სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატოში, - აცხადებს სლოვაკეთის ელჩი საქართველოში

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
ორშაბათი, 05 თებერვალი 2018 15:50

სლოვაკეთის რესპუბლიკა (სლოვაკ. Slovenska Republika) - ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. ესაზღვრება ჩეხეთს, პოლონეთს, უკრაინას, უნგრეთსა და ავსტრიას. მისი მოსახლეობა 5 მილიონს აღემატება, ფართობი კი დაახლოებით 49 000 კვადრატული კილომეტრია. უდიდესი ქალაქი და დედაქალაქია ბრატისლავა. სლოვაკეთი არის გაერო-ს, ევროკავშირის, შენგენის ზონის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, ნატო-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი. ოფიციალური ენაა სლოვაკური, რომელიც სლავურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება.

საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიურად განვითარება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2014 წელს თბილისში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩო გაიხსნა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რუდოლფ მიხალკამ.

როგორც ელჩმა აღნიშნა, 2014 წლიდან ქვეყნებს შორის ურთიერთობები საკმაოდ მჭიდრო გახდა და პირველი დიდი ღონისძიება, რომელიც მოეწყო, ეს გახლდათ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი სლოვაკეთში, ერთ-ერთ უდიდეს კონფერენციაზე, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა. ამის შემდეგ, სლოვაკეთს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტუმრა, ხოლო მომდევნო პერიოდში საქართველოში იმყოფებოდა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდრეი კისკა. „მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩვენ ველოდებით, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ეს კიდევ უფრო გააღრმავებს ორი ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს“, - აღნიშნა სლოვაკმა დიპლომატმა.

რუდოლფ მიხალკას თქმით, ასევე სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ საქართველოს მოსახლეობამ უკვე ბევრი რამ იცის სლოვაკეთის შესახებ. კერძოდ, რომ ეს არის ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყანა, ისეთივე კეთილი ხალხით და ლამაზი ბუნებით, როგორც საქართველოში. ამ მხრივ, დღეისათვის კიდევ უფრო მეტი კეთდება, ვინაიდან სლოვაკეთი წარმატებით მონაწილეობს საქართველოში მიმდინარე სხადასხვა სახის პროექტებში. „ჩემთვის ძალიან სასიხარულოა განვაცხადო, რომ მარტის ბოლოს ჩვენ ვხსნით პირდაპირ ავიარეისს თბილისსა და ბრატისლავას შორის. ქართული ავიაკომპანია „აირზენა“ კვირაში ორჯერ შეასრულებს რეისებს და ეს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ორი ქვეყნის მოსახლეობას კიდევ უფრო კარგად გაიცნონ ერთმანეთი“, - დასძინა რ. მიხალკამ. 

გარდა ამისა, ელჩის აზრით, პირდაპირი ავიარესების რეგულარული შესრულება აუცილებლად დაეხმარება ორი ქვეყნის ბიზნესს განვითარებაში და ასევე ხელს შეუწყობს ტურიზმის სფეროს გააქტიურებასაც. „დღემდე ჩვენ, თბილისსა და ბათუმში ჩავატარეთ ბიზნეს-კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდა 20-მდე სლოვაკი ბიზნესმენი. ამის შემდეგ დაიწყო სლოვაკური ინვესტიციების ჩადება საქართველოს ეკონომიკაში. მაგალითად შემიძლია დაგისახელოთ დიდი პროექტი - თბილისის ზღვის „ჯინო-აკვაპარკი“, რომელიც სლოვაკური ინვესტიციით არის შექმნილი. ამ პროექტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ეკოლოგიურად სუფთა (მწვანე) ქალაქის აშენებაც, რამოდენიმე ათასი მაცხოვრებლისათვის. ასევე კარგი თანამშრომლობა გვაქვს ენერგეტიკის სფეროშიც, სადაც ასევე ორმხრივი პროექტები ხორციელდება“, - განაცხადა სლოვაკეთის ელჩმა.

ბუნებრივია დიდი ყურადღება ეთმობა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროს განვითარებასაც. ბრატისლავა ძალიან ლამაზი ქალაქია და ქართველი ტურისტებისთვის ძალიან საინტერესო იქნება ქალაქის დათვალიერება თავისი ღირშესანიშნაობებით. გარდა ამისა, ბრატისლავა ძალიან ახლოს არის ჩეხეთთან (300 კმ), უნგრეთთან (200 კმ) და ავსტრიასთან (64 კმ). აქედან გამომდინარე ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ მოკლე დროში მოინახულონ ეს ქვეყნებიც.

საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას რაც შეეხება, ელჩი აღნიშნავს, რომ სლოვაკეთი ნებისმიერ საერთაშორისო დონეზე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატო-ში. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო იყოს მზად ამისათვის, ანუ გაგრძელდეს ის რეფორმები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას.

„როდესც დადგება ის დრო, რომ თქვენი ქვეყნისთვის გაიღება (და ამაში მტკიცედ ვართ დარწმუნებულები ყველანი), ევროკლავშირისა და ნატო-ს კარები, თქვენ უკვე მზად უნდა იყოთ იმისათვის, რათა შეხვიდეთ ამ კარებში. ჩვენს შემთხვევაში ზუსტად ასე იყო და სლოვაკეთი მზად აღმოჩნდა დაუყოვნებლივ შესულიყო ფართოდ გაღებულ ევროსტრუქტურების კარებში“, - ხაზი გაუსვა სლოვაკეთის ელჩმა.

რაც შეეხება განათლების სფეროს, სლოვაკეთის საელჩო დიდ ყურადღებას უთმობს სტუდენტების გაცვლით პროგრამებს. ყოველ წელს სლოვაკეთის მთავრობა ქართველი სტუდენტებისთვის გამოყოფს სტიპენდიას, რათა მათ შესძლონ ცოდნის გაღრმავება ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქ ბრატისლავაში.

ასევე ძალიან კარგი ურთიერთობებია ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში. მიმდინარე წელს აღინიშნება ჩეხოსლოვაკიის დაარსების 100 წლისთავი და ამასთან დაკავშირებით, ჩეხეთის საელჩოსთან ერთად, იგეგმება სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძიებების ჩატარება. მაგლითად, ჩეხი და სლოვაკი ჯაზმენების კონცერტები, ასევე სლოვაკური სამზარეულოს გაცნობა საქართველოს მოსახლეობისათვის.

„ჩვენ თბილისში ყველაზე პატარა საელჩო გვაქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვცდილობთ ბევრი გავაკეთოთ, რათა ორ ქვეყანას შორის არსებული უღთიერთობები ახალ დონეზე ავიყვანოთ. გვინდა, რომ საქართველოს მოსახლეობამ ბევრი შეიტყოს სლოვაკეთის შესახებ. შესაბამისად საქართველოს ჩვენ კეთილ მეზობლად და მეგობრად განვიხილავთ. აქედან გამომდინარე, გვსურს საქართველომ უმოკლეს პერიოდში მოაგვაროს პრობლემები და ვიხილოთ ევროპის ერთიან ოჯახში“, - დასძინა  სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რუდოლფ მიხალკამ.

ესაუბრა: ავთანდილ ოთინაშვილი

ბრატისლავაში Cosac-ის პლენარული სხდომა მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 14 ნოემბერი 2016 17:22

დღეს სლოვაკეთის რესპუბლიკაში, ბრატისლავაში Cosac-ის პლენარული სხდომა მიმდინარეობს. 

ევროკავშირის პარლამენტები ერთობლივ სხდომაზე მსჯელობენ ეროვნული პარლამენტების როლის გაძლიერებაზე ევროკავშირის პოლიტიკისა და კანონმდებლობის შემუშავებისას, ასევე განიხლიეს ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შექმნის პერსპექტივები.

ამჟამად Cosac-ის საპრეზიდენტო ტროიკას წარმოადგნენ ნიდერლანდები, სლოვაკეთი და მალტა.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი აქტიური საპარლამენტო დიპლომატიის მეშვეობით მონაწილეობს ევროკავშირის საპარლამენტო დიალოგში ქვეყნის ევროინტეგრაციული ამოცანის ხელშესაწყობად.

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური