ბოლნისში პირველი საერთაშორისო ფორუმი გაიმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 12 ივნისი 2019 13:30

13-14 ივნისს, ბოლნისში „ადგილობრივი თვითმმართველობები ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის სოფლის მეურნეობაში და სოფლად” პირველი საერთაშორისო ფორუმი იმართება.

როგორც ,,ნიუს დეის” ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ბოლნისის პირველი საერთაშორისო ფორუმი ორგანიზებულია ერთობლივად ბოლნისის მუნიციპალიტეტის   ევროკავშირის   ინიციატივის   „მერები   ეკონომიკური   ზრდისთვის“,გაეროს განვითარების პროგრამისა და ღვინის ეროვნული სააგენოს მიერ. ღონისძიება ხორციელდება   „მერები   ეკონომიკური   ზრდისთვის“   საპილოტე   პროექტის   „ბოლნისში ბიზნეს   საქამიანობის   ეფექტური   პლატფორმის   ჩამოყალიბება“   ფარგლებში. ღონისძიების   მთავარი   მიზანია:  ადგილობრივი   ხელისუფლების   პოტენციალისა   დაროლის   განსაზღვრა,   აგრობიზნესისა   და   სოფლის   განვითარებაში,   აგრობიზნესის მხარდაჭერისა და თანამშრომლობის ქსელების განვითარებაში საუკეთესო პრაქტიკის წარმოჩენა,   აღმოსავლეთ   პარტნიორობის   რეგიონის   ქვეყნების   გამოცდილებისა   დაწარმატებების შესახებ გამოცდილების გაზიარება.

ფორუმის მეორე დღეს გაიმართება ვაზის დარგვის ცერემონიალი, ღვინის დეგუსტაცია, ადგილობრივი პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა და ადგილობრივი საოჯახო მარნებისადა მეწარმეების დაჯილდოება.

ღონისძიებას  დაესწრებიან  ცენტრალური  მთავრობის,  ადგილობრივი  ხელისუფლების ,ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის 100-ზე მეტი წარმომადგენელი საქართველოდან, უკრაინიდან,  ბელარუსიდან,  მოლდოვადან,  სომხეთიდან  და  აზერბაიჯანიდან.  ასევე, საერთაშორისო  ორგანიზაციების,  ევროკავშირისა  და  „მერები  ეკონომიკურიზრდისთვის“ სამდივნოს წარმომადგენლები.

ღონისძიებას ასევე დაესწრებიან  მაღალი დონის სტუმრები: ლევან დავითაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი; გოგი მეშველიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი; შოთა რეხვიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის რეგიონში; ილია ბეგიაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; პიტერ  კორსბი, „მერები  ეკონომიკური  ზრდისთვის“  პროექტის  ჯგუფის ხელმძღვანელი.

ბოლნისის პირველი საერთაშორისო ფორუმი ორგანიზებულია ერთობლივად ბოლნისის მუნიციპალიტეტის ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის”, გაეროს განვითარების პროგრამისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ. დაესწრებიან ასევე UNDP-ის წარმომადგენლებიც.

ბოლნისში 28 წლის მამაკაცმა 23 წლის მეუღლე მოკლა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 04 მაისი 2017 15:03

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისში მკვლელობა მოხდა. შემთხვევა წუხელ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის მამაკაცმა მეუღლე, 23 წლამდე ქალი ცივი იარაღით, სავარაუდოდ, დანით მოკლა. 

ადგილობრივების განცხადებით, მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი ბავში დარჩა.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლითაა აღძრული, რას განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გოგი მეშველიანი, კომპანია „არემჯის“ აღმასრულებელ დირექტორთან ერთად, ბოლნისის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 06 ოქტომბერი 2016 11:05

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის გამგებლობის კანდიდატ დავით შერაზადიშვილთან, კომპანია „არემჯის“ აღმასრულებელ დირექტორ დავით ბალანჩივაძესთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ნიკოლოზ კარიჭაშვილთან ერთად, სოფელ ბერთაკარის, სენების და ძველი ქვეშის მოსახლეობას შეხვდა.

კომპანიის „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სოფლის წარმომადგენლებთან ადგილობრივების დასაქმებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ უახლოეს ხანში კიდევ ერთი ახალი საბადო ამუშავდება.

“ახალი ობიექტის გახსნა კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ბიზნესი თავისუფალია. რაც შეეხება გოგი მეშველიანს, ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ზრუნავდა და მომავალშიც იზრუნებს მუნიციპალიტეტის განვითარებაზე. დავით ბალანჩივაძემ კომპანიის სახელით ასევე გამოთქვა იმ სოციალურ პროექტებში მონაწილეობის სურვილი, რომლებიც სამომავლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის განხორციელდება. გოგი მეშველიანის თქმით კი, ახალი საბადოში დასაქმებულთა 70% -ი ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. გარდა ამისა, „არემჯი ჯგუფი“, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, მომავალშიც იზრუნებს ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელებაზე.

დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყალუზრუნველყოფის რეჟიმი გაუმჯობესდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 29 ივლისი 2016 11:08

დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტში 48 სოფლის 3 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება წყალუზრუნველყოფის რეჟიმი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ იაკუბლოს წყალსაცავის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაასრულა. ბოლო წლებში კაშხლის ფერდობსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ფილტრაციული კერების ზრდა, რაც საფრთხეს უქმნიდა კაშხლის მდგრადობას და აფერხებდა წყალსაცავის სრული დატვირთვით ფუნქციონირებას. ჩატარებული 600 000 ლარის ღირებულების სამუშაოების შედეგად შესაძლებელი გახდა წყალსაცავის უსაფრთხო ფუნქციონირება.

2012 წლიდან დღემდე ქვემო ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 21 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. შედეგად წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი რეგიონში 24 500 ჰექტრიდან 44 000 ჰექტრამდეა გაზრდილი.

 

 

 

დისველის ქალთა საბჭო ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
შაბათი, 25 აპრილი 2015 10:21

დისველის ქალთა საბჭომ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე (800კვ მ) ადგილობრივი ეკოკლუბის წევრების აქტიური ჩართულობით კაკლის ბაღის გაშენების პროექტი დაიწყო.

2015 წლის მარტში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის ქალთა საბჭომ  შეიმუშავა პროექტი სოფელ დისველის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კაკლის მცირე ბაღის გაშენებისთვის. პროექტის მიზანია სოფ. დისველის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კაკლის მცირე ბაღის გაშენება, ახალი კაკლის ჯიშის ეფექტურობის დემონსტრირება, ასევე წვეთოვანი საირიგაციო სისტემის გამოყენებით წყლის რესურსების მოხმარების ოპტიმიზაცია  და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრინციპების დანერგვა.

კაკლის ნერგების ჩარგვიდან მოსავლის მიღებამდე (დაახლოებით 5-6 წელი) აღნიშნულ ნაკვეთზე გათვალისწინებულია კარტოფილის მოსავლის მიღება, რომლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხაც გადაირიცხება სკოლის განვითარების ფონდში.

პროექტი უზრუნველყოფს მცირე ეკოსისტემების გაუმჯობესების სანიმუშო პრაქტიკის დანერგვას და მოსწავლეებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლებას.

კაკლის გაშენება სოფლის ზეიმად იქცა, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ახალგაზრდები, მასწავლებლები, სოფლის რწმუნებული და სოფლის მაცხოვრებლები.

პროექტის მხარდამჭერები არიან CENN, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა და  სოფლის რწმუნებული. ასევე პროექტის განხორციელებაში მონაწილეობენ საჯარო სკოლის ბაზაზე არსებული ეკოკლუბის წევრები, სკოლის მოსწავლეები და მთელი სოფელი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური