ბოკერია ფარულ ჩანაწერებს ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 14 მარტი 2016 15:52

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეომასალის გავრცელების ფაქტებს ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.

„ამ პრობლემას, ამ სიბინძურეს, ამ ამაზრზენ ამბავს, ამ საფრთხეს ჩვენი ქვეყნის მომავლისა ჰქვია სახელი და გვარი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი. ეს არის მისი საფირმო ნიშანი ამ კაცს ჰგონია, რომ ამ მეთოდებით შეინარჩუნებს ძალაუფლებას,“-აცხადებს გიგა ბოკერია.

მისი თქმით ნაციონალური მოძრაობის მთავარი ამოცანა ხელისუფლების შეცვლაა, რის შემდეგაც ისინი განახორციელებენ რეფორმებს, რომლებიც სუს-ის გაუქმებასა და ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს გააქრობს. 

„ბოევიკები“ სააკაშვილისა და ბოკერიას კონტროლირებადი არასამთავრობოებით ჩაანაცვლეს“-ქიბარ ხალვაშის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 17:29

“რუსთავი 2″–ის ამჟამინდელი, თუმცა დროებითი მეპატრონის სააკაშვილის ახალ ინიციატივას, ტელეკომპანიის საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე, გავეცანი და მიმაჩნია, რომ ეს მისი მხრიდან სუსტი ნაბიჯია, – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის ერთ-ერთმა ყოფილმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა განაცხადა.
როგორც ხალვაში აღნიშნავს, საბჭოს შემადგენლობაში “ნაციონალების” მხარდამჭერები და წევრები არიან, თუმცა, მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მან მოიგო სამართლებრივი დავა ტელეკომპანიასთან, საბჭო იქნება ქმედითუნარიანი და არა უბრალოდ, შირმა.
“რუსთავი 2″–ის ამჟამინდელი, თუმცა დროებითი მეპატრონის სააკაშვილის ახალ ინიციატივას გავეცანი. საუბარია საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე. ეს ნაბიჯი სუსტი, თუმცა მაინც ერთგვარი მანევრია სააკაშვილი-ბოკერიას მხრიდან, რომლებიც გადატრიალებაში მხილების შემდეგ, ისევ ცდილობენ “რუსთავი 2″–ის საკუთარი პოლიტიკური გავლენის ქვეშ დატოვებას.
სამწუხაროა, რომ “რუსთავი 2″–ის საინფორმაციო და სარედაქციო პოლიტიკაში საზოგადოების მაღალი ჩართულობის ჩემს იდეას (რომელიც არაერთხელ გავახმაურე ინტერვიუებსა თუ მიმართვებში), მისი ასეთი შინაარსით წარმოჩენით, პროფანაცია გაუკეთეს და საბჭოს წევრებად, ახლო წარსულში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების წევრები და მხარდამჭერები წარმოუდგინეს საზოგადოებას. არაუშავს. „რუსთავი 2“–ს მართლაც ეყოლება საზოგადოებრივი საბჭო მას შემდეგ, თუ ჩემი სამართლებრივი დავა ტელეკომპანიის დასაბრუნებლად წარმატებით დასრულდება.
საბჭო იქნება ქმედითი და უნარიანი და არა უბრალო შირმა, როგორც სააკაშვილის ახალი ინიციატივის შინაარსში იკითხება. საბჭოს წევრი ორგანიზაციები თუ პერსონები იქნებიან სუბიექტები, რომელთა მიმართაც საზოგადოებას ეჭვის ნატამალიც კი არ დარჩება, რომ მათ, შესაძლოა, ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიმართ სიმპათიები გააჩნიათ. არაფერს ვლაპარაკობ ნაციონალური მოძრაობის, რეალურად სიტყვის თავისუფლების და საკუთრების უფლების მტერი პოლიტიკური ძალის მიმართ სიმპათიების მქონე პერსონების თუ ორგანიზაციების წევრობაზე”, – აცხადებს ხალვაში.
როგორ ხალვაში აღნიშნავს, მისთვის ფარსია იმ ადამიანების მხრიდან თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე დგომა, რომლებიც წარსულში, წინა ხელისუფლების დროს, სისტემურ დანაშაულში მონაწილეობდნენ, ძალადობრივ რეჟიმს ემსახურებოდნენ და დანაშაულს აფარებდნენ ხელს.
“როგორ შეიძლება სააკაშვილის მიერ დაკომპლექტებული „რუსთავი 2“–ის საზოგადოებრივი საბჭო იყოს მართლაც საზოგადოებრივი, ანუ მიუკერძოებელი თავისი არსით, როცა მის წევრებად სააკაშვილი უმეტესწილად 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ „ნაციონალების“ სპეციალური დავალებით შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ნიშნავს?!
როგორ შეიძლება ადამიანები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ძალადობრივ რეჟიმს ემსახურებოდნენ, ახდენდენ მისი ნამოქმედარის გათეთრებასა და გამართლებას, ხელს აფარებდნენ და თავად მონაწილეობდნენ სისტემურ დანაშაულში, დღეს ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობა დაიცვან, სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე დადგნენ?! სწორედ ასეთია უმეტესობა სააკაშვილის მიერ დასახელებული კანდიდატებიდან”, – აცხადებს ხალვაში.
მისივე თქმით, ტელეკომპანიასთან სასამართლო დავის მოგების შემთხვევაში, ნამდვილად ეყოლება “რუსთავი 2″-ს საბჭო, რომელიც ყველა იმ პოლიტიკური ძალისგან დაკომპლექტდება, რომელსაც სააკაშვილთან და მის პარტიასთან შეხება არ ჰქონიათ.
“კიდევ ერთხელ ვაცხადებ, – “რუსთავი 2″–ს მართლაც ეყოლება საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც დაკომპლექტდება ყველა პოლიტიკური ძალისგან, პირველ რიგში კი, “ნაციონალური მოძრაობისგან” დისტანცირებული პირებისგან. იმ პირებისგან, ვინც არ ფინანსდებოდა ნაციონალური მოძრაობისგან წლების განმავლობაში. ეს არის მთავარი, როცა “რუსთავი 2″–ის საზოგადოებრივ საბჭოზეა საუბარი.
სავალალოა, რომ კარგ იდეას, რომელიც არაერთხელ გავახმაურე “რუსთავი 2″-ის მომავალთან დაკავშირებით, სააკაშვილმა უბადრუკი ნაბიჯით უპასუხა – ბარიკადებზე სისხლს მოწყურებული და ქართველების ცხვირ-პირის დანაყვით აღგზნებული ბოევიკები, ნაცების რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ყოფილი მოხელეების არასამთავრობოებით ჩაანაცვლა.
P.S. მაგ საბჭოს კიდევ 2 არასამთარობო ორგანიზაცია აკლია: კეზერაშვილის „ოპერის მოყვარულთა საზოგადოება“ და ადეიშვილის „საკუთრების ახევის ასოციაცია”, – აცხადებს ქიბარ ხალვაში.

რ2-ის აღების მცდელობას, ჩვენ ფიზიკურად აღვუდგებით წინ- ბოკერია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 15:34

„ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და იმ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც მედიაში გავრცელდა და რომელშიც მისი, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას საუბარია ასახული. გიგა ბოკერიას თქმით, ენმ-ს პოზიცია „რუსთავი ორის“ ფიზიკურ დაცვასთან დაკავშირებით, თავიდანვე ცნობილი იყო და ამ მხრივ ჩანაწერებში სიახლე არ ყოფილა.

„ნაციონალური მოძრაობა საჯაროდ აცხადებდა და ამ საკითხთან დაკავშირებით მოგეხსენებათ ბრიფინგიც ჩავატარეთ , რომ ძალით „რუსთავი ორის“ აღების მცდელობას, ჩვენ წინ აღვუდგებით ფიზიკურად ჩვენი მანიფესტაციით. ეს ცნობილი იყო ყველასთვის დიდი ხანია და ეს პოზიცია არის დღესაც ძალაში. დიდი ხანია გვაქვს საუბარი იმაზე, როგორ დავიცავთ ჩვენ თავისუფლებას, როგორ შევუშლით ხელს ხელისუფლებას , კონსტიტუციის დარღვევით, სასამართლოზე ძალადობის მეშვეობით "რუსთავი 2"-ის ხელში ჩაგდების მცდელობის შემთხვევაში. ამ დისკუსიისას ამ შენობის დაცვის ყველა ვარიანტი განიხილება. ეს არის ჩვენი უფლება. რაც შეეხება ბოევიკებს, მემგონი ყველა საღი აზრის მქონესთვის ნათელია, რომ აქ შეიარაღებულ ხალხზე კი არ არის ლაპარაკი, ლაპარაკია, რომ ჩვენ უნდა შეგვეძლოს წინააღმდეგობა გავუწიოთ ჩვენი მანიფესტაციით იმ მცდელობას, რომელსაც გეგმავს ივანიშვილი და რომელსაც იმედი მაქვს, რომ გადაიფიქრებს. "რუსთავი2"-ის და მისი ჟურნალისტების უფლებაა თვითონ განსაზღვრონ როგორ დაიცავენ თავის ტერიტორიას, ჩვენი საქართველოს მოქალაქეების უფლება და ვალდებულებაა და ეს არაა რ2-ის ჟურნალისტების გადასაწყვეტი, რომ ხელი შევუშალოთ ივანიშვილს ჩაახშოს ქვეყანაში ის ინსტიტუტები, რომელიც ანტიკონსტიტუციურად ხელისუფლების შენარჩუნებაში ხელს უშლის. ჟურნალისტების გადასაწყვეტი არაა, ჩვენ როგორ შევუშლით ხელს ასეთ ანტიკონსტიტუციურ ქმედებაში.“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"არ გამოვრიცხავ, რომ ბოკერიას, სააკაშვილს, მიზნად ჰქონოდა გვარამიას მსხვერპლად შეწირვა"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 15:04

არ გამოვრიცხავ, რომ ბოკერიას, სააკაშვილს, მიზნად ჰქონოდა გვარამიას მსხვერპლად შეწირვა და ამასთან დაკავშრებით, "რუსთავი 2"-ის მთელი კოლექტივის დარაზმვა გარკვეული ფიგურების გარშემო. - ამის შესახებ განცხადებას, გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშრებით, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი აკეთებს და ფიქრობს, რომ სააკაშვილი წყობილებიდანაა გამოსული, რომელმაც ჩათვალა, რომ ასეთი ნაბიჯების გადადგმა გახდა საჭირო. "ნიკა გვარამიას ჩატარებული ბრიფინგი, ეს არის დაბნეული ადამიანის ბრიფინგი, რომელიც პასუხისმგებლობას ვერ იღებს არა თუ უცხო პირების მიმართ, არამედ, თავისი თანამშრომლების მიმართ, შესანიშნავი გოგოები, ბიჭები, რომლებიც საკმაოდ პროფესიონალურად მუშაობენ და არასწორ დავალებებს ასრულებენ ხშირად. სიუჟეტები კეთდება გარკვეული პოლიტიკური ანგაჟირებებით და არაფერი გასაკვირი არ ხდება. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში არიან მაუწყებლები, რომლებიც ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს გამოხატავს, არც დეზინფორმაციაშია რაიმე გასაკვირი. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ასეთი ფაციფუცით აპირებდნენ გარკვეული პროცესების დაძვრას საქართველოში. არ გამოვრიცხავ, რომ ბოკერიას, სააკაშვილს, მიზნად ჰქონოდა გვარამიას მსხვერპლად შეწირვა და ამასთან დაკავშრებით, "რუსთავი 2"-ის მთელი კოლექტივის დარაზმვა გარკვეული ფიგურების გარშემო. მაგრამ ისინი რეალობას ვერ აფასებენ", - განაცხადა ვოლსკიმ

ამ წუთებში ნიკა გვარამია და გიგა ბოკერია იკითხებიან

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 14:03

ტელეკომაპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და "ნაციონალური მოძარობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე იმყოფებიან. გვარამია და ბოკერია ე.წ. მოდულის შენობაში ერთად შევიდნენ. ბოკერია დაკითხვაზე ადვოკატის გარეშე გამოცხადდა, გვარამიასთან ერთად კი ადვოკატი ოთარ კახიძე იმყოფება. მათი დაკითხვა ეხება გუშინ გამოქვეყნებულ აუდიომასალებს.ე.წ. მოდულის შენობასთან გვარამიას და ბოკერიას მხარდამჭერები არიან შეკრებილი.

გიგა ბოკერია ისევ დაკითხვაზეა დაბარებული

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 11:11

„ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანი გიგა ბოკერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს. უშიშროების საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი უწყებაში 13 საათზე უნდა გამოცხადდეს.სავარაუდოდ გიგა ბოკერიას საგამოძიებო უწყებაში დაბარება, გუშინ მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს უკავშირდება, რომელშიც „რუსთავი2“-ის დასაცავ სხვადასხვა მეთოდებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბრებია ასახული.

"თუ ეს ჩანაწერი უკანონოდ არის მოპოვებული, ეს დანაშულია და ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ" - საია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 10:03

ფარული სატელეფონო ჩანაწერების გავრცელებას მესამე სექტორში შეფასებები მოჰყვა. არასამთავრობოების ნაწილის აზრით, ეს ადასტურებს, რომ ისევ გრძელდება მოსმენები და შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ გამოიძიონ ეს ფაქტი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ პასუხი გასცეს იმ კითხვას, რამდენად კანონიერად არის ჩანაწერი მოპოვებული. თუ ეს ჩანაწერი უკანონოდ არის მოპოვებული და უკანონო მოსმენები კვლავ გრძელდება, ეს დანაშულია და ამ დანაშაულისთვის ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ. მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს უსაფრთხოება დაცული იყოს, მაგრამ სახელმწიფოს უსაფრთოხებისთვის ასევე საფრთხის შემცველია თუ ხელისუფლება თავად არღვევს კანონს,“-განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა. საუბარია 

უკრაინული გამოცემის  მიერ გამოქვეყნებულ აუდიო ჩანაწერზე, სადაც ასახულია მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბარი. საუბრის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი გვარამიას რუსთავი 2 ის აღსრულებისგან დასაცავად ბარიკადების აღმართვისკენ მოუწოდებს.

გიგა ბოკერია დაკითხვაზე დაიბარეს-თამარ ჩერგოლეიშვილი განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 17:49

"ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მდივანი გიგა ბოკერია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული, ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ავრცელებს. ჩერგოლეიშვილის თქმით მისი მეუღლის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით მას დაუკავშირდნენ.

„მირეკავს ვინმე კონსტანტინე სადათიერაშვილი სუსიდან. გიგას ვერ ვპოულობ უწყება რომ ჩავაბარო და დაკითხვაზეა დაბარებული მოწმის სახით მოდულის შენობაშიო. უწყებას პარტიაში მიიტანენ და მერე ვისაც ცირკი გაინტერესებთ, მოდით მოდულის შენობასთან“- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ბოკერიას დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

სავარაუდოდ საქმე უკავშირდება ე.წ. უკრაინული ვიკილიქსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც,  გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილის საუბარი იყო დაბეჭდილი. 

 

"ვითარება სერიოზულია"-ბოკერიას განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 15:57

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი აგონიაშია. "ეს არის აგონიაში მყოფი ივანიშვილის ბოდვა, ეს ყველაფერი იქნებოდა დასაცინი, რომ არა საერთო ვითარება ქვეყანაში, რომ არა "რუსთავი 2"-ის ხელში ჩაგდების ღია მცდელობა ივანიშვილის მხრიდან, რომ არა დაჭერა "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქტივისტებისა, რომ არა მივარდნები ოფისში, რომ არა პრემიერ-მინისტრის ღია მოწოდება ძალადობისკენ და კონსტიტუციური წყობიდან გასვლისკენ, ეს ყველაფერი რომ არა უბრალოდ დავცინებდით ამას. მაგრამ, ვითარება სერიოზულია არა ამ სამარცხვინო ბოდვის გამო, არამედ ამ საერთო ვითარების გამო. ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილი დარწმუნდა იმაში, რომ მინიმალურად დემოკრატიულ არჩევნებშიც კი შემდეგ წელს მას შანსი არ აქვს ძალაუფლების შენარჩუნების და ერთი წლით ადრე ცდილობს გაანეიტრალოს საზოგადოებაში ის ინსტიტუტები, რომლებიც ძალაუფლების შენარჩუნებაში ხელს შეუშლის. ამით არის ეს ყველაფერი გამოწვეული, პირველ რიგში "რუსთავი 2"-ის ამბავი, დაჭერები, ეს ღია და სამარცხვინო ამაზრზენი მოწოდებები, ეს არის პრობლემა ივანიშილის და მისი თოჯინები ღრმად ცდებიან, ისინი ცუდად დაამთავრებენ - დამარცხდებიან; სამწუხაროდ, ამ პროცესში ქვეყანას აზიანებენ", - განაცხადა ბოკერიამ.
გიგა ბოკერიას კომენტარს "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.

უკრაინული "ვიკილიქსი" 4თვის წინ რუსეთში დარეგისტრირდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 15:00

მედიაში გავრცელებული მასალები, რომელზეც ძალოვანი უწყებები სავარაუდოდ თავის განცხადებებში საუბრობენ - ე.წ. უკრაინული ვიკილიქსია. ვებგვერდი 4 თვის წინ რუსეთშია რეგისტრირებული და მასზე განთავსებულია სულ 30-მდე სტატია, რომელთაგან უმეტესობაში სააკაშვილი ფიგურირებს.

რუსულ ვებგვერდზე განთავსებულ სხვადასხვა სტატიის მიხედვით, სააკაშვილის დავალებით უკრაინაში ყოფილი მებრძოლების ორგანოებით ვაჭრობენ, მისი და მაკკეინის ერთობლივი გეგმით, ის სირიაში ქართველი მებრძოლების გადაყვანას უზრუნველყოფს და ასე შემდეგ.

ახალ სტატიაში, რუსულმა ვებგვერდმა გუშინ გამოაქვეყნა, გადმოცემულია მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას დიალოგი, რომელიც, ვებგვერდის მტკიცებით, თურქეთში შედგა. სტატიის მიხედვით, იგეგემბა რუსთვი 2-ში პროვოკაციის მიზნით არეულობის მოწყობა და ერთი თანამშრომელის მკვლელობაც კი.

მასალა, რომელიც ამ დრომდე, სულ 6 ათასმა ადამიანმა ნახა, მალევე თარგმნეს და გაავრცელეს ქართული მედიასაშუალებების ერთმა ნაწილმა.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური