თბილისს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 მარტი 2016 10:01

დღეს თბილისს ფილიპ ჰამონდი  ეწვევა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრემიერმინისტრს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ვიზიტის ფარგლებში,  პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. შეხვედრა გაიმართება საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.

ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წარმომადგენლი სიტყვით გამოვა ასევე სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმზე.  

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 18:59

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მოსახლეობას ახალ წელს ახალი ბარათით ულოცავს. მისალოცი ბარათი სამეფო ოჯახის ფოტოს წარმოადგენს, რომელიც ოფიციალურ რეზიდენციაში, კენსინგტონის ეზოშია გადაღებული. ფოტოზე პრინცი უილიამი, ჰერცოგინია ქეითი, პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა არიან ასახულნი.

ქართველი გემის კაპიტნის დაკავებას საგარეო უწყება ეხმაურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2015 11:56

საფრანგეთში საქართველოს საელჩო მოლდოვას დროშის ქვეშ მცურავი გემის ქართველი კაპიტნის, ბადრი ბერიძის დაკავებასთან დაკავშირებით ადგილობრივ სამართალდამცავებთან მუდმივ კონტაქტზეა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ , სამართალდამცავები დაკავებულ ბადრი ბერიძესთან არიან კომუნიკაციაში. 
საფრანგეთის საზღვარზე მოლდოვას დროშის ქვეშ მცურავი გემის ქართველი კაპიტანი ბადრი ბერიძე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებისას გემზე 2,4 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს.
როგორც "საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პირველი მოადგილე აცხადებს, დაკავების მიზეზებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. 
რაც შეეხება გემზე ნარკოტიკული ნივთიერების აღმოჩენას, მისი განმარტებით, ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტში, იმ ვებ-გვერდზე გაეცნო, სადაც საზღვაო საკითხების შესახებ წერენ. 
ზაზა მახარაძის თქმით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დახმარების თხოვნით დაკავებული კაპიტნის ოჯახმა უკვე მიმართა. 

ბრიტანეთის სანაპიროსთან გემში 2 ტონაზე მეტი კოკაინი აღმოაჩინეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2015 11:32

კოკაინის დიდი პარტია დააკავეს ბრიტანეთის სანაპიროსთან. სპეცოპერაცია საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სამართალდამცველებმა ერთობლივად ჩაატარეს. 2 ათას 400 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება, რომლის ღირებულება 50 მილიონი ევროა, გემზე იპოვეს.

ეკიპაჟის წევრებს შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი ფრეგატი Carib Palm კოლუმბიიდან პოლონეთის ქალაქ გდანსკში მიცურავდა. ის ლა მანშის სრუტეში გააჩერეს და მულონის პორტში გადაიყვანეს.

ეკიპაჟის 12-ვე დაკავებულ წევრს საფრანგეთში გაასამართლებენ. ქართველების გარდა, მათ შორის თურქეთის და უკრაინის მოქალაქეებიც არიან.

ბრიტანულმა ავიაციამ "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციები მეორედ დაბომბა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 06 დეკემბერი 2015 10:45

ბრიტანულმა ავიაციამ სირიის ტერიტორიაზე "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე ახალი ავიაიერიშები მიიტანა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. 
ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა სამხედრო მისიის დაწყებას მხარი დაუჭირა, ბრიტანული ავიაცია ისლამისტების პოზიციებს მეორედ ბომბავს. 
შესაბამისი გადაწყვეტილება ბრიტანელმა დეპუტატებმა 2 დეკემბერს მიიღეს, 3 დეკემბერს კი, ბრიტანულმა სამხედრო თვითმფრინავებმა პირველი იერიშები მიიტანეს.
როგორც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, სამხედრო-საჰაერო ძალების სამიზნე სირიის აღმოსავლეთში, ნავთობსაბადოების რაიონში მდებარე ისლამისტების ობიექტებია

ბრიტანეთი სირიაში დამატებით 8 სამხედრო თვითმფრინავს გაგზავნის

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2015 17:36

სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად, ბრიტანეთი დამატებით 8 სამხედრო თვითმფრინავს გაგზავნის, - ამ ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ავრცელებს. 

ბომბდამშენები კვიპროსში, სამხედრო ბაზაზე განთავსდებიან. 

დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე პირველი ავიაიერიშები განახორციელეს. ოთხმა გამანადგურებელმა ისლამისტების პოზიციები დაბომბა. 

სირიაში საჰაერო ოპერაციების დაწყების საკითხს ბრიტანეთის პარლამენტმა 397 ხმით 223-ის წინააღმდეგ, 10-საათიანი დებატების შემდეგ დაუჭირა მხარი. 

საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთი ამ დრომდე ავიაიერიშებს მხოლოდ ერაყის ტერიტორიაზე ახორციელებდა.

ბრიტანეთმა სირიაში პირველი ავიაიერიში განახორციელა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2015 11:43

დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე პირველი ავიაიერიში განახორციელა. 

კვიპროსის ბაზიდან ოთხი ბრიტანული ავიაგამანადგურებელი აფრინდა, რომელმაც ისლამისტების პოზიციები დაბომბა. 

სირიაში საჰაერო ოპერაციების დაწყების საკითხს დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა 397 ხმით 223-ის წინააღმდეგ, 10-საათიანი დებატების შემდეგ დაუჭირა მხარი. 

საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთი ამ დრომდე ავიაიერიშებს მხოლოდ ერაყის ტერიტორიაზე ახორციელებდა. სირიაში საჰაერო ოპერაციების დასაწყებად კი პარლამენტის მხარდაჭერა იყო აუცილებელი.

ბრიტანელი ექსპერტების ვიზიტი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 15:14

ადამიანის უფლებების დარღვევებსა და სახელმწიფო რეაგირების საერთაშორისო პრაქტიკაზე ისაუბრეს ბრიტანელ ექსპერტებთან შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა. 

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებმა კანონმდებლებს იმ კვლევის შედეგები გააცნეს, რომლებიც სხვადასხვა დროს გერმანიაში, დანიაში, ესპანეთში, ჩეხეთსა და სხვა ქვეყნებში ჩაატარეს. 

პარალელურად, ქართველმა დეპუტატებმა საკუთარ გამოცდილებაზეც ისაუბრეს.

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური