ბრიუსელის ტერაქტში მონაწილე პირის დაკავება არ დასტურდება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016 16:23

ბრიუსელის ტერაქტში მონაწილე პირის დაკავება არ დასტურდება  .  უცხოური მედიის ცნობით, დაკავებული  ნაჯიმ ლააშრაუ არ აღმოჩნდა ოს სულ სხვა პიროვნებაა - ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მისი დნმ და ლააშრაუის დნმ, ერთმანეთს არ დაემთხვა. შეგახსენებთ, რომ ნაჯიმ ლააშრაუი გავრცელებული ინფორმაციით, სალაჰ აბდესლამის თანამზრახველია და ის 2014 წლის შემდეგ იძებნება. ბრიუსელის გუშინდელი ტერაქტის გარდა, სავარაუდოდ მის სახელს უკავშირდება პარიზის ტერაქტის დროს, ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადება.

პრეზიდენტი ბრიუსელს თანადგომას უცხადებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016 11:34

საქართველოს პრეზიდენტი  ბელგიაში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო შეძრწუნებულია, ტერაქტს უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლე ემსხვერპლა.ქვეყნის პირველი პირი გმობს ტერორიზმს, თანადგომასა და თანაგრძნობას უცხადებს ბელგიის მეფეს, ბელგიის პრემიერს, ასევე ევროპარლამენტის, ევროკომისიის, ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელ პირებს და NATO-ს გენერალურ მდივანს. „ჩემი ქვეყანა, როგორც ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრი, განსაკუთრებით აღაშფოთა და შეაძრწუნა ბელგიაში განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტებმა. კვლავ ვადასტურებ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას თანამედროვე მსოფლიოს ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ, ყველა ქვეყნის ლიდერი ერთად უნდა დავდგეთ და გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა უზრუნველვყოთ კაცობრიობის მშვიდობიანი მომავალი“- აღნიშნულია პრეზიდენტის ოფიციალურ წერილებში.

ბრიუსელის ტერაქტებისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სოლიდარობის აქციები იმართება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016 10:59

ბრიუსელის ტერაქტებისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პარიზში ეიფელის კოშკი ბელგიის ეროვნული დროშის ფერებში განათდა. მოქალაქეებმა წუთიერი დუმილითა და სანთლებით პატივი მიაგეს მსხვერპლთა ხსოვნას. 

ბელგიის დროშის ფერებში განათდა ბერლინში ბრანდენბურგის ჭიშკარი, იტალიაში ტრევის ფანტანი, ნიუ იორკში სავაჭრო ცენტრი, ვაშინგტონში კი თეთრი სახლის თავზე დროშა დაუშვეს.

ბრიუსელში ევროკავშირი-თურქეთის სამიტი მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 18 მარტი 2016 15:25

იმდინარეობს. დონალდ ტუსკი თურქეთის პრემიერს ბრიუსელში ევროკავშირი-თურქეთის სამიტზე იმ ერთიან პოზიციას აცნობს, რომელიც ევროპელმა ლიდერებმა ანკარას მონაწილეობით მიგრანტების კრიზისის მოსაგვარებლად შეიმუშავეს.

ლიდერების სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების დეტალები არ ხმაურდება, თუმცა მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ შეთანხმება საბერძნეთში თურქეთიდან ჩასული ყველა არალეგალის უკან თურქეთში დაბრუნებას ითვალისწინებს. სანაცვლოდ, როგორც მოსალოდნელია, ევროკავშირი ანკარას ფინანსურ დახმარებას და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას შესთავაზებს. 

ბელგიის დედაქალაქში დახურულია მეტრო, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, სპორტული და საგამოფენო დარბაზები

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 22 ნოემბერი 2015 11:48

უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებს ამ დრომდე ბრიუსელშიც, სადაც გუშინ ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა.

ბელგიის დედაქალაქში დახურულია მეტრო, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, სპორტული და საგამოფენო დარბაზები.

ქუჩებში სამხედროებისა და სამართალდამცველების დამატებითი ჯგუფები პატრულირებენ. უსაფრთხოების გაძლიერება პარიზის ტერაქტების ერთ–ერთი მთავარი ეჭვმიტანილის სალაჰ აბდესლამის ძებნის ოპერაციას უკავშირდება.

აბდესლამის მეგობრების ცნობით, ის ამ დრომდე ბრიუსელში იმალება და სირიაში გადასვლას ცდილობს. ერთ–ერთმა დაკავებულმა ეჭვმიტანილმა კი, რომელიც ბელგიაში აბდესლამთან ერთად დაბრუნდა, ჩვენებაში განაცხადა, რომ მას შესაძლოა შაჰიდის ქამარიც ჰქონდეს. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური