IBSU-ს ბოულინგის ჩემპიონატი მედიისთვის
გამოქვეყნებულია
სპორტი
პარასკევი, 17 ივნისი 2016 21:25
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით ''IBSU-ს ბოულინგის ჩემპიონატი მედიისთვის 2016'' გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას 10-ზე მეტი ქართული მედიასაშუალების წარმოამდგენელი იღებდა.
ჩემპიონატის გამარჯვება და IBSU-ს თასი წილად ხვდა ტელეკომპანია რუსთავის 2-ს (721ქ.), მეორე ადგილი News Day Georgia-ს გუნდმა დაიკავა (547ქ.), ხოლო მესამე ადგილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდს ერგო (508ქ.).
აღნიშნული ჩემპიონატი ტრადიციული ხასიათისაა და მომავალშიც გაიმართება.