წინაშე.

3. პირველად ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში   არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღებას და ამოქმედებას; მიმდინარე სამუშაოებს სასამართლო პრაქტიკის განზოგადებით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარებზე.

4. მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში აქტიურ საქმიანობას საქართველოს პარლამენტთან, იუსტიციის სამინისტროსა და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რაც უახლოეს მომავალში დაგვირგვინდება ახალი საკანონმდებლო ნოვაციებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში. კერძოდ, მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების - დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების დახვეწას;  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამჭვირვალე საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების შემუშავებას და იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმას; კომერციული პალატების ფუნქციონირების წესის საკანონმდებლო რეგლამენტაციას  და სასამართლოთა განტვირთვას საქმეთა ჭარბი ნაკადისაგან.

5. საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა.

6. საერთო სასამართლოების სისტემაში სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ დაახლოებით ორმოცზე მეტი წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ბორჯომის მაგისტრატი სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი კორპუსის (სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის) დასრულება; თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობისათვის საპროექტო სამუშაოების მომზადება.

აღნიშნულ წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვით საელჩოებს, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც ყველა მნიშვნელოვან სარეფორმო ეტაპზე აქტიურ მხარდაჭერას ახორცილებდნენ მართლმსაჯულების სისტემისადმი. ასევე ნაყოფიერი იყო თანამშრომლობა არასამთავრობო და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან მართლმსაჯულებისადმი ნდობის გაღმავების კუთხით.

ნინო გვენეტაძე მადლობას უხდის კოლეგებს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და გამოთქვამს იმედს, რომ ქართული მართლმსაჯულება ღირსეულად უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას, ღირსეულად მოემსახურება კანონის უზენაესობასა და სამართლიანობის დამკვიდრებას.

ქუთაისის მერის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერები გრძელდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 14 მარტი 2016 17:21

ქუთისის მერის გადადგომას თავისუფალი საქართველოს წარმომადგენლები მოითხოვენ. გაერთიანების რეგიონალუმა ორგანიზაციამ დღეს ამ მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

პარტიის ლიდერები მერიაში იმ დარღვევებზე საუბრობენ, რომლებიც აუდიტის სამსახურმა დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად გამოავლინა.

ქუთისის მერის გადადგომის მოთხოვნას, სოციალურად დაუცველებიც შეუერთდნენ. 

პრემიერი, როგორც ქვეყნის ლიდერი, ვალდებულია წასვლის მიზეზი დაასახელოს - გია ხუხაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 26 დეკემბერი 2015 10:07

"პრემიერს აქვს ვალდებულება, როგორც ქვეყნის ლიდერს, როდესაც ასეთ ნაბიჯს დგამს, პირველი: დაასახელოს მიზეზი წასვლის და მეორე: რას აპირებს სამომავლოდ, აგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას, თუ გადის პოლიტიკიდან. მან ეს თავისი ვალდებულება არ შეასრულა და ამით დაარღვია ჩვენი უფლება, რომ ვიცოდეთ, რა იქნება ხვალ, ან ზეგ ქვეყანაში. ამან, ნაცვლად იმისა, რომ კითხვები მოხსნილიყო და სტაბილურობის განცდა გაჩენილიყო, პირიქით, კიდევ უფრო გაამწვავა ვითარება.“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

გადადგა, თუ გადააყენეს ირაკლი ღარიბაშვილი და რა გახდა დიდი საკადრო ცვლილებების მიზეზი ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე? გია ხუხაშვილის ანალიზი და პროგნოზები „სტარვიზიის“ ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა“.

ზურაბ ჯაფარიძე პრემიერის შესაძლო გადადგომაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2015 18:20

 ახალ პოლიტიკურ ცენტრ - გირჩში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან , მათი თქმით "ვინც არ უნდა იყოს პრემიერი ეს არაფერს შეცვლის," 

დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები არაკომპეტენტურები არიან და რამდენიმე თვეში მოსახლეობის ნდობის დაბრუნებას ვერ შეძლებენ. 

"ვინც არ უნდა იყოს პრემიერი ეს არაფერს შეცვლის. ამ ადამიანებმა 3 წლის განმავლობაში აჩვენეს, რომ არაკომპეტენტურები არიან. ერთ წელიწადში ნდობის დაბრუნება ვერ მოხდება,"- აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

მწერლები მარგველაშვილის გადადგომას ითხოვენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 13:09

ქართველი მწერლები პრეზიდენტ მარგველაშვილის გადადგომას ითხოვენ. 12-მა მწერალმა "საერთო გაზეთში" ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტობიდან უნდა გადადგეს, ვინაიდან ის, მათივე თქმით, „ნაციონალითალიბების“ მხარეზე დადგა. მწერლები მარგველაშვილს „სააკაშვილი-2“-ის სახელით მოიხსენიებენ და ღია წერილით საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს პარლამენტს, საქართველოში აკრედიტებულ დიპკორპუსს მიმართავენ.

"ჩვენ, მწერალთა და ხელოვანთა ერთი ჯგუფი, აღშფოთებას გამოვთქვამთ და ვიწუნებთ, ანუ არ ვიწონებთ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, როგორც პოლიტიკურ შეცდომათა კასკადს, არასწორს და, სწორედ, სამთავრობო და სახელისუფლო დაპირისპირების მაპროვიცირებელს.

ჩვენ ვიწონებთ და მხარს ვუჭერთ სხვადასხვა სახელმწიფოების წარმომადგენელთა მიერ დაწუნებულ პრემიერ-მინისტრის განცხადებას და ვიწუნებთ ამ სახელმწიფოთა ელჩების უხეშ ჩარევას საქართველოს მთავრობის საქმეებში... მათ უტიფარ მოწოდებას პრემიერის გადადგომაზე...

ჩვენ არ ვიწონებთ პრეზიდენტ მარგველაშვილის ეიფორიას საკონსტიტუციო ხიფათის თაობაზე და მის მიერ არასამთავრობო, არასაპარლამენტო თუ საპარლამენტო ოპოზიციისგან კოალიციის ჩამოყალიბების მცდელობას, მიმართულს სახელმწიფოსა და ერის ინტერესების საზიანოდ!
ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოებას, ქართველ ხალხს, მხედველობიდან არ გაუშვან ჩვენი ანომალიური პრეზიდენტის ქმედებები და მისი ალიანსი სოროსულ-ლიბერასტულ არასამთავრობო კლანებთან, მისი სრული „კოაბიტაცია“ სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის ნარჩენებთან და „რუსთავი-2“-ის ჯაშუშებთან.
მიუხედავად იმისა, რომ ხალვაში ქონებაზე ედავება სააკაშვილს და „რუსთავი-2“-ს, ეს პროცესი, როგორც ნაცებს, ასევე ამერიკის ელჩს და მათ სააგენტოებს პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავთ და განუწყვეტელ ზეწოლას ახდენენ მოსამართლეზე (სასამართლოზე), ქართველთა მთავრობაზე (და ღარიბაშვილზე...)!
რაჰქნას „რუსთავი-2“-ის დემაგოგიითა და ნაციონალების ძალადობით გაძარცვულმა, დასჯილმა საზოგადოებამ — არაღიდგინოს სამართალი? არ მოითხოვოს წართმეულის დაბრუნება — აქაოდა, ევრო-ამერიკელმა სენატორებმა, მაკკეინებმა და
მისთანებმა პოლიტიკური სარჩული არ დაგვიდონო!.. განა არ ახსოვს მარგველაშვილს, როგორ არბევდნენ „ნაციონალი თალიბები“ ქიბარ ხალვაშის (და არა ოდენ ქიბარ ხალვაშის) საწარმოებს, ოფისებს და როგორ გაჰქონდათ ქონება. როგორ აფეთქებდა სააკაშვილი კულტურის მონუმენტებს ქუთაისში და სხვაგან, გადააადგილებდა ძეგლებს და ქანდაკებებს ავტორთა დაუკითხავად და ბევრ მათგანს უკუღმა დგამდა (!!!). ნაცები იქცეოდნენ ისე, როგორც თალიბები და „ხალიაფატები“ სირიასა თუ ავღანეთში...
სამწუხაროდ, ქართველთა პრეზიდენტი ახლა „ნაციონალური თალიბების“ მხარეზე დადგა.
მარგველაშვილის „უსაგნო ფათიფუთი“ (როგორც ილია იტყოდა) და პრემიერის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები, მისივე სამხილია, ვიღაც-ვიღაცები ამაოდ ცდილობენ მის „რაიმედ“ ქცევას, არაფრიდან არაფერი იშვება და ხალხი მას
მიიღებს, როგორც მოღალატეს, რომელმაც უღალატა კაცს, რომელმაც პრეზიდენტად აქცია. სამაგიეროდ, მარგველაშვილს რევერანსებს უძღვნიან და ესალმებიან, როგორც ერთადერთ პოლიტიკოსს, გვარამიები, ლიბერასტ-დემოკრატები, ნაცები, არასამთავრობოები და მათ შორის ძალიან უშნოდ გაფუყებული ალასანია-პეტრიაშვილ-ჩიქოვანები... და სხვები, ვინც განუწყვეტლად ქმნიან ნაცისტების დანაშაულთა შერბილების და მათი შემობრუნების შესაძლებლობის ილუზიას და ამავე დროს ამჟღავნებენ გაუგონარ უმადურობას და უტიფრობას ადამიანის მიმართ, ვინც ისინი პირდაპირ „ამოთხარა“ სააკაშვილის მორგიდან და პარლამენტში დასხა... ეს სამარცხვინო „დემოკრატები“ პირდაპირ „ჩამოშალიკო-პალიკოვდნენ“ და იმათზე უარესნი გახდნენ!
საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სიფხიზლისკენ! იწყება: ქვეყნის და მთავრობის წინააღმდეგ „დიფუზიური“ შეთქმულება და ამ შეთქმულებას იგივე სააკაშვილი #2 კურირებს... როგორც სააკაშვილი იქცეოდა, ობსტრუქციას უწყობდა და ბლოკავდა ახალ ხელისუფლებას და პარლამენტს, თავისი „იმპიჩმენტებით“ და ა.შ. ასევე იქცევა ეს „ყვერბეულივით ნაცარში“ გამომცხვარი კაცი...
ჩვენ არ ვიწონებთ და კატეგორიულად ვგმობთ უცხო ქვეყნების, პრესის და საელჩოების განუწყვეტელ ჩარევას ქართველთა შიდა პრობლემებში, რასაც, გარკვეულწილად, „რუსთავი-2“ აპიარებს და აჟიტირებული სახით აჟღერებს.
არ შეიძლება ტელევიზია ასე იქცეოდეს იმ ქვეყანაში, სადაც ის არის — აშანტაჟებდეს ხელისუფლებას, სასამართლოს, ადამიანებს მიაწერდეს („სწამებდეს“), რასაც უნდა და როგორც უნდა... ასეთი რამ არ უნდა ეპატიოს არც ამ არხს და არც მის
უზნეო ქომაგებს.
საკითხავია, რატომ არ იცავს მოსამართლის ღირსებას და ხელშეუხებლობას სასამართლოს თავმჯდომარე ქალბატონი გვენეტაძე, როდესაც მას პირდაპირ ატერორებენ პრეზიდენტი და ნაცების „ზონდერები“?!.
ამერიკის ელჩს გვინდა ვკითხოთ: შეიძლება ქვეყნიდან გაქცეულ, მკვლელობებში მონაწილე ნაპრეზიდენტალს ჰქონდეს საკუთარი ტელევიზია და შიგნით ანგრევდეს და აზომბირებდეს იმ ქვეყანას, საიდანაც გაიქცა და გააძევეს და
სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებას უმზადებდეს?!.
ბატონო ელჩო, იქნებ მოისმინოთ გერმანელი ადვოკატის გამოსვლა (ქართველის თუ არ გჯერათ), რომ სასამართლოზე სახელმწიფო ჩარევის ნიშნები არ ჩანს — სამაგიეროდ, ნათლად ჩანს სააკაშვილის მომხრეთა ძალადობა...
თქვენუნდაიცოდეთ, ბატონო ელჩო და ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში სააკაშვილს ვერც მაკკეინი დააბრუნებს და ვერც „რუსთავი-2 “...
ქართველმა ერმა უნდა დაიცვას და დაიცავს მას, ვინც „სააკაშვილის მორგიდან“ ამოიყვანა ერი, ქვეყანა და არსებობის პერსპექტივა გაუჩინა!
ჩვენ, მწერალთა და ხელოვანთა საინიციატივო ჯგუფი, ვფიქრობთ, რომ აუცილებელია დაიწყოს ხელმოწერების შეგროვება პრეზიდენტ მარგველაშვილის დაუყოვნებლივ გადადგომის მოთხოვნით, რადგან მიგვაჩნია, რომ მისი გაუაზრებელი, პატივმოყვარეობასა და ამბიციებზე აგებული ქმედებები სერიოზულ პრობლემებს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას და ნოყიერ ნიადაგს ამზადებს ქაოსისა და დესტაბილიზაციისთვის.

მწერალთა და ხელოვანთა საინიციატივო ჯგუფის სახელით:
გულო კობიაშვილი, გურამ პეტრიაშვილი,
კობა არაბული, ზაურ კალანდია. ზურაბ თორია,
თემურ ჩალაბაშვილი, ვაჟა ხორნაული,
ირაკლი ვაშაყმაძე, ჯუმბერ გოგრიჭიანი, როსტომ
მიგრიაული, ოთარ ფალიანი, ვახტანგ ხარჩილავა"

ნათქვამიაღიაწერილში.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური