ამ წუთებში ბრიუსელის ცენტრში სამართალდამცავები სპეცოპერაციას ატარებენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 21 ნოემბერი 2015 17:46

ამ წუთებში ბრიუსელის ცენტრში სამართალდამცავები სპეცოპერაციას ატარებენ.

,“გრანდ საბლონის”  მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელებმა ოთხი პირი დააკავეს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, დაკავებულებზე პოლიციას კონკრეტული ინფორმაცია ჰქონდათ თუ საეჭვო გარემოების გამო მოხდა მათი დაკავება.

ამ წუთებში პოლიციელები მსუბუქ ავტომანქანას ჩხრეკენ.

მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია, რის გამოც დეტალების დადგენა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.

ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 16:21

ბრიუსელში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრაზე ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ პარიზში მომხდარი ტერაქტების სერია ცივილიზაციაზე განხორციელებულ თავდასხმად შეაფასა. 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები არსებულ ვითარებაში დაზვერვის ინფორმაციის გაცვლასა და კოორდინირებულ მოქმედებებს ყველაზე მიზანშეწონილად მიიჩნევენ. 

მინისტრები თვლიან, რომ ტერორიზმს ერთიანი ძალისხმევით უნდა დაუპირისპიდნენ.

ბრიუსელში სროლის ხმა ისმის

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 15:36

ბელგიელი სამართალდამცავები ბრიუსელში, მოლენბეკის რაიონში ანტიტერორისტულ რეიდს ატარებენ. ისმის სროლის ხმაც.

"როიტერის" ცნობით, სამართალდამცავები პარიზის ტერაქტების მთავარი ეჭვმიტანილს, 26 წლის აბდესლამ სალაჰს ეძებენ.

აღსანიშნავია, რომ პარიზში განხორციელებული თავდასხმების შემსრულებელთა ნაწილი სწორედ მოლენბეკის რაიონში ცხოვრობდა.

ფრანგული რადიოსადგურ RTL კი, გამოძიებაზე დარყდნობით იტყობინება, რომ პარიზის სისხლისღვრის ორგანიზატორი და სპონსორი ბელგიის მოქალაქე, წარმოშობით მაროკოელი, 27 წლის აბდელჰამიდ აბაუდია. გამოცემის თანახმად, აბაუდი ბრიუსელში, მოლენბეკის უბანში ცხოვრობდა, სადაც ტერაქტიდან რამდენიმე საათში პოლიციამ რეიდი ჩაატარა. სავარაუდოდ, აბდელჰალიმი, მოლენბეკის მაცხოვრებელ, ტერაქტში მონაწილე ერთ-ერთ პირთან კონტაქტობდა.

აბდელჰალიმ აბაუდი ცნობილია, როგორც სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მოქმედი „ჯალათი.“ მისი სახელი, იანვარში, ბელგიაში ანტიტერორისტული რეიდების განხორციელებისასაც გაჟღერდა

ბრიუსელში, პარიზის ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი 7 პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 14:49

ბრიუსელში, პარიზის ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი 7 პირი დააკავეს. ამის შესახებ AP საფრანგეთის ფედერალური პროკურატურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება.

მათი ინფორმაციით, შვიდივე ეჭვმიტანილი რამდენიმე რეიდის დროს კვირას, ბრიუსელის მოლენბეკეს რაიონში დააკავეს.

ნაპოვნია მეორე მანქანაც, რომლითაც სავარაუდოდ ტერორისტები გადაადგილდებოდნენ. 
საფრანგეთის ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისინი პარიზის თავდასხმებში ეჭვმიტანილ, ბელგიაში დაბადებულ 26 წლის აბდესლამ სალაჰზს ეძებენ, რომელმაც გაქცევა მოახერხა.

გენერალური შტაბის უფროსის ვიზიტი ბრიუსელში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 10:50

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გერმანიის შემდეგ ბრიუსელში გაემგზავრა. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გენერალური შტაბის უფროსების დონეზე გამართულ ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. შეხვედრას ევროკავშირის ქვენების შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსების გარდა, ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო მისიებში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი სამხედრო წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

სხდომა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა პატრიკ დე რუზიემ გახსნა. შეხვედრაზე მისიის მეთაურებმა სამშვიდობო ოპერაციების მიმდინარეობის შესახებ შტაბების უფროსებს განახლებული ინფორმაცია მიაწოდეს.

გაიმართა დისკუსია მალიში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და სომალიში მიმდინარე მისიების სამომავლო გეგმებზე, ხაზგასმით აღინიშნა უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით მიღწეული პროგრესი.

„განვიხილეთ მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში, ძირითადად ეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას ეხება. ასევე შევეხეთ ლტოლვილების საკითხებსა და კონფლიქტებს, რაც რთულ და კომპლექსურ პრობლემას წარმოადგენს. ბრიუსელში გერმანიიდან ჩამოვედი, სადაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა. დავესწარი ნატოს  სახმელეთო ძალების სარდლების კონფერენციას, სადაც რეგიონსა და მსოფლიოში არსებული საფრთხეები განვიხილეთ. სამხედროთა შორის ეჭვიც არ არსებობს, რომ საქართველო უნდა იყოს ნატოს წევრი. სამწუხაროდ, ყველაფერს სამხედროები არ წყვეტენ ამ ცხოვრებაში, აქ პოლიტიკურ მხარესაც აქვს თავისი სათქმელი. თუმცა, ჩვენ ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღეც მალე დადგება იმიტომ, რომ ნებისმიერ სამხედრო ხელმძღვანელის გამოსვლაში აუცილებლად ჩანს საქართველოს მხარდაჭერა და აღიარება, რომ ნატოში არ თვლიან საქართველოს არანატოს ქვეყანად,“ - განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა.

ერთობლივ სესიაში, საქართველოს გარდა, ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) მისიებში მონაწილე ქვეყნები - მოლდოვა, მონტენეგრო, ნორვეგია და სერბეთიც მონაწილეობდნენ.

გვერდი 5/ 5-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური