საქართველო: პანკისელი მასწავლებლების ვიზიტი ბრიუსელში

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 08 თებერვალი 2019 16:50

მიმდინარე კვირას 20 მასწავლებლისგან შემდგარი ჯგუფი საქართველოდან ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელს ესტუმრა.  მასწავლებლები წარმოადგენდნენ იყო საჯარო სკოლებს საქართველოს პანკისის ხეობის რეგიონიდან.
ისინი დაესწრნენ შეხვედრებს ბრიუსელში ინფორმაციის მისაღებად ადგილობრივი განათლების სისტემის შესახებ. გარდა ამისა, მასწავლებლებმა უკეთესად გაიგეს, თუ რას გულისხმობს ევროპული მიდგომა განათლებისადმი.
ეს იყო საქართველოს პანკისის რეგიონის საჯარო სკოლების მასწავლებლების და დირექტორების პირველი ვიზიტი ბრიუსელში.

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში გაემგზავრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 21 იანვარი 2019 12:07

დღეს საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც სალომე ზურაბიშვილი, პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ნატალი საბანაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტის დაწყება ბრიუსელიდან პოლიტიკური განაცხადია და მასთან შეხვედრის დიდი მოლოდინია.
"საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება ჩვენს პარტნიორებს ნატოში და ევროკავშირში. შეხვედრები დაგეგმილია ევროკავშირის სამივე პრეზიდენტთან. ეს არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი ანტონიო ტაიანი. საგარეო საკითხებთან დაკავშირებით შეხვდება ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის და შეხვდება ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსს. მოლოდინია და დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გააკეთებს იმ განაცხადს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროკავშირში ინტეგრაცია", - განაცხადა ნატალია საბანაძემ. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში 23 იანვრამდე გასტანს.

გერმანია ზრდის ფინანსურ დახმარებას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისთვის

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 21 დეკემბერი 2018 11:58

გერმანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისთვის ფინანსურ დახმარებას ზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

მათი ცნობით, გერმანიის ელჩმა ნატო-ში ჰანს დიტერ ლუკასმა 2018 წლის 7 დეკემბერს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისთვის დამატებითი 500 000 ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფაზე თანხმობა განაცხადა.

„ამით გერმანია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის მნიშვნელობას, რომლის დაფინანსებაც დამოკიდებულია ნატო-ს პარტნიორების მხრიდან ნებაყოფლობით გამოყოფილ გრანტებზე, რადგან ამისთვის ნატო-ში არ არსებობს სპეციალური საბიუჯეტო სახსრები. გერმანია როგორც ფინანსურად, ასევე პერსონალით მომავლშიც დაეხმარება საქართველოს ნატო-სკენ მიმავალ გზაზე“, – აღნიშნულია საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული, 2016 და 2017 წლებში გერმანიამ უკვე ორჯერ გამოყო 500 000 ევრო საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და სხვა SNGP-პროექტებისთვის, მათ შორის კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრისთვის.

„2014 წელს ნატო-ს უელსის სამიტზე გერმანიამ ნატო-ს სხვა პარტნიორებთან ერთად შექმნა ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი (SNGP), რომელიც ხელს უწყობს საქართველოს შემდგომ დაახლოებას ნატო-სთან. გერმანიისთვის SNGP კვლავ რჩება მნიშვნელოვან ინსტრუმენტად საქართველოს მდგრადი დახმარებისათვის მის მიერ დასახულ გზაზე.

აქედან გამომდინარე გერმანიის ელჩმა ნატოში (ბრიუსელში), ბატონმა ჰანს დიტერ ლუკასმა 2018 წლის 7 დეკემბერს SNGP-ის საქართველოში განსახორციელებელი პროექტებისთვის დამატებითი 500.000 ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის თანხმობა განაცხადა.

2016 და 2017 წლებში გერმანიამ უკვე ორჯერ გამოყო 500.000 ევრო საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და სხვა SNGP-პროექტებისთვის, მათ შორის კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრისთვის. საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაფინანსება ამ ახალი თანხებიდანაც განხორციელდება, რადგან მისი მხარდაჭერა პრიორიტეტს წარმოადგენს“, – აღნიშნულია  საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში.

დავით ზალკალიანმა დიასპორის წარმომადგენლებს ახალი ინიციატივები გააცნო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 21 ნოემბერი 2018 14:39

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქ. ბრიუსელში, საქართველოს საელჩოში საქართველოს სამთავრობო დელეგაციასა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს დიაპორასთან საკომუნიკაციო პლატფორმის და საკვირაო სკოლების სახელმძღვანელოების პრეზენტაცია გააცნო. 

როგორც მინისტრმა  შეხვედრაზე აღნიშნა, დიასპორის საკითხებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობში ერთ-ერთი პრიორიტეტული ადგილი უჭირავს და სამინისტრო გამოდის სულ უფრო მეტი ახალი ინიციატივით საზღვარაგრეთ ქართული დიაპორის გასაძლიერებლად და სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველსაყოფად.
 
საგარეო საქმეთა მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს მთავრობის  ახალი ინიციატივა დიასპორული ვებ-პორტალის შესახებ. როგორც მინისტრმა აღნიშნა ეს იქნება  ერთი ფანჯრის პრინციპზე დაფუძნებული ვებ-პორტალი, რომელიც  იქცევა ეფექტურ საკომუნიკაციო პლატფორმად სახელმწიფოს, კერძო სექტორსა და დიაპორას შორის.
 
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვებ-პორტალის კონცეფცია უკვე შემუშავებულია და მისი მთავარი ხაზია, რომ  საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს საშუალება ჰქონდეთ ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღონ სახელმწიფო სერვისები, ასევე ჰქონდეთ წვდომა სხვადასხვა სამთავრობო პროგრამებსა და პროექტებზე, იმავდროულად მეტი ინფორმაცია მიაწოდონ ქართულ საზოგადოებას საკუთარი საქმიანობის შესახებ.  მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს  მიმართა თხოვნით, რომ მაქსიმალურად იქნას მათი მხრიდან მოწოდებული წინადადებები და რეკომენდაციები, რათა საბოლოო პროდუქტი პასუხობდეს დიასპორის საჭიროებებსა და მოთხოვნებს.
 
შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა ასევე ისაუბრა საკვირაო სკოლების სახელმძღვანელოების ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს მთავობის მხარდაჭერით პირველად შეიქმნა. სახელმძღვანელო მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად მოიცავს საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს.    იგი აგებულია თანამედროვე სწავლების  პრინცპებზე და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სთავაზობს ისეთ სასწავლო მასალას, რომელიც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის სათანადო ენობრივ-კომუნიკაციური კომპეტენციების ათვისებას და მათ ეხმარება ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
 
საზღვარგარეთ ფუნქციონირებს 84 ქართული საკვირაო სკოლა და 11 ქართული ენის შემსწავლელი კურსი, რომელშიც 3000 მდე 6-14 წლის ბავშვი სწავლობს. ყველა სკოლას სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემათ. 
 
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ   დაიწყო „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“განხორციელება, რომლის ფარგლებშიც  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის მოამზადა ქართული ენის ინტეგრირებული პროგრამა.  საკვირაო სკოლებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო სწორედ ამ ინტეგრირებულ პროგრამაზე დაყრდნობით შეიქმნა.
 
ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა უკვე გამოცემული სახელმძვანელოები საჩუქრად გადასცა ბრიუსელისა და ანტვერპენის ქართულ საკვირაო სკოლებს.
 
ბრიუსელში საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრას საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
 
დიასპორის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რის შემდეგაც მინისტრთა კაბინეტის წევრები დიაპორის წარმომადგენელებს უშუალოდ  გაესაუბრნენ და მათი წინადადებები მოისმინეს.


DIB სკოლა კურსს - „ნატოს როლი საერთაშორისო უსაფრთხოებაში“ მასპინძლობს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 25 სექტემბერი 2018 10:02

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში საერთაშორისო უსაფრთხოების კურსი „საერთაშორისო უსაფრთხოების სწავლება: ნატოს როლი საერთაშორისო უსაფრთხოებაში“ გაიხსნა. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით გამართული კურსი ორი - ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებებისგან შედგება. 

ნატოს მიმართულებას ქართველ ექსპერტებთან ერთად გაუძღვება კლიგენდაელის წარმომადგენლები სიუზან ოოსტერვიჯკი და გენერალ-ლეიტენანტი ტონ ვან ლუნი, ასევე მოწვეული მკვლევარი ერდოგან აიკაჩი უძღვებიან. კურსი საქართველოს თავდაცვის და ფართო უსაფრთხოების სექტორის საშუალო რგოლის იმ საჯარო მოხელეებისათვისაა გათვლილი, რომლებიც მუშაობენ და ან დაინტერესებულები არიან საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებით და ევროკავშირთან და ნატოსთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტებით.

სემინარის ფარგლებში განხილული იქნება ნატოს ბრიუსელის სამიტის შედეგები, ნატოს წინაშე მდგარი შიდა და გარე გამოწვევები და საფრთხეები, ნატოს გაფართოების პოლიტიკა, ნატოს როლი რეგიონულ უსაფრთხოებაში, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ასპექტები, ნატოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი და შესაძლებლობები, ნატო და კიბერ-თავდაცვის საკითხები, ნატო და თურქეთში მიმდინარე მოვლენები, ნატოს სტრატეგია შავ ზღვასთან მიმართებაში და რუსეთი. კურსი ინტერაქტიურია და ჯგუფურ სამუშაოებსაც მოიცავს.

ბრიუსელში, რკინიგზის სადგურზე ევაკუაცია გამოცხადდა (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
ოთხშაბათი, 21 ივნისი 2017 00:26

ბრიუსელის ცენტრალურ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად, იმ ადამიანის გარდა, რომელიც ნეიტრალიზებულია, არავინ დაშავებულა. ამის შესახებ ბრიუსელის პროკურატურაში აცხადებენ.

„ამ ეტაპზე სხვა მსხვერპლი არ არის. არც დაჭრილები არიან და არც დაღუპულები. მიმდინარეობს სადგურის შემოწმება, რაც ამ დრომდე არ დასრულებულა“, - განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა.

დღეს საღამოს, ბრიუსელის ცენტრალურ სადგურზე სამართალდამცველებმა მამაკაცი გაანეიტრალეს, რომელმაც მცირე აფეთქება განახორციელა. მას პოლიციამ ტაბელური იარაღიდან ესროლა. პოლიციის ინფორმაციით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

საქართველოს დელეგაციამ ბრიუსელის ისტორიული ნაწილი მოინახულა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 29 მარტი 2017 16:44

ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს საქართველოს დელეგაციის წევრ ახალგაზრდებთან ერთად ბრიუსელის ქუჩებში, ქალაქის ისტორიულ ნაწილში გაისეირნა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საერთაშორისო განათლების ცენტრის სტიპენდიანტები, "სტარტაპ საქართველოს" მიერ დაფინანსებული ბენეფიციარები, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიისა და ნეოგრეცისტიკის მიმართულების წარმატებული სტუდენტები, სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინასებული ახალგაზრდები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე წარმატებული სტუდენტები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები.

ახალგაზრდებმა პრემიერთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათი უმეტესობა პირველად იმყოფება ევროპაში და სასიხარულოა, რომ პირველი მოგზაურობა ამ ისტორიულ მოვლენას დაემთხვა.
ახალგაზრდების ჯგუფს ბელგიის უმაღლეს სასწავლებლების სტუდენტებიც შეუერთდნენ. სტუდენტებმა პრემიერთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ბრიუსელში ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა იწყება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 15 თებერვალი 2017 12:06

ნატო-ს შტაბ-ბინაში ბრიუსელში ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა იწყება, - იუწყება ნატო-ს ოფიციალური საიტი. ნატო-ს თავდაცვის მინისტრები შეხვედრის ფარგლებში განიხილავენ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ნატო-ს შემაკავებელი ძალების განთავსების პროცესს და ტერორიზმთან ბრძოლის მექანიზმებს. მინისტრები შეთანხმდებიან ალიანსის სამხრეთ ნაწილისთვის ახალი რეგიონული ცენტრის გახსნაზე, რომელიც ბაზირებული იქნება ნატო-ს გაერთიანებული ძალების სარდლობის ცენტრში, ნეაპოლში. აღნიშნული ხელს შეუწყობს ინფორმაციის კოორდინირებას კრიზისულ ქვეყნებთან მიმართებაში და პასუხის გაცემას ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში სხვა გამოწვევებს. 16 თებერვალს თავდაცვის მინისტრები განიხილავენ ნატო-ს სარდლობის სტრუქტურის მოდერნიზების ნაბიჯებს, კიბერშეტევების საწინააღმდეგო ზომებს. ასევე შედგება შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან, რომლის ფარგლებში შეფასება მიეცემა უსაფრთხოების სიტუაციას საქართველოში და მთავრობის მიმდინარე რეფორმებს.

ბრიუსელის აგენტების ინფორმაციით, ერდოღანს ლიკვიდაცია წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 17 იანვარი 2017 17:26

პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს არმიის გაწმენდა 15 ივლისის გადატრიალების მცდელობამდე ჰქონდა დაგეგმილი. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი The Times-ი გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს.

Bruno Waterfield-ის ინფორმაციით, ევროკავშირის სადაზვერვო ცენტრის EU INTCEN-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ერდოღანს არმიის წმენდა 15 ივლისის გადატრიალების მცდელობამდე ჰქონდა დაგეგმილი.

ანგარიშში, თურქეთის ხელისუფლების მიერ წაყენებულ სავარაუდო ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ გადატრიალების მცდელობის უკან ფეთჰულაჰ გიულენი დგას, ეწინააღმდეგება.

″გადატრიალების მოწყობის გადაწყვეტილება, მოახლოებული ლიკვიდაციის შიშით იქნა მიღბული. გადატრიალების მცდელობის უკან სავარაუდოდ,  გიულენისტების, ქემალისტების (სეკულარულები), მმართველი პარტიის ოპონენტების და ხელსაყრელი დროის ლოდინში მყოფი ჯგუფები დგანან. გიულენის გადატრიალების მცდელობაში პირდაპირი როლი ნაკლებად სავარაუდოა. გადატრიალების მცდელობამ, წინასწარ დაგეგმილ სამსახურიდან დათხოვნებზე დამაჩქარებელი გავლენა იქონია.″-ნათქვამია 2016 წლის 24 აგვისტოს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

Times-ში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გიულენის მიმდევრებს ″ერდოღანის ქმედებების გაკონტროლების და ქვეყანაში სიტუაციაზე ზეგავლენის″ ძალას მიაღწიეს, მაგრამ არმიაში გადატრიალების მოწყობის ძალა არ ჰქონდათ, რაც თურქეთის მთავრობის ბრალდებებს ეწინააღმდეგება.

მიხეილ ჯანელიძე მინისტრი ბრიუსელს ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 03 ოქტომბერი 2016 11:31

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 3-5 ოქტომბერს ბრიუსელს ეწვევა, სადაც რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. მიხეილ ჯანელიძე სიტყვით გამოვა ევროპული პოლიტიკის ცენტრისა და ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს ეძღვნება  (Policy Dialogue: What next for the eastern Partnership?), ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი, კენტის უნივერსიტეტისა და ევროპული პოლიტიკის ცენტრის ანალიტიკოსები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს ავღანეთის თემაზე ბრიუსელში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში (Brussels Conference on Afghanistan, Partnership for Prosperity and Peace) რომელსაც ევროკავშირის, გაეროს, აშშ-ს და მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურები და საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვედრებს გამართავს ევროპარლამენტში. 

გვერდი 1/ 5-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური