შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 21 აგვისტო 2018 13:33

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა.

აღნიშნული ბრძანების თანახმად, ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედი შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფები, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას და უშუალოდ არჩევნების დღეს, თავიანთ სამოქმედო არეალში სამართალდარღვევათა პრევენციას და მათზე დროულ რეაგირებას უზრუნველყოფენ.

ბრძანება პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს.

იხილეთ: http://info.police.ge/uploads/5b7bd0fd97ef4.pdf

გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
კვირა, 14 ივნისი 2015 20:49

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებას, "საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ". ამის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახური იუწყება.   

ბრძანებაში კერძოდ ნათქვამია:    

1. ქ. თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამხედრო ძალების შემდეგი ქვედანაყოფები:

ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების საინჟინრო ბრიგადა;

ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა;

გ) ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა.

2. ეს ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური