ბრიუსელის ტერაქტების საქმეზე ბელგიის ტრანსპორტის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 15 აპრილი 2016 15:03

ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ ბელგიის ტრანსპორტის მინისტრმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. 22 მარტს აეროპორტსა და მეტროში მომხდარი აფეთქებების შემდეგ ჟაკლინ გალანი ოპოზიციამ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მინისტრმა რეალური საფრთხეები უგულვებელყო და სატრანსპორტო ობიექტებზე უსაფრთხოების შესაბამის ზომებს არ მიმართა.

ოპოზიციამ 2015 წლით დათარიღებული ევროკავშირის მიერ მომზადებული კონფიდენციალური დოკუმენტიც გაასაჯაროვა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბელგიის აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები არასაკმარისად არის დაცული. ამ ბრალდებების შემდეგ ტრანსპორტის მინისტრმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

ჟაკლინ გალანმა განცხადება ხელმოსაწერად უკვე წარუდგინა პრემიერმინისტრს.

ბრიუსელის თვითმკვლელი ტერორისტი ევოპარლამენტში მუშაობდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 07 აპრილი 2016 10:58

ერთ-ერთი თვითმკვლელი, რომელმაც ბრიუსელში 22 მარტს თავი აიფეთქა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ევროპარლამენტში დამლაგებლად მუშაობდა.ინფორმაციას "როიტერი"ევროპარლამენტის წარმომადგენლის ჯაუმე დაჩ გუილოს განცხადებაზე დაყრდნობით ავცელებს.  გუილო ტერორისტის ვინაობას არ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ ეს პიროვნება 2009-2010 წლებში იმ კომპანიაში მუშაობდა, რომელიც ევროპარლამენტში სამუშაოებს ასრულებდა.

ბელგიაში დაღუპულებს გლოვობენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016 18:02

ბელგიაში დაღუპულებს გლოვობენ  .დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ დაღუპულებს პატივი მიაგეს. რიგით მოქალაქეებთან ერთად, სამგლოვიარო აქციას ესწრებოდნენ ბელგიის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.  ბელგიაში სამ დღიანი გლოვაა გამოცხადებული.  ბრიუსელში განხორციელებულ ტერაქტებს, ბოლო , ოფიციალური მონაცემებით 31 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 270. ამის შესახებ ბელგიის მთავარმა პროკურორმა ფრედერიკ ვან ლიოვმა პრესკონფერენციაზე გაანცახადა.მანვე უარყო ინფორმაცია, მესამე ეჭვმიტანილის, თვითმკვლელი ტერორისტი ძმების თანამზრახველის, ნაჯიმ ლააშრაულის დაკავების შესახებ.მისი თქმით, ლააშრაულს ამ დრომდე ეძებენ.

 

ბრიუსელის აეროპორტში კრიმინალისტები მუშაობენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016 10:17

ბრიუსელის აეროპორტში კრიმინალისტები და გამომძიებლები მუშაობენ.  შენობასთან მ წუთებშიც პოლიცია პატრულირებს.

ოფიციალური ცნობით, ზავენტემის აეროპორტი არც დღეს იმუშავებს. უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია მთელს ქალაქში.

ადგილობრივი დროით შუადღის 12 საათზე მთელ ქვეყანაში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ წუთიერი დუმილით. ბელგიაში სამ დღიანი გლოვაა გამოცხადებული. 

ბრიუსელის აფეთქებული მეტროს პირველი შემზარავი ფოტო ვრცელდება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 22 მარტი 2016 16:40

სოციალურ ქსელში , ბრიუსელში, შუმანის მეტროსადგურში მომხდარი აფეთქების შემზარავი ფორო ვრცელდება. როგორც ჩანს, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მატარებლის ვაგონი, ფაქტობრივად დაშლილია. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბრიუსელში ორ მეტროსადგურში მომხდარ აფეთქებებს 10 ადამიანი ესმხვერპლა. უცნობია დაშავებულთა რაოდენობა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, საავადმყოფოებში დაშავებულები ამ წუთებშიც მიჰყავთ.მეტროსადგურებამდე, ორი აფეთქება მოხდა ბრიუსელის ვანეტამის აეროპორტში. გავრცელებული ცნობით, აეროპორტის აფეთქებებს 13 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 35-მდე. აეროპორტში, American Airlines -ს სარეგისტრაციო ზონასთან თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. 

კიდევ ერთი ევაკუაცია ბრიუსელში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 22 მარტი 2016 16:37

კიდევ ერთი ევაკუაცია ბრიუსელში - სამართალდამცავებმა დაახლოებით ერთი საათის წინ ბრიუსელის ყველაზე მაღალი შენობის სამხრეთის კოშკის ევაკუაცია დაიწყეს. 148 მეტრის სიმაღლის შენობა 38 სართულიანია რომელშიც საპენსიო ფონდია განთავსებული.

 

ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ აფეთქებებს ტერაქტების კვალიფიკაცია მიენიჭა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 22 მარტი 2016 12:49

ბელგიის მთავრობამ ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ აფეთქებებს ტერაქტების კვალიფიკაცია მიანიჭა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ აფეთქებებს 11 ადამიანი ემსხვერპლა, 30 დაშავდა. 
როგორც დასავლური მედია იტყობინება, აფეთქებები მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე დღით ადრე ბრიუსელში პარიზის ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი დააკავეს. 

მორიგი აფეთქება ბელგიაში- ამჯერად მეტროპოლიტენში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 22 მარტი 2016 12:39

მორიგი აფეთქება ბელგიაში. BBC-ის ინფორმაციით, ამჯერად აფეთქება ბრიუსელის მეტროპოლიტენში მოხდა. დაშავაბულების სეასხებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. 

შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა. გავრცელებული  ინფორმაციით, დაიღუპა 10-ზე მეტი ადამიანი.  არიან დაშავებულებიც. 

ბრიუსელის აეროპორტი დაიხურა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 22 მარტი 2016 11:59

ბრიუსელის აეროპორტი დაიხურა, ყველა რეისი გაუქმებულია. აეროპორტიდან ევაკუირებულია ყველა ადამიანი. შეგახსენებთ,  ბრიუსელის აეროპორტში ორი ძლიერი აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა. 
არსებული ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.

აფეთქება ბრიუსელის აეროპორტში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 22 მარტი 2016 11:32

რამდენიმე წუთის წინ ბრიუსელის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის აეროპორტიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება გამგზავრების დერეფანში მოხდა. ბელგიური მედიის ცნობით, აფათქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაღუპულებზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური