სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დროებით შეაჩერა Boeing 737-8 MAX-ი და 737-9 MAX-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 13 მარტი 2019 15:35
მგზავრთა და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) დროებით შეაჩერა Boeing 737-8 MAX-ი და 737-9 MAX-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში. გადაწყვეტილება ძალაშია მიმდინარე წლის 13 მარტიდან. / ALL BOING 737-8  MAX AND 737-9 MAX AEROPLANES OPERATIONS ARE PROHIBITED IN GEORGIAN FIR. EFFECTIVE FROM 09:00 UTC; MARCH 13, 2019
 
სააგენტო (GCAA) თვალყურს ადევნებს ამერიკის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის (FAA) და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გამოშვებულ უსაფრთხოების მითითებებს და დირექტივებს. Boeing 737 MAX-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში იზღუდება დროებით, სანამ საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებს, საავიაციო შემთხვევის მოკვლევის ორგანოებს, შესაბამის საავიაციო ხელისუფლებებს და მწარმოებელ კომპანიას არ ექნებათ უფრო მეტი ინფორმაცია და მოკვლევის პირველადი შედეგები ეთიოპიაში მომხდარი  ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების შესახებ.
 
აქვე ინფორმაციისთვის გაცნობებთ, რომ  საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში Boeing 737 MAX ტიპის საჰაერო ხომალდი არ ირიცხება. დროებითი შეზღუდვა საჰაერო მიმოსვლაზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს.
 
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო გამოხატავს ღრმა მწუხარებას ეთიოპიის ავიახაზების  კუთვნილი თვითმფრინავზე მომხდარი ავიაკატასტროფის გამო (რეისი ET302), უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, საჰაერო ხომალდის ოპერატორ ავიაკომპანიას და შესაბამის საავიაციო ხელისუფლებას.
 
დამატებითი ინფორმაცია: ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისობის დირექტივა https://ad.easa.europa.eu/ad/2019-0051-E

ნიდერლანდებმა ბოინგის კატასტროფაზე დასკვნა გამოაქვეყნა

გამოქვეყნებულია ვიდეო
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2015 18:51

ნიდერლანდების უშიშროების საბჭომ, 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიის ავიაკომპანია Airlines MH17-ის ბოინგის კატასტროფასთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა.

"ეხო მოსკვის" ცნობით, ექსპერტებიმა დაასკვნეს, რომ თვითმფრინავი ჩამოგდებულია საზენიტო-სარაკეტო სისტემა "ბუკით". ტექნიკურმა კომისიამ ყველა სხვა ვერსია  გამორიცხა.

ექსპერტებმა 320 კვადრატული კილომეტრის ფართობი დაასახელეს, საიდანაც რაკეტა გაუშვეს. ამ ტერიტორიაში არ მოხვდა დასახლება ზაროშენსკოე, რომელიც თავდაცვის კონცერნ "Алмаз-Антей"-ის ანგარიშშია მითითებული.

მომავალი 20 წლის განმავლობაში ჩინეთს 6330 ახალი თვითმფრინავი დასჭირდება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 26 აგვისტო 2015 14:27

მომავალი 20 წლის განმავლობაში ჩინეთს 6330 ახალი თვითმფრინავი დასჭირდება, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებით 950 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ასეთი პროგნოზი ამერიკულმა აეროკოსმოსურმა კორპორაცია „ბოინგმა“ წარმოადგინა.  ამის თაობაზე საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.

„მიუხრდავად იმ ეკონომიკური რხევებისა, რომელსაც ამჟამად ადგილი აქვს ჩინეთის ბაზარზე, ჩვენ მაინც ვხედავთ ჩინეთის საავიაციო სექტორის დინამიური ზრდის პერსპექტივას უახლოეს მომავალში“, - განაცხადა კომპანია „ბოინგ-სამოქალაქო თვითმფრინავების“ მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტმა რენდი ტინსეტმა.

მისივე თქმით,  მომავალი 20 წლის განმავლობაში ჩინეთის სამოქალაქო ავიაპარკი სამჯერ გაიზრდება: 2570 ერთეულიდან 7210 ერთეულამდე (2014 – 2034 წლების განმავლობაში) და აქედან 70 პროცენტი აუცილებელი იქნება ჩინეთის ბაზრის მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

კორპორაცია „ბოინგის“ წარმომადგენლები ასევე თვლიან, რომ 2034 წლისთვის გაიზრდება ჩინეთის მოთხოვნა იმ თვითმფრინავებზე, რომლებსაც ცალმხრივი შუა გასავლელი გააჩნია. სავარაუდოდ მათი რიცხვი 4630 ერთეულს გაუტოლდება. გარდა ამისა,  მომავალში ჩინეთს ასევე გადაეცემა ფართფიუზელაჟის მქონე თვითმფრინავები, ისეთები როგორიც არის „ბოინგ 777-300ER, ბოინგ 777Х  და ბოინგ 787“.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური