ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დედოფალ ელისაბედ მეორის ოფიციალური დაბადების დღის აღსანიშნავად წვეულებას უმასპინძლებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 05 ივნისი 2019 16:55

ბრიტანეთის ელჩი ჯასთინ მაქენზი სმითი, დედოფალ ელისაბედ მეორის ოფიციალური დაბადების დღის აღსანიშნავად წვეულებას უმასპინძლებს.

ღონისძიება დიდი ბრიტანეთის საელჩოში 2019 წლის 6 ივნისს, 19:00-ზე გაიმართება.

მიღებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები,  დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესის, კულტურისა და მედიის წარმომადგენლები, ახალგაზრდები სხვადასხვა ინდუსტრიებიდან და ბრიტანული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულები.

ღონისძიებასთან დაკავშირებით ელჩმა ჯასთინ მაქენზი სმიტმა განაცხადა:

„დედოფლის დაბადების დღე არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა კიდევ ერთხელ ვიზეიმოთ საქართველოს და ბრიტანეთს შორის არსებული მეგობრობა და მოხარული ვარ, რომ ბევრი ჩვენი მეგობარი და კოლეგა შემოგვიერთდება.

ბრიტანეთსა და საქართველოს შორის კავშირები წლიდან წლამდე ძლიერდება. მაგალითად შემოდგომაზე მთელი საქართველოს მასშტაბით სამ თვიან ფესტივალს ვმასპინძლობთ, რომლის ფარგლებშიც საშუალება გვექნება თანამედროვე ბრიტანეთის საუკეთესო მხარეები წარმოვაჩინოთ, მათ შორის: ინოვაციები, კრეატიული ინდუსტრიები, სპორტი, ხელოვნება და კულტურა. სურვილი გვაქვს, საქართველოს მოსახლეობას ბრიტანეთის ნაკლებად ცნობილი მხარეები გავაცნოთ და ამასთან ხაზი გავუსვათ ორ ქვეყანას შორის არსებულ საერთო ღირებულებებს“.  

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს პრეს-რელიზი

ბრიტანელი ექსპერტების ვიზიტი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 15:14

ადამიანის უფლებების დარღვევებსა და სახელმწიფო რეაგირების საერთაშორისო პრაქტიკაზე ისაუბრეს ბრიტანელ ექსპერტებთან შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა. 

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებმა კანონმდებლებს იმ კვლევის შედეგები გააცნეს, რომლებიც სხვადასხვა დროს გერმანიაში, დანიაში, ესპანეთში, ჩეხეთსა და სხვა ქვეყნებში ჩაატარეს. 

პარალელურად, ქართველმა დეპუტატებმა საკუთარ გამოცდილებაზეც ისაუბრეს.

ბრიტანელებისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყნების სიაში საქართველოც მოხვდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2015 13:21

ეგვიპტეში, რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის ფონზე, რომელსაც 224 ადამიანი ემსხვერპლა, ტურისტების ნაწილმა მოგზაურობისგან თავს იკავებს.

ბრიტანული გამოცემა The independent „სტატისტას“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს. რომლის თანახმადაც საგარეო უწყება იმ 18 ქვეყანას ასახელებს, სადაც ბრიტანეთის მოქალაქეებს მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

საგარეო უწყების უმთავრესი რჩევა სირიაში მყოფ ბრიტენელებს ეხებათ და მათ , ნებისმიერი პრაქტიკული საშუალებით ქვეყნის სასწრაფო დატოვებისკენ მოუწოდებს, რადგან საომარი ვითარების გამო საგარეო უწყება საკონსულო მომსახურებით ვერ უზრუნველყოფს.

სპეციალურად მომზადებულ რუკაზე ასევე 45 ქვეყანაა აღნიშნული, რომელიც ნაწილობრივ სახიფათო ქვეყნებად ითვლება. ერთ-ერთია ეგვიპტე, სინაის ნახევარკუნძული, სადაც რუსული სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

სახიფათოდ მიიჩნევა რუსეთის გარკვეული ტერიტორია, მათ შორის ის ტერიტორიები, რომლებიც უკრაინისა და საქართველოს საზღვართან, ასევე აზერბაიჯანთან და ჩეჩნეთთან ახლოს მდებარეობს.

ქვეყნები, სადაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოგზაურობას არ ურჩევს: სირია, ავღანეთი, ბურუნდი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ჩადი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, გვინეა, ერაყი, ლიბია, მავრიტანია, ნიგერი, პალესტინა, სიერა ლეონე, სომალი, ტუნისი, იემენი, სამხრეთ სუდანი.

ქვყნები, რომლების ნაწილში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოგზაურობას არ ურჩევს: ალჟირი, ანგოლა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბანგლადეშ, ბურკინა ფასო, ბირმა, კამბოჯა, კამერუნი, კოლუმბია, ჯიბუტი, ეკვადორი, ეგვიპტე, ერითრეა, ეთიოპია, საქართველო, ჰაიტი, ინდოეთი, ირანი, ისრაელი, იაპონია, იორდანია, კენია, კოსოვო, ლიბანი, მადაგასკარი, მალაიზია, მალი, ნეპალი, ნიგერია, პაკისტანი, ფილიპინები, კონგოს რესპუბლიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სუდანი, ტაჯიკეთი, ტაილანდი, თურქეთი, უგანდა, უკრაინა, ვენესუელა, დასავლეთ საჰარა.

კონკურსი სტუდენტებისთვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 15:08

საქართველოს სახალხო დამცველმა გამოაცხადა კონკურსი თემაზე – „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა როლი, კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენაში“.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. კონკურსის ორგანიზატორია „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შესაძლებლობების გაძლიერება იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების გადასაჭრელად პროექტი“, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ.

თემის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2500 სიტყვას. კონკურსის სამ გამარჯვებულს გამოავლენს სახალხო დამცველის მიერ მოწვეული სპეციალური კომისია. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და პლანშეტური კომპიუტერებით. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ ნაშრომის ელექტრონული ვერსია ელ–ფოსტაზე: JLIB_HTML_CLOAKING ან ნაბეჭდი ვერსია მისამართზე: თბილისი, რამიშვილის #6, სახალხო დამცველის ოფისი.

მოწოდებულ მასალას აუცილებლად თან უნდა ახლდეს ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. კონკურსის მონაწილეებმა ნაშრომები უნდა წარმოადგინონ 2015 წლის 22 ნოემბრამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

ტელ.: +995(32) 2234499 / 2913814 / 577 79 99 95

ელ–ფოსტა: JLIB_HTML_CLOAKING

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური