ბოინგ 777-ის ავიაკატასტროფის ახალი დეტალები

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 02 ნოემბერი 2016 13:04

მალაიზიური ბოინგის ნამსხვრევების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფრენა ემ-ეიჩ 370-მა ინდოეთის ოკეანეში მართული დაშვება განახორციელა. საქმე ეხება ბოინგ 777-ს, რომელიც პეკინიდან კუალა ლუმპურისკენ მიფრინავდა და კატასტროფა განიცადა. ავსტრალიელი გამომძიებლების თანახმად, ლაინერის ფრთები კრუიზის პოზიციაში იყო, როდესაც ის ოკეანის ზედაპირზე მოხვდა, რაც ბადებს ეჭვს, რომ თვითმფრინავის მართული დაშვება ადამიანის მიერ კონტროლდებოდა. ლაინერის ნამსხვრევების შესწავლის შედეგად, გამომძიებლებმა ფოკუსირება მოახდინეს თვითმფრინავის ფრთებზე. მომხდარის შესწავლა კვლავ გრძელდება. შეგახსენებთ, რომ ბოინგ 777-მა ავიაკატასტროფა 2014 წლის მარტში განიცადა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 239 ადამიანი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური