„SPUTNIK.მნენია“: ევროპელები აშშ-ის ახალ სანქციებს მიუღებლად მიიჩნევენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 25 იანვარი 2018 13:33

თბილისი, 25 იანვარი, Sputnik-ის პრესსამსახური – ფრანგებისა და გერმანელების უმრავლესობას (65% და 61% შესაბამისად) მიუღებლად მიაჩნია აშშ-ის მიერიმ ევროპული კომპანიებისთვის სანქციების დაწესება, რომლებიც რუსეთთან ერთად მონაწილეობენ გაზის პროექტებში. მსგავს მოსაზრებაზეა დიდი ბრიტანეთისმოსახლეობის თითქმის ნახევარიც (47%) და პოლონეთის მოსახლეობის 37%-იც.

გამოკითხვა პროექტ „Sputnik.მნენიას“ ფარგლებში კომპანია Ifop-მა ჩაატარა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ისთვის.

საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა:

საფრანგეთში რესპონდენტების 14%-მა

გერმანიაში რესპონდენტების 20%-მა

დიდ ბრიტანეთში რესპონდენტების 21%-მა.

პოლონეთში გამოკითხულთა 39%-ს მიაჩნია, რომ აშშ-ის სანქციები მისაღებია, თუნდაც ამით ევროპულ კომპანიებს ზარალი მიადგეს.

საფრანგეთსა და გერმანიაში სანქციების მოწინააღმდეგეთა შორის უფრო მეტი მამაკაცია. ამასთან, ყველა ქვეყანაში, სადაც გამოკითხვა ჩატარდა, უმაღლესიგანათლების მქონე რესპონდენტები უფრო ხშირად შეზღუდვების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

ფრანგი მემარჯვენეები, პოლონელი მემარცხენეები და ბრიტანელი ლიბერალ-დემოკრატები უფრო მეტად ემხრობიან მოსაზრებას, რომ ამერიკული სანქციებიმიუღებელია.

გამოკითხვა საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა უძველესმა ფრანგულმა კომპანია IFop-მა ჩაატარა 2017 წლის 20-27 სექტემბერს. მასში 3228 რესპონდენტმამიიღო მონაწილეობა, რომელთა ასაკი 18 წელს ზემოთ იყო. შერჩევა მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოადგენს. მაქსიმალური ცდომილებაქვეყანაში 3,1%-ს შეადგენს სანდოობის 95%-იანი ალბათობით.

ცნობა პროექტ Sputnik.მნენიას შესახებ

საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა საერთაშორისო პროექტმა 2015 წლის იანვარში დაიწყო მუშაობა. პროექტი პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითიკომპანიები: Populus, Ifop და forsa. „Sputnik.მნენიას“ ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში აქტუალური სოციალურიდა პოლიტიკური საკითხების გარშემო.

„Sputnik-საქართველომ" ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. სააგენტოს აქტივები მოიცავს საინფორმაციო პორტალებს ქართულ და რუსულენებზე და ასევე მულტიმედიურ პრეს-ცენტრს. „Sputnik-საქართველო" არის ათობით ქვეყანაში მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბების მქონესაერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს ნაწილი.

Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურქსელებში. მისი ახალი ამბები ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით გადაიცემა ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.

დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სტრატეგიულ პარტნიორობას დიდ ბრიტანეთთან , - ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 დეკემბერი 2016 13:20

„ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სტრატეგიულ პარტნიორობას დიდ ბრიტანეთთან და დიდი სურვილი გვაქვს, კიდევ უფრო გარღმავდეს ეს პარტნიორობა, როგორც ქვეყნებს შორის ასევე, პარლამენტთა  დონეზე. ამ მიმართლებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება ჩვენი პარლამენტის მიერ,“ - აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

დავით დონდუა ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 16:41

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა  საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს სერ გარი ჯონსონს შეხვდა. შეხვედრის დროს ყურადღება დაეთმო გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს. ასევე განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და საქართველოს მთავრობის პოლიტიკა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების კუთხით.

პრემიერ-მინისტრი ბრიტანეთის საელჩოში საზეიმო მიღებას დაესწრო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 04 ნოემბერი 2016 10:12

დედოფალ ელისაბედის განკარგულებით, "ქართული ოცნების" წევრს, სოფიკო ქაცარავას დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი (MBE) გადაეცა - ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონიას, რომელიც დიდი ბრიტანეთის საელჩოში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი სოფიკო ქაცარავას დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯასთინ მაქენზი სმიტმა გადასცა. მისი განმარტებით, სოფო ქაცარავას ჯილდო მიენიჭა იმ განსაკუთრებული საქმიანობისთვის, რომელიც მან დიდი ბრიტანეთის საელჩოში 11-წლიანი მოღვაწეობის დროს, საქართველოს და ბრიტანეთს შორის კავშირების განვითარებისა და საგანმანათლებლო ურთიერთობების გასაღრმავებლად გასწია.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების" წევრს დამსახურებული ჯილდო მიულოცა და მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის საელჩოს სოფიკო ქაცარავას საქმიანობის აღიარებისთვის. 
„მინდა, მადლობა მოვახსენო ბრიტანეთის საელჩოს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის საგანმანათლებლო პარტნიორობისა და სტრატეგიული გაცვლების სფეროებში სოფიკოს საქმიანობის ამ მნიშვნელოვანი აღიარებისთვის. ამ საქმიანობას სოფიკო ახორციელებდა ბრიტანეთის საელჩოში მუშაობის 11 წლის განმავლობაში. მადლობას მოვახსენებ დიდი ბრიტანეთის ელჩებს, რომლებმაც დააფასეს სოფიკოს შრომა ამ შედეგების მისაღწევად, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ელჩს, ალექსანდრა ჰოლ ჰოლს, საქართველოს დიდ მეგობარს. ასევე მადლობას მოვახსენებ ბატონ ელჩს, ჯასთინ მაქენზი სმიტს ასეთი ბრწყინვალე ღონისძიების მასპინძლობისთვის. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ სოფიკო შეუერთდა ჩვენს გუნდს, რომლის ყველა წევრიც დარწმუნებულია, რომ მისი საქმიანობა პარლამენტში არანაკლებ ღირსშესანიშნავი იქნება. უკვე შემიძლია განვაცხადო, რომ სოფიკო პარტიაში მიმდინარე ბევრი სასიკეთო მოვლენის მამოძრავებელი ძალაა," - განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

სოფიკო ქაცარავა საქართველოს რიგით მეორე მოქალაქეა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი გადაეცა.

თურქეთში ბრიტანეთის საელჩო უსაფრთხოების მიზნით დროებით დაიხურა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 16 სექტემბერი 2016 12:12

თურქეთში დღეს ბრიტანეთის საელჩო უსაფრთხოების გამო არ იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანეთის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

საელჩო, ამ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას არ იძლევა.

ინგლისი უკვე რამდენიმე ხანია თავის მოქალაქეებს ურჩევს, რომ თურქეთის სასაზღვრო რეგიონებში და ზოგიერთ პროვინციაშიც თუ ძალიან არ დაჭირდათ ნუ გაემგზავრებიან.

გუშინაც, გერმანული ″ბილდის″ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ″შესაძლო თავდასხმების გამო″ თურქეთში გერმანიის საელჩო, საკონსულო  და სტამბოლში მოქმედი კერძო გერმანული ლიცეუმის დროებით დახურვის შესახებ განცხადება გაკეთდა.

ქართველები დიდი ბრიტანეთის საზაფხულო სკოლებში

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 22 აგვისტო 2016 12:08
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ინგლისის სხვადასხვა სკოლების, უნივერსიტეტებისა და კოლეჯების ბაზაზე არსებულ საზაფხულო სკოლებისა და არაფორმალური განათლების სასწავლო პროგრამების ქართველ მონაწილეებს შეხვდა. ლია გიგაურმა მოსწავლეებისაგან მოისმინა ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობს პროგრამები, მისაღებია თუ არა არაფორმალური განათლების ის მიდგომები, რასაც სკოლები მათ სთავაზობს და რაც მთავარია, მინისტრის მოადგილემ მოლაპარაკებები აწარმოა თითოეული პროგრამისა და სკოლის ხელმძღვანელობასთან. დაიგეგმა თუ როგორ შეიძლება გაფართოვდეს მომავალში არაფორმალური განათლების ეს პროგრამები, მათ შორის, როგორ შეიძლება პროგრამების ნაწილი გადმოვიდეს საქართველოში, მაგრამ მოსწავლეებს ჰქონდეს ზუსტად ისეთივე შედეგებზე გასვლის საშუალება, რასაც ინგლისის ტრადიციული საზაფხულო სკოლები და არაფორმალური განათლების პროგრამები სთავაზობს. დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობის გზები. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ შეფასდა განვლილი პერიოდი და ორივე მხარემ აღიარა პროგრამების დახვეწისა და განვითარების საჭიროება, რათა არ გახდეს პროცესი ერთფეროვანი და რაც მთავარია, პასუხობდეს თანამედროვე გამოწვევებს. ვიზიტის პერიოდშივე გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე, რაც ხელს შეუწყობს პროგრამების განვითარებას და უფრო მაღალ დონეზე გადასვლას, ასევე გეოგრაფიული არეალის გაფართოებას და მოდელის საქართველოშიც გადმოტანას.

წინასწარი შედეგებით ბრიტანეთის მოსახლეობა ევროკავშირიდან გასვლის მომხრეა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 24 ივნისი 2016 10:12

ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგების მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირიდან გასვლის მომხრეა. კერძოდ, 52% ევროკავშირის დატოვებას მხარს უჭერს, 48%  დარჩენის მომხრეა. 
რეფერენდუმის ოფიციალურ შედეგები  ცნობილი რამდენიმე საათში გახდება. 

ფილიპ ჰამონდი საქართველოში შეხვედრებს მართავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 მარტი 2016 15:16

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს  საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივანი ფილიპ ჰამონდი სტუმრობს. ვიზიტის დასაწყისში, მან ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპული მებრძოლების მემორიალი გვირგვინით შეაკმო. 

შეხვედრები გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, მთავრობის წევრებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან დავით ჯალაღანიასთან.
 
ორმხრივ შეხვედრაზე, დავით ჯალაღანიამ დადებითად შეაფასა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, თავდაცვის, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი. მან კმაყოფილება გამოხატა ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატის „უორდოპის დიალოგის“ წარმატებით მიმდინარეობაზე და აღნიშნა პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობა.

ფილიპ ჰამონდმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ბრიტანეთი საქართველოს აღიქვამს, როგორც მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორს და წარმატების მაგალითს რეგიონში. ხაზი გაესვა, რომ ეს ვიზიტი ქვეყნისადმი მკაფიო მხარდაჭერის გამოხატულებაა. მან დაადასტურა, რომ გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის,  აგრეთვე, ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. ხაზი გაუსვა, რომ ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, უნდა ჰქონდეთ სუვერენული არჩევანის საშუალება, გარეშე ძალების ჩარევის გარეშე.  მან, აგრეთვე, აღნიშნა, რომ დღეს, მსოფლიოში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება უსაფრთხოების საკითხებზე.

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, გაემგზავრა რუსთავში, სადაც მოინახულა ბრიტანული კომპანიის - „British Petroleum” სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტის მშენებლობა. ფილიპ ჰამონდმა იმედი გამოთქვა, რომ უმსხვილესი ბრიტანული კომპანია, რომელიც უკვე 20 წელია ოპერირებს საქართველოში, კვლავაც წარმატებით გააგრძელებს თავის საქმიანობას რეგიონში და ხელს შეუწყობს ეკონომიკური კავშირ-ურთიერთობების გაღრმავებას.  

ვიზიტის ფარგლებში, ფილიპ ჰამონდი სიტყვით გამოვიდა  მრავალპარტიული დემოკრატიისთვის ნიდერლანდების ინსტიტუტის  მიერ ორგანიზებულ სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა პოლიტიკოსების ფორუმზე.

სახელმწიფო მდივანმა, ასევე, მოინახულა ინგლისელი დიპლომატის, მთარგმნელისა და მოგზაურის, ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერში მდებარე ოლივერ და მარჯორი უორდროპების ძეგლი.

ფილიპ ჰამონდიმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 მარტი 2016 12:54

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო . ფილიპ ჰამონდი გმირთა მოედანზე პირდაპირ აეროპორტიდან მივიდა.

შეხვედრილი დაგეგმილი აქვს პრემიერმინისტრთან,პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.  

ვიზიტის მიზანი საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მიმართ მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოხატვაა. ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წარმომადგენლი სიტყვით გამოვა ასევე სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმზე. 

საქართველოს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 მარტი 2016 12:16

თბილისს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფილიპ ჰემონდი სტუმრობს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს ელჩი ბრიტანეთში და ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დახვდნენ. 

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება საქართველოს პრემიერმინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და მთარობის სხვა წევრებთან. 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ორ დღეში დასრულდება.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური