Guardian-მა ქართველ სპორტსმენს,მამუკა გორგოძეს სუპერმენი უწოდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 18:16

ბრიტანულმა გამოცემა „გარდიანმა“ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანს, მამუკა გორგაძეს სუპერმენი უწოდა. " ნამიბიელი ჟაკ ბურგერი და ქართველი მამუკა გორგოძე ტიტანური ბრძოლისთვის ემზადებიან " - ამ სათაურით გამოაქვეყნდა სტატია, ნამიბია-საქართველოს მატჩამდე ერთი დღით ადრე.

„მსოფლიო ჩემპიონატის ორი სუპერმანი ჟაკ ბურგერი და მამუკა გორგოძე, ერთმანეთს შეერკინებიან, რათა როგორც საქართველომ, ასევე ნაბიმიამ ტურნირის შემობრუნება შეძლოს. ორივე დაღლილი , მაგრამ მოუტეხელი და ამაყი იქნება.

 ახალ ზელანდიასთან მარცხის მიუხედავად, გორგოძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. 31 წლის, თავმდაბალი გამოხედვით და ღირსებით აღსავსე გორგოძე, საქართველოს რიგებში მუდამ საქებარ თამაშს უჩვენებს”- ნათქვამია სტატიაში.

შეგახსენებთ, გუშინ, ექსეტერში, „‘სენდი პარკზე“ მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე ბორჯღალოსნები ნამიბიას დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 16 : 17 დაამარცხეს. შესაბამისად, მომდევნო მსოფლიოს თასის საგზური ავტომატურად მიიღო. თუკი ახალი ზელანდია ტონგას დაამარცხებს, საქართველო ჯგუფში მესამე ადგილზე გავა.

პრინცი ჰარი ქართველი ბორჯღალოსნების და ნამიბიას დაპირისპირებას ესწრებოდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 12:22

დიდი ბრიტანეთის სანეფო ოჯახის წევრი, პრინცი ჰარი გუშინ, ექსეტერში, „‘სენდი პარკზე“ მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე ნამიბია-საქართველოს მატჩს ესწრებოდა. დაძაბულ ბრძოლაში ბორჯღალოსნებმა მოწინააღმდეგე ანგარიშით 16 : 17 დაამარცხეს. შესაბამისად, მომდევნო მსოფლიოს თასის საგზური ავტომატურად მიიღო. თუკი ახალი ზელანდია ტონგას დაამარცხებს, საქართველო ჯგუფში მესამე ადგილზე გავა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები უძლიერეს მეტოქესთან ღირსეულად დამარცხდა

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 03 ოქტომბერი 2015 01:15

ინგლისში მიმდინარე რაგბის მსოფლიოს თასზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს მორიგი მატჩი გამართა. "ბორჯღალოსნები" მესამე ტურის შეხვედრაში მსოფლიო ჩემპიონ ახალ ზელანდიას დაუპირისპირდნენ. საქართველოს ნაკრებმა ძლიერ მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო და თამაში 43:10 დათმო. თამაშის დასწყისშივე ზელანდიელებმა მოახერხეს პირველი ლელოს დადება და გარდასახვის გატანაც - 7:0.
მე-5 წუთზე საქართველოს ნაკრებმა ისტორიული ლელო დაუდო პლანეტის უძლიერეს ნაკრებს., თავი ბექა წიკლაურმა გამოიჩინა, ხოლო ლაშა მალაღურაძემ ასევე გარდასახა კარგად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა - 7:7.
მიუხედავად ამისა, პირველი ტაიმი ზელანდიის ნაკრებმა 22:10 მაინც მოიგო. მეორე ტაიმში ბრძოლა ახალი შემართებით გაგრძელდა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა ქულის მოპოვება ვეღარ შეძლო, ხოლო ზელანდიელებმა სამი ლელო დადეს და გარდასახვებიც ზუსტად შეასრულეს.
მატჩის საუკეთესო მორაგბედ  საქართველოს ნაკრების წევრი მამუკა გორგოძე დასახელდა. 7 ოქტომბერს, 11 სთ-ზე საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო შეხვედრას ნამიბიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ამ მატჩის მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ჯგუფში მე-3 ადგილს დაიკავებს და პირდაპირ, შესარჩევი თამაშების გარეშე მოხვდება 2018 წელს იაპონიაში გასამართ რაგბის მსოფლიო თასზე.

ბორჯღალოსნები მსოფლიო ჩემპიონებს დაუპირისპირდებიან

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 17:48

2 დღეში, 2 ოქტომბერს, საქართველოს დროით 23:00 საათზე, ბორჯღალოსნები მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ ახალ ზელანდიას, სარაგბო სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ‘მილენიუმ სთედიუმზე’, ისტორიაში პირველად დაუპირისპირდებიან.

ამ მატჩისთვის მზადებას გუნდი მას შემდეგ შეუდგა, რაც პარასკევს ნიუპორტში, კარდიფთან ახლოს დაბინავდა. ბიჭებმა პიველი ორი დღე აღდგენასა და ვიდეო ანალიზს დაუთმეს, გუშინწინ კი პლანეტის ყველაზე ძლიერი გუნდის დასაპირისპირებლად პირველი ვარჯიში გამართეს.

მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები არგენტინასთან 54:9 დამარცხდა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 21:58

ინგლისში მიმდინარე რაგბის მსოფლიოს თასზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს მორიგი მატჩი გამართა. "ბორჯღალოსნები" მეორე ტურის შეხვედრაში არგენტინას დაუპირისპირდნენ, რომელმაც პირველ ტურში ახალ ზელანდიას დიდი ბრძოლა გაუმართა და მხოლოდ ბოლო წუთებზე დათმო თამაში. სამწუხაროდ საქართველოს ნაკრებმა, მიუხედავად დიდი მცდელობისა, სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია ძლიერად მოთამაშე არგენტინას და 54:9 დამარცხდა.

თამაშზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ტაიმის მიწურულს მამუკა გორგოძის 10 წუთით გაძევებამ, რითაც კარგად ისარგებლეს არგენტინელებმა და მეორე ტაიმის დასაწყისში სამი ლელო დადეს. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა წინააღმდეგობის გაწევა ფაქტიურად შეწყვიტა.

სამაგიეროდ პირველ ტაიმში "ბორჯღალოსნები" თავდადებით თამაშობენ და ბოლომდე იბრძოლეს. რაც შესაბამისად ანგარიშშიც აისახა და პირველი ტაიმი, არგენტინელებმა მხოლოდ 14:9 მოიგეს. პირველ ნახევარში არგენტინელებმა 1 ლელო და 3 ჯარიმა გაიტანეს.  მერაბ კვირიკაშვილმა კი საპასუხოდ სამი ჯარიმის გატანა მოახერხა და ბორჯღალოსნებს 9 ქულა შესძინა.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 2 ოქტომბერს ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართავს. 

დღეს "ბორჯღალოსნები" არგენტინელ "პუმებს" დაუპირისპირდებიან

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 09:58

დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ინგლისში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება. 
აქამდე ბორჯღალოსნები და პუმები სამჯერ, შეებნენ ერთმანეთს - ორჯერ 2007 და 2011 წლის მსოფლიო თასებზე და ერთხელაც 2013 წელს სან ხუანში, როდესაც არგენტინის რაგბის კავშირმა მიგვიპატიჟა  ივნისის ტესტ სერიისას სათამაშოდ. სამივე შემთხვევაში გამარჯვება პუმებს დარჩათ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ყოველი მომდევნო მატჩით ანგარიშში სხვაობა მცირდება. ასევე სამჯერ გვითამაშია ‘იაგუარებად’ წოდებულ არგენტინის ‘ა’ ნაკრებთან, რომელთანაც პირველ შეხვედრაში 2009 წლის ნოემბერში 24:22 გავიმარჯვეთ, ხოლო 2011 წელს ბუქარესტში  და შარშან, თბილისის თასზე ავჭალაში, მოგება სამხრეთ ამერიკელებს დარჩათ.

საქართველო-არგენტინის  შეხვედრა  თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ბორჯღალოსნების შემადგენლობა ტონგას წინააღმდეგ

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2015 16:36

2 დღეში დადგება 19 სექტემბერი, თარიღი, რომელსაც ამდენ ხანს ველოდით, მატჩი, რომლისთვისაც ბორჯღალოსნები ამდენს -> ასე ემზადებოდნენ. 2 დღეში, 19 სექტემბერს, საქართველოს დროით 15 საათზე, ‘ქინგსჰოლმ სთედიუმზე' ბორჯღალოსნები ‘ზღვის არწივებად' ცნობილ ტონგას ერკინებიან. მსოფლიოზე საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩამდე 48 საათით ადრე მილთონ ჰეიგმა ბორჯღალოსნების სამატჩო რაზმი დაასახელა.

ძლიერი შერკინებით

სარაგბო სამყაროში ერთ-ერთი უძლიერესი შერკინებით ცნობილი ბორჯღალოსნები სტერეოტიპს არ დაარღვევენ, ვინაიდან პირველ ხაზში ჰეიგმა მიხეილ ნარიაშვილს, ჯაბა ბრეგვაძესა და დავით ზირაქაშვილს უხმო. მეორე ხაზში შერკინებას კოტე მიქაუტაძე და გიორგი ნემსაძე გაამაგრებენ. მესამე ხაზში კი ფლანკერებად გიორგი თხილაიშვილსა და ვიქტორ კოლელიშვილს ვიხილავთ. კაპიტანიმამუკა გორგოძე კი 8 ნომერზე ითამაშებს.

ყველაზე ახალგაზრდა

18 წლის ვასილ ლობჟანიძეზე მსოფლიო თასის ვებ-გვერდზე და სხვა და სხვა გამოცემებში ბევრი დაწერილა და თქმულა და მოლოდინისამებრ იგი ნამდვილად შევა მსოფლიო თასების ისტორიაში, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, ვინაიდან სასტარტო 15-ეულში მას 9 ნომრის პოზიციაზე ვიხილავთ. ხაზში ჰავბექად ლაშა მალაღურაძე გაირჯება, ცენტრში დავით კაჭარავასა და მერაბ შარიქაძის დუეტია, ხოლო გარემარბებად გიორგი აფციაური და თამაზ მჭედლიძე დაიწყებენ ტონგელთა წინააღმდეგ მატჩს. ფულბეკი კი ბორჯღალოსნების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი, 85 სანაკრებო კეპ მოხვეჭილი, მერაბ კვირიკაშვილი იქნება.

„პატივი გვაქვს მსოფლიო თასზე პირველად, დავასახელოთ ბორჯღალოსნების სამატჩო რაზმი, რომლითაც ტონგას დავუპირსპირდებით. სელექცია ძალზე რთული იყო, რომელიც ბოლო დროინდელი შეკრებებისა და საკონტროლო მატჩების დროს მიმდინარეობდა. მიმაჩნია, რომ საკმაოდ გამოცდილი რაზმი დავასახელეთ." განაცხადა მილთონ ჰეიგმა. „გარდა ამისა ამ შემადგენლობით ჩვენი გუნდი თითქმის 4 წელია რაც თამაშობს, შესაბამისად დარწმუნებულნი ვართ, რომ მათი თამაშით ყველა ვიამაყებთ."

ტრავმებს იშუშებენ და პირველი მატჩის განაცხადში სამწუხაროდ ვერ მოხვდნენ მგეზავი ლაშა ხმალაძედა გარემარბი ალექსანდრე თოდუა. მცირე, ნაკლებად სერიოზული ტრავმა აქვს დავით ქუბრიაშვილს.

გვერდი 3/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური