"მე ვიყავი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი" - გიგი უგულავა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 სექტემბერი 2015 09:46

მოსამართლის გადაწყვეტილებას ოვაციები მოყვა დარბაზში და საქალაქო სასამართლოს გარეთ, სადაც უგულავას ახლობლები და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები ელოდებოდნენ მის გათავისუფლებას. როგორც მან სასამართლოს დარბაზის დატოვების შემდეგ განაცხადა, ის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი იყო.

"ჯერ ბრძოლა თავისუფლებისთვის ჩემთან მიმართებაშიც არ არის დამთავრებული. რადგან ის უმსგავსობა და დღევანდელი პროკურატურის ქმედება ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ივანიშვილი და მისი მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ შეეგუება, ვერ ეგუება. დღეს უბრალოდ სასამართლო იყო გამოუვალ მდგომარეობაში. მინდა აქედან მივმართო ბიძინა ივანიშვილს, ძალიან კარგად ვიცი, რომ მე და არა მარტო, ვიყავი მისი პირადი პატიმარი. მისი პირადი პატიმრები რჩებიან საპატიმროში და მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მათაც გავათავისუფლებთ. რაც ტურავას და ბევრი მოსამართლის საქციელი ნახეთ ამ პერიოდის განმავლობაში, ჩემთან თუ სხვებთან მიმართებაში, ისევე როგორც მე, იყავით მზად, ჩემს შვილებს ვეუბნები, რომ იყვნენ მზად, ესენი ჩასაფრდებიან და რევანშისთვის მოემზადებიან. მე რევანშის არ მეშინია, ისევე როგორც იმ პირველი გზის, რომელიც გავიარე," - განაცხადა სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ გიგი უგულავამ.  

ბიძინა ივანიშვილმა რთველთან დაკავშირებულ კითხვას არ უპასუხა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 15 სექტემბერი 2015 15:19

ყურძნის ჩაბარების ფასთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კომენტარი არ გააკეთა.

ბიზნესმენმა ჟურნალისტებს არც მის მიერ მიცემულ დაპირებაზე უპასუხა. შეგახსენებთ, 2012 წელს ყოფილი პრემიერი კახელ გლეხებს ყურძნის ჩაბარების მაღალ ფასს დაჰპირდა. 

ყოფილი პრემიერი  დღეს ქუთაისში მწერალ რეზო ჭეიშვილის დაკრძალვას დაესწრო. 

 

საზოგადოება "მოქალაქე" უტა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვას გამორიცხავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 14 სექტემბერი 2015 14:00

საზოგადოება "მოქალაქე" ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის უტა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვას გამორიცხავს. 
 ამის შესახებ "მოქალაქე"  Facebook-ში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც newsday.ge უცვლელად გთავაზოვთ: 

"ბოლო დღეებში რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა დეზინფორმაცია უტა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო ჩართვის შესახებ, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

საზოგადოება "მოქალაქე" აცხადებს, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას არანაირი საფუძველი არ გააჩნია - უტა ივანიშვილი პოლიტიკაში ჩართვას გამორიცხავს როგორც ამ ეტაპზე, ისე - სამომავლო," - ნათქვამია განცხადებაში.

ეს არის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ძალთა დემონსტრირება, - სევდია უგრეხელიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 მაისი 2015 22:48

„ქართული ოცნების ხელისუფლებას კრიზისი აქვს, თუმცა  მთავრობაში მიმდინარე ცვლილებები კრიზისიდან არ გამომდინარეობს, თორემ სპორტისა და გარემოს მინისტრების ნაცვლად ეკონომიკის გუნდს გამოცვლიდნენ.  მე ვფიქრობ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ძალთა დმონსტრირება, შემოვა ხელახლა, იგივე შემადგენლობით და იგივე პრემიერს დაამტკიცებინებს თავის მორჩილ უმრავლესობას. ეს არის ძალის დემონსტრირება, რომ მას ძალუძს გარედან ყვლაფერი მართოს“, -  მთავრობაში მიმდინარე ცვლილებები  „სთარვიზიის“ ყოველკვირეულ თოქ-შოუში „აქტუალური თემა" საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრმა სევდია უგრეხელიძემ შეაფასა.

გვერდი 10/ 10-დან

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური